ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერხიო რამოსი - დიდი კაპიტანი თუ ბოროტების განსახიერება?

სერხიო რამოსი - დიდი კაპიტანი თუ ბოროტების განსახიერება?

სერხიო რამოსი - დიდი კაპიტანი თუ ბოროტების განსახიერება?
ახლა სერხიო რამოსი ეგვიპტეში და ლამის მთელს არაბულ სამყაროში ნომერ პირველ მტრადაა გამოცხადებული, "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰისთვის ტრავმის მიყენების გამო ალაჰის რისხვით ემუქრებიან, ეგვიპტელმა ადვოკატმა ბასემ ვაჰბამ ფიფაში სარჩელი შეიტანა და სერხიოსგან მილიარდევროიან კომპენსაციას ითხოვს, ხოლო პორტალ Change.org-ზე მისი დასჯის მოთხოვნით უეფასა და ფიფასადმი მიმართული

ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელსაც ხელი ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

მოდით, შევეცადოთ, რამოსის პერსონა აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციიდან შევაფასოთ.

რა თქმა უნდა, სერხიოს მოჰამედისთვის ტრავმა განზრახ არ მიუყენებია და მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს მისთვის ასეთი დავალება არ მიუცია. ის უბრალოდ, ასეთია, მთელი კარიერის მანძილზე ასე თამაშობს და ამისათვის ყვითელ-წითელ ბარათებითა და დისკვალიფიკაციებით ისჯება, რასაც არასოდეს არ მოიშლის, რამეთუ მისი სათამაშო სტილი ულტრაპროდუქტიულია.

ის მთელს პლანეტაზე ყველაზე ნიჭიერი, სწრაფი და ტაქტიკურად განსწავლული მცველი არაა, მაგრამ ნამდვილი მებრძოლია და ეს ღირსება მის ყველა მინუსს გადაწონის. რატომღაც მგონია, სალაჰის ადგილას რომ აღმოჩენილიყო, მოკვდებოდა და მოედანს არ დატოვებდა.

მოჰამედისთვის ტრავმის მიყენებისთვის და ლორის კარიუსის ტარანისთვის, ის არასოდეს არ მიიღებს არც ერთ ჯენტლმენურ ჯილდოს, მაგრამ სამაგიეროდ, ზედიზედ მესამედ მოიგო კაპიტნის რანგში ჩემპიონთა ლიგა. კიევური ფინალის მოგებაც დიდწილად სერხიოს დამსახურებაა. ის არაა ანგელოზი, ზოგი ბოროტად მიიჩნევს, ზოგი კი ბინძურ მოთამაშედ, მაგრამ არსებობს კი მსოფლიოში მწვრთნელი, რომელიც გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლას არ ინატრებდა?

ის გუნდის კაპიტანი და ლიდერია, "ლივერპულთან" ნამატჩევს რონალდოსთან მივიდა და უსაყვედურა, რომ არ იყო საჭირო ასეთ დროს გუნდიდან წასვლაზე მინიშნების გაკეთება და მოუწოდა, რაიმე ფორმით უკან წაეღო ნათქვამი და შემდეგ სიტუაციიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა. სერხიოს ღვაწლი კი "რეალის" გამარჯვებებში ფასდაუდებელია, სერხიოსი, რომელიც ზოგს ჭირის დღესავით ეზიზღება, ზოგი კი აღმერთებს, მაგრამ დიდი ფეხბურთელი რომაა, ამას მისი ყველაზე დაუძინებელი მტრებიც კი ვერ უარყოფენ.

• დიკტატორ

ვინ ვის გააგორებს მაგასაც ნახავ.

• ესპანეთი

თქვენ სერხიო რამოსი ვინმეში ხომ არ გეშლებათ?! უდიდესი პიროვნება და უდიდესი ფეხბურთელი, ყველაზე დიდი კაცი, მაგაზე დიდი არავინ არ არის მადრიდში. ჯერ მარტო ის არ უნდა გავიწყდებოდეთ რომ იკერას ძმაა და იკერამ მას თვალცრემლიანმა უწოდა ესპანეთის გმირი!!! ის გმირია, მადრიდის რეალის და ესპანეთის გმირი. რაც არ უნდა დაესიოთ პრიმიტივები ის თავის ღირსებას და კაცობას ყოველთვის ამტკიცებს, ჯერ მარტო რამდენი გოლები აქვს გატანილი ბოლო წუთზე... ერთი პერიოდი ხალხმა და კომენტატორებმა არ იცოდნენ რა ექნათ მაგის ბოლო წამებზე გოლებს რომ უყურებდნენ, ედიდებინათ თაყვანი ეცათ თუ შენდობა ეთხოვათ არაფერი არ იცოდნენ რა ექნათ, გამო*** ვდა მსოფლიო რამოსის ფენომენით. ეს შემთხვევით არ ხდება, თვალები გაახილეთ

• ალე

ბინძური მსაჯრიდელია და ყოველთვის ბინძურად დარჩება მსაჯრიდივით.ბევრი მებრძოლი ფეხბურთელი არსებობს მაგრამ არა ამასავით ბინძური.რაც არ უნდა მაგარი იყოს ის სიბინძურე ყველაფერს ფარავს სამწუხაროდ.და ზუსტად იმ გუნდში თამაშობს რაც შეეფერება.

• TAZO

რაც არ უნდა საწყენი იყოს გააგორებენ მაგის "დიდი კაპიოტანის" თავს, - ღირსიც არის!

• ვიქტორი

აუ ძმა, არ გეწყინოს, მარა შენ რაღაც სხვა გაქვს ეტყობა ნანახი :)))))

• 777

ასეა, თუ ისეა მაიც ბინძური ფეხბურთელია, ყოველგვარ არაკაცობაზე წამსვლელია!

• madridista

მომავალ წელს UEFA-მ პირდაპირ უნდა მისცეს რეალს ჩემპიონთა ლიგის თასი, მაინც ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული.

• lasha

რამოსი დასახელდება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად და კაპიტნად. ნამდვილი ლიდერი რეალ მადრიდის, გადამწყვეტი გოლების ავტორი და გუნდის საოცარი მოტივატორი. აი ეს არის რამოსი. სალაჰის ეპიზოდი არის იმის მაჩვენებლეი რომ სალაჰი არ არის რამოსის და რეალის დონის მოთამაშე. მაგას რაც გასდის სიტისთან, ლესტერთან და რომასთან, ის სამეფო გუნდთან არ გაუვა. სალაჰმა წააგო პოზიცია, ჩამორჩა რამოსს და ხელით ცდილობდა მის შეჩერებას. შემდეგ რამოსი წამოედო უკან დარჩენილ სალაჰის ფეხს და წაიქცა და თან წაიყოლა პადრუჩკა გამოდებული სალაჰი. აი ეს არის რეალობა. ვისაც ფეხბურთი ოდნავ მაინც ესმის იმან იცის რომ წინ მდგომი ფეხბურთელი უკან მდგომს ვერ წააქცევს, ეს დაუწერელი კანონია :) ამას აღიარებს მთლი საფეხბურთო სამყარო გარდა ჩადრიანი არაბებისა და დაბოღმილი ბარისტებისა

• Levani

რა შუაშია აქ დიდი კაპიტანი თუ ფეხბურთელი? იყო კონკრეტული ეპიზოდი, ხელი გაუკავა და დაცემისას ასეთი გამოცდილების ფეხბურთელს თავისუფლად შეეძლო უბრალოდ მეორე მხარეს გადაგორებულიყო და ხელი არ მოეყოლა,ამას ბავშვთა ფეხბურთში ასწავლიან საით და როგორ დაეცე. მაგრამ არა... ზუსტადაც განზრახ მიაყენა დაზიანება. ისიც არ მესმის ვაჟა თქვენგან, რომ თვითონ არ გავიდოდა ასეთი ტრამვის შემთხვევაშიო, იცით ტრამვის სიმძიმე? თუ რამოსი არ გინახავთ ტრამვიანი რო გაძურწულა მოედნიდან? შეგახსენოთ? სრულიად სუბიექტურად წერთ და ობიერტურობაზე კი გაქვთ პრეტენზია...

• brola*

"მოედანზე ჯერ კაცი უნდა იყო და მერე ფეხბურთელი" - ამაზე მაგრად ვიხალისე - კაი ღვინის მსმელი და კაი ჯიგარი კიდე:)))

• რამოსი

ნამდვილად! დიდი ფეხბურთელი და მაღალი დონის ფეხბურთელი განსხვავდება ერთმანეთისგან. თან რამოსი უბრალოდ უხეში არაა, ტიპი პოდლია. უხეში როი კინი იყო.

• brola*

1. იქიდან იცის რომ იმ მომენტში სერხიო მხოლოდ იმას ფიქრობდა რომ სალაჰი ბურთზე არ წასულიყო - ეს არის ლოგიკა და არა თქვენი ავადმყოფური ფანტაზიები რომ სპეციალურად და თან ზიდანმა რომ დაავალა - თუ სალაჰის გაფუჭება და წყობიდან გამოყვანა უნდოდა მაშინ ფეხში ან მუხლში უთავაზებდა ფეხს 2.იმიტომ რომ სერხიო უერთგულესი და თავგანწირულია რეალისთვის - მინიმუმ პირველ ტაიმს მაინც დაასრულებდა სერხიო და ფსიქოლოგიურ დახმარებას მაინც გაუწევდა სალაჰის ადგილზე რომ ყოფილიყო 3. ( აქ დანომვრა დაგავიწყდა) სტატიის ავტორი გასაგებად წერს რომ რამოსის თამაშის სტილი ესეთიაო - ანგელოზი არ არისო რა 4. ( აქაც ნომერი დაგავიწყდა) თვალები კარგად გაახილეთ კვადრადომ ტერფში ფეხი უთავაზა რაც 100% -ნი ყვითელი იყო და მეორე ყვითელისთვის გასაგდები გახდა - მოწინააღმდწეგე გუნდის რომელი ფეხბურთელი არ გამოიყენებდა ამ შანსს და ისე გაატარებდა თითქოს არაფერიო გინდაც პირველი ყვითელი ყოფილიყო? აბა ჯარიმებზე და უხეშობაზე ერთმანეთს ფოჩიან კანფეტებს ურიგებენ? სტატიაა აბსოლუტურად სწორი და სამართლიანი!

• qobuleteli

კარგათ წერია სათაურში:დიდი კაპიტანი თუ ბოროტების განსახიერება?რა თქმა უნდა ბოროტების განსახიერება.ეს ვერასოდეს იქნება დიდი კაპიტანი.დიდი კაპიტნები პირველ რიგში დიდი ადამიანები უნდა იყვნენ,ეს კი ნამდვილი ნაძირალაა.ჰაბიტუსზე არ ეტყობა რაცაა?

• BUBU

აქ ზოგიერთი წერს რომ სალაჰი კიარა მესიც რომ დაემატებინა ლივერპულს მაინც რეალი მოიგებდაო.საიდან იცით?სანამ სალაჰი მოედანზე იყო კარგად ჩანდა ვინ უფრო თამაშობდა.ეს იყნოსა ახვარმა რამოსმა და მოტეხა კაცს მხარი.იძახეთ ეხლა ასეთი და ისეთი ფეხბურთელიაო,ეს არასოდეს იქნება დიდი ფეხბურთელი,თუნდაც იმიტომ რომ დიდობისათვის პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო და მერე ფეხბურთელი.კასილიასის მერე ამ გუნდს როგორ შეიძლება ასეთი კაპიტანი ყავდეს?ამიტომ არის უღირსი ეს ვითომდა მოგებული ლიგა რეალისთვის და მისი გულშემატკივრებისათვის.ასეთი გზებით და ხერხებით კიდევ ბევრი რამის მოგება შეიძლება,მაგრამ რამდენად იქნება ის დამსახურებული ეს ჭკვიანი და ობიექტური გულშემატკივრისათვის მიმინდია და არა რეალის თავგადაკლული გულშემატკივრებისათვის.

• დიდება "რეალს", რამოსს დიდება! ))))))))))))))))

აბა, ჰე "დაშვებულ ცერთა" შემოქმედნო, არარეალისტო არა "რეალისტებო"! "რეალი" გამარჯვებულია! ჰოდა, მიდით ახლა და "დააწექით" "დაშვებულ ცერს". წავიდაა! P.S. საქარველოს, ქართულ ფეხბურთს და ქართველ ფეხბურთელებს გაუ-მარ-ჯოოს! სხვა ქვეყნის გუდების ფანატ(იკოს)ებო, აბა თქვეც გაიმეორეთ - "საქრთველოს გაუ-მარ-ჯოს"! რას იკლავთ თავს და "ჭამთ" ერთმანეთს. "ბარსელონა"-"ლივერპული"-"იუვენტუსი"... კარგით, რა!

• mamuka

არაფერი დიდი ფეხბურთელი არა არის. არის დიდი ბინძური ფეხბურთელი!!!!!!!!!

• დათო

ვის რა უნდა არ ვიცი მარა რამოსმა გააკეთა ის რაც გააკეთა და ის ასევე ყველა რეალის მოთამაშე დიდი ფეხბურთელები არიან, როლანდო კი ამ ფეხბურთელების მწვერვალია. ზედიზედ სამჯერ ამას ისტორიაში აწი ვეღარავინ გაიმეორებს, ისე რომ გამარჯვებულებს არ სჯიან, რაც შეეხება სალიხს, სამი სალიხიც, რომ ყოლოდა იმ დღეს ლივერპულს მაინც ვერაფერს ვერ გახდებოდა, რადგანაც რეალი, რეალია და თანაც იმდღეს ლივერპულის კარში ქლიავი იდგა.

• kahkha

გეტყობა , სულიერად ძალიან ხლოს ხარ *კეთილშობილ* რამოსთან ))

• kahkha

რამოსი არაკაცი და ყველაფრის მკადრებელი ნაძირალაა! პეპეს და დიეგო კოშტასაც კი გადააჭარბა სიბინძურით ! ვისაც არ გჯერავთ , შედით იუთუბი - ში დანავთ მაგის *სიდიადეს* !

• ამდენი სიძულვილი და ღვარძლი ფეხბურთელის მიმართ?

საქართველოში ფეხბურთის(განვითარების) და თამაშის ხარისხის დონე რომ დაბალია, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია! ასევე, ფაქტია, რომ სხვა ქვეყნის(!) რომელიღაც გუნდის ფან(ატ)ობის (გულშემატკივრობის? კაი სიტყვაა, და ამ შემთხვევაში არ მემეტება!) გამო, გეზიზღებოდეს და თანაც ასე სხვა ქვეყნის, სხვა გუნდის ფეხბურთელი - ძალიან, უაღრესად დაბალი (განვითარების!), ქართული ფეხბურთის(განვითარების) ხარისხზე გაცილებით დაბალი დონის მაჩვენებელია. დაოკდით! არ ვარგა თქვენი(ვე) ჯანმრთელობისათვის. P.S.არა და "რეალი" რომ უფრო მაღალი დონის(კლასის) გუნდია, ვიდრე "ლივერპული" არსად არ კამათობენ!

• lksksk

სერხიო რამოსი ბოროტების განსახიერებაა, ყოველთვის ეგრე იქცევა როცა ხვდება რომ ვიგაცა მასზე ძლიერია. ჩემზე რომ იყოს დისკვალიფიკაციას მივცემდი 1 წლიანს რო იქნება ჭკუა ისწავლოს შეუგნებელმა და საშინელმა ფეხბურთელმა

• რეალი სამეფოა

ბარსას ფანებო შეიგნეთ რომ 3 წელია რეალი და რონალდუ ერთი თავით მაღლა დგანან ბარსასა და მესიზე.სწორედ ბარსამ დაასუსტა ლივერპული როდესაც ზამთარში სრულებითაც არ სჭირდებოდა კოუტინიო მზაკვრულად იყიდა.თვითონ ბარსაა არაკაცების კლუბი.გინდათ ბოღმა ამოანთხიოთ და რამოსი დაადანაშაულოთ იმაში რაშიც ცამდე მართალია.სალახი კი არა მესიც რომ დაგემატებინათ ლივერპული მადრიდის მომგები არ იყო.

• kkkk

რა უაზრო სტატიააა. 1. "რა თქმა უნდა, სერხიოს მოჰამედ ისთვის ტრავმა განზრახ არ მიუყენებია" - საიდან იცის ავტორმა , თან ასე ზუსტად, რომ რამოსს სალაჰისთვის ტრავმა განძრახ არ მიუყენებია? 2. "რატომღაც მგონია, სალაჰის ადგილას რომ აღმოჩენილიყო, მოკვდებოდა და მოედანს არ დატოვებდა" - ყველას აქვს უფლება რაღაც ეგონოს , მაგრამ ეს ნამდვილად სისულელეა, ტიპს ისეთი ტრავმა ქონდა , შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს და რამოსი მის ადგილზე მოედანს არ დატოვებდაო . გთხოვთ მეტი ობიექტურობა გამოიჩინოთ და თუ სტატიას წერთ. რამოსისთვის ეს არც პირველია და არც ბოლო , შარშან იუვენტუსთან ფინალში სიმულაციაც მახსოვს, 3-1 გებდა გუნდი და ფეხბურთელი კუადრადო გააგდებინა . ნამდილი არაკაცია . მოგებებს აუფერულებს მისი საქციელი .ეს ბოლო ჩემი პირადი აზრია .

• სიმართლე

ის რომ რამოსი უბინძურესი ფეხბურთელია ამაში როგორ შეიძლება იდავოს ადამიანმა?მისმა გუნდმა 3 ჯერ კიარა ზედიზედ 9 ჯერ რომ მოიგოს ლიგა მაინც არ ექნება ის ფასი როგორიც უნდა ქონდეს,იმიტომ რომ ის სიბინძურით არის მოპოვებული.რაც არ უნდა ამტკიცოს ეხლა აქ ბევრმა,ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს და მიხვდება.(რა თქმა უნდა ვინც ფეხბურთი მართლა იცის იმას ვგულისხმობ)რამოსი,მარსელო,მანამდე ჰყავდათ პეპე და ა.შ.ასე რომ როცა რამეს იგებ,უნდა გერგებოდეს.

• გგგ

ზოგადად კრიტიკა და ლანძღვა ყოველთვის ადვილია. რამოსი მაღალი კლასის ფეხბურთელია და ამას ვერავინ წაართმევს, მაგრამ ფეხბურთელი ძლიერ სპორტსმენთან ერთად დადებითი პიროვნებაც უნდა იყოს, მითუმეტეს გუნდს კაპიტანი. ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, ბუფონი, კარლეს პუიოლი და კიდევ ბევრი ნამდვილად განეკუთვნება ღირსეულთა რიცხვს. გამიჭირდება რამოსი რომელიმეს შევადარო

• G.A.L.

რამოსი არც კაცია და არც დიდი ფეხბურთელი! მებრძოლი ნამდვილად არის, მაგრამ სად გადის ზღვარი ბრძოლასა და არაკაცურ უხეშობას შორის ხშირად კარგავს (ყიფიანიც მებფრძოლმა ანხელმა დაამტვრია). რამდენ პოზიციურ შეცდომებს უშვებს მატჩის დროს, თვლა არა აქვს. რომ არა მართლა მაგარი მცველები (პუიოლი ნაკრებში, პეპე რეალში, და მათი მსგავსნი, ბოდიში გამოთქმაზე დირკა იქნებოდა) მისი სიმულაციები ცალკე აღშფოთების თემაა. მიზნის მიღწევისთვის ყველა გზა არაა კარგი! რეალის სამარცხვინო კაპიტანია. სადაც იყო ფერნანდო იერო, კასილასი, სანტილიანა, დისტეფანო და ბევრი სხვა ღირსეული პიროვნება, იქ რამოსი თავისი უხეშობით, სიმულანტობით, ტაქტიკური უვიცობით, ცოტა უადგილოა. თასი რეალმა მოიგო დამსახურებულად. რამოსის არაკაცურმა საქციელმა მიაყენა ჩრდილი ამ გამარჯვებას. სულ იქნება სათქმელი, სალაჰი რომ ყოფილიყო?!

რამდენჯერ დაინდეს, იმაზე აღარ არის საერთოდ ლაპარაკი

• sake

რამოსი ძლიერი,მებრძოლი ფეხბურთელია,მაგრამ ძალიან ბინძური ხერხებით ბრძოლობს,იმის თქმა,რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია და რა თქმა უნდა ზიზუსთან შეთანხმებული არ იყოო,ბოდიში და ჯიგარო შენ საიდან იცი?არ ვამბობ,რომ ზიზუსთან შეთანხმებული იყო მაინცდამაინც,მაგრამ განზრახ,რომ გააკეთა ეს უფრო აზრთან ახლოსაა ვიდრე პირიქით,ამ ეპიზოდში არ მიიღებდა სალახი ტრამვას?,აუცილიებლად იქნებოდა სხვაც.ატლეტიკოსთან ფინალში 100% გასაგდები იყო კარასკოს ეპიზოდში,მაგრამ როგორც ეხლა ყვითელიც კი არ მიუციათ.

• ნათია

სწორედ რამოსი იყო, საქართველოსთან თამაშის დროს რომ არაკაცურად მოიქცა - ქართველი ფეხბურთელი მიწაზე იყო დაცემული და ბურთი არ გადააგდო მოედანს გარეთ, თამაში არ გააჩერა.

• კახა

ამას ქვია მანიპულირება და საკითხის სათავისოდ შემოტრიალება ეხლა გამოვაცხობ ლამაზ სტატიას საპირისპირო ინტერპრეტაციით კიევი ფინალი ფეხბურთელები გამოსასვლელად ემზადებიან ორი დიდი გუნდი დიდი ფინალი რამდენ ცნობილ ფეხბურთელს უთამაშია ასეთი მატჩი რამდენს კიდე თამაშის ბოლოს აუწევია სანუკვარი თასი რამდენი შრომა რამდენი ოფლი დაიღვარა აქ მოსვლამდე რამდენი ფეხბურთელი მდგარა გვერდიგვერდ მწკრივში და გადაუხედავთ ერთმანეთისთვის ვის შრომა ვისი შრომა დაფასდება დრეს ვინ წავა თავაწეული ვინ კიდე ცრემლიანი გაივლის უკან ამ გასასვლელს წლებია ერთმანეთს შეხვედრიან ერთ გუნდში უთამაშიათ დღეს კი მოწინააღმდეგები არიან ღირსეული მოწინააღმდეგები დღესცწყდება ყველაზე პრესტიჟული თასის ბედი ასევე 2 ფეხბურთელს ააქვს შანსი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მესის გენიალურ მესის გაუსწროს გოლების რაოდენობით(კაროჩე დავტვირთავ ტექსტს ცოტა ამ კუთხით მერე განვავრცობ ცოტა ერთმანეთის დამოკიდულებაზე იმაზე თუ მერამდენე ფინალს თამაშობს ზოგი ზოგს კი ტრამვის გამო უწევს გამოტოვება აქ კი) ფეხბურთის თანამედროვე ფეხბურთის ეყველაზე მტკივნეული გილი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით გავუსვამ ხაზს რომ ფეხბურთელები ცდილობენ ისეთი სახიფათო ილეთის შესრულების დროს როგორიცაა ეგრეთ წოდებული პატკატი მოწინააღმდეგეცარ დააზიანონ რამდენმა იხსნა თვით ფატალური შემთხვევისგან მოწინააღმდეგე მაგრამ ( მომწყინდა წერა)არსებობენ ბინძური ადამიანები რომლებსაც არანარი ღირსება არ გააჩნიათ არიან სიმულიანტები (ცნობილი მომენტები რამოსის) და რა გააკეთა ამ ჩათლახმა ჩაუკეტა ხელი ძიუდოს ტერმინია ფეხიც დაუდო და კარგა გემრიელად დაახეთქა სალახი და მოტეხა ლავიწი (აქ ლავიწის ხშირცტრამვატულობაზე შეიძლებოდა) და რა გუშინ როცა აცილებდნენ პირლოს უამრავი ცნობილი ვეტერანი ხვდებოდა ერთმანეთს და წლების მერე რამოსს დაუძახებს იგივევე რონალდო არ დაუძახებს იმიტომ რომ არ აფასებს მოწინააღმდეგეს და ეგოისტია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს კეკლუცობა უყვარს ეკრანის წინ აი ასე შეიძლებვდაწერო სტატია და უფრო უკეთესადაც და წარმოაჩინო გმირი ანტიგმირად.

• Daro

ეს არის უსაზიზღრესი ფეხბურთელი და არაკაცი.რამდენი წითელი აქვს მიღებული ამ ფეხბურთელს მის კარიერაში დათვალეთ?სახეზე რომ შეხედავ კი მიხვდები რისი განსახიერებაც არის.

• emigranti

მახსოვს დათო ყიფიანმა ინტერს გოლი რომ გაუტანა ჯიანცინტო ფაკეტი ცენტრიდან გვერდზე მისდევდა და არც ხილით დაიჭირა, არც მოცელა, მით უმეტეს მაშინ ბოლო იმედის ჯარიმისთვის არ აძევებდნენ. რატომ? ფაკეტი იყო და იმიტომ. აბა ბერგომი ყოფილიყო ან სხვა იტალიელი მცველი, გინდათ რამოსი. ჰოდა კიც გამოვაგდეთ ინტერი.აბა ინტერის გულშემტკივრებს კითხეთ მისი კაცობა უფრო მოსწონთ, თუ ჯობდა წაექცია. დღევანდელი ფეხბურთი ბიზნესია და გამარჯვების მისაღწევად ნებისმიერ მეთოდს ხმარობს ყველა. მხრის ტრავმის გამო ფეხბურთელი ლიგის ფინალს რომ დატოვებს აბა იმას ქვია ფეხბურთელი? გუნდმა სამი წელი ზედიზედ ლიგა მოიგო და მისი კაპიტანია. სულ "რეალის" და მისი ფეხბურთEლების ძაგებაში როგორ უნდა იყვეთ, არ გრცხვენიათ? Hala Madrid!

• მამუკა

ნომერ 1 ცენტრალური მცველია მსოფლიოში დღესდღეობით, 90 წუთი კი მოედანი გადაქცეული არის ბრძოლის ველად

• giga

მოედანზე ჯერ კაცი უნდა იყო და მერე ფეხბურთელი.რამოსი კი მხოლოდ კარგი ფეხბურთელია

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს

რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...

რამოსი არ ჩერდება - ლეგენდარული ესპანელი მექსიკის ჩემპიონატის მატჩში ამ ქმედების გამო გააძევეს [VIDEO]

გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს

"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა

რამოსი სავარაუდოდ, კარიერას არგენტინაში განაგრძობს

"კროოსი? ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო, მე მასზე უკეთესი ვიყავი" - ჯონ ობი მიკელი

საქმე სერიოზულადაა - "რეალი" პსჟ-ს შემტევის გამოსყიდვას გეგმავს

ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად - ფლორენტინო პერესის გეგმა

სერხიო რამოსის მომავალი კლუბი ცნობილია

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს