"პეპინსტერის" სენსაციურ გამარჯვებაში წვლილი ახალგაზრდა ქართველ ფორვარდ თორნიკე შენგელიასაც მიუძღვის
რა არის სენსაცია? მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატში "ენერჯიმ" "არმიას" რომ მოუგოს, ან ევროლიგაზე "შარლერუამ" "რეალი" რომ დაამარცხოს... ბელგიის ჩემპიონატში? - ვთქვათ, ევროლიგელი "შარლერუა" თორნიკე შენგელიას "პეპინსტერმა" რომ დაამარცხოს. ასეთი შედეგი სენსაცია იმიტომაა, რომ შემადგენლობით "პეპინსტერი" ჩამორჩება შარლერუელებს, ხოლო ეს უკანასკნელნი - მადრიდის "რეალს".

კალათბურთი იმიტომაცაა საინტერესო, რომ მოულოდნელობები ხშირად ხდება: ამ სეზონში, ევროლიგაზე "შარლერუას" "რეალი" დამარცხებული ჰყავს (67:49), ახლა კი "პეპინსტერმა" ბელგიის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს 85:80 აჯობა. ეს გახლდათ ბელგიის პირველობის 25-ე ტურის მთავარი მოვლენა. ამ წარმატებაში წვლილი ახალგაზრდა ქართველ ფორვარდ თორნიკე შენგელიასაც მიუძღვის.

მატჩი "პეპინსტერის" მოედანზე გიმართა და თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლები პირველივე პერიოდში დაწინაურდნენ - 22:16, ხოლო დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ფორით გავიდნენ (40:33).

"შარლერუასთან" წინა მატჩისგან განსხვავებით "პეპინსტერის" კალათბურთელებმა შეხვედრა ბოლო წუთებამდე სტაბილურად ჩაატარეს და ხუთქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.

თამაშის მთელმა სიმძიმემ ექვს კალათბურთელზე გადაიარა, დანარჩენმა ორმა 10-ზე ნაკლები წუთი ითამაშა. შეუცვლელად ითამაშა დომინიკ ვოთერსმა და მატჩის ბომბარდირიც გახდა - 28 ქულა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შენგელიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა, 4-4 ქულა-მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მან მეტოქის კალათის მიმართულებით 5 ორქულიანი ისროლა და 2 ჩააგდო. დამარცხებულთა შემადგენლობაში ბელგიის ნაკრების ერთადერთი კალათბურთელია - კრისტოფ ბეგინი, რომელმაც 19 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა.

წაგების მიუხედავად "შარლერუამ" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. "პეპინსტერმა" მეექვსე პოზიციაზე აინაცვლა (პლეი ოფში სწორედ ექვსი გუნდი გადის). მის აქტივში 9 გამარჯვებაა, პასივში - 16 მარცხი.

შენგელიასა და მის თანაგუნდელებს ზემოთნახსენები მძიმე მატჩის შემდეგ დასვენების საშუალება თითქმის არ აქვთ - დღეს, 15 აპრილს უშუალო კონკურენტ "ლიეჟს" (8 მოგება აქვს) ესტუმრებიან.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე