ფოთის "კოლხეთმა" "ვიტ ჯორჯიას" "შატილის" მოედანზე მდივნიშვილის გოლით სძლია
მერე რა, რომ თბილისის ზღვა შავ ზღვასთან შედარებით მცირე მასშტაბისაა, თემქის ზოგიერთ უბანში ზღვის ჰაერი მაინც ტრიალებს. ჰოდა, დასავლეთიდან თბილისში ჩასული ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები "შატილზე" თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ "ფაზისზე".

მათ "ვიტ ჯორჯიასთან" დაპირისპირებამდე გასავარდნი ზონისგან სამი ქულა აშორებდათ და გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. ამიტომ ძალიან მონდომებულები ჩანდნენ... თუმცა ბევრი ვერ ახერხებს მონდომების ტაქტიკურ უპირატესობაში გარდასახვას. "კოლხეთმა" ეს შეძლო: პირველ ტაიმში მოედნის შუაში მოიპოვა მცირე უპირატესობა, შეტევისას ფლანგებსაც ხშირად იყენებდა... მაგრამ პირველ ნახევარში ღირებული ვერაფერი შექმნა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები კარგად თამაშობენ დაცვიდან. შესაბამისად, ბურთიც ერთი თუ მეორე საჯარიმოს იშვიათი სტუმარი იყო. ყველაზე სახიფათო მომენტი პირველი ნახევრის ბოლო წუთზე შეიქმნა - შორეულ ჩაწოდებულს ადამაძემ თავი დაუხვედრა და ბურთი მცირედით ასცდა "კოლხეთის" კარს.

მეორე ტაიმში "ვიტ ჯორჯიამ" მოედნის შუაში მოიპოვა უპირატესობა, რასაც თითქოს სტუმართა კართან სახიფათო მომენტების მატება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ მატჩი ისე დასრულდა, მასპინძლებს რეალური საგოლე ეპიზოდი არ შეუქმნიათ. კოლხები კი ჩასაფრებულები იყვნენ - საკმარისი იყო, მოედნის ცენტრალურ ხაზთან ვიტელებს ბურთი დაეკარგათ, რომ მასპინძელთა კართან საგოლე მომენტს ქმნიდნენ. ჯერ ჯანაშიამ იტრიალა მასპინძელთა საჯარიმოში, მაგრამ მეკარემ აუღო, 64-ე წუთზე კი სწრაფი შეტევა ჩაწოდებით გააგრძელეს, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მყოფმა კვერენჩხილაძემ მდივნიშვილი შენიშნა, ერთი შეხებით ბურთი დასარტყმელად გაუმზადა და - 0:1.

"ვიტ ჯორჯიას" მწვრთნელს მდგომარეობის გამოსასწორებლად სათადარიგოების დახმარება დასჭირდა, შეცვალა მარჯვენაფლანგელი კორიფაძე, რომელიც პირველ ტაიმში ყველაზე აქტიური იყო. ამ ცვლილებამ ვიტელთა მარჯვენა ფლანგს დატვირთვა მოაკლო - შეტევათა უმეტესობამ ცენტრისკენ გადაინაცვლა, მაგრამ ვერც ამ მიმართულებამ მოიტანა შედეგი. თუკი მატჩის ოქმს გადახედეთ, გემახსოვრებათ, რომ შეხვედრა "კოლხეთმა" 1:0 მოიგო.

გახარებული იყო სტუმართა თავკაცი სოსო ფილია:

- ყველა ფეხბურთელმა პირნათლად შეასრულა დავალება. მთავარი იყო, რომ ბიჭებს მონდომება აშკარად ეტყობოდათ, რაც დაუფასდათ კიდეც. თუმცა, ამით არაფერი დასრულებულა - წინ უფრო ძმნელი მატჩები გველის.

15.04. თბილისი. შატილი. 300 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 0:1

გოლი: 0:1 მდივნიშვილი (64)

ვიტ ჯორჯია კოლხეთი

4-2-3-1 4-4-1-1

ა. მიქაბერიძე ძაგანია

ხურცილავა ცხვიტარია

ადამაძე ინწკირველი

კასრაძე მახვილაძე

ღანიაშვილი მეგრელიშვილი

ვასაძე გოგონაია

გურ. გურეშიძე ჯანაშია

კორიფაძე სიჭინავა

მაისაშვილი გავაშელიშვილი

ჯანელიძე გვალია

ჩიმაკაძე მდივნიშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი

მ. კოჭლაშვილი ს. ფილია

ვიტ ჯორჯია

60. კორიფაძე - როსტიაშვილი

73. მაისაშვილი - გიორგი გურეშიძე

75. ჩიმაკაძე - გაბრიჭიძე

სათადარიგოები: ძაძამია, გოგიაშვილი, ზაქრაძე, დვალიშვილი

კოლხეთი

32. გავაშელიშვილი - კვერენჩხილაძე

68. მდივნიშვილი - წიქარიშვილი

75. ჯანაშია - გულუა

სათადარიგოები: ლობჟანიძე, გელაჭეიშვილი, მოისწრაფიშვილი

გაფრთხილება: მეგრელიშვილი (43), ხურცილავა (87)

არბიტრი: ხ. გაგნიძე (გორი)

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა