ევროთასების წლის პირველი ფინალი კარს მოგვადგა. დღეს ლიონში ევროპალიგის გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ. ლიონის "პარკ ოლიმპიკზე" მარსელის "ოლიმპიკი" შეეცდება საფრანგეთისთვის ევროტიტულის მოგებას. მეტოქე მადრიდის "ატლეტიკოა".

25 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც "მარსელმა" ევროტიტული მოიგო და ახლა რუდი გარსიას გუნდს შეუძლია გახდეს პირველი ფრანგული კლუბი, რომელიც ამ ტურნირს მოიგებს. არადა, შეჯიბრება უკვე 47-ედ იმართება და მასში "მარსელის" მეტოქე "ატლეტიკოს" ორჯერ გაუმარჯვია - 2010 და 2012 წლებში.

ნომინალურ მასპინძლებს ცენტრალური მცველი როლანდო, დიდი ალბათობით, ფინალში ვერ დაეხმარება. ასე რომ, "მარსელის" დაცვის ცენტრში ლუის გუსტავო ადილ რამის შეუწყვილდება. კოსტას მიტროღლუს თამაშიც ეჭვქვეშაა, მას ვალერი ჟერმენი შეცვლის.

"ატლეტიკოს" დისკვალიფიკაციამოხდილი სიმე ვრსალკო უბრუნდება, მაგრამ სიმეონე აქცენტს, ალბათ, გამოცდილ ხუანფრანზე გააკეთებს. ისევე, როგორც მარცხენა ფლანგზე ფილიპე ლუიშს დააყენებს და არა ლუკა ერნანდესს. ხოსე ხიმენესი და ვიტოლო განაცხადში მოხვდნენ, მაგრამ მათი თამაში საეჭვოა.

რუდი გარსია ("მარსელის" მწვრთნელი): "ჩვენ საკმაოდ მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ მოგებისთვის ყველაფერს გავიღებთ. "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის უდიდესი გამოცდაა. ეს ის კლუბია, რომელმაც ბოლო 4 სეზონში ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში; კლუბი, რომელმაც ართუ დიდი ხნის წინათ მოიგო ევროპალიგა.

მაგრამ ფინალი შინ, საფრანგეთშია. ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა ტიტულის მოგებისთვის. ბრწყინვალე იქნება, თუ ჩვენ გავხდებით პირველი ფრანგული კლუბი, რომელიც ამ ევროთასს მოიგებს".

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "ყველაფერი მზად არის და ჩვენ დიდი ფინალი გველის. მეტოქე პროგრესირებს. მათ ისეთი მწვრთნელი ჰყავთ, რომელსაც მუდამ ახალი იდეები შემოაქვს ფეხბურთში. მარსელი ძალიან სახიფათოა, ის ძლიერია ნახევარდაცვასა და შეტევაში. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, დაძაბული მატჩი იქნება. როცა ლიგიდან გამოვვარდით, ყველა მიიჩნევდა, რომ ფინალამდე უნდა მიგვეღწია. და აი, ჩვენც აქ ვართ".

წინა უქმეებზე

ბოლო უქმეებზე "მარსელს" დიდი ბრძოლა გადახდა "გენგამთან", რომელიც მისთვის არასახარბიელო შედეგით დასრულდა, ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდი 3:3 დაუზავდა მეტოქეს. გოლები ვალერი ჟერმენმა და ფლორიან ტოვენმა (2) გაიტანეს.

სიმეონეს გუნდს მადრიდული დერბი ჰქონდა "ხეტაფესთან". კოკეს გოლით დაწინაურებულ გუნდს იან ობლაკმა უშველა, რომელმაც პენალტი მოიგერია - 1:0.

ფაქტები

ურთიერთშეხვედრები: 2 მატჩი: 1 ფრე, 1 მოიგო "ატლეტიკომ", ბურთები 1:2.

ევროპალიგა (უეფას თასი) ფრანგულ კლუბს არასოდეს მოუგია.

25 წელია მას მერე, რაც "მარსელმა" ევროთასი მოიგო.

"ატლეტიკომ" 2010 და 2012 წლებში მოიგო ევროპალიგა.

ანტუან გრიზმანი ლიონიდან 65 კილომეტრში, მაკონშია დაბადებული, მაგრამ მას პროფესიული ფეხბურთი საფრანგეთში არასოდეს უთამაშია.

"ატლეტიკო" ევროთასების ფინალს ისტორიაში მეორედ თამაშობს ლიონში. პირველი იყო 1986 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალი - 0:3 კიევის "დინამოსთან".

"მარსელმა" ამ სეზონში ევროთასზე შინ 9-დან 8 მატჩი მოიგო, მაგრამ "ველოდრომის" გარეთ ძალიან უჭირს - 9-დან 1 მოგება.

ოთხშაბათი, 16 მაისი

მარსელი-ატლეტიკო 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

მარსელი (4-2-3-1): პელე - სარი, რამი, ლუის გუსტავო, ამავი - მ. ლოპესი, სანსონი - ტოვენი, პაიე, ოკამპოსი - ჟერმენი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ანხელ კორეა, გაბი, საულ ნიგესი, კოკე - დიეგო კოშტა, გრიზმანი

საეჭვოა: როლანდო, მიტროღლუ - ხ. ხიმენესი, ვიტოლო

მსაჯი: ბ. კუიპერსი (ჰოლანდია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

pele
ფრანგებისტვის დიდი მიღწევა იყო ფინალში ხელოვნურად რო გაიყვანეს, შედეგმაც არ დააყოვნა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
[VIDEO] სუპერტალანტი, რომელსაც "კვარას" ადარებდნენ და კარიერა 1 ღამეში გაინადგურა
ევროპის ლიგაზე პლეი-ოფში გუნდები დაწყვილდნენ
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
"სილქუნივერსალმა" და Silk-ის სპორტულმა არხებმა ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის მატჩების ექსკლუზიურად ტრანსლირება დაიწყო
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
ევროპა ლიგა: 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია
კიტეიშვილი "ლაციოსა" და "ფეიენოორდის" წინააღმდეგ - ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები გაირკვა
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
გასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გახდა
მატჩზე დასწრება უნდოდა - "ბენფიკას" ფანს ქალაქები აერია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა