ეროვნული ლიგა. XIII ტური: "ტორპედოს" და "დინამოს" დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა [VIDEO]
ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრა ქუთაისში "ტორპედოსა" და "დინამოს" შორის ლოგიკური ფრით, 1:1 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონი მიმდინარე სეზონში წარმატებულად ვერ ასპარეზობს, ამ გუნდების შეხვედრა მუდამ დაძაბულია და ამჯერადაც ასე იყო.

სტადიონზე სასიამოვნო სიტუაცია გახლდათ, გულშემატკივრები მატჩზე მრავლად მივიდნენ და მათ გასახარად კუტალიამ დებიუტშივე თავურით გახსნა ანგარიში. უნდა აღინიშნოს, რომ ბულისკერიას ბურთის აღება მართებდა.

თუმცა, მასპინძელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - სულ მალე შულაიამ ზივზივაძის პასით საპასუხო გოლი გაუტანა "ტორპედოს". პირველი ტაიმის დარჩენილი დრო გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმში თამაშის ტემპი დაეცა, ამის მიზეზი კი უთუოდ ისაა, რომ პირველ ტაიმში აქტიურ თამაშს ფეხბურთელებმა დიდი ენერგია შეალიეს და მატჩის სანახაობრივმა მხარემ იკლო.

სადღაც შუა მეორე ტაიმში "ტორპედო" ინიციატივას დაეუფლა და დოლიძის შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი ბულისკერიამ მოიგერია. ეგ იყო და ეგ - 1:1.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია".

ტორპედო - დინამო 1:1

გოლები: 1:0 ლევან კუტალია (6), 1:1 აკაკი შულაია (15)

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, ოლეგ მამასახლისი, მიშიკო სარდალიშვილი (თენგიზ წიქარიძე 62), თორნიკე კაპანაძე (ლაშა კუჭუხიძე 78), გიორგი გურული, ლევან კუტალია, გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური (ჯაბა ლიპარტია 87)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

დინამო ((4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ბუდუ ზივზივაძე (თამაზ ბაბუნაძე 90+2), ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია, გიორგი ივანიშვილი (მიხეილ ერგემლიძე 72), ნიკა ნინუა (ლაშა ქოჩლაძე 75)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

სოსო
კარგი თამაში გამოვიდა და უფრო მეტ მაყურებელს იმსახურებდა.მატჩის რეპორტაჟის დაწყებამ რომ დაიგვიანა,გულმა რეჩხი მიყო,რაიმე უბედურება ხომ არ დაატრიალეს კიდევ ფანებმაო.მადლობა ღმერთს არაფერი მომხდარა,ყოველ შემთხვევაში არაფერი თქმულა.თვითონ თამაში კი მართლა მომეწონა და განსაკუთრებით ბოლო ნაწილი,როცა ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც აზარტში შევიდნენ.მსაჯს 20 წუთი რომ დაემატებინა,ალბათ კიდევ უკეთესი სანახაობა იქნებოდა.მე თბილისში სწავლა 78-83 წლებში მომიწია და დინამოს ყველა თამაში ნანახი მაქვს ლივერპულთან გამარჯვების გარდა,(მაშინ სტუდენტები ერთი თვით სოფელ ძევერაში წაგვიყვანეს ვაშლის საკრეფად.ასეც ხდებოდა ხოლმე მაშინ)ჰოდა მაშინ დინამო სუსტ გუნდებთან დიდი ანგარიშით გამარჯვებაზე თავს არ იკლავდა,ჩვენც ვიცოდით და ინტერესი ნაკლები იყო,მაგრამ მივდიოდით იმისათვის,,რომ ყიფიანი რამეს გააკეთებსო,ან გუცაევი,ან შენგელია,ან სხვა,სულაც გაბელია გააკეთებდა ისეთ ნახტომს,რომ ის ნახტომი მოგეწონებოდა,თორემ სულ არ იყო საჭირო,ყველას შეეძლო რაღაც დასამახსოვრებელის გაკეთება და ისინიც რაღაც ისეთს გააკეთებდნენ,რომ გატანილ გოლებსაც გვერჩია ხშირად.რატომ ვილაპარაკე ახლა ამდენი,დღეს ქართულ ფეხბურთს შემსრულებლები აკლია და ეს ფაქტია,მაგრამ რასაც კაპანაძე და განსაკუთრებით გრიგოლ დოლიძე აკეთებენ,ეს არის სწორედ ის რაღაცას გააკეთებენო,მოლოდინს რომ გვიჩენს,სილამაზის მოლოდინი და სილამაზის შექმნა.ამ თამაშშიც ორი გოლი გავიდა მაგრამ ჩემთვის ყველაფერზე უკთესი დოლიძისაკენ გაკეთებული პასი,მისი ერთი შეხებით დარტყმა და ბულესკირიას დიდებული ნახტომი იყო.დიდი ფეხბურთის ერთი წამი ქართველების შესრულებით. დღეს 26 მაისია და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო,ქართული სპორტის გულშემატკივრებო.მაგრამ დამოუკიდებლობა,თავაშვებულობას არ ნიშნავს და ესეც გაითვალისწინეთ ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო და ზოგჯერ ოპონენტებო.საქართველოს გაუმარჯოს!მართლა დამოუკიდებელ საქართველოს.
შოკირებული გულშემატკივარი
ასეთი თამაშით აპირებენ ევროპაზე გასვლას და იქ "ყარაბაღი" და"გაბალა" დახვდებათ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა