ლუგანსკის "ზარიას" ქართველმა ნახევარმცველმა უკრაინის ჩემპიონატის მომავალ მატჩზე ისაუბრა
"ვიტ ჯორჯიადან" ლუგანსკის "ზარიაში" ამ ზამთარს გადაბარგებულმა ჯაბა ლიპარტიამ უკრაინელ გულშამატკივართა მოწონება სწრაფად დაიმსახურა და ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრშიც საკმაოდ ხშირად ექცევა. ქართველ ფეხბურთელს და მის გუნდს მომავალი მატჩი კიევში "დიმაოსთან" დღეს აქვთ.

"დინამო"-"ზარიას" მატჩის წინ "სპორტ ექსპრესის" უკრაინულმა ვერსიამ ჯაბასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- როგორ გაისარჯეთ? - ვკითხე "ზარიას" ქართველ ლეგიონერს, როდესაც ის კიევის გაზონზე საკონტროლო ვარჯიშის შემდეგ სასტუმროსკენ მიემართებოდა.

- ყველაფერი წესრიგშია.

- განწყობა?

- როგორი განწყობა უნდა გქონდეს კიევის "დინამოსთან" მატჩის წინ? დამატებითი მოტივაცია ასეთ თამაშს არ სჭირდება. პირადად მე ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ მოედანზე ყოველთვის შემართებით გავდივარ.

- როგორ ფიქრობთ, ევროთასებიდან კიეველთა გამოვარდნა დღევანდელ მატჩზე რამენაირად აისახება?

- შესაძლოა. დინამოელები მოსაგებად იქნებიან განწყობილნი და თავს არ დაზოგავენ. თანაც, წინა ტურში ზაპოროჟიელებთან ქულები დაკარგეს, შემდეგ კი "ბრაგასთან" წააგეს... სავარაუდოდ, ჩვენი მეტოქე საკმაოდ აგრესიულად ითამაშებს.

- პორტუგალიაში იური სიომინის გუნდის თამაში თუ იხილეთ?

- რა თქმა უნდა! უბრალოდ, კიეველებს თამაში არ წაუვიდათ - ამის უფლება მეტოქემ არ მისცა.

- "ზარიას" შესწევს ძალა, "დინამოსთან" ქულას მაინც გამორჩეს?

- თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მიღწევა ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება.

- კიევის "დინამოში" თქვენთვის ყველაზე პატივსაცემი მოთამაშე ვინაა?

- ბავშვობიდან "მილანს" ვქომაგობდი (იღიმის) და ყოველთვის შევჩენკოს დიდი გულშემატკივარი ვიყავი...

- ესე იგი უკვე პირველი ტაიმის შემდეგ მოგიწევთ ანდრეის დათანხმება მაისურების გაცვლაზე...

- (იცინის) აუცილებლად! ასეთ სუვენირზე უარს არავინ იტყვის.

- დღეს შევჩენკო ის ფეხბურთელი აღარაა, რომელიც უწინ აღგაფრთოვანებდათ?

- რა თქმა უნდა, ასაკი და ჯანმრთელობა მოთამაშეზე კვალს ტოვებს, მაგრამ შევა მაინც შევაა! კლასი თავისას აკეთებს.

- იმის გათვალისწინებით, რომ "ზარიამ" ამ სეზონში თავისი ამოცანა შეასრულა, გუნდს დარჩენილ ექვს მატჩში არასათანადო მოტივაცია ხომ არ ექნება?

- სატურნირო ცხრილში, მეექვსე ადგილიდან მოყოლებული, გუნდებს შორის სიმჭიდროვეა. ჩვენი ამოცანა ბოლო ტურამდე ბრძოლა და მაქსიმუმის მიღწევაა.

- ჯერ "დინამო", შემდეგ დონეცკისა და ზაპოროჟიეს "მეტალურგები", "ვორსკლა", "დნეპრი" და ბოლოს "კრივბასი" - როგორ შეაფასებთ ასეთ კალენდარს?

- საქმე მეტოქეებში არაა. საკუთარ კედლებში რომ ვთამაშობდეთ, ყველაფერი გაცილებით იოლი იქნებოდა. ჩვენი გულშემატკივრების გარეშე, რომლებიც სტადიონ "ავანგარდზე" 15-20 ათასამდე იკრიბებიან, ძალიან გაგვიჭირდება. საერთოდ, ძნელია ცარიელი ტრიბუნებით თამაში - ისე, როგორც ეს დონეცკში იყო.

- ჯაბა, გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით უკრაინაში.

- "ზარიაში" ჯერ კიდევ ორწლინახევრის წინ შემეძლო გადმოსვლა, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ანატოლი ვოლობუევი იყო. სამწუხაროდ, მაშინ ტრანსფერი სხვადასხვა მიზეზთა გამო არ შედგა. "ზარიამ" ამ ზამთარს თურქულ შეკრებაზე მიმიწვია და როგორც ხედავთ, ახლა აქ ვარ.

- საქართველოში რომელ გუნდს შეადარებდით "ზარიას"?

- "ზესტაფონს". ლუგანსკელებიც ტექნიკური ფეხბურთის მიმდევრები არიან. ვცდილობთ, ვაკონტროლოთ ბურთი და მხოლოდ წინ უაზროდ არ ვურტყათ.

- უკრაინაში თანამემამულეებთან კავშირი გაქვთ?

- კავშირი "დნეპრში" მოთამაშე უჩა ლობჟანიძესთან მაქვს, რომელთან ერთად შვიდი წელი ერთ საფეხბურთო სკოლაში გავატარე. მასთან კონტაქტი მუდმივად მაქვს.

- "ზარიაში" გადმოსვლამდე რომელ პოზიციაზე თამაშობდით?

- ბოლო პერიოდში "ვიტ ჯორჯიაში" პლეიმეიქერი ვიყავი, "ზარიაში" საყრდენი ნახევარმცველის ფუნქცია დამაკისრეს. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა - ნელ-ნელა ვეჩვევი. თანაც, მწვრთნელი მაძლევს წინ წასვლის საშუალებას. მიყვარს შეტევაში ყოფნა...

- საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ვის მიიჩნევთ?

- გიორგი ქინქლაძეს. ეს ლეგენდარული ადამიანი "მანჩესტერ სიტიში" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

- ნაკრებში გიწვევენ?

- ერთი მატჩი ვითამაშე - ჩერნოგორიასთან, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. იმედი მაქვს, ნაკრებში თამაშის საშუალება კიდევ მომეცემა.

- ლუგანსკში როგორ მოეწყვეთ?

- ბრწყინვალედ. ცოტა ხნის წინ ჩემთან ოჯახი გადმობარგდა და ამიტომ ქალაქში ქართული რესტორნის ძებნა აღარ მომიწევს (ეღიმება).

- "დინამოს" ძლევის შემთხვევაში რომელი ნაციონალური კერძით გაუმასპინძლდებოდით თანაგუნდელებს?

- მეგრული ხაჭაპურით, თუმცა თითო ბოკალი ქართული ღვინის გარეშე ეს ამბავი არ გამოვა (ეღიმება).

მომზადებულია sport-express.ua-ის მიხედვით

[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა