"გაგრას"18 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღო და შესაძლოა, ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვიხილოთ
"გაგრას" თავდამსხმელმა აბაიომი ოვონიკოკომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღო. სხვაგვარად შეუძლებელი ჩანდა იმ პრობლემების მოგვარება, რომელთა გამოც ევროპაში გადასვლას ვერ ახერხებდა", - გვითხრა ფიფას აგენტმა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ამიროვმა, რომელიც "გაგრასთან" და "ზესტაფონთან" თანამშრომლობს.

18 წლის ნიგერიელ ფორვარდს დეკემბერში ორ კლუბში, ფრანგულ "რენსა" და ბელგიურ "გენკში" იწვევდნენ. ცხადია, საფრანგეთს ბელგიაზე ბევრად უფრო მიმზიდველი საფეხბურთო ლიგა აქვს და კლუბმა და ფეხბურთელმა თავდაპირველად ფრანგული ვარიანტი ამჯობინეს. მიუხედავად იმისა, რომ "გაგრამ" ყველა საჭირო საბუთი წარადგინა, 27 დეკემბერს საფრანგეთის საელჩომ ოვონიკოკოს ვიზაზე უარი უთხრა.

შემდეგ ნიგერიელს ბელგიაში ელოდნენ: "გენკის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი რონალდ იანსენი ქართული კლუბის თავკაცებს ყოველდღე უკავშირდებოდა და როდესაც "რენის" ვარიანტის ჩაშლის ამბავი შეიტყო, აბაიომის ოფიციალური მიწვევა გაუგზავნა.

ოვონიკოკომ საბუთები ჰოლანდიის საკონსულოში შეიტანა, რომელიც ბელგიურ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზეც, მაგრამ ამჯერადაც უარი მიიღო და მაშინ გადაწყვიტეს "გაგრამ" და ოვონიკოკომ საქართველოს პასპორტის აღება.

ამიროვი დარწმუნებულია, რომ 18 წლის ნიგერიელით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელებიც დაინტერესდებიან და ის გუნდს გააძლიერებს.

"ასეთი საინტერესო ფეხბურთელი საქართველოში ბევრი არ მეგულება. თუ ადრე მას ნიგერიის პასპორტი აბრკოლებდა, ახლა ევროპაში ნაკლები პრობლემა შეექმნება და დარმუნებული ვარ, რომელიმე ცნობილ ევროპულ კლუბში ჩაირიცხება. ქართული ანდაზისა არ იყოს, ზოგი ჭირი მარგებელია, დარწმუნებული ვარ, ოვონიკოკო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც გამოადგება", - ამბობს ამიროვი.

მანვე დაადასტურა, რომ ბელგიური "ლოკერენის" სპორტული დირექტორი ვილი რეინდერსი საქართველოს ოვონიკოკოთი დაინტერესების გამო ესტუმრა:"დიდი ხანია, ეს კლუბი ნიგერიელით დაინტერესდა, მაგრამ "ლოკერენის" გარდა, ოვონიკოკოს გადაბირება კიდევ შვიდ ევროპულ კლუბს სურს. თუმცა ჯერ მათზე ღიად ვერ ვილაპარაკებ, ზაფხულში ყველაფერს შეიტყობთ."

Vova
ამას არაფერი არ უშველის ვენაცვალე ევროპელებს :) რა დღეში ყოფილხართ................
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა