სერბის ბედს დასკვნითი მატჩები გადაწყვეტს

სერია A-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება ფლორენციის "ფიორენტინაა" და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს, გუნდი ასე თუ ისე თამაშობს. "მილანთან" დამარცხებამდე სულაც ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო, მაგრამ სატურნირო ცხრილში ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. "ვიოლა" ევროტურნირებს მიღმა რჩება, არადა, კლუბის მესვეურთა მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გახლდათ. მესვეურებზე ჩამოვარდა სიტყვა და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდის წარუმატებელ ასპარეზობაში მათი პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია - ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდად არ უაქტიურიათ, თანაც ტრავმის გამო სტევან იოვეტიჩის სახით, შეტევის ერთ-ერთი ლიდერი დაკარგეს და სრულიად ნათელი იყო, რომ წინა ხაზს გაძლიერება ესაჭიროებოდა. "ვიოლას" წარუმატებელ ასპარეზობაზე მოსაზრება გუნდის ყოფილმა ლიდერმა, ანჯელო დი ლივიომ გამოთქვა:

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ იგრძნობა პოტენციალი - გუნდს თითქოს არ შესწევს იმის ძალა, რომ შეტევაში უფრო კრეატიული იყოს, დაცვასა და შუა ხაზში კი სტაბილური. კლუბის მესვეურებმა ზაფხულში იპასიურეს, რაც ძვირად უჯდებათ და დღევანდელი გადასახედიდან, ძნელი სათქმელია, როგორ უნდა გამოსწორდეს ასეთი მძიმე მდგომარეობა. ალბერტო ჯილარდინო მეტად რთულ ვითარებაშია - ის ერთადერთი ფორვარდია სერია A-ში, ვისთანაც ბურთი უბრალოდ არ მიდის. მიუხედავად ამისა, საკუთარ მოვალეობას ასრულებს და გოლებს იტანს. მართალია, დაქვეითებას გადაურჩნენ, მაგრამ ასეთი ტრადიციების მქონე გუნდი ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდა იბრძოდეს. მოკლედ, აუცილებელია, რომ დელა ვალეებმა ჯიბეზე ხელი გაიკრან და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი დაიმატონ".

ყველაზე აქტუალური თემა მაინც სინიშა მიხაელოვიჩი და მისი ფლორენციული მომავალია. ჟურნალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გამოსავალი მის გათავისუფლებაში და ახალი მწვრთნელის მოყვანაშია - ამ მოსაზრებას არ იზიარებს კლუბის სპორტული დირექტორი პანტელეო კორვინო: "არა მგონია, რომ მთავარი პრობლემა მწვრთნელში იყოს, რადგან არ შეიძლება რომ გუნდი მხოლოდ ერთი ადამიანის გამო იგებდეს, ან აგებდეს. მიზნად მართლაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა დავისახეთ, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. შეიძლება ვინმე კმაყოფილი იყოს იმით, რომ კატასტროფული სტარტის შემდეგ, მდგომარეობა საგრძნობლად გამოვასწორეთ და ცხრილის შუაგულში ავინაცვლეთ, მაგრამ ჩვენთვის ეს საკმარისი არაა. უკვე მომავალ სეზონზე ვფიქრობთ და ბუნებრივია, რომ გაძლიერებას ვაპირებთ. რაც შეეხება სინიშა მიხაილოვიჩს, ბევრი რამე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ დავასრულებთ ჩემპიონატს. მისი მოსაზრებებიც გვაინტერესებს, ახლო მომავალში აუცილებლად დავსხდებით და ყველაფერზე ვიმსჯელებთ".

მართალია, კორვინო მიხაელოვიჩის კრიტიკას ერიდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არც დაცვაში უდგას. მეტიც, პირდაპირ განაცხადა, რომ თუ დასკვნით პაექრობებში "ვიოლამ" არასტაბილურად იასპარეზა, სავარაუდოდ, სერბს პოსტის დატოვება მოუწევს. თავად სინიშა წასვლაზე არ ფიქრობს და ცდილობს, მთელი კონცენტრაცია მიმდინარე სეზონის დარჩენილ ტურებზე მოახდინოს:

"ხშირად ხდება, როდესაც წარუმატებლობა მხოლოდ ერთ ადამიანს ბრალდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, განსხვავებული ვითარებაა. კლუბის მესვეურები ნდობას მიცხადებენ და იმედია, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება. ამასთან, გულშემატკივრების მხრიდან ვგრძნობ დიდ სიყვარულს და მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებულად მახარებს. ისე, მწვრთნელი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს - ჩვენი პროფესია ბევრ მოგზაურობას და ჩემოდნებზე ჯდომას ნიშნავს, მაგრამ ფლორენციიდან აბარგებას ჯერ მაინც არ ვაპირებ. სეზონის დარჩენილ შეხვედრებზე ვარ კონცენტრირებული და მსურს, რომ მაქსიმალური რაოდენობის ქულები ავიღოთ".

მართალია, მიხაილოვიჩს წასვლის შესახებ სიტყვის გაგონებაც არ უნდა და არც კლუბის მესვეურები ემუქრებიან სერბს, მაგრამ იტალიურ პრესაში მაინც აქტიურად იწერება სინიშას შესაძლო შემცვლელების შესახებ. "გაძეტას" ვერსიით, სერბი შესაძლოა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა დუნგამ შეცვალოს. მართალია, დუნგა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ცნობისთვის, დუნგას კანდიდატურა ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც განიხილებოდა, მაგრამ მაშინ მიხაილოვიჩის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელსაც იტალიურ პრესაში სერბის შემცვლელად განიხილავენ, კლაუდიო რანიერია. "რომას" ექს-თავკაცი უსაქმოდ გახლავთ და თუ შეთავაზება ექნება, წესით დიდი სიამოვნებით უნდა დათანხმდეს. მისი კომენტარი სწორედ ამაზე მეტყველებს: "ჯერჯერობით, არავითარი შეთავაზება არ მიმიღია და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან "ფიორენტინას" ჰყავს მთავარი მწვრთნელი, რომელიც მუშაობას აგრძელებს. მიხაელოვიჩს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ შესანიშნავი სპეციალისტია. ისე კი, ფეხბურთში დაბრუნების დიდი სურვილი მაქვს და ადრე თუ გვიან, ამას აუცილებლად გავაკეთებ. "ფიორენტინა"? - ეს გუნდი ყოველთვის მესიმპათიურებოდა თავისი ბრწყინვალე გულშემატკივრებით".

firoentina
მაგარი სტატიაა! მომეწონა იმედია გაისად სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ :)
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე