ყველაფერი დასრულებულია - "ბარსას" სუპერსერიაც და ლა ლიგის ინტრიგებიც.

43 მატჩი წაუგებლად ევროპის ტოპ-ლიგებში მსოფლიოს რეკორდია, რომელსაც კარგა ხანს ვერავინ შესწვდება. "ბარსას" ეს სვლა ძალზე მოულოდნელად შეწყდა - კატალონიურმა გრანდმა ჩემპიონატის დაუმარცხებლად მოგების შანსიც ხელიდან გაუშვა...

ლიონელ მესი ვალენსიაში არ წასულა და 56-ე წუთისთვის მისი "ბარსა" "ლევანტესთან" 1:5 მარცხდებოდა. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ამის შემდეგ კი გამოცოცხლდა, მაგრამ ბოლომდე ვერ იყოჩაღა და 9-გოლიან თრილერში მაინც წააგო. გამარჯვებულთა რიგებში 21 წლის განელ ემანუელ ბოატენგს გამოვყოფთ, რომელიც ამ სეზონის წინ გადმოვიდა ლა ლიგაში პორტუგალიიდან. განელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა ტერ შტეგენის კარში. ეს იყო აფრიკელის პირველი ჰეთ-თრიკი კარიერაში. ამ სეზონში კატალონიელთათვის სამი კი არა, აქამდე ორი გოლიც კი არ გაუტანია რომელიმე ფეხბურთელს, როგორც ლა ლიგაში, ისე თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე. "ბარსას" ფილიპე კოუტინიოს ჰეთ-თრიკმაც კი ვერ უშველა.

Video

13.05.18 ლევანტე - ბარსელონა 5:4

"ბეტისმა" და "სევილიამ" ისევ უხვგოლიანი დერბი ითამაშეს, მაგრამ პირველი წრის მსგავსად, როცა "ბეტისმა" "სანჩეს პისხუანზე" 5:3 მოიგო, 8 გოლი აღარ გასულა - გუნდებმა 4 "იკმარეს". "ბეტისი" მარკ ბარტრამ დააწინაურა, შემდეგ კი ვისამ ბენ იედერმა კურიოზული გოლით გაათანაბრა. "სევილია" წინ სიმონ კიაერმა გაიყვანა, მაგრამ ლორენმა "ბეტისი" წაგებისგან იხსნა - 2:2.

ამით "ბეტისმა" ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა.

ზინედინ ზიდანმა კაპიტანი სერხიო რამოსი დაასვენა, ხოლო დანი კარვახალს და კრიშტიანო რონალდოს ტრავმები აქვთ.

პირველ ტაიმში გარეთ ბეილმა დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით თვალსასეირო იყო უელსელის მეორე გოლი. ტაიმი "რეალმა" 3:0 მოიგო, რადგან ისკომ არანაკლები სილამაზის გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში "რეალის გოლები" ჰაკიმიმ და კროოსმა გაიტანეს (1 ავტოგოლი).

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კარგი მატჩი გვეთამაშა. დღეს "რეალის" მოთამაშეები საქმეს პროფესიულად მიუდგნენ. ჩვენ 6 გოლი გავიტანეთ და ბრწყინვალედ ვითამაშეთ. შესანიშნავია, როცა კლუბის ბევრი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ამის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის შემადგენლობის დაყენება ჩემთვის დიდი თავისტკივილი გახდა".

Video

12.05.18 რეალი - სელტა 6:0

მადრიდული დერბი "ხეტაფეს" წინააღმდეგ "ატლეტიკომ" იან ობლაკის წყალობით, მისთვის ტრადიციული ანგარიშით მოიგო - 1:0. სლოვენიელმა გოლკიპერმა კვლავ (მეშვიდედ, რაც "ატლეტიკოშია") მოიგერია პენალტი და მადრიდულმა კლუბმა კოკეს გოლით იმარჯვა. დიეგო სიმეონემ 13 მატჩი გამართა "ხეტაფეს" წინააღმდეგ ბურთების საოცარი სხვაობით - 26:0. აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოს" ყველა მატჩი არ მოუგია, ერთი 0:0 დასრულდა.

მოიგო "ვალენსიამაც", "ღამურებს" არგენტინელმა ლუსიანო ვიეტომ მოაგებინა. აქაც მეკარემ იყოჩაღა - ხაუმე დომენეკმა ოლუნგას თავური სასწაულებრივი რეაქციის წყალობით მოიგერია.

ლა ლიგის დასრულებამდე ტურით ადრე ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ "ბარსელონა", "ატლეტიკო", "რეალი" და "ვალენსია". ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ "ვილიარეალი" და "ბეტისი", ხოლო ევროპალიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფში - "სევილია". გავარდნილები არიან "დეპორტივო", "ლას პალმასი" და "მალაგა". ლიონელ მესი 9 გოლით უსწრებს კრიშტიანო რონალდოსა და ლუის სუარესს და ცხადია, პიჩიჩი მას დარჩება. ასე რომ, ესპანეთის ჩემპიონატში, პრაქტიკულად, ყველაფერი გარკვეულია და ბოლო ტური სრულიად უმოტივაციოა.

ფაქტები

"რეალი" ლა ლიგაში შინ 9 ტურია, რაც არ დამარცხებულა (7 მოგება, 2 ფრე).

გარეთ ბეილმა 4 დუბლი შეასრულა ამ სეზონში. ეს მისთვის საუკეთესო შედეგია, რაც "რეალშია".

ემანუელ ბოატენგი დიეგო ფორლანის შემდეგ (2005 წ.) პირველი ფეხბურთელია, ვინც "ბარსელონას" კარში ლა ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ემანუელ ბოატენგი ამ სეზონში პირველი ფეხბურთელია, ვინც "ბარსელონას" კარში (ყველა შეჯიბრებაში) ერთზე მეტი გოლი გაიტანა.

ლა ლიგის 19 სეზონში 3 ბასკური კლუბი მაინც იყო. ამ 19 სეზონიდან პირველად "ბილბაო" ბასკურ კლუბებში უკანასკნელ ადგილზე დაასრულებს ჩემპიონატს.

"ატლეტიკოს" მაისურით იან ობლაკმა 12-დან 7 პენალტი მოიგერია, რაც 58%-ია.

მუნირ ელ ჰადადიმ "ალავესის" მაისურით 10 გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა სამ სეზონში ერთად.

"ვილიარეალმა" საგარეო მატჩში 2014 წლის შემდეგ პირველად შეძლო პირველივე ტაიმში 3 გოლის გატანა.

"ბეტისმა" ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა თავით - 15.

პაბლო ფორნალსი (ვილიარეალი) ლიონელ მესის დაეწია საგოლე პასების რაოდენობით - 12-12.

"ბარსელონამ" ლა ლიგაში 2017 წლის აპრილის შემდეგ პირველად წააგო. ეს იყო "მალაგასთან" ზუსტად 400 დღის შემდეგ.

"ატლეტიკომ" "ხეტაფესთან" ბოლო 14 დაპირისპირებაში (აქედან 13 დიეგო სიმეონეს მეთაურობით) ერთი გოლიც კი არ გაუშვა.

ლუსიანო ვიეტომ "ვალენსიას" რიგებში 3-თვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

ფილიპე კოუტინიომ "ბარსელონაში" ჰეთ-თრიკი პირველად შეასრულა.

ბომბარდირები: 34 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - იაგო ასპასი (სელტა); 19 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

ბოლო ტური

19 მაისი: სელტა-ლევანტე, ლას პალმასი-ჟირონა, ლეგანესი-ბეტისი, მალაგა-ხეტაფე, სევილია-ალავესი, ვილიარეალი-რეალი;

20 მაისი: ვალენსია-დეპორტივო, ბილბაო-ესპანიოლი, ატლეტიკო-ეიბარი, ბარსელონა-რეალ სოსიედადი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
[VIDEO] მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და "ვილიარეალს" გამარჯვება მოუპოვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ლევანტესთან" მატჩში?
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] "ბარსამ" "კამპ ნოუ" გააბრაზა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილას დადგა
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
დაბრუნება ყოფილ გუნდში? ქოჩორაშვილის თაობაზე "სპორტინგი" შეთავაზებას ელოდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონას" დაგეგმილი 3 ქულა "ოსასუნასთან", გამეორებული რეკორდი და უნიკალური შემთხვევა ევროპის ტოპ 5-ში!
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
ქოჩორაშვილი შესაძლოა, ლა ლიგაში დაბრუნდეს და ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდში ითამაშოს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა