FootBoom-მა საქართველოს ნაკრების ახალი მეკარის, ზაურ მახარაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ 25 წლის კარის დარაჯმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა რამდენიმე კვირის წინ მიიღო და "ჯვაროსანთა" რიგებში დებიუტი ექნება.

- 13 წლის განმავლობაში "ოლიმპიკში" ასპარეზობდით და კლუბის დატოვება გადაწყვიტეთ...

- ცხოვრებაში ყველაფერი ოდესღაც სრულდება და ვიგრძენი, რომ ახლა სწორედ ცვლილების დრო იყო. ნაბიჯის წინ გადადგმა მჭირდებოდა.

"ოლიმპიკის" ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ ამ წინადადებაზე უარს ვერ ვიტყოდი. ვფიქრობ, "ზორია" ტოპ-კლუბია.

- საიდან გაჩნდა ლუგანსკური კლუბის ინტერესი?

- ჩემმა აგენტმა ვადიმ შაბილიმ დამირეკა და მითხრა, რომ ინტერესი იყო. სიმართლე გითხრათ, ჯერ ჩემს ახალ თანაკლუბელებთან არც კი მისაუბრია.

- "ზორიას" უკრაინის ნაკრების მეკარე ანდრეი ლუნინი ჰყავს. არ გეშინიათ კონკურენციის?

- 15 წლის აღარ ვარ, მსგავსი რამეების რომ მეშინოდეს. ეს ნორმალურია, კონკურენცია გეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერი გახდე.

- თუ ისწავლეთ უკვე ქართული სიტყვები?

- ცოტა, მაგრამ ქართულ ენას აქტიურად ვსწავლობ. შემდეგ შეკრებაზე მსურს, ქართულად ნორმალურად ვსაუბრობდე.

- საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვისთან ერთად ცხოვრობთ ოთახში?

- "ლუცერნის" ფეხბურთელ ვაკო გვილიასთან ერთად. ის უკრაინაში, ზაპოროჟიეს "მეტალურგში" თამაშობდა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.

- როგორ შეეგუეთ საქართველოს ნაკრებს, როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი?

- ყველაფერი კარგად მიდის. ჯერ ვერ ვიტყოდი, რომ ადაპტაცია გავლილია, მაგრამ ყველაფერი ნორმალურადაა. აქ ყველაფერი მომწონს.

- თუ გესაუბრათ უკვე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი?

- დიახ, მასთან ვისაუბრე. ვაისმა მითხრა, რომ ბევრი მეშრომა და ჩემი თავი წარმომეჩინა. სლოვაკმა მომილოცა მოქალაქეობის მიღება და ეროვნულ ნაკრებში გამოძახება.

ერთი რამის თქმა შემიძლია, აქ ყველაფერი სოლიდური და ძალიან საინტერესოა და ახალ რაღაცებს ვსწავლობ.

- როგორც ვიცით, საქართველოს ნაკრებში რეკომენდაცია "ოლიმპიკის" ყოფილმა მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა გაგიწიათ, რომელიც ქართულ გუნდს, "გაგრასაც" ავარჯიშებდა...

- დიახ, ასეა. ამისთვის დენის ალექსანდროვიჩს დიდ მადლობას ვუხდი.

roma
მთავარია რომ სულით ქართველია ეს კაცი და იმსახურებს პატივისცემას.საღოლ კაი ბიჭი ხარ წარმატებები..
georgian
ჯიგარი ხარ ზაურ, წესიერი,მშრომელი, თავმდაბალი ბიჭი ჩანხარ და წარმატებები შენ! იმედია ნაკრებთან ერთად ბევრს მივაღწევთ.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
თბილისის "დინამო" ლუგანსკის "ზორიასთან" დამარცხდა [VIDEO]
სანდრო კობახიძემ "ზორიასთან" მატჩში მხარი ამოიგდო
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
მადრიდის "რეალი" ახალგაზრდა უკრაინელ მეკარეს გაანათხოვრებს
ზაურ მახარაძე მომავალ სეზონში ახალ კლუბში იასპარეზებს
მახარაძემ რამდენიმე რთული ბურთი აიღო - ქართველი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის [VIDEO]
ჩინებული ამბავი - ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს!
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ქართველი მეკარე კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში განაგრძობს
ზაურ მახარაძემ "დნიპროსთან" გააფორმა კონტრაქტი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
თემურ ჩოგაძე: "ოლიმპიკში" პირველი გოლი გავიტანე - აქ პროგრესირება შემიძლია
წიტაიშვილის შეცვლის შემდეგ კიევის "დინამომ" "ზორიას" თამაში შემოუტრიალა
თემურ ჩოგაძე სინჯებზე დონეცკის "ოლიმპიკშია"
ეს წყევლაა?! - მიმდინარე კვირაში ტრავმა ორმა ქართველმა მეკარემ მიიღო [VIDEO]
თემურ ფარცვანიამ სამართალი აღადგინა და ახალი კლუბიც იპოვა
ზაურ მახარაძის გუნდის მწვრთნელი იური ვერნიდუბი "ლეიპციგთან" წაგების შემდეგ გადადგა
ზაურ მახარაძის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
სფფ-სგან მივიწყებულ ზაურ მახარაძეს ერთი პრობლემა მოეხსნება - მის კონკურენტს "ტრაბზონსპორი" შეიძენს
თემურ ჩოგაძემ დონეცკის "ოლიმპიკთან" კონტრაქტი გააფორმა
ექს-თბილისის დინამოელი დმიტრო ივანისენია: როგორც იქნა, ენობრივი ბარიერი აღარ მაქვს
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ