ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

MVPეპე [+VIDEO]

MVPეპე [+VIDEO]

ჟოზე მოურინიო: ერთხელ მეც მათამაშეთ 10-კაციან "ბარსასთან"
ფეხბურთის გულშემატკივრებს იშვიათად გამართლებიათ ასე, როგორც ახლა - 3 მაისის ჩათვლით 17 დღის განმავლობაში 4 კლასიკო "რეალისა" და "ბარსელონას" შესრულებით. უკან საჩემპიონატო "კლასიკოა", დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი, წინ კიდევ უფრო დიდი ამბები გველის - ოთხშაბათს ევროპის საფეხბურთო ცენტრი "მესტალია" გახდება, სადაც გრანდები სამეფო თასს გაითამაშებენ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დიდი ამბები იქნება.

შაბათის მატჩს, რაც შეეხება - ხოსეპ გვარდიოლამ, რაც "ბარსელონას" თავკაცია, პირველად ვერ მოიგო "კლასიკო", მაგრამ ამ 1:1-ის შემდეგ პრაქტიკულად გაუნაღდა თავის გუნდს ზედიზედ მესამე ჩემპიონობა - ლა ლიგის დასრულებამდე უკვე 6 ტური რჩება, კლუბებს შორის ისევ 8 ქულაა... სინამდვილეში, უკვე 9, რადგან ესპანეთში ერთნაირი ქულების დაგროვებაში პრიორიტეტი ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, აქ კი "ბარსელონამ" ოფიციალურად გაიფორმა უპირატესობა. მოკლედ, თითქმის ნახევარი მატჩი 10 კაცით მოთამაშე "რეალმა" არ წააგო შეხვედრა, მაგრამ წააგო ომი პირველი ტიტულისთვის, ჯერი ორ სხვა ტიტულზეა.

ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორი სამწვრთნელო არსენალის პატრონია ჟოზე მოურინიო და როგორ შეუძლია მატჩის მართვა და რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, როგორ შეუძლია არცთუ დაბალანსებული (თუმცა ვარსკვლავური) გუნდით იყოს კონკურენტუნარიანი. "ბარსელონას" შემთხვევაში კი ყველაფერი მარტივად არის, მწვრთნელიც შესანიშნავია და გუნდიც ჩინებულად აწყობილი. სხვათა შორის, ხოსეპ გვარდიოლამ ამ თამაშში კიდევ ერთი დადებითი თვისება გამოავლინა - პრაგმატულობა.

დავიწყოთ დასაწყისით, ჟოზეს გუნდის შემადგენლობის გამოცნობა გაცილებით რთული იყო, ვიდრე - პეპის. ის რომ კაპიტანი კარლეს პუიოლი თავს დადებდა, მაგრამ ამ შეხვედრაში მაინც ითამაშებდა, მაშინვე ცხადი იყო, როცა გვარდიოლამ მადრიდში წამსვლელი 20 კაცის სია ჩამოწერა. ეს კი მწვრთნელის მთავარი ექსპერიმენტის გაკეთებისგან იცავდა - პუიოლი მწყობრში როცაა, სერხიო ბუსკეტსის მცველად გადაყვანა რაღა საჭიროა. დანარჩენი 10 კაცის კი შეგვეძლო ერთი კვირით ადრე დაგვესახელებინა.

მოურინიომ კი სიურპრიზით დაიწყო. გახსოვთ ალბათ, როგორ ჩაიკარგა მესუთ იოზილი "კამპ ნოუზე" 0:5 დასრულებულ მატჩში. თუმცა მოუმ ის იმიტომ კი არ დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომ გერმანელს "ბარსას" შიში ჩამოუყალიბდა (მეორე ტაიმში მესუთმა დაამტკიცა, რომ ეს ასე სულაც არ არის), არამედ იმიტომ, რომ სულ სხვა ფეხბურთის თამაშს აპირებდა. პეპე პორტუგალიის ნაკრებში ხშირად თამაშობს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, "რეალში" - იშვიათად. ახლა კი მცველი სწორედ ამ პოზიციაზე სჭირდებოდა მოურინიოს და თანაც ძალიან - პორტუგალიელი ჩავი-ინიესტა-მესის სამკუთხედს ყელში უნდა გაჩხეროდა და, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ერთი კაცისთვის, პეპემ ეს შეძლო. ის კი არა, ალბიოლის გაძევების შემდეგ ბუნებრივად უკანდახეული პეპე, მოურინიომ მალევე დააბრუნა ნახევარდაცვაში, რადგან დღევანდელ "რეალში" ის ერთადერთია, რომელსაც ორი კაცის ფუნქციის შესრულება შეუძლია.

პირველი სახიფათო მომენტი "ბარსელონასი" იყო - მე-19 წუთზე ინიესტამ მესის ბრწყინვალე პასი გადააწოდა, არგენტინელმა კი კასილიასისთვის ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა, რაც არ გამოუვიდა. "რეალის" ორი პასუხი ბენზემასა და რონალდოს შესრულებით ასეთი მწვავე არ ყოფილა. 27-ე წუთზე კი პირველი საკამათო ეპიზოდი მოხდა, მესიმ მეკარეს პირისპირ შეატოვა დავიდ ვილია, რომელიც ორთაბრძოლაში წაიქცა... ვფიქრობთ, საკამათო ბევრიც არაფერია - კასილიასმა მოცელა ვილია და პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ არბიტრი სესარ მუნის ფერნანდესი შეცდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ კი დასრულდა, მაგრამ შესვენებამდე ორივე გუნდს ანგარიშის გახსნის დიდებული შანსი მიეცა. მესიმ ერთხელაც აჯობა "რეალის" მცველებს და კარში სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ კასილიასმა ივარგა. საპირისპირო კართან კი სერხიო რამოსის თავური პასის შემდეგ რონალდო (ასევე თავით გაიტანდა), რომ არა ადრიანო, ბრაზილიელი კარის ხაზზე გადაეღობა ბურთს.

მეორე ტაიმის პირველი სახიფათო მომენტი "რეალისაა" - 49-ე წუთზე რონალდოს საჯარიმო დარტყმა ძელს გაეხახუნა. 2 წუთში კი მოედანზე ყველაფერი შეიცვალა - "რეალი" 10 კაცით დარჩა, მის კარში კი პენალტი დაინიშნა - ვილიამ მოხერხებულობითა და მოქნილობით აჯობა ალბიოლს, რომელმაც ხელით დაიჭირა "ელ გუახე". პენალტი მესიმ უნაკლოდ შეასრულა - ეს იყო არგენტინელის პირველი გოლი მოურინიოს გუნდების კარში და 30-ე ჩემპიონატში.

ამის შემდეგ აი, რა მოხდა: გვარდიოლამ შედეგის შენარჩუნება ბურთის ხანგრძლივი გათამაშების ხარჯზე გადაწყვიტა, "ბარსა" ცენტრის სრული ბატონ-პატრონი იყო, თანაც სტუმრები არ ცდილობდნენ იერიშების მიტანას კასილიასის კარზე, ისინი უფრო ელოდნენ როდის უღალატებდა "რეალს" ნერვები. 61-ე წუთზე ჩავის დარტყმული ხარიხას გაეხახუნა. მოურინიო მიხვდა, რომ ამით წაგება გაფორმდებოდა და თამამ ცვლილებებს მიმართა - დი მარია და ჩაბი ალონსო მოხსნა შეხვედრიდან, არბელოა და ადებაიორი შემოიყვანა (მანამდე იოზილიც ჩაერთო თამაშში), პეპე კი ისევ შუახაზში გადაიყვანა. ამას დაემთხვა პუიოლის ტრავმაც და თამაშის ხასიათი კიდევ ერთხელ შეიცვალა - "რეალმა" მომენტების შექმნა დაიწყო, რომლებითაც კარგად ვერ ისარგებლეს მარსელომ და ადებაიორმა.

ცოტაც და "ბარსა" "რეალის" მიერ 1960 წელს დამყარებულ რეკორდს გაიმეორებდა, როცა "სამეფო კლუბმა" მიჯრით 6 "კლასიკო" მოიგო, მაგრამ რონალდოს პასით საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი მარსელო მისმა თანამემამულე დანი ალვეშმა მოცელა. ჩვენი აზრით, იმ სამი საპენალტე სიტუაციიდან ყველაზე საეჭვო ეს ეპიზოდი იყო, თუმცა მსაჯი შეუვალი იყო - პენალტი კი რონალდომ გოლად აქცია, ეს მისი პირველი "კლასიკური" გოლია. ამის შემდეგაც დიდებული თამაში იყო, ის კი არა, სულ ბოლოს ვილიას რომ ხეირიანად გაეჩერიბინა ბურთი, ისევ "ბარსა" მოიგებდა. მოკლედ, პლანეტის ორი საუკეთესო გუნდის ჯახში, პლანეტის ორი საუკეთესო ფეხბურთელის თითო პენალტით ფრე დაფიქსირდა - 1:1.

ალვარო არბელოა (რეალი): "როცა 10 კაცით თამაშობ და აგებ, ბოლო წუთებზე გატანა და მარცხისგან ხსნა სულაც არ არის პატარა საქმე. ჩვენ ძალიან ბევრი მოვინდომეთ და ფრე დავიმსახურეთ კიდეც. რა თქმა უნდა, თავიდან ყველანი მოსაგებად გამოვედით, მაგრამ თამაში სულ სხვა სცენარით განვითარდა. 11 კაცით ბრწყინვალედ ვთამაშობდით, მათ შანსები თითქმის არ ჰქონდათ, ჩვენ - კი."

რიკარდო კარვალიო (რეალი): "ყველაზე მთავარი ის არის, რომ 10 კაცით თამაშისას მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ და არ წავაგეთ შეხვედრა. ახლა "ბარსასთან" დარჩენილი თამაშების მოგებაზე ვიფიქრებთ. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს გამოვტოვებ."

მარსელო (რეალი): "მსაჯობა მე რატომ უნდა შევაფასო? ჩვენ ფეხბურთელები ვართ და უნდა ვითამაშოთ ბოლომდე, არ აქვს მნიშვნელობა რეფერი ჩვენს საწინააღმდეგო თუ საჩვენო გადაწყვეტილებებს იღებს. ახლა ყველას თასის ფინალის მოგება გვსურს."

ჟოზე მოურინიო (რეალი): "პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ჩვენ მეტოქეს კომპაქტურად ვეთამაშებოდით. ფრე სულ სხვაა და მოგება კიდევ სხვა, თუმცა ამ შეხვედრიდან პოზიტიურ დასკვნებს გამოვიტანთ. ჩვენ კი გვსურს, რომ ორივე გუნდის წინააღმდეგ თანაბარი მსაჯობა იყოს, წესები ხომ ერთი და იგივეა. უკვე დავიღალე 10 კაცით თამაშით. ახლა ალბიოლმა თასის ფინალი უნდა გამოტოვოს პრაქტიკულად არაფრის გამო. რიცხობრივ უმცირესობაში "ბარსელონასთან" თამაში კოშმარია. რეფერიმ კი იგივე სახის ჯარიმისთვის დანი ალვეში მოედანზე დატოვა. ერთხელ მეც მინდა 10-კაციანი "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში. წინ თასის ფინალია, რომლის მოგება ძალიან ძნელი იქნება, თუმცა ჩვენ სწორედ ამას ვაპირებთ და, იმედია, "მესტალიაზე" მაინც ვიქნებით თანაბარ პირობებში."

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ჩვენ ჯერ არ ვართ ჩემპიონები, წინ კიდევ 6 ტურია. ჩვენ ველოდით, რომ მოურინიო რაიმე სიურპრიზს შემოგვთავაზებდა და ასეთი პეპეს ნახევარდაცვაში თამაში იყო. პორტუგალიელი ძალიან ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელია, მისი დამარცხება ძნელია. პეპემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით. მსაჯობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ვერც ერთი საკამათო ეპიზოდი ვერ დავინახე გარკვევით. იმედია, თასის ფინალში ისევ გვეყოლება პუიოლი."

ჩავი (ბარსელონა): "ბარსელონა" დღესაც ბევრად უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე "რეალი". ცუდია, რომ ვერ მოვიგეთ, ამით საბოლოოდ გადავწყვეტდით ჩემპიონის საკითხს. თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და დაცვაშიც კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ბოლოსკენ საკუთარ თავებს შევუქმენით პრობლემები."

პედრო (ბარსელონა): "მეტოქემ პენალტით გაათანაბრა, რომლის მართებულობაში დარწმუნებული არა ვარ. "რეალს" ვაჯობეთ, თუმცა ფრეც კარგი შედეგია. აი, ოთხშაბათის თამაში კი სულ სხვა იქნება, მოგებული ხომ თასს მოიპოვებს."

მომდევნო ტური

23 აპრილი: ვალენსია-რეალი, ბარსელონა-ოსასუნა, ბილბაო-რეალ სოსიედადი.

24 აპრილი: ერკულესი-დეპორტივო, მალიორკა-ხეტაფე, რასინგი-მალაგა, სპორტინგი-ესპანიოლი, ატლეტიკო-ლევანტე, სევილია-ვილიარეალი.

25 აპრილი: სარაგოსა-ალმერია.

• soso

საქმეც მაგაშია რომ ჯოზე "ტაქტიკოსია" და არა ფეხბურთის მწვრთნელი. ფეხბურთს ბარსელონასავით ლაღად მოტამაშე გუნდები ალამაზებენ. აბა ყველა ჟოზესავით რო ათამაშებდეს გუნდს ფეხბურთს საერთოდ არ ვუყურებდი

• david

სტატიის ავტორი აშკარად ბარსას ფანია. ვილია რო წაიქცა ბურთზე უკვე დარტყმული ქონდა და მერე წამოედო კასილას და მსაჯმაც სწორად არ დანიშნა პენალი. ალბიოლს ყვითელი არ ქონდა და თან პენალი და თან გაგდებაც ზედმეტი იყო. რაც შეეხება მეორე პენალს შეიძლება არ დაენიშნა, მაგრამ ვფიქრობ ალბიოლის არსწორად გაგდების საკომპენსაციოდ დანიშნა. თამშის ბოლოს კი რეალს და კერძოდ იოზილს 2 შანსი ჰქონდა გოლის გატანის და ვერ გამოიყენა. თამაშს ან ბოლომდე უნდა უყურო ან მარტო ერთ გუნდზე არ უნდა წერო. ჟოზე რო გვარდიოლაზე მაგარი ტაქტიკოსია კარგად ჩანს და მაგას ნახევარფინალებში დაამტკიცებს.

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ