“ქუთაისმა” “დინამო” დაამარცხა და ფინალური სერია გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სუპერლიგის ფინალურ სერიაში მე-5, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2017-2018 წლების ჩემპიონის ბედი 1 მატჩზეა დამოკიდებული. 30 მაისს, ქუთაისში დანიშნულ ეგრედ წოდებულ სუპერფინალურ მატჩს რომელი გუნდიც მოიგებს, ჩემპიონიც ის გახდება. “ქუთაისი” “დინამოს” უმასპინძლებს და გამარჯვებულს სეზონის უმთავრესი ტიტული ერგება.

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრას ინტრიგა არ აკლდა, თუმცა დაძაბულობით ისე ვერ გამოირჩა, ფინალს რომ შეშვენის. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, ქუთაისელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რაც უპირველეს ყოვლისა, დაცვაში თამაშის ხარჯზე მოახერხეს. წინა მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც დინამოელები ფარქვეშ დომინირებდნენ და ქულას ქულაზე იხვეჭდნენ, მასპინძლებს თითოეული ქულის მოპოვება ძალიან უჭირდათ. იმერული კლუბის მოძრავი ზონური დაცვა სამწამიანში არ უშვებდა დინამოელებს, ხოლო სწრაფი გადაადგილების ხარჯზე ქუთაისელები პერიმეტრზეც დროულად იწევდნენ და მეტოქის სამქულიან სროლეს მიზანს ურევდნენ.

ასეთი წარმატებული თამაში სტუმრებმა პირველი პერიოდის შემდეგ წამოიწყეს, მანამდე კი დინამოელები მეთოდურად ახერხებდნენ ქულების მოპოვებას და პირველი პერიოდი 16:13 მოიგეს. მეორედან კი სტუმართა დომინირება დაიწყო და თითქმის ყველა სათამაშო რგოლში უპირატესობის მოპოვების შემდეგ “ქუთაისმა” მეორე ათწუთული 19:8 მოიგო და დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი უპირატესობით გავიდა – 32:24.

მეორე ტაიმი კვლავ ქუთაისელთა შედეგიანობით განახლდა. “დინამოს” მესამე პერიოდში თამაშის სტილისა და ტაქტიკის შეცვლა მართებდა, წარმატებისთვის რომ მიეღწია, თუმცა, პირიქით მოხდა. სტუმართა სწრაფი შეტევებისა და ზუსტი შორი სროლების შემდეგ ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა. მესამე პერიოდის პირველი ნახევარი ქუთაისელებმა 18:5 მოიგეს, 50:29 დაწინაურდნენ და გამარჯვებაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს. საბოლოო წარმატების მისაღწევად სტუმრებს იმ შეცდომების თავიდან არიდება მართბდათ, რაც წინა მატჩში დაუშვეს, როცა ბოლო პერიოდში 11-ქულიანი ლიდერობა დაკარგეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.

დინამოელებს შანსი ნამდვილად ჰქონდათ: მესამე პერიოდი შედეგიანად ჩაამთავრეს და ბოლო 2-წუთიან შესვენებაზე 13-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა რეივენ ლის სამქულიანის შემდეგ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა, თუმცა სტუმართა თავკაცმა, კოტე ტუღუშმა წუთშესვენება აიღო და თამაშის დასაბალანსებლად შესაბამისი ზომები მიიღო. ქუთაისელმა კალათბურთელებმა შეხვედრა ისე ჩაამთავრეს, ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ 63:55 და “ქუთაისმა” ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

გამარჯვებულთგან ყველაზე სასარგებლო დეჟუან რაითი იყო, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილმა გაიფორმა – 10 ქულა, 14 მოხსნა. ბომბარდირი კი ბექა ბექაური გახდა 15 ქულით. “დინამოში” 11 ქულით მიხეილ ბერიშვილი გამოირჩა. 10 ქულა დაგროვდა რეივენ ლის ანგარიშზე.

ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი ქუთაისში 30 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის დაჯილდოვება

სუპერლიგაში ტრადიციულად სახელდებიან სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეები. ყოველწლიურად ვლინდება სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელსაც ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის – ზვიად მიქაძის ოჯახისა და მეგობრების მიერ დაწესებული თასი გადაეცემა.

ამასთან, დაწესებულია ცნობილი ქართველი კალათბურთელის – გელა დარსაძის სახელობის თასი, რომელიც სეზონის გამორჩეულ ახალგაზრდა მოთამაშეს გადაეცემა. ამ სეზონში ორივე ამ ტიტულის მფლობელი გახდა “კაკტუსის” ცენტრი გიორგი ტურძილაძე.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს პრიზები ზვიად მიქაძის შვილებმა, სალომემ და იოანამ გადასცეს, ხოლო გელა დარსაძის სახელობის პრიზით გიორგი ტურძილაძე გელა დარსაძის მეუღლემ, ქალბატონმა ნინომ დარსაძემ დააჯილდოვა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს