ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ რომელიმე კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და ჩვენ ამით დავკმაყოფილდებით, ეს ესე არ არის! ვერცერთ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ!

რატომ იყვნენ თავის დროზე კვალიფიცირებული მწვრთნელები გათავისუფლებულები? რამ გამოიწვია ეს უშედეგობა?

ვინ მიიღო თავის დროზე ეს გადაწყვეტილება, რომ მოსულიყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ფაქტობრივად, სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდათ!

ვისი პასუხისმგებლობაა, როდესაც გუნდი წლების განმავლობაში უკან მიდის და შედეგი არ არის!

რატომ იყო ბევრ სპორტსმენზე უარი ნათქვამი, შეკრებაზე წასვლა იქნება თუ შეჯიბრზე? იმის გამო, რომ თანხები არ არის საკმარისი, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ფული უდევს ანგარიშზე!

როდესაც ვამბობთ, რომ მასაჟისტი არ გვყავდა ევროპის ჩემპიონატზე, კონკრეტულ პასუხებს ველოდებით და არა ისეთს, როგორსაც ვისმენთ!

ვინ დგას ჩვენ უკან ვინ გვმართავს ჩვენ, კონკრეტული სახელი და გვარი ან გვარები? რატომ მოხდა ისე, რომ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 9 დღე ვიყავით იაპონიაში?

რატომ არ აძლევენ ახალგაზრდა ძიუდოისტებს ჩვენთან ვარჯიშის საშუალებას?

რა მიზეზით არ მიიღეს ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ზედაზენზე მოგებული საპრიზო თანხები და თუ აიღებდნენ კუთვნილ თანხებს, რატომ უნდა წასულიყვნენ ნაკრებიდან?

ეს და სხვა უამრავი შეკითხვა, რომელიც დავსვით, ვერცერთზე პასუხი ვერ მივიღეთ!

ის, რომ ფინანსურად და ქაღალდებით ფედერაციას თითქოს სწორად აქვს გატარებული ყველაფერი, გასაგებია და ჩვენ არც გვითქვამს, რომ ვინმემ სახლში წაიღო რაიმე თანხა! აქ მხოლოდ იმაზე იყო საუბარი, რადენად მიზანმიმართულად იხარჯებოდა ის თანხები და რამდენად სწორად ხდება ბიუჯეტის თანხების განკარგვა!

როდესაც წლის დასაწყისში მხოლოდ სამი სპორტსმენი მიდის საერთაშორისო შეკრებაზე იმის გამო, რომ თანხები არ არის საკმარისი, ამაზე პასუხი სად არის? ასეთი კიდევ უამრავი შემთხვევაა და პასუხები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის! ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს და ვიბრძოლებთ სიმართლისთვის ბოლომდე!", - წერს ლიპარტელიანი.

▶ ვარლამ ლიპარტელიანი: ბოიკოტს ვაგრძელებთ და შეკითხვებზე პასუხებს ველოდებით

▶ ზურაბ ზვიადაური: მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ უკანონობას თავი აარიდა

გიორგი
არაა საკმარისი არანაირი საერთაშორისო რეიტინგი. ის რომ სპორტსმენი არ ჭიდაობს საქართველოს ჩემპიონატს და რჩება მაინც ნაკრების შემადგენლობაში პირდაპირი ნეპოტიზმი და კორუფციაა. ნებისმიერმა სპორტსმენმა უნდა დაამტკიცოს რომ არის საუკეთესო პირველ რიგში ქართველ ძიუდოისტებს შორის და ამით მოიპოვოს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის სტატუსი
maiam
წარმატებებს და გამარჯვებას გისურვებთ ,მოწინაღმდეგებთანაც და რათქმაუნდა უსამართლობასთან რამაც თქვენ ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ
Irakli Apkhaidze
ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგის ლიდერია და არ არის საკმარისი?
guga
ოე ნიკოოო, დაჟე ფაქტებსაც გვატენი ტო?.. სად ნახე ქევხიშილის მსოფლიოს ჩემპიონობა?... არავის არ უთქვამს რო უწიგნურია, მარა ახლა ვიტყვი რო უგნურია... ან მართლა ზემოდან მართული. არ გადაგვაყოლეს მის 3 თანამდებობას ტო?
levani dadeskeliani
ფედერაციის ტროლებს!!!! მალე ძიუდო აღარ გექნებათ. და დაჯექით და უყურეთ ცეკვავენ ვარსკვლავებს!!!! მაგის ღირსები ხართ!!! მიმიფურთხებია ეგეთი ქვეყნისთვის სადაც ფელზე თავმოყვარეობიდან დაწყებული ყველაფერი იყიდება!
გიორგი
ძალიან ბევრი კითხვებია ამ დაპირისპირებაში, რომლებზე პასუხებიც არ ჩანს. იქნებ თქვენმა რედაქციამ კითხვების ნაწილი მაინც დაუსვას შესაბამის პირებს. 1.რატომ ითმენდა თუნდაც ლიპარტელიანი ამდენი ხანი ესეთ უსამართლობებს თუ მართლა ხდებოდა (ლიპომ განაცხადა რომ მას და ჭრიკიშვილს არ დაუფინანსა ფედერაციამ რომელიღაც განსაკუთრებული დარბაზი. თუ ეს ესე მოხდა, ვფიქრობ ძიუდოს ფედერაცია სწორად მოქცეულა - ნაკრებში ყველა თანასწორი უნდა იყოს!!!). იმედი მაქვს ლიპოს დაპირისპირება ფედერაციასთან პირადი ინტერესებიდან არ მოდის. ეს არ გამორიცხავს იმას რომ რასაც ლიპო ამბობს სრული სიმართლე იყოს; 2. თუ არ ვცდები 100 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონატი არ აქვს ლიპოს მოგებული და კითხვა მაქვს, რატომ ითვლება წონის ლიდერად და ნაკრების N 1 წევრად ამწონაში? თვითონ ლიპოს მინდა ვკითხო: საჭიროა თუ არა საქართველოს ჩემპიონატის მოგება იმისთვის რომ წონის ლიდერი გახდე? 3. ფედერაციას ეხება - რას ნიშნავს სიტყვიერი შეთანხმება რომ მწვრთნელებმა ხელფასის ნაწილი სხვის სასარგებლოდ დათმონ??? ჩვეულებრივი "რეკეტია". ფედერაციას სჭირდება და არის ამის აუცილებლობა რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს დარეგულირებული კანონით/წესდებით/შინაგანაწესით მოკლედ წერილობით დამტკიცებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები; 4. ვინმემ თუ შეისწავლა ფედერაციის ხელმძღვანელობის მივლინებების მიზნობრიობა? რისთვის ესწრება ქევხიშვილი ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრს - რა შედეგებია მისი ამ ძალიან ხანგრძლივი მივლინებებიდან? საინტერესოა ინფორმაცია გამოაქვეყნოს ფედერაცია ხარჯთაღრიცხვაზე და შედეგებზე ანუ ვის შეხვდა რისთვის და რა შედეგი მოიტანა ამ შეხვედრამ. მოსახლეობისგან ფინანსდება ბოლოსდაბოლოს ყველაფერი და რატომ მალავს ფედერაცია ამ ხარჯებს. უბრალოდ ყველაფერი გაასაჯაროოს. 5. სრულიად ბუნდოვანია თუ რა პრინციპების მიხედვით ირჩევენ ნაკრების მწვრთნელებს. ვისაც ვუყურებ მგონია რომ სამწვრთნელო ინტელექტის სერიოზულ ნაკლებობას განიცდიან. შესაძლოა კარგი სპორტსმენები იყვნენ ოდესღაც მაგრამ არ ნიშნავს რომ კარგი მწვრთნელები არიან.
გიორგი
ყველა სპორტსმენს მინდა ვთხოვო, რომ თუ რაიმე უსამართლობაა მათი აზრით ფედერაციაში ან ნაკრებში რაც შეიძლება მალე და პირდაპირ გაახმოვანონ. არ არის სასურველი და სასარგებლო ქვეყნის იმიჯისთვის რაც ახლა ხდება ძიუდოში. სხვა სახეობები არ უნდა მივიდნენ ამ დონემდე. ვგულისხმობ იმას, რომ "ნაკრები და ფედერაცია ჩვენი ოჯახია" და ამ არგუმენტით წლების შემდეგ თავის მართლება რომ დანაშაულებს მალავდი არასწორია. უკაცრავად და ამ "ოჯახს" ჩვენ უფრო დიიიდი ოჯახი საზოგადოება გიფინანსებთ
zaza
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ნამგალაურიც იყო. და რა მაგის გულისთვის მიგვეცა უფლება ბავშვების გაუპატიურების და დახერხვის? აქა საქმე ჩიხშია შესული, ან ეროვნული ნაკრები ახალგაზრდული ნაკრები და ქალთა ნაკრები, ან ქევხიშვილლის წითელი დიპლომო. მე პირადათ ძიუდოს ვირჩევ! შენ თუ წითელ დიპლომიან ქევხიშვილს ირჩევ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. რაც შეეხება ლიპოს ის როგორც გუნდის კაპიტანი აკეთებს კომენტარებს, ხოლო მის მოსაზრებას ყველა მოქმედი ძიუდოისტი იზიარებს.
zaza
ქევხიშვილი შენს წინააღმდეგ არის ეროვნული ნაკრები. ახალგაზრდული ნაკრები. ქალთა ნაკრები. რავქნათ ეხლა შენს სკამს გადავაყოლოთ ძიუდო? ნუ გაიწყვიტავ შუბლძე ბოლომდე ძარღვს და გადადექი. ეს არის მთელი საქართველოს აზრი. რომც გააგრძელონ ვარჯიში და დათმობაზე წავიდნენ. გულ გატეხილი სპორცმენი წარმატებას ვერ მიაღწევს.
ნიკო
guga-ს და მისი მიმდევრების საყურადღებოდ, ვინც ქევხიშვილს უწიგნურს და არშემდგარ ზიუდოისტს უწოდებს. "გიორგი ქევხიშვილი - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წითელ დიპლომზე. საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, 2004-2008 წლებში იყო ნაკრების კაპიტანი. არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და პრიზიორი, ღირსების ორდენის კავალერი. ერთადერთი ტიტული, რომელსაც არ ფლობს პრეზიდენტი, ეს ოლიმპიური მედალია. თუ ფიქობთ რომ ფედერაციის ტროლი ვარ გეტყვით, რომ მისამართიც კი არ ვიცი ამ ორგანიზაციის. გჯერავთ? არა!!! აი დარდი!!!
gaga
lelo, რა მტკიცებულებები გაგაჩნია იმის დასამტკიცებლად რომ მინისტრი ან პრეზიდენტი კორუმპირებულები არიან? მასალა გაქვს ამის შესახებ? დადე რა!!!!! სხვა შემთხვევაში, მეც შემიძლია შენზე ვთქვა რომ ლგბტ თემის წარმომადგენელი ხარ, მაგრამ როგორ დავამტკიცო თუ........
gurami
არ მეგულება ისეთი ადამიანი რომელიც ქევხიშვილს ძიუდოზე წინ დააყენებს!! და ქვეყნის წარმატებაზე წინ ქევხიშვილს დააყენებენ!! გარდა ფედერაციაში მომუშავე ტროლებისა!! ჩვენ ძიუდოისტებს კი მადლობა ქვეყნის სიყვარულისა და ჩვენი ბევრჯერ გახარებისთვის!! წარმატებები!
lelo
ძაღლი ძაღლის ტყავს არ ხევს. როგორც კორუმპირებული კორუმპირებულის. ამიტომაც ჯერ მინისტრი უნდა წავიდეს და მერე ქევხიშვილი მიყვეს. არ მინდა რომ ოცნება გიორგაძემ და ქევხიშვილმა გადაიყოლონ!
guga
სტატუსქვო ვინაა?
status quo-s
რაც შენ მაყუთს ღუნავ, ამ ქვეყანას პატრონი რომ ყავდეს პირველ რიგში შენ დაგადებენ ბორკილებს.
Irakli Apkhaidze
გალაქტო ძმაო, რეიტინგის პირველი ნომერი რა ლოგიკით უნდა წავიდეს ძიუდოდად არ მესმის. გუგა არ ვიცი რას გულისხმობს, მარა ქევხიშვილის თემაა ზუსტად ის რამაც ამხელა ვაკუუმი გამოიწვია... და ძირითადი მოტხოვნაც ეგ იყო ბიჭების რო წავიდეს კაცურად. საერთოდ რო არაფერი ყოფილიყო თუ ქვეყანა გიყვარს, ძიუდო გიყვარს პირადი უკან უნდა გადასწიო ამ დროს და ამხელა ტიტულოვანი სპორტსმენების კარიერა და შესაბამისად მასზე მიბმული ქარტველი სპორტის მოყვარულების ბედნიერება რომაა მიბმული შენს გადადგომასტან უნდა წახვიდე რაა... რა კომისია, რა გაპრავება, რა ,,ნოუჰაუ". კარს მოგვადგა მსოფლიო და მინდა ყველაფერი საქართველოს სასიკეთეთოდ დამთავრდეს, სხვა არაფერი პირადული
გიორგი
ჟურნალისტს მინდა ვთხოვო იქნებ დამატებით გაარკვიოთ თუ როგორ ხდება ძიუოდოს ნაკრებში სპორტსმენის აყვანა? თვითონ როგორც ძიუდოს ფედერაციამ განმარტა ევროპასა და მსოფლიოზე მიყავთ ის სპორტსმენი ვინც მწრთვნელებს უნდათ და ადამიანი შეიძლება 10 გზის საქართველოს ჩემპიონი იყოს და არ წაიყვანონ არც ევროპაზე და არც მსოფლიოზე. ამისი მაგალითი უკვე გვაქვს. და კიდევ, ვფიქრობ რომ სპორტსმენი რომელიც არ იჭიდავებს ან თუნდაც ვერ იჭიდავებს საქართველოს ჩემპიონატს უნდა დადგეს მისი ნაკრებში ჩანაცვლების საკითხი.
ტამუსი
ლიპო შენ და ჭრიკომ ხელი გაანძრიეთ და იჭიდავეთ თუ გაქვთ თავი, თუ არა და ტყუილა არავინ მოგაჯენთ თქვენ "მუქთა" მაყუთზე.
status quo-s
შენ ისე ხარ თვითონ ჩაბმული კრიმინალში და ფულების მითვისებაში,, რომ უკვე თვითონაც ისწავლე რა დროს დაგადებენ ბორკილებს. ისე ღმერთმა შეგარგოს რა "მაყუთსაც" შენ ღუნავ,,,,,,
გამომივიდა ესეც ოპერი
status quo, ნუ ბაქი ბუქობ რა!!!! ფრთხილად იყავი შენ არავინ "დაგადოს" იქეთ ბორკილები.
გუგა-ს
ჩემი სატქმელი თქვი ძმაო
givi
ვარლამ, ხომ ხედავთ რომ კაცი არ მიდის. ყველა საკითხი გავლილი და გაიასნებულია. თქვენ კიდევ იგივე შეკითხვებს სვავთ. მოდით და ბოლო ბოლო თქვით, თუ არ გადადგება რა არის თქვენი დღის წესრიგი. გადაგაყოლოთ ქართული ძიუდო თქვენ და ქებხიშვილს თუ რაშია საქმე. კარგით რა. ჩვენც, უბრალო გულშემატკივრებსაც გვეცით ცოტა პატივი რა!!!! უკვე მოუკრეფავსაც გასცდით და გამირ მიწებსაც.
ეს რა ჭირი გვჭირს
თქვენი კომენტარებიდან რა გამოდის რომ ქევხიშვილი უნდა დარჩეს და დააქციოს ძიუდო? თან ლიპოს, ჩვენ საამაყო კაცს ეუბნებით წადი ქევხიშვილთან ,ამ უნამუსო კაცთან ერთადო.ლიპო 30 წლისაა და 2-3 წელი კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე ჭიდაობა.თუ მაგის წონაში კიდევ გვყავს მაგის დონის.სულით ქართველი კაცის კომენტარები არა მგონია ეს იყოს.კომისიაში ვინ იყვნენ ყაველაშვილის დონის ადამიანები რომლებიც კბილებით იცავენ ოცნების აქტივისტებს.თან ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეც რომ ყოფილა ეს უწიგნური. ამიტომაც გვაქვს კარგად საქმე.
status quo
ქევხიშვილს არც საბუთებში ექნება დალაგებულად საქმე,თუ კომპეტენტური სპეციალისტი ჩაიხედავს.კომისიის შექმნა არის საქმის ჩაფარცხვის ყველაზე იოლი ხერხი.იქ არავინაა კომპეტენტური არამიზნობრიობის და თანხების მითვისების აღმომჩენი,აბა შემიშვით და ბორკილდადებულს გამოგიყვანთ ქევხოს და სხვებსაც.
გალაქტო
guga, შენ თუ გგონია, რომ მე ბიჭების, როგორც სპორცმენების, რაიმე საწინაამღდეგო მაქვს, ძალიან ცდები. შენ ვერ გაიგე ჩემი კომენტარის ძირითადი აზრი. შენ უკვე ქევხიშვილის თანამდებობეს გამოეკიდე. ეს შენი მოთხოვნაა თუ სპორცმენების? სპორცმენებისაგან ასეთი რამ არ გამიგია. მათ სულ სხვა მოთხოვნები აქვთ. სხვათაშორის სპორტის უმეტეს სახეობებში პრეზიდენტები ყოველთვის რაღაც თანამდებობეს იკავებდნენ და დღესაც ასეა. ასე რომ ლიპო და ქევხიშვილი უნდა წავიდნენ ამ ეტაპზე ძიუდოდან და ყველაფერი დალაგდება. და არა მხოლოდ ქევხიშვილი.
გუგა
ამათ მოსდით კიდე ზედმეტი?.. აბა ქართული ოცნების წევრი არ იყოს ქევხიშვილი თუ ასე დაუწყებდნენ ლოლიავს..? უფრო დიდი აყროლებული ვირთხაა მანდ რომელიც ალაბთ ვიცი რაცაა და მაგიტომ მეშინია რომ ჩვენ სპორტს და ზოგადად ქვეყნის მომავალს ძაან გაუჭირდება... და არა იმიტომ რომ ვიღაცამ რუსთაველზე ,,გასულმა" იცეკვა... ვაი ვაი და კიდე უფრო ვაი ამ კომენტარების მერე...
Irakli Apkhaidze
ე ბიჯო ატკატების თემა როგორც ჩანს ,,ნოუჰაუ" იყოო ქევხიშვილისო რომ იტყვიან, ეგეთი კომისიის დადებული დასკვნა ...
guga
და იმ კომისიას ან სპორტის სამინისტროს, ან სპორტის კომიტეტის პარლამენტარებს აზრი და გონი დაკარგული აქვთ რომ ქევხიშვილი 3 თანამებობას და პიროვნებას უნდა გადააყოლონ ძიუდო... ? ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და ტიტულოვანი სპორტსმენები ითხოვენ პრეზიდენტის წასვლას და ეს დარჩენას რომ აპირებს ვისი პრეზიდენტი უნდა იყოს? და საერთოდ ვინ იყო ამათთან შედარებით რა გაუკეთებია ძიუდოსთვის
Irakli Apkhaidze
რეიტინგის პირველი ნომერია კაცი რომელიც ახალ წონაში ცოტა ხნის წინ გადავიდა და ამას ჰქვია რო სახლში უნდა წავიდეს? მაგარი კომპეტენტურობა გეტყობა ვიღაცა ხარ
toma
ვარლამ დიდი პატივისცემის მიუხედავად ეხლა უკვე ზედმეტები მოგდით, ქევხიშვილი ანგელოზია არაა, არავინ იძახის მაგას მაგრამ თქვენ რასაც აკეთებთ ამით სახელს უფუჭებთ მთელს ქვეყანას. მე არ ვიცი შიგნით რა ხდება მაგრამ ეხლა რაც გამოჩნდა რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზიბის გამო ტეხავთ ამხელა ამბავს. მემგონი მართლა ჩაგდებული ევროპის მერე გინდათ გადაფაროთ ამ ყველაფრით და გადააბრალოთ თქვენი უნიათობა სხვაას. სად ქონდა საერთოდ თქვენს წინა თაობას პირობები მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონები ხდებოდნენ, კაცს თუ ვარჯიში უნდა არავინ უშლის ვარჯიშს მაგას ეხლა თქვენ რასაც აკეთებთ ერთი ადგილის ქიცინი ქვია...
varlams
შენც და ქევხიშვილმაც უკვე მოჭამეთ თქვენი დრო ძიუდოში! ჰოდა ბიძიკო, დაიხურეთ ქუდები და წადით სახლში! მიბაძეთ ვაჟკაც მორაგბეებს, სადაც 2-ვე მოდავე მხარეს ეყო გონიერება და განერიდა ვითარებას, რათა დიდ კონფლიქტამდე არ მისულიყო საქმე
ნოდო
SigniT შიგნით რა ხდება მე არ ვიცი თუმცა არა სწორად სად იქცევით იმის თქმა შემიძლია კომისია ხომ შეიქმნა? ვერ იტყვიტ არ შექმნილაო კომისიის დასკვნის დადებამდე უნდა შეგეწყვიტათ ბოიკოტი თუ კომისიან დადო უარყოფითი დასკვნა გადადგება სულ ცოტა პრეზიდენტი ხოლო თუ ვერაფერი ნახა კომისიამ კანონსაწინააღმდეგო გამოდის ვიღაც მართლა გმართავთ მაგ ბოიკოტიტ და მსოფლიოს ჩაგდებით ქევხიშვილს კი არ უხდით სამაგიეროს ქართველ გულშემატკივრებს სუულ ციოტა ზურგს აქცევთ რადგან თითეულ მედალს ხომ არა ქევხიშვილისთვის არამედ სამშობლოსა და საყვარელი ხალხისთვის მოიპოვებტ
გალაქტო
ვარლამ, ნუ მიწყენ და ხავსმოკიდებულის პოზიციიდან პოსტავ უკვე. დროულად რომ მორჩეთ ამ მასკარადს და საქმეს მიხედოთ, არ ჯობია? მე მგონი კი!!!! თქვე კაი დედმამიშვილებო, თქვენს მიერ შექმენიმა კომისიამ, დადო შედეგი და თქვა რომ, არაფერ სერიოზულ დარღვევას ადგილი არა აქვსო. ამას ამტკიცებს ყველა მინისტრიდან დაწყებული, პარლამენტარებითა და კომისიის წევრებით დამთავრებული. უშეცდომო კიდევ არავინაა დედამიწის ზურგზე. არც უფალი იყო უშეცდომო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეგრევე გაიბუტოს ვინმე და წამოაყენოს მოთხოვნები. რაც მოხდა, მოხდა და რახან ვერ მოილაპარაკეთ და ვერ შეთანხმდით ყველაზე კარგ გამოსავალი იქნება, შენ და შენი დაწუნებული პრეზიდენტი წაბრძანდეთ სახლში და სხვ საქმით დაკავდეთ.
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..