ეს უკვე ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად არ ჯდება ძიუდოს ინტერესებში, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ბევრ ადამიანს აწყობს ამ პროცესში დაძაბულობა და ესკალაცია.

"მე, რა თქმა უნდა, პროცესების დალაგებას ხელს ვუწყობ, იქიდან გამომდინარე, რომ მზად ვარ, მათთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან დავჯდე და ვისაუბრო გამოსავალზე. არა კამერების თანდასწრებით და პოპულისტურად, არამედ საქმიან რეჟიმში, სადაც პროცესების დალაგების ყველა სავარაუდო ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ.

რამდენიმე ვარიანტი, რაც არც ძიუდოს ინტერესებს დააზარალებს და მათ ვარჯიშის საშუალებას მისცემს, მე მათ უკვე შევთავაზე. თუმცა მე აქ უკვე ვხედავ უაზრო ახირებას და არა საქმის კეთებას. მე ამას ვერ დავარქმევ ძიუდოს მომავალზე ზრუნვას. ეს უკე პრინციპულობაც არ არის, ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად არ ჯდება ძიუდოს ინტერესში.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ჩასაფრებულ პოზიციაში. როდესაც ყველაფერი კარგად არის, მაშინ ხმას არ იღებენ, შესაბამისად, არც წარმატებას მიაწერენ ფედერაციას. მოგეხსენებათ, უკანასკნელი 5 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენთვის, თუმცა, როგორც კი პატარაზე ფეხი წაუბორძიკდება სპორტსმენს ან მწვრთნელს, შემდეგ ამოყოფენ თავს და ათას განცხადებას აკეთებენ, ათას სისულელეს საუბრობენ. ამ პროცესში ძალიან ბევრს აწყობს, რომ იყოს დაძაბულობა და ესკალაცია“, - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ამ მოთხოვნით ისინი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

▶ ძიუდოისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

▶ ამის შემდეგ უარესი დაემართება - ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილის კაბინეტის აჭედვას გამოეხმაურა

ფერნანდო
წადი დათო, წადი!
guga
ქევხიშვილის საკუთრება ჰგონიათ და უნდა რომ წაართვან. მარტივი მისახვედრია
gurami
ერთი ოკუპანტების ჯარი ვერ გაგვყავს ქვეყნიდან და მეორე ქევხიშვილი თავის კაბინეტიდან) რა ყველაფერი უბედურება ჩვენ უნდა შეგვეყაროს.
kaxa
ფულს ვერ ელევა ფულს,,,თორე სკამს გაატანენ სახლში
sad aris girseba?
ეგეთი რა თაფლი უსვია მაგ სკამს? რომ ხალხი გეუბნება არ გვინიხარო და შენ ეუბნები სამაგიეროთ მე მინდაო.
me
მერე თუ ხედავ რომ ბევრს აწყობს ესკალაცია და დაძაბულობა. ხედავ რომ ძიუდოს მომოვალი ნადგურდება. წადი! მე პირადათ არასოდეს ვაყენებ ჩემს პირადულს, ქვეყნის მომოვალზე წინ.
papuasebi
ძიუდო დაასამარეს. არჩეულ მომქმედ პრეზიდენტს მოუწყვეს საბოტაჟი. საბოტაჟისთვის ყველას იჭერენ. ფუჰ რა დღეში არიან ფულისთვის. ამათ ფედერაცია თავის საკუთრება ხომ არ გონიათ?
ტოტტი
ტიპი ვერ ელევა სკამს რაა . არ უნდათ ძიუდოისტებს და ე.ი. უნდა გადადგეს
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია