ძიუდოისტებმა დღეს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს. როგორც ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაფიცული სპორტსმენების პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

რაც შეეხება დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარს, რომელიც სპორტსმენებმა გუშინ აჭედეს, დღეს უკვე გახსნილია, თუმცა სამუშაო ადგილზე დავით ქევხიშვილი არც დღეს გამოჩენილა.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი ორ კვირაზე მეტია ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვს. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა. ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი კი გადადგომას არ აპირებს.

მომზადებულია Ipn.ge-ის მიხედვით

გიორგი
საქმე ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატით არ კომპლექტდება ნაკრები, რაც ვფიქრობ ძალიან ცუდია. ამას იყენებს ზოგიერთი სპორტსმენი და ნაკრების წევრი ისეა საქართველოს ჩემპოიონატში მონაწილეობას არც კი იღებს. სამწუხაროა რომ ამ სპორტსმენებს შორის არის ლიპოც. მას, მე როგორც ვიცი, 100-ში საქართველო მოგებული არ აქვს. ამის შემხედვარე ადამიანმა ნეპოტიზმსა და კორუფციაზეც შეიძლება იფიქრო. ზოგიერთი გულშემატკივრის მოსაზრება, რომ საერთაშორისო ტიტულები საკმარისია ნაკრების წევრობისთვის ჩემის აზრით არ არის მისაღები. სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონატით უნდა ამტკიცებდეს რომ ქართველებს შორის კონკრეტულ დროს არის საუკეთესო.
tngh
ზუსტად ამ წუთებში ტ/კ "რუსთავი 2"-ის ეთერიდან, ძიუდოისტების პირდაპირი წაქეზება მიმდინარეობს კონფლიქტისაკენ. ვინც ამას უყურებს, მიხვდება თუ ვის ინტერესებში შედის ეს კონფლიქტი...
თორელი
სპორცმენის საქმე ვარჯიშია და არა ფედერაციის პრეზიდენტის მოხსნა-დაყენება. მე ქევხიშვილი საერთოდ არ მაინტერესებს რას იზავს და სად წავა. ივარჯიშეთ სპორცმენებმა რომ მსოფლიოზე მაინც გამოასწოროთ ევროპაზე მიღებული სამარცხვინო შედეგი. თუ არა დასაშლელია ნაკრები და ახლიდანაა ჩასატარებელი საქართველოს ჩემპიონატი და პირველადგილოსნები წავიდნენ მსოფლიოზე. იმაზე უარესი რაუნდა ქნან ახლებმა რაც თქვენ ქენით ევროპაზე
გიორგი
ვფიქრობ ქვეყნის დაშანტაჟება რომ არ ვიჭიდავებ და სხვაგან წავალ მსუბუქად რომ ვთქვა არ შეიძლება ვიღაცამ ამას ღალატიც კი შეიძლება უწოდოს. ვის ემუქრები? საკუთარ ქვეყანასა და ხალხს? გავითვალისწინოთ ისიც, რომ ლიპოს მინიმუმ ათჯერ უკეთესი პირობები აქვს ვიდრე 10 წლის წინ ჰქონდა ნებისმიერ ძიუდოისტს. მიჭირს დავიჯერო რომ მხოლოდ პატრიოტიზმით არის გამოწვეული ეს ბუნტი. მეეჭვება ლიპომ 100 კილოგრამშიც ისევე წარმატებით იასპარეზოს როგორც 90-ში. რაც შეეხება ქევხიშვილს, თუ მართლა ესეთი დამნაშავეა და ფულს ფლანგავდა, კი არ უნდა გადადგეს უნდა ციხეში დაიჭირონ და თანხები დააბრუნებინონ. აუცილებელია სამართლებრივი გზებით ბრძოლა და არა კარებების აჭედვა და მსგავსი სისულელეები.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია