ყველა გზა რომში მიდის და დღეს მარადიულ ქალაქში ლეგენდარული სერბის, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილის გზები ისტორიაში პირველად გადაიკვეთება.

რა შანსები აქვს ნიკას მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრის დამარცხების და საჩოგბურთო სამყაროში ერთ-ერთი დიდი სენსაციის დაფიქსირების?

დავიწყოთ თავიდან. სპორტის ამ სახეობის ქომაგებს კარგად მოგეხსენებათ, რომ სერბს საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას და ამჟამად საუკეთესო კონდიციებში დაბრუნებას ცდილობს.

ბალკანელმა, 2017 წლიდან მოყოლებული, ორი ოპერაცია გაიკეთა, გამოიცვალა სამი მწვრთნელი და ამჟამად მარიან ვაიდასთან ერთად (ვისთან ერთადაც ნოლემ ძირითად წარმატებას მიაღწია), ცდილობს ძველი ჯოკოვიჩი გახდეს.

მიმდინარე სეზონში ნოვაკს კარიერის ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. 17 ჩატარებული თამაშიდან მან მხოლოდ 7 მოიგო და რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არცერთ ტიტულს არ დასაკუთრებია.

რაც შეეხება უშუალოდ გრუნტზე (ქვიშაზე) ჩატარებულ თამაშებს, აქ ჯოკოვიჩმა 4-ჯერ მოიგო, ხოლო 3 შეხვედრა მეტოქეს დაუთმო.

ვისთან აქვს მიმდინარე წელს ნოვაკს წაგებული? ძალიან საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩი ინდიანაში იაპონელ ტარო დანიელთან დამარცხდა. ეს ის ჩოგბურთელია, ვისთვისაც ნიკოლოზს უპირობოდ მოუგია.

რამდენიმე კვირის უკან სერბი ასევე დამარცხდა სლოვაკ მარტინ კლიჟანთან, ვისთანაც ასევე ბასილაშვილს სოფიის ტურნირზე მოუგია.

აქვე ვთქვათ ნოვაკის მარცხზე დომენიკ ტიმთან და ამასაც შეგახსენებთ, რომ იმავე სოფიის ტურნირზე ნიკოლოზმა ტიემსაც აჯობა.

ჩნდება საინტერესო კითხვა: ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რატომ არ უნდა ჰქონდეს შანსი ბასილაშვილს ცუდ ფორმაში მყოფი ჯოკოვიჩის დამარცხების?

აქვე ვთქვათ, რომ ორივე ჩოგბურთელის დიდი მინუსი ჩაწოდება და ბადესთან თამაშია. ნოვაკს ამის პრობლემა ყოველთვის ჰქონდა და მისი გამოსწორება ბორის ბეკერთან თანამშრომლობამაც ვერ შეძლო.

ანალოგიური პრობლემა აქვს ნიკასაც. ბასილაშვილს ბადესთან თამაში ძალიან უჭირს. რაც ყველაზე ცუდია, ბადესთან მეტოქის მოძრაობას არ აკონტროლებს, რის გამოც ხშირად ქულას კარგავს.

ნიკას მთავარი უპირატესობა მუდმივად შეტევაზე გადასვლა და მეტოქის ზეწოლის ქვეშ ყოფნაა. ჯოკოვიჩს კი ასეთი მეტოქეები ნამდვილად არ უყვარს.

ბოლო პერიოდში მსოფლიოს 4 წამყვანი ჩოგბურთელიდან (რაფაელ ნადალი, ენდი მარეი, როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი) ნიკოლოზი ორ მათგანს შეხვედრია.

მართალია, ლეგენდარულ შვეიცარიელთან ავსტრალიის ღია პირველობაზე და რაფაელ ნადალთან როლან გაროსზე უპირობოდ წააგო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ამ შეხვედრებს მისთვის გამოცდილება არ მიეცა.

თავისი საუკეთესო თამაშის ჩატარების შემთხვევაში ბასილაშვილს გამარჯვების შანსი ნამდვილად ექნება. იმედი ვიქონიოთ, რომ მატჩი ცალ კარში არ წარიმართება და დღეს, რომის საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალურ კორტზე, თბილისის დროით 16:00 საათზე, ერთ-ერთ უდიდეს სენსაციას სწორედ ნიკა შემოგვთავაზებს.

გელა
ლინკზე რას იტყვით?
გელა
ისეთი სიტუაცია ყოფილა, რომ წაგება სირცხვილია ))
დათო
გამეხარდა ძალიან!!! ყოჩაღ, რომ არ ჩერდება და ტურნირს ტურნირზე აგრძელებს!!! ჯოკოვიჩთან, რომლიც დღეს თავის უწინდელ ფორმაში არ არის, თავსუფლად შეძლება თამაში და წარმატებიის მიღწევა!!! მადრიდში ტიმმა ნადალი( გრუნტის მეფე , ამ შეფასებას ყველა პროფი. ეთანხება) დაამარცხა, ორმგები და ბრეიკების რეალიზაცია ალბათ არის ნიკას აქილევსი და ეს აქვს გამოსასწორებლი!!! ძალიან დიდი სტიმული იქნება მისთვის დღევანდელი გამარჯვება, გამარჯვება,რომელიც მის კარიერას კარდინალურად შეცვლის!!! !! წარმატება ნიკა!!!
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა