ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში თავისი ოფიციალური გვერდი გააუქმა. ამის შესახებ საქართველოს პირველმა ჩოგანმა Facebook-ზე გუშინ დაწერა.

ბასილაშვილის პოსტში ვკითხულობთ:

"მეგობრებო, მოგესალმებით. იდეაში ამ გვერდის შექმნის მიზანი იყო, რომ ინფორმირებულნი ყოფილიყავით ჩემი სპორტული კარიერით და ჩოგბურთი საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული სპორტის სახეობა გაგვეხადა.

სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გვერდს ჩემთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც მეტი პოზიტივი მოეტანა, სანაცვლოდ ძალიან დიდი ნეგატივი მივიღეთ.

მე პირადად დროდადრო მიწევს გვერდის თვალის დევნება და ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა.

მივიღეთ გადაწყვეტილება და გვერდს ვხურავთ. დიდი მადლობა ჩემს ნამდვილ გულშემატკივრებს და წარმატებები წინ არის", - წერს ბასილაშვილი სოციალურ ქსელში.

▶ საფრანგეთის ღია პირველობა: ბასილაშვილი პირველ წრეში დამარცხდა და რეიტინგში ქულები დააკლდება

luka
აბსოლიტურად მესმის შენი გადაწყვეტილების , შენი წინსვლისთვის როგორც ჯობია ის გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ჭეშმარიტ გულშემატკივრებს სპორტული შედეგი გვინდა რომელიც სახეზეა და კიდევ უფრო დიდი შედეგების მოლოდინი გვაქვს. წარმატებები ნიკოლოზ!!!
odala
ბავშვური საქციელია, ნიკოლოზ. მე ძალიან მომწონხარ, როგორც სპორტსმენი და ადამიანი, მაგრამ კრიტიკაც უნდა აიტანო, თუ ამაზეა საუბარი. თუ უზრდელობს ვინმე, ამას სხვანაირად შეიძლება მოევლოს. ასეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ზღვარი ძალიან მცირეა საზოგადო ადამიანსა და დანარჩენებს შორის ტექნოლოგიის გამო. ყველას უწევს ამასთან გამკლავება. შენც უნდა აიტანო როგორმე.
ლუკა
ფეისბუკს აქვს დაბლოკვის საშუალება. უბრალოდ უნდა დაიბლოკოს ნეგატიური კომენტარები. ვიღაც ტროლების და იდიოტების გამო ნამდვილ გულშემატკივრებს არ უნდა მოგვაკლდეს კარგი საშუალება ვადევნოთ თვალი თქვენს კარიერას. ჩოგბურთელის თამაშზე ძრითადად სიჩუმეა კორტზე. აბა ფეხბურთელებმა რაღა უნდა თქვან 55000 ქართველი რომ დედას აგინებს სტადიონზე? აღარაფერს ვამბობ მსაჯებზე! კანი უნდა გქონდეს სქელი კაცს, რომ სპორტში და საერთოდ საზოგადოების ყურადღების ქვეშ მყოფ პროფესიაში რომ იყო წარმატებული. წარმატებას გისურვებთ!
მეგობრული რჩევა
ან უნდა გადადო თავი და დღედაღამე იშრომო,მიაღწევ წარმატებებს და ჩვენც გავიხარებთ და გულში ჩაგიკრავთ.ან იქნები საშუალო დონეზე,მაჩანჩალა/არ გეწყინოს/.შენი ასარჩევია
დათო
ეს ხოჭოლავასთან შედარებით უფრო 'პროფესინალი' აღმოჩნდა და საქმის გარჩევა არ დაიწყო სოც ქსელებში და პირდაპირ გააუქმა ოფიციალური გვერდი. საერთოდ დაანებეთ სპორტულ კარიერას თავი და სანერვიულოც არაფერი გექნებათ :)
aburjga
ჭკვიანური გადაწყვეტილებაა ნიკოლოზ. ჩვენ ჩოგბურთის მოყვარულებს მოგვწონს შენი თამაში, გგულშემატკივრობთ. პრესით თვალს ვადევნებთ შენს მიღწეულ შედეგებს. ნიჭიერი ჩოგბურთელი ხარ! გაგვიხარდება რაც უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევ, შენგან მხოლოდ ჩემპიონობა დაგვაკმაყოფილებს! ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის