ისინი მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დაიცავენ საქართველოს ღირსებას
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ორი დღით ადრე 28-კაციანი სატურნირო რაზმი დაასახელა.

მანამდე გუნდმა ხანგრძლივი და დამღლელი მზადება გაიარა, რომლის ფარგლებში წელს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების უახლოეს რეზერვთან ‘ლე ბლეს’ (საფრანგეთის ეროვნული ნაკრები) ბაზაზე ორი თამაში გამართა და ერთში გამარჯვება მოიპოვა, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა პირველ გუნდს ასევე ორჯერ ეთამაშა, ხოლო ორიოდე დღის წინ თბილისში ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა. ბოლო თამაშში მწვრთნელებმა პირველი და მეორე ნომრების ნაზავი გუნდით ითამაშეს და არჩევანიც ამის შემდეგ გააკეთეს.

„ინგლისის საგრაფოებთან 8 მოთამაშე დავასვენეთ. გარდა ამისა, ბიჭები სხვადასხვა პოზიციებზე გამოვცადეთ და ცოტა არეული თამაში იყო. რამდენჯერმე გვქონდა კარგი შესაძლებლობა, თუმცა მათი ანგარიშში ასახვა ვერ შევძელით. იყო პოზიციური შეცდომები დაცვაში, რომელთა აღმოსაფხვრელად 6-7 დღე გვაქვს. მთლიანობაში, მზადების დასკვნით ეტაპზე ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში მნიშვნელოვანი იყო“ - ამბობს მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე.

16 ფორვარდი, 12 ბექი და 7 რეზერვი

საფრანგეთში წამსვლელთა 28-კაციან შემადგენლობაში 16 მორკინალია და 12 უკანახაზელი. შემადგენლობის შერჩევისას მწვრთნელებმა უპირატესობა იმ მორაგბეებს მიანიჭეს, რომლებიც ორ პოზიციას ფარავენ.

მაისურაძის თქმით, ტრავმებმა საუკეთესოების შერჩევაში ხელი ვერ შეუშალა და მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ის მორაგბე მიყავს, ვისი ხილვაც სურდათ:

„სიაში სულ 35 მოთამაშეა, რომელთაგან 7 სარეზერვოა. შარშან ჩემპიონატს საქართველომ უმასპინძლა, რეზერვი აქვე გვყავდა და ამან შემადგენლობის შერჩევა გაგვიადვილა, წელს კი სხვა სიტუაციაა და სპეციალიზირებულ პოზიციებზე ორ-ორი მოთამაშე მიგვყავს. გარდა ამისა, შერჩევისას აქცენტი ისეთ მორაგბეებზე შევაჩერეთ, რომლებიც რამდენიმე პოზიციას ფარავენ.

„შემადგენლობაში სამი კვაჭია, რათა რომელიმეს ტრავმის შემთხვევაში დაზღვეულები ვიყოთ, ასევე ორ-ორი მარცხენა და მარჯვენა ბურჯი, ხოლო კიდევ ერთ ბურჯს ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მეორე-მესამე ხაზში ოთხ-ოთხი მორაგბე გვყავს და ორ მეორეხაზელს საჭიროების შემთხვევაში მესამე ხაზშიც გამოვიყენებთ.

„სამი 9 ნომრიდან ერთ, გელა აფრასიძეს მგეზავადაც შეუძლია დადგომა, ასევე ლაშა ლომიძეს, რომელიც შუამარბია. ინგლისელებთან დაგვემტვრა გიორგი წიკლაური, თუმცა მისი შეცვლა ძალიან რთულია. ექიმებმა დაგვაიმედეს, რომ ის 10 დღეში მწყობრში იქნება და საფრანგეთში მოდის. ხანგრძლივი ტრავმა აწუხებდა კოტე მარჯანიშვილსაც. ექიმებმა მასთან დაკავშირებითაც თქვეს, რომ 10 დღეში თამაში შეეძლება.

„გარემარბებიდან ერთს, თემურ ჭიჭინაძეს ფულბეკადაც შეუძლია დადგომა. წელს ისე მოხდა, რომ გუნდში ძალიან ბევრი 18 წლის მოთამაშე გვყავს, მაგრამ მათ ნდობა დაიმსახურეს“.

11 გამოცდილი

შემადგენლობაში მყოფ 7 მორკინალს და 4 ბექს შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატიც აქვს ნათამაშები და მწვრთნელებს მიაჩნიათ, რომ ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება. მათგან ერთი - გელა აფრასიძე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მესამედ ითამაშებს.

შარშანდელი 20-წლამდელთა ჩემპიონატი ხაზის მორაგბეებიდან ლუკა დვალიშვილმა, თედო აბჟანდაძემ და გიორგი წიკლაურმა ითამაშეს, ხოლო მორკინალებიდან გურამ გოგიჩაშვილმა, ლევან პაპიძემ, თენგიზ ზამთარაძემ, ლაშა ჯაიანმა, ბექა საღინაძემ, თორნიკე ჯალაღონიამ და არსენ მაჩალაძემ.

„ეს 20-წლამდელთა ჩემპიონატია და დაღვინებულ, გამოცდილ მორაგბეებს დიდი ფასი აქვთ. ძალიან რთულ ჯგუფში ვართ ვხვდებით ექვსი ერის გამარჯვებულ საფრანგეთს, ძალიან ძლიერ სამხრეთ აფრიკას და ირლანდიას. შარშანდელის მსგავსად მიზნად უძლიერესთა შორის დარჩენას ვისახავთ და ვეცდებით აქცენტი მესამე-მეოთხე თამაშზე გავაკეთოთ“ - ამბობს მაისურაძე.

მიღწეულის გასაუმჯობესებლად

წინა ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ მეოთხე თამაშები მოიგო: 2016 წელს ინგლისში იტალიასთან და 2017 წელს თბილისში არგენტინასთან, რის შედეგადაც ორივეჯერ მე-10 ადგილი დაიკავა. უმცროსი ბორჯღალოსნების მგეზავი თედო აბჟანდაძე ამბობს, რომ წელს ამ შედეგის გასაუმჯობესებლად მაქსიმუმს გაიღებენ:

„ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. გვქონდა ფიზიკურად დატვირთული ვარჯიშები, ასევე ორი ტესტ-მატჩი სამხრეთ აფრიკის ძალიან ძლიერ გუნდთან და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან. ეს ყველაფერი საუკეთესო ფორმაში ჩადგომაში დაგვეხმარა და ვფიქრობ, რომ საფრანგეთისთვის მსოფლიოს ჩემპიონატს მომზადებულები ვხვდებით.

„მოსამზადებელ ეტაპზე მაღალი დონის გუნდების წინააღმდეგ თამაშმა მიგვაჩვია იმ ტემპს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გველოდება. ჩვენი სურვილია, რომ წინა ორი წლის შედეგი გავაუმჯობესოთ და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე „გ“ ჯგუფში არიან და პირველ თამაშს პერპინიანში 30 მაისს, სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ; 3 ივნისს ბეზიეში მასპინძელ საფრანგეთს შეხვდებიან; ხოლო 7 ივნისს ნარბონში ირლანდიას ეთამაშებიან. ნახევარფინალები 12 ივნისსაა ჩანიშნული, ფინალები კი 17 ივნისს გაიმართება.

„ა“ ჯგუფში ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიის და უელსის ნაკრებები თამაშობენ, ხოლო „ბ“ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, იტალია და შოტლანდია გაერთიანდნენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გია
რეპორტაჟები იქნება, ვინმემ თუ იცით
სოსო
იმედია რეპორტაჟებს გვაჩვენებთ.
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა