საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მალტასთან გამარჯვების შემდეგ, მეორე ამხანაგური მატჩისთვის მზადებას კვლავ ავსტრიაში განაგრძობს. 2 ივნისს ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბად ჰარინგში აღდგენითი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესს ჯაბა ჯიღაურიც შეუერთდა,რომელმაც მალტასთან მატჩი საკლუბო შეხვედრის გამო გამოტოვა. გიორგი ჩაკვეტაძის თამაში ლუქსემბურგის წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოირიცხა. შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგში, ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა და ოთარ კაკაბაძე შეუერთდებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიიდან ლუქსემბურგში 3 ივნისს გადაინაცვლებს. ვლადიმირ ვაისის გუნდის პირველი ვარჯიში ლუქსემბურგში დღეს საღამოს შედგება.

ლუქსემბურგის ნაკრებმა საქართველოსთან შეხვედრამდე, 31 მაისს საერთაშორისო ამხანაგური თამაში სენეგალთან გამართა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

ჯაბა ჯიღაური - "პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, დღეს ჩამოვედი ავსტრიაში რადგან ყაზახეთის ჩემპიონატში თამაში მქონდა და პირველი ამხანაგური თამაშის გამოტოვება მომიწია. მოდევნო მატჩისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს. სასიხარულო იქნება ამ შეკრების გამარჯვებით დასრულება“

საბა ლობჟანიძე - "მალტასთან კარგი თამაში გამოვიდა, ბევრი მომენტი გვქონდა პირველ ტაიმში და უნდა გამომგვეყენებინა. მომენტების გამოუყენებლობა ერთერთი პრობლემაა. რაც შეეხება ლუქსემბურგს, ისევ გამარჯვებისთვის ვემზადებით, რადგან ერთა ლიგამდე მხოლოდ ეს თამაში დაგვრჩა. აუციელებელია წარმატება, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი შევიქმნათ".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ტარაგონა, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)

ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება, 5 ივნისს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Gff.ge-ის მიხედვით

ქედა
ხულო, რა ხდება ხულოში, აიღო თოვლი თუ..... ჩვენტან კი. ცივა? კაი კაცო. სიცივეში მეც ვერ ვაზროვნებ კარგად.
semi
ღადაობ? ძლივს ნაკრებს დააამსგავსა ვაისმა, 10 ფეხბურთელი აკლდა და კაცნაკლულმა მოიგო თამაში, პლიუს პირველი ტაიმი 3-0 უნდა მოეგო საბა ლობჟანიძეს რომ გამართლებოდა და გოლი გაეტანა. 2 დაგვირტყეს კარებისკენ და მეტი რა ექნა ვაისს? არა ქეცბოსავით 7 მცველით უნდა დაეწყო და კაცს რომ გაგვიგდებდნენ კიდევ 2 მცველი დაემატებინა
ხულო
არა არ მჯერავს მე ვაისის! ნაკრები ალთასაა და ვაისი კიდევ ბალთასა!
ასევე
თუ იგეგმება ამ თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ