საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა "კონფერენც დივიზიონი" მოიგო და "ალაფის დივიზიონში" გადავიდა
საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში რაგბი ევროპის ‘კონფერენც დივიზიონი’ მოიგო და გაისად ‘ალაფაზე’ ითამაშებს.

ჯაბა მალაღურაძისა და გიორგი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა, ჯგუფური ეტაპი კარგად დაიწყეს, სლოვენიას 8 ლელო გაუტანეს და 50:10 დაამარცხეს. მეორე მატჩში ლუქსემბურგს 4 ლელო გავუტანეთ, საკუთარი ლელო ხელშეუხებელი შევინახეთ და მეტოქეს 24:0 ვძლიეთ, რითაც თასის მეოთხედფინალში თამაში დავიბევეთ. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დანიის ნაკრებს შევხვდით და მეტოქემ 17:0 იმარჯვა, რის შემდეგაც ფლეი ოფში მეორე ადგილით გავედით.

გოგონებს ყველაზე დაძაბული მატჩი მეოთხედფინალში, სლოვაკეთთან ჰქონდათ, სადაც ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. მეტოქემ მატჩის მიწურულს ლელოს გაქვითვა შეძლო, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო და 7:5 ვიმარჯვეთ.

ნახევარფინალში გამარჯვება, ფინალში გასვლასთან ერთად, ‘ალაფაზე’ აღზევებას ნიშნავდა და გოგონებმა თამაში მონდომებით დაიწყეს, თავიდანვე 3 ლელო გაიტანეს და 19:5 გამარჯვებით გაიხარეს.

მიზანი მიღწეული იყო, თუმცა გოგონებმა ფინალური მატჩისთვის მობილიზება მოახერხეს, თურქეთს ორის წილ სამი ლელო გაუტანეს, 17:12 დაამარცხეს და გაისად რანგით მაღალ, მეორე დივიზიონში ითამაშებენ, რომელსაც ‘ალაფა’ ეწოდება.

ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს:

თინათინ პაპუაშვილი, თინათინ სიხარულიძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, სალომე მაკასარაშვილი, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე (ყველა თბილისი), თამარ მანაგაძე, ანი სირაძე, თეონა ჩიტაიშვილი (სამივე ქუთაისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი).

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ქუთაისელი
ფინალის ჩანაწერი ვნახე რაგბი ევროპაზე და ისეთი შემართებით თამაშობდნენ ჩვენი გოგონები, რომ მადლობა ყველა თქვენთაგანს! ლამაზი და ძლიერი ქალის ეტალონი ხართ! გაგიმარჯოთ!
სოსო
ყოჩაღ გოგოებო,გილოცავთ.ასე გააგრძელეთ. არ ვიცი,ვინ იყო დელეგაციის ხელმძღვანელი და ჰყავდათ თუ არა საერთოდ ასეთი ვინმე,მაგრამ ერთმა გულშემატკივარმა,რომელმაც უყურა მათ თამაშებს,აღნიშნა,რომ ერთი დროშა არ ჰქონდათო.არც ამ ფოტოზე ჩანს დროშა.ასეთი ლაფსუსი არ უნდა მოგვდიოდეს.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა