ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დრამატული და მოსაწყენი

დრამატული და მოსაწყენი

პრემიერლიგა. XXXIII ტური: ლივერპულელმა დირკ კუიტმა "არსენალთან" 90 წუთიანი შეხვედრის 112-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა
როდესაც 90 წუთიანი შეხვედრის 112-ე წუთიც ამოიწურა, ლივერპულელმა დირკ კუიტმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა და მსაჯმა ანრი მარინერმა ბოლოჯერ ჩასტვინა, ტელეეკრანზე გამოჩნდა „არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი, რომელიც კოლეგა კენი დალგლიშისკენ გაეშურა და ხელები გაშალა - აქაოდა, ეს რა პენალტი დაგარტყმევინესო. დინამიკში გაისმა დალგლიშის კითხვა: არ იყო პენალტი? ვენგერმა თავი გააქნია. დალგლიშმა ხელი ჩაიქნია და ფრანგს ზურგი აქცია...

საგულისხმოა, რომ „არსენალმაც“ ძალიან გვიან, 108 წუთზე გახსნა ანგარიში - ჯეი სპირინგმა სესკ ფაბრეგასი წააქცია. ეს ნაღდი წაქცევა იყო, ეჭვი არავის გასჩენია. პენალტი რობინ ვან პერსიმ გაიტანა და ყველას ეგონა, რომ საქმეც მოამთავრა, მაგრამ, თურმე ჯერ სად ხარ.

ბუნებრივია კითხვა: რატომ გაგრძელდა თამაში ამდენ ხანს და სად იყვნენ გუნდები მანამდე? თამაში ამდენ ხანს იმიტომ გაგრძელდა, რომ მისი მსვლელობისას სტუმრებს რამდენჯერმე დაუშავდათ ფეხბურთელი და მოედანზე ექიმები ტრიალებდნენ. ოქმიდანაც ჩანს, რომ ლივერპულელთაგან მოედანი პირველმა ფაბიო აურელიომ დატოვა. ის დებიუტანტმა ჯეკ რობინსონმა შეცვალა და შესანიშნავადაც ითამაშა. მეორე ტაიმის დასაწყისში ენდი ქეროლმა დადგა ფეხი უხერხულად და ჯერ მოსავლელი, 10-15 წუთის მერე კი შესაცვლელიც შეიქნა, თუმცა ყველაზე ცუდი რამ ვეტერან ჯეიმი კარაგერს შეემთხვა - თანაგუნდელ ჯონ ფლენაგანს თავში თავი დაჰკრა და მძიმედ დაშავდა. თითქოს გონებაც კი დაკარგა. ჟანგბადის ბალონით ასუნთქებდნენ.

ხოლო კითხვაზე, სად იყვნენ გუნდები ბოლო წუთებამდე, პასუხის გაცემა ასე შეიძლება: ისინი საკმაოდ მოსაწყენად თამაშობდნენ. აჩქარება და გამწვავება ნაკლებად იყო.

საბოლოოდ, შეხვედრა, რომელმაც, თავს გამოვუტყდეთ და აღძრა ეჭვი, რომ პრემიერლიგის ტიტულის ბედი შესაძლოა გადაწყვეტილიც კი არის, ფრედ დასრულდა.

თუ გავრცელებულ ხმებს ვირწმუნებთ, ზაფხულში კარლო ანჩელოტის „ჩელსის“ მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნიან, მაგრამ ზაფხულამდე თვენახევარია - ლურჯფორმიანმა ფეხბურთელებმა იტალიელის ხელმძღვანელობით დაამტკიცეს, რომ ყურების ჩამოყრას არ აპირებენ. ვესტ ბრომვიჩის სტადიონ „ჰოუთორნსზე“ ანგარიში, მართალია, პიტერ ოდემვინგემ გახსნა, მაგრამ სტუმრებმა ძალები მოიკრიბეს და ერთის საპასუხოდ პირველ ტაიმშივე გაიტანეს სამი გოლი. ახლა, სტატისტიკა გვეუბნება, რომ ანჩელოტის გუნდმა პრემიერლიგის ბოლო 11 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო, დანარჩენთაგან კი რვაში გაიმარჯვა.

რაც შეეხება „ვესტ ბრომვიჩს“, რომელსაც თებერვალში „ლივერპულიდან“ გაგდებული როი ჰოჯსონი ჩაუდგა სათავეში, ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია დაუმთავრდა.

მატჩის შემდეგ ანჩელოტიმ ყველაზე მეტად დიდიე დროგბა შეაქო - ანგარიში კოტ დ’ივუარელმა თავდამსხმელმა გაათანაბრა. მწვრთნელმა თქვა:

„ყველას გახსოვთ, რომ დიდებულად მომზადებულ დიდიეს შემოდგომაზე მალარია შეეყარა, რამაც რამდენიმე თვით უკან დაწია. თუმცა, კარგ ფორმაშია თუ ცუდში, როდესაც დროგბა მოედანზეა, მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს და გუნდს დიდად ადგება. ის აქამდეც „ჩელსის“ წამყვანი ფეხბურთელი იყო და მომავალშიც ასე იქნება.“

რატომ დასჭირდა ანჩელოტის იმის ხაზგასმა, რომ დროგბა მომავალშიც „ჩელსის“ წამყვანი ფეხბურთელი იქნება? ალბათ, იმიტომ, რომ „ლივერპულისგან“ ფერნანდო ტორესის 50 მილიონ ფუნტად ყიდვის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ესპანელს უფრო ხშირად ვხედავთ - მის კლასს თავი რომ დავანებოთ, ამხელა ხარჯს გამართლება ხომ უნდა - მაგრამ, „ელ ნინიოს“ არა და არ აეწყო საქმე. ანჩელოტიმ ტორესი „ჰოუთორნსზეც“ ათამაშა - სწორედ დროგბას ნაცვლად შეიყვანა მოედანზე მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე. ერთ წუთში ესპანელმა გოლიც შეაგდო, მაგრამ... თანამსაჯმა ალამი ააფრიალა, ოფსაიდი იყოო. ცოტა ხანში კი 50 მილიონად შეფასებულმა ფორვარდმა ახლოდან ააცილა, რითაც ვესტ ბრომვიჩელი ფანები ძალიან გაამხიარულა - საბრალოს უკვე დასცინიან.

შაბათის შეხვედრებიდან მნიშვნელოვანი იყო „ბლექპულისა“ და „უიგანის“ დაპირისპირება - სეზონის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე ცხრილის ქვედა ნაწილში არანაკლები ბრძოლაა ვიდრე ზედაში. „ბლექპულმა“, ისევე როგორც ერთი კვირის წინ „არსენალთან“, ამჯერადაც 3:1 წააგო.

მატჩის შემდეგ დამარცხებულთა თავკაცი იან ჰოლოუეი ცეცხლს აკვესებდა: „ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში ორი გოლი ასე უბრალოდ არ უნდა გაუშვა. თან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იღბალს. „არსენალთან“ პენალტი გვეკუთვნოდა. რომ დაენიშნათ, ჩვენი საქმე სხვანაირად იქნებოდა. არც „უიგანთან“ გაგვიმართლა, მაგრამ არა უშავს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ცხოვრებაში არავინ არაფერს მოგცემს, ყველაფერი შენით უნდა მოინადირო. ახლა დაჭრილი ნადირივთ ვართ და დარჩენილ შეხვედრებში მოწინააღმდეგეებს არაფერს დავუთმობთ.“

საყურადღებო იყო „ბირმინგემისა“ და „სანდერლენდის“ შეხვედრაც, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. პირველი გოლი სებასტიან ლარსონმა შეაგდო, რასაც იმიტომ გამოვყოფთ, რომ ეს 25 წლის შვედისთვის მეასე თამაში გახლდათ პრემიერლიგაში. მატჩის შემდგომ „სანდერლენდის“ თავკაცმა სტივ ბრუსმა დაიჩივლა:

„ამ სეზონში ერთი-ორჯერ ვთქვი, რომ ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ. ახლა ამას ვერ გავიმეორებ. ამაზე მეტი ბიჭებისთვის არასდროს მომითხოვია, მაგრამ მაინც დავმარცხდით.“

თ მ ფ წ ბ ქ

1. მანჩესტერი 32 20 9 3 70-32 69

2. არსენალი 32 18 9 5 63-31 63

3. ჩელსი 32 18 7 7 58-26 61

4. სიტი 32 16 8 8 50-30 56

5. ტოტენჰემი 31 14 11 6 44-36 53

6. ლივერპული 33 14 7 12 46-39 49

7. ევერტონი 33 11 14 8 47-41 47

8. ბოლტონი 32 11 10 11 46-43 43

9. ასტონ ვილა 33 10 10 13 42-54 40

10. ნიუკასლი 32 10 9 13 48-47 39

11. ვესტ ბრომვიჩი 33 10 9 14 47-62 39

12. ფულჰემი 32 8 14 10 36-35 38

13. სტოკი 32 11 5 16 39-42 38

14. ბირმინგემი 32 8 14 10 33-43 38

15. სანდერლენდი 33 9 11 13 35-47 38

16. ბლექბერნი 33 9 8 16 40-54 35

17. უიგანი 33 7 13 13 32-53 34

18. ბლექპული 33 9 6 18 47-69 33

19. ვესტ ჰემი 33 7 11 15 39-58 32

20. ვულვზი 32 9 5 18 36-56 32

ბომბარდირები: 21 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 14 - ბენტი (ასტონ ვილა); 13 - ვან პერსი (არსენალი), ქეროლი (ლივერპული); 12 - ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ნოლანი (ნიუკასლი); 11 - დროგბა (ჩელსი), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), მალუდა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), დემპსი (ფულჰემი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).

• gia

ნუ წერთ რა ეგრე შეცდომებით.არსენალმა 98-ზე გახსნა ანგარიში და არა 108-ზე და ლივერპულმა 102-ზე გაათანაბრა და არა 112-ზე.

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ