ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების რეზერვისტებს ინგლისელთა დამარცხებამდე ცოტა დააკლდათ

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების რეზერვისტებს ინგლისელთა დამარცხებამდე ცოტა დააკლდათ

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების რეზერვისტებს ინგლისელთა დამარცხებამდე ცოტა დააკლდათ
ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მარცხენა კუთხიდან, დაახლოებით 40 მეტრიდან ბურთმა ძელებსშუა გაიარა და სტუმრებმა ქართული ტურნე გამარჯვებით დაასრულეს - 24:22.

შეგახსენებთ, 6 დღის წინ ინგლისელებმა უმცროს ბორჯღალოსნებს ბოლო შედეგიანი შეტევით 24:17 მოუგეს და საქართველოს 20-წლამდელთა რეზერვთანაც იგივე განმეორდა. რუსთავში გამართული ეს შეხვედრა ბევრი რამით გავდა 2013 წელს საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებებს შორის ასევე რუსთავში გამართული მატჩით, განსაკუთრებით კი, ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით.

1999/2000 წლებში დაბადებულმა ქართველებმა ერთი წლით უფროს მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს, დრამატულ მატჩში დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ და გამარჯვებასაც იმსახურებდნენ, მაგრამ გამოცდილება დააკლდათ. მიუხედავად შედეგისა, ხარისხით კმაყოფილი დარჩა 20-წლამდელთა რეზერვის მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი:

„ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის, რომ არა გამოცდილებისა და შეთამაშების ნაკლებობა, ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით. რაღაც ეპიზოდებში ვიჩქარეთ, არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ და ეს შედეგზე აისახა. მთლიანობაში, დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. მან ბევრი დადებითი მომენტი დაგვანახა, ასევე ნაკლოვანებები, რომელთა გამოსწორებაზე აუცილებლად ვიმუშავებთ“.

კარგი დასაწყისი

პირველი ტაიმი და მეორეს დასაწყისი ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად ჩაატარა. ანგარიში მე-6 წუთზე ბექა აბულაშვილმა ჯარიმით გახსნა, რასაც ინგილისელების ხანგრძლივი იერიშები მოყვა, თუმცა ქართველთა დაცვა შეუვალად იდგა. ტაიმის შუაში უმცროსი ბორჯღალოსნების რეზერვმა ბურთზე კონტროლი დაამაყარა და პირველივე გააზრებული შეტევა ლელოთი დაასრულა.

კარგად გათამაშებული კომბინაციის შედეგად ხაზი ორჯერ გაიჭრა, მარჯვენა ფრთაზე ზურაბ ქავთარაძე გაიქცა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა - 8:0. რადგან მასპინძელთა დაცვა გაუვალი იყო, ტაიმის ბოლოს ინგლისელებმა ჯარიმა კარში ორჯერ დაარტყეს, ერთი გაიტანეს და ტაიმი 8:3 დასრულდა. შესვენებამდე მსაჯმა გაასინბინა ჩვენი ფლანკერი ბექა ყორიაული.

მეორე ტაიმის მე-9 წუთზე სტუმრებმა არეკნით სხვაობა კიდევ უფრო შეამცირეს, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მალევე უპასუხეს და თავი ამჯერადა რუსთავის ‘ხარების’ ფრთამ, ქავთარაძემ გამოიჩინა. მგეზავმა რეზი ხარაზიშვილმა შენიშნა, რომ ინგლისელებს ხაზი ამოწეული ჰქონდათ, ბურთი ცარიელ ზონაში გადაკიდა და ლელოში მას ქავთარაძე დაეწია, აბულაშვილმა კი გარდასახა - 15:6.

ინგლისელებმა ჯარიმით სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირეს, მერე კობა კოლოტაური პროვოკაციაზე წამოიკიდეს და მოედანზე ორივე გუნდი 14-14 კაცით დარჩა. შექმნილი სივრცეებით მეტოქემ კარგად ისარგებლა და 72-ე და 74-ე წუთებზე ორი ლელო გაიტანა, რომელთაგან ერთი გარდასახა. მასპინძლებმა საკუთარი დერეფანი ორჯერ წააგეს, მაგრამ არ გატყდნენ, მესამე ჯერზე ყველაფერი სუფთად შეასრულეს და სტუმრებმა ლელოსგან თავის დასაღწევად ის წესების დარღვევით ჩააქციეს. შედეგად, საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და 22:21.

გამარჯვებამდე ბოლო შეტევის მოგერიება რჩებოდა, თითქოს მეტოქეს ბურთი წინ დაუვარდა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა ჰაერში თამაში დააფიქსირა, რითაც სტუმრებს მატჩის მოგების შანსი გაუჩნდათ და ზუსტი დარტყმის შემდეგ მეორე გამარჯვებითაც გაიხარეს - 22:24.

რუსთავი. 1000 მაყურებელი

განვითარებადი საქართველოს U20 - ინგლისის საგრაფოები U20 22:24

შემადგენლობა: 15. გიორგი მიქანაძე, 14. ბექა აბულაშვილი, 13. გოჩა ჩანადირი, 12. გიორგი ასათიანი, 11. ზურაბ ქავთარაძე, 10. რეზი ხარაზიშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე; 1. გიორგი ახალაძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა ჭელიძე, 4. საბა ჯღარკავა, 5. იაგო გელაძე, 6. ბექა ყორიაული, 7. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 8. იოანე იაშაღაშვილი.

მარქაფა: 16. ლუკა კობერიძე, 17. გიორგი დიასამიძე, 18. გეგი მაისურაძე, 19. ლექსო მუჩიაშვილი, 20. ნიკა თეზელაშვილი, 21. კობა კოლოტაური, 22. საბა ხურცილავა, 23. სანდრო მარგიანი, 24. გიორგი ჭედია, 25. სანდრო მარგველაშვილი.

3 ლელო: ქავთარაძე (2), საჯარიმო

1 გარდასახვა: აბულაშვილი

1 ჯარიმა: აბულაშვილი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• rrr

რაგბი ტივიზე ოროვე თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი იყო. დადეთ საიტზე ჩანაწერი.

• სოსო

ორივე შეხვედრა ჩვენ წაგვიგია და არა ინგლისელებს მოუგიათ.ყოველ შემთხვევაში ასე გამოდის ამ ორი მატჩის შესახებ დაწერილი რეცენზიებიდან.ძალიან საინტერესო კი იქნებოდა ქართველი გულშემატკივარისათვის ამ მატჩების თუნდაც ჩანაწერების ხილვა.რითი გვაჯობეს?ალბათ გულგრილობით,რაც გამოცდილებას მოაქვს.ყოველ შემთხვევაში ეს მატჩები ძალიან წაადგება ჩვენ ბიჭებს მომავალში და დარწმუნებული ვარ,რამდენიმე ქართველ ბიჭს, ინგლისელი სკაუტები,აუცილებლად დაადგავდნენ თვალს.წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს საფრანგეთშიც და ტესტ მატჩებშიც, მათ ეს უკვე ნამდვილად ხელეწიფებათ.

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით

18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს