მიხეილ გიორგაძე - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ
კომისიამ დაასრულა მუშაობა და საბოლოო ჯამში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, შედარებულია ყველა ის საბუთი, რომელიც სამინისტრომ ფედერაციისგან გამოითხოვა. მცირე შეცდომა დაფიქსირდა ერთ საბუთში, რომელიც მწვრთნელებისთვის სტიპენდიების გაყოფას ეხებოდა. შესაბამისად, სამინისტრომ ფედერაციას რეკომედაციით მიმართა.

კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, შეცდომა დაფიქსირდა სამწვრთნელო შტაბთან მიმართებითაც და ჩავარდნა მოხდა ევროპის ჩემპიონატზეც, რაც მისი შეფასებით, ბუნებრივია ფედერაციის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც არის. თუმცა, მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ქევხიშვილმა აღნიშნული შეცდომა აღიარა. მიხეილ გიორგაძე მხარეებს მოუწოდებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა განისაზღვროს სამწრთვნელო პროცესის დაგეგმვა, რომ სპორტსმენებმა საერთაშორისო ღონისძიებებში ღირსეული ასპარეზობა შეძლონ.

"ყველა საბუთი შედარებულია. ერთ საბუთში არ იყო წარმოება სწორად გაკეთებული, ეს ეხება სტიპენდიის გაყოფას მწვრთნელებისთვის და ფედერაციას ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციას. ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატზე ბუნებრივია არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც და ეს შეცდომა ქევხიშვილმა აღიარა. შესაბამისად, ფედერაციის ვალდებულებაა ახალი სამწვრთნელო შტაბის შექმნაც. საბოლო ჯამში ქევხიშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ.

კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორივე მხარეს მოვუწოდებ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ სპორტსმენები კარგად მოემზადონ დიდი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით

არჩილ
სამაგიეროდ ხალხი ხედავს შენი გადადგომის აუცილებლობას.
Kutaisi Jud.
არ არი გამორიცხული იზანმიმართულად ხდებოდეს გუნდის დაშლა და დასუსტება რაც ბევრს აწყობს ჩვენს სამეზობლოში და არ ვიქნები გაკვირვებული მათი ინსტრუქციით ხდებოდეს ეგ საქმე. მასიური პროტესტია საჭირო სხვანაირად არ ეშველება ამ საქმეს, დაშლიან ძიუდოს ქვეყანაში თუ ხალხი ამას დაუშვებს, წლების მანძილზე შედეგი ნოლი გვექნება...
shoda
ესენი ამ მტრები არიან ან კიდევ ვერაგთა გვერდში დგანან! მუცლისა და თანამდებობის გულისთვის ყველას და ყველაფერს წირავენ! მათ ხალხი აგინებს, აფურთხებს და ისინი კი უტიფრად გაიძახიან:ქვეყანა ვითარდება და ყვავისო. -ჰოდა მათ უტიფრობას, სიცრუეს, ქამელეონობას და მოღალატეობას მალე მოეღება ბოლო!
ზასტაველი
ბატონო მინისტრო,რ0დის იქნები ადეკვატური
გიორგი ჯანიკაშვილი
მიუხედავად იმისა,რომ ჩემს კომენტარებს ბლოკავთ-მაინც გეტყვით:სპორტის 3 დალაგებული სახეობაღა იყო დარჩენილი.ძიუ-დო იყო გამორჩეული მათ შორისაც კი.გამიზნულად დაშალეთ და უკვე მიწასთან ასწორებთ.უკვე მეშინია რაგბის და კალათბურთსაც არ მიადგეთ და.... მერე დამშვიდდებით.წავლენ ეს ბიჭები-ზოგი სად და ზოგი სად.არა მგონია რუსეთში წავიდეს ვინმე,მაგრამ ....გულში რა გაქვთ ვინ გაიგებს?
kote
ბატონო მიხეილ, საკუთარი თავის მინისტრობის აუცილებლობას ხედავთ? ეს უნდა იყოს მინისტრის პოზიცია? პასუხისმეგბლობა?
guga
ამათი არაადეკვატური....
გიორგი
ძალიან ცუდია რომ აღარავის ენდობიან ჩვენი ძიუდოისტები: არც სამინისტროს, არც ფედერაციას, არც სახელმწიფო აუდიტს, და საერთოდ არავის. უბრალოდ ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ ჯიუტად. ყველა უწყება ეუბნება სპორტსმენებს, რომ ქევხიშვილის ფინანსური დარღვევები არ აქვს. გუშინ ამ საიტის ჟურნალისტმა დაადასტურა რომ მასალები ძიუდოს ფედერაციიდან გამოთხოვილი და შესწავლილი აქვთ და დარღვევები არ არის. ერთადერთი სწორი გზა რჩება თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად - სასამართლო. იქნებ დაუბრუნდეთ ტატამს და ბრძოლას ნუ შეწყვეტთ: შეიტანეთ სარჩელი სასამართლოში.
llcl
რა ტავზე ხელს უსვამთ, სულ რომ ცამდე მარტალი იყოს, არ უნდატ ეს ქევხიშვილი ძიუდოისტებს და წავიდეს, ხომ უნდა ეყოს კაცობა და მორჩეს ერთხელ და სამუდამოდ პარტიული ხალხის ფედერაციებში დანიშვნა, ან სპორტს მიხედონ და ან პოლიტიკას, ნაცები მეტს კი არაფერს აშავებდნენ, ყველაფერში თავის ბინძურ ხელებს აფათურებდნენ, თუმცა არც თქვენ ხარტ მათზე უკეთესი
levani
გავლენების გამო გაიწირა ძიუდო ^_^
Status quo
არასწორი პოზიციაა. გაწირეს ძიუდო.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა