ბოლნისის "სიონმა" სამტრედიელთა გუნდს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა
"სამტრედია" ბოლნისში არაოპტიმალური შემადგენლობითა და 14 ფეხბურთელით ჩავიდა - ვფიქრობთ, მატჩის შედეგს მეტი ახსნა არც სჭირდება. როცა ორი მეტოქე გუნდიდან ერთს ნორმალური საარსებო პირობები აქვს და არც კვალიფიციური ფეხბურთელების ნაკლებობას განიცდის, ხოლო მეორისთვის არათუ ხელფასების, არამედ გზის ფულიც პრობლემად ქცეულა, ანგარიშიც არ უნდა გაგვიკვირდეს. ის კი არა, მასპინძლებმა კიდევ არაერთი საგოლე მომენტი გაანიავეს, რომელთა აღწერითაც თავს არ შეგაწყენთ.

სტუმრებს ენერგია და ფიზიკური მომზადება მხოლოდ შეხვედრის დებიუტში ეყოთ, რის შემდეგაც "სიონი" მოედნის სრული ბატონ-პატრონი გახდა. ხვიჩა ქასრაშვილის ბიჭებს ხელისშემშლელი არავინ ჰყავდათ და ისინიც მაქსიმალურად ეცადნენ, სტადიონზე კანტიკუნტად შეკრებილი ბოლნისელები ლამაზი კომბინაციებითა და გოლებით გაეხარებინათ.

რევაზ ჯიქიამ ალექსანდრე გოგობერიშვილის მახვილგონივრული გადაცემა გამოიყენა და ანგარიში თავურით გახსნა. ესენი შემდგომშიც იყვნენ "სიონის" შეტევათა მთავარი მოქმედი პირები.

27-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გააორეს და ყველაფერი გაირკვა. სპარტაკ გოგიამ საჯარიმოში ხელით ითამაშა, თერთმეტმეტრიანი კი გამოცდილმა გივი დიდავამ გამოიყენა.

"სიონმა" პირველ ტაიმში ეს იკმარა, მეორეში კი საქმეში შეცვლაზე შესულებიც ჩაერთვნენ და თამაში, უფრო ზუსტად კი, ბოლნისელთა თამაში, კიდევ უფრო გამოცოცხლდა. შესვენების შემდეგ გასული სამივე გოლი მეტად ეფექტური გამოდგა.

სტუმრები კობა შალამბერიძეს ეუხეშნენ, მაგრამ მსაჯმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო და "სიონის" შეტევა არ შეაჩერა. იერიში ვილი ისიანის მიერ დაახლოებით 25 მეტრიდან შესრულებული დარტყმით დასრულდა - ბურთი სტუმართა კარის ცხრიანში გაეხვია - 3:0.

გოგობერიშვილსა და ჯიქიაზე გოლები ალალი იყო და ორივემ ულამაზესად გაიტანა. პირველმა საჯარიმოს მისადგომებიდან გადაუგდო ბურთი თავზე მეკარეს, მეორემ კი იგივე მოედნის ცენტრს ოდნავ გაცდენილმა გააკეთა.

"სიონი" ამ გამარჯვებით წელში კიდევ უფრო გაიმართა და გასავარდნ ზონას დამაჯერებლად შორდება.

15.04. ბოლნისი. თ. სტეფანია. 300 მაყურებელი

სიონი-სამტრედია 5:0

გოლები: 1:0 რ. ჯიქია (23. გოგობერიშვილის პასით), 2:0 დიდავა (27. პენ.), 3:0 ისიანი (55), 4:0 გოგობერიშვილი (71), 5:0 რ. ჯიქია (73)

სიონი სამტრედია

4-4-2 4-5-1

ბობღიაშვილი კეკელიძე

კობაური ენდელაძე

სვანიძე გოგია

ორბელაძე კირთაძე

ადამაშვილი ჩხიკვაძე

დიდავა ბურჯანაძე

გოგობერიშვილი გ. მიქაბერიძე

ქუცურუა ლომაშვილი

ჩირიკაშვილი რუხაია

რეხვიაშვილი ი. ხვადაგიანი

რ. ჯიქია გოგიშვილი

სიონი

46. ადამაშვილი - ისიანი

46. რეხვიაშვილი - შალამბერიძე

69. ქუცურუა - ქორიძე

სათადარიგოები: ზუხბაია, თარგამაძე, გ. ოქროპირიძე, ლ. ჩხეტიანი

სამტრედია

23. რუხაია - ალავერდაშვილი

64. ხვადაგიანი - ა. შენგელია

76. კეკელიძე - ბანძავა

გაფრთხილება: გოგია (26), ისიანი (50), შენგელია (89)

არბიტრი: ჯ. ხორავა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის