სტატიას ფიბას საიტზე არსებული მრავლისმეტყველი ცხრილით დავიწყებდი
სტატიას ფიბას საიტზე არსებული მრავლისმეტყველი ცხრილით დავიწყებდი, რადგან ის მალე წაიშლება:

მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრების წევრი აღარ არის, ის დიქსონი, რომელიც ბოლოს ამბობდა:

"თებერვალში მართლაც დიდი გამოცდა გველის. იმედი მაქვს, ის ბიჭები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გვაკლდნენ, დაგვიბრუნდებიან და მომავალი ფანჯრისთვის უძლიერესი შემადგენლობით ვიქნებით. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია ის ტურნირია, სადაც თავის გამოჩენის შანსი ბევრ ნაკრებს ეძლევა.

საკალათბურთო ზეიმად მიჩნეულ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა ყველას სურს და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. პირადად ყველაფერს გავიღებ, რათა საქართველო მსოფლიო პირველობაზე მოხვდეს. საქართველოს ნაკრებს დიდებული ქომაგები ჰყავს, რომელთაც კალათბურთი ძალიან უყვართ".

პირველ რიგში, ჟურნალისტზე მეტად საქართველოს ნაკრების ქომაგი ვარ და ჩემი პირადი აზრია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა.

ჩვენს ნაკრებში იყვნენ თუ არა ლიდერები, დიქსონი ყოველთვის ბოლომდე თამაშობდა. ის თამაშობდა ისე, რომ თითქოს სადღაც, რომელიღაცა ქართული კუთხის სოფელში დაიბადა და სამშობლო გასისხლხორცებული ჰქონდა. თითოეული მისი ინტერვიუ საქართველოსა და ქართველი ქომაგის სიყვარულით იყო განმსჭვალული.

გაჭირვების ჟამს დიქსონი პარკეტზე ყველა პოზიციას ითვისებდა. ის იყო ლიდერიც, მცველიც, შემტევიც, გამთამაშებელიც, ზოგჯერ ცენტრიც და ა.შ. ის მუდმივად ცდილობდა ქართველი გულშემატკივრის ემოციის მოპოვებას და მისი ჟესტებით მოუწოდებდა, აჰყოლოდნენ მას.

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ნაკრების წევრი გახდა და ყველგან, სადაც კი დაიწერა, რომ ის წავიდა, უბრალოდ, კომენტარები უნდა წაიკითხოთ. ადამიანი არ მოიძებნება, რომელსაც მისი წასვლა გაუხარდა და ეს სიყვარული, რაც მის მიმართაა კომენტარებში, მან ამ ორ წელიწადში მოიპოვა.

ერთი პარადოქსიც იყო ამ ორწლიან ურთიერთობაში: მაიკლ დიქსონს, სადაც უნდა ეთამაშა - საფრანგეთსა თუ თურქეთის მეორე ლიგაში, მას ნაკრებში ბევრად უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა და კლუბში ამდენ შრომას ნამდვილად არ დებდა.

რატომ წავიდა მაიკლ დიქსონი? ვერ ვიტყვი, რომ კონტრაქტი დაუმთავრდა, რადგან მას ხელშეკრულება ევრობასკეტის შემდეგ შეუწყდა და იმის მიუხედავად, რომ ევროპული პასპორტი მიიღო, ნაკრების დახმარებაზე უარი არ უთქვამს. თბილისში ილიას ზუროსის ჩამოსვლას ელოდებიან და შემდეგ გაირკვევა, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, კალათბურთელმა, ფედერაციამ თუ ზუროსმა.

29 ივნისს თბილისში ურთულესი შეხვედრა გველის სერბეთის ნაკრებთან. თუ ოდნავ მაინც ვფიქრობთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაზე, ეს შეხვედრა უნდა მოვიგოთ. თუმცა სერბეთის ნაკრები იმდენად ძლიერი შემადგენლობით ჩამოდის, რომ ან იღბალი უნდა იყოს ჩვენ მხარეს, ან ქართველმა კალათბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები ორმაგად უნდა გამოავლინონ.

და ამ დროს არ გვეყოლება კალათბურთელი, რომელმაც საკვალიფიკაციოზე 108 ქულა ჩაყარა (საშუალოდ 27 ქულა შეხვედრაში), 22 შედეგიანი გადაცემა გააკეთა (საშუალოდ 5,5 შეხვედრაში), 18 მოხსნა (საშუალოდ 4,5 შეხვედრაში) და ამავდროულად, მხოლოდ 3 წუთს ისვენებდა.

ვერაფერს ვიტყვი ტადუს მაკდაფენზე, სანამ სპორტის სასახლის პარკეტზე არ ვნახავ, რომელსაც კლუბში დიქსონზე უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა. მაგრამ განა ის 29-მდე საქართველოს ნაკრებთან შეთამაშებასა და ამავდროულად, შეგუებას მოასწრებს? განა ის ისეთივე გულითა და სიყვარულით ითამაშებს, როგორც მაიკლ დიქსონი? ერთი ნახვით სიყვარული არსებობს, თუმცა ეს სპორტში არ ხდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება.

არ გამოვრიცხავ, რომ მაიკლ დიქსონს სულ სხვა მიზნები ჰქონოდა, მაგრამ მისი პერსონისგან მიჭირს იმის დაჯერება, რომ მას თუნდაც საქართველოს ნაკრების ამ ორ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. დაველოდოთ, აბა, ილიას ზუროსს, რას იტყვის...

მაიკლ დიქსონის სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში: 14 ოფიციალური შეხვედრა, 469 წუთი (საშუალოდ 33:33 წუთი შეხვედრაში), 260 ქულა (საშუალოდ 18.6 ქულა), 69 გადაცემა (საშუალოდ 4.9) 43 მოხსნა (საშუალოდ 3.1 მოხსნა).

ბექნუ
მაიკლ მადლობა! წარმატებები ყოველთვის და ყველგან!
კოტე
კომენტარებს ვკითხულობ და მიკვირს, საიდან ასეთი ბოღმა ქვეყანაში ყველა სახის ადმინისტრაციის მიმართ. თუ რაიმე კარგი, მოსაწონი და წარმატებულია, ადმინისტრაციები(ამ შემთხვევაში კალათბურთის ფედერაცია) არავის ახსოვს. თუ რაიმე არ მოწონთ, მაშინვე ადმინისტრაციას მიადგებიან. თავად ამ კრიტიკოსებს კი, როგორც ყოველთვის, ცხოვრებაში თითი თითზე არ დაუკარებიათ და მხოლოდ ჩასაფრებულის პოზიციიდან უდგებიან ყველაფერს. თქვე კაი ხალხო, დიქსონი რომ ჩამოიყვანეს, მაშინ არ იცნობდით და არჩევანს უწუნებდით. მერე გაიძახოდით, ფულს უხდიანო და აღმოჩნდა უფასოდ თამაშობდა. ახლა თავად იმ კაცმა აღარ დადო ახალი კონტრაქტი(თუმცა უკონტრაქტოდ დამატებით 5 თვე ითამაშა და ფედერაციას აბრალებთ. ზუროსი დანიშნეს მთავარ მწვრთნელად ად საიდან მოიყვანესო. აღმოჩნდა უმაღლესი კლასის სპეციალისტი იყო და მილიონებს რატომ იხდით უცხოელებშიო. მერე ისიც გაირკვა, საკმაოდ დაბალი ხელფასი ქონდა და სხვა რომ ვერაფერი მოუძებნეს, ემოციური რატომ არისო. სანიკიძის ტრავმა ისეთია, მისი სპორტში დაბრუნება დიდი რისკია, ამასაც ფედერაციას აბრალებთ. ფაჩულია ნბა-ს გამო მსოფლიოს შესარჩევზე ვერ გამოვიდა, თანაც უკვე სანაკრებო კი არა, საქართველოს ჩემპიონატის დონეზეა და ამასაც ვიღაცას აბრალებთ და კიდევ უამრავ მიზეზს ეძებთ, ესა თუ ის ადმინისტრაცია დაადანაშაულოთ. ამ დროს, მსოფლიო რეიტინგში 47-ე ადგილიდან 26-ზე ავიდნენ, 16 წლიანები უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ, გოგონებმა ერთი ლიგით წინ წაიწიეს, საქართველოს ჩემპიონატს "ა" ლიგა და სუპერლიგას 2 გუნდი დაემატა, სხვადასხვა ასაკებში გაცილებით მეტ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობენ, ვიდრე ახლა და წარმატებებს აღწევენ, და უამრავი სხვა მაღალი შედეგია მიღწეული. საქართველოს ჩემპიონატზე დასწრება უფასოა, თამაშებზე კი არავინ დადის, რადგან არ არიან გულშემატკივრები. რაღაც არ მოეწონებათ(თავადაც არ იციან რა) და უამრავი ვითომ "გულშემატკივარი" გამოჩნდება და სრულიად უმიზეზოდ ადმნისტრაციას საყვედურობენ. მოკლედ, მადლობა დიქსონს მაღალი დონის და გულიანი თამაშისთვის, მადლობა ფედერაციას, ასეთი კაცის ჩამოყვანისა და იმ ორ წელში სიამოვნების მონიჭებისთვის. იმედია, ტედ მაკფადენი არანაკლებად გაირჯება და მეტ ქულებს დადებს. მადლობა ყველას, ვინც თუნდაც მცირედით ცდილობს ქართულ სპორტს ხელი შეუწყოს. მტრები და ვაი "გულშემატკივრები" ყოველთვის იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ საქმე კეთდება და ეს კეთება ვიღაცეებს აღიზიანებს.
შოთა გუგეშაშვილი
მაგრა დამწყდა გული გურასპაულო დაგრცა გუნდში ლიდერი როგორც აგნისნე ბოისა რაც შეეხება ახალ კალატბურტელს გუნდური მოტამაშე არ ცანს
ბეს
ვიდეოს მიხედვით მისი შემცვლელი მაგარი მოთამაშეა, მაგრამ ასაკიანიცაა. გაძლებს მთელი თამაშის მანძილზე?
დდდ
არაფრის გამკეთებლები ეგენი არ არიან.თამაშებზე ვერ ჩამოიყვანეს შენგელია-შერმადინი როცა ევროლიგის ბევრმა მოთამაშემ ითამაშა.საიტი ვერ გაუკეთებიათ და რომელ ამ თემების მოგვარებაზეა ლაპარაკი.საიტზე რო შეხვიდე და უყურო სუპერლიგის თამაშებს ის ვერ გააკეთეს.ერთი წელია მიმდინარეობს საიტის რეკონსტრუქცია.
toka
დიქსონი, მემახსოვრება ცხოვრების ბოლომდე, მისი თამაში ძაან შთამბეჭდავი, ერთ რამეზე მწყდება გული, მისი ავტოგრაფი არ მაქ, იმედია სადმე წავაწყდები, წარმატებები მაგარ კაცს !!!!
ნოდო
250000 დოლარზე ადვილი არ არის უარის თქმა
რომა
არადა როგორი ფოკუსები დადგეს ფედერაციას რო მოჯდომოდნენ სათავეში და ერთი კალათბურთელი ვერ შეინარჩუნეს.ტფჰუიი თქვენი. წარმატებებები რიჩის მოგვენატრება ძაან
122
თუ კითხეთ, შეგეძლოთ დააგეწერათ
bs
და რა გითხრეს მერე? ზუროსს დაველოდოთო? ჩვენ აზრზე არა ვართო? ამ პასუხების მოსმენის მერე გვერდი აუარეთ არაკომპენტეტურობის თემას, რომ ფედერაციის ჩინოვნიკები არ გაგენაწყენებინათ?
ალეკო
მთელ საქართველოს მოსწონდა დიქსონი, გულშემატკივარი ძალიან კარგად გრძნობს როგორი განწყობითაც გამოდის მოთამაშე მოედანზე, იქნებ ჟურნალისტები თვითონ დაუკავშირდნენ და მიზეზი კითხონ?
kaki cereteli
სოსო, გეთანხმები იმაში რომ დიქსონის ნაკრებში თამაში, მართლაც იწვევდა პატივისცემასა და დაფასებას. თუმცა ვერ დავიჯერებ რომ ძალიან მაღალი დონის მოთამაშე უნდა თამაშობდეს თურქეთის მე-2 ლიგაში. ეს როგორ თავსდება ერთმანეთთან? მაღალი კლასი და თურქეთის მე-2 ლიგა!!!! რაც სეეხება ახალ კალათბურთელს, დაველოდოთ და ვნახაოთ, რას წარმოადგენს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ საბერძნეთის ჩემპიონატი არ არის თურქეთის მე-2 ლიგა, ის ძალიან მაღალი დონისჩემპიონატია და იქ ბომბარდირობა, არაა იოლი საქმე. ვნახოთ, წინასწარ ნუ გავაკეთებთ უარყოფით დასკვნებს.
1
არ იტყოდა დიქსონი უარს. ან თუ თქვა, რეალური მიზეზი იქნება
dato30
კალათბურთის ფედერაციაა, ფუტლიარების ფედერაცია თუ მახათის ფედერაცია? 1) კოკოშკოვი წავიდა. თავისი სურვილით ან ფედერაციამ გაუშვა - თუ კოკოშკოვის ნება იყო ფედერაცია რატომ არ ეცადა მის დარჩენაზე დაყოლიებას, თუ გაუშვა ფერდერაციამ, რატომ გაუშვა? 2) დიქსონი წავიდა. თავისი სურვილით ან ფედერაციამ გაუშვა. კაცი რომელსაც ტრამვისთვის არასდროს ეცალა და არამარტო საქართველოს არამედ მთელი შესარჩევის ბომბარდირია, ფედერაციამ არაფერი გააკეთა მის დასატოვებლად. 3) ფაჩულია წავიდა - არგუმენტი NBA. ეხლა NBA-ს სეზონი დასრულებულია და არც ცდილობს ფედერაცია რომ ნაკრებში დაბრუნებაზე დაიყოლიოს. 4) ვიქტორ სანიკიძე წავიდა ტრამვის გამო, რომლის არყოფნამაც განაპირობა ევროევრობასკეტ 2017-ზე ჯგუფში ჩარჩენა. არაფერი მსმენია რომ რამით ეხმარება ფედერაცია სანიკიძეს, რომ სწრაფად მოირჩინოს ტრამვა.
b-52
მაიკ მადლობა, ძალიან დაგვაკლდები
ჯონდო
ბოდიში და ფედერაციას, რომ შეეკითხოთ არა? ან მაიკლთან დარეკოთ? ჟურნალისტები ხართ თუ რამე სხვა პროფესიის წარმომადგენლები?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------გამარჯობა ჯონდო შენი აზრით არ ვკითხეთ? ყველა ელოდება ილიას ზუროსის ჩამოსვლას, რომელიც პრესკონფერენციას გამართავს და იქ იტყვის გადაწყვეტილების შესახებ.

au codoa es nakrebi boisebis da londaridzeebis xelshi ori legioneri ro gvkavdes ar sheidzleba? tuarada mamukelashvilis naxva kargi ikneboda bitadzestan ertad kargi gundis dakeneba sheidzleba mara super ligis done ro super dabalia?
Bajo
Boisa xo iqneba ra gvihirs.erxeva kalatburts mafiozebis xelshi nelanela.
სოსო
შესაძლოა,მაკფადენი ძალიან კარგი კალათბურთელია,მაგრამ დიქსონიც რომ დარჩენილიყო,უფრო უკეთესი არ იქნებოდა?თუ ეს არ შეიძლება არ ვიცი,მაგრამ მას ხომ საქართველოს პასპორტი აქვს და იმის დაჯერებაც მიჭირს,რომ მას საქართველოს ნაკრებში თამაში არ უნდოდა.ასეა თუ ისე,მე მას დიდ მადლობას ვუხდი წარსულისათვის და იმედი მაქვს,კიდევ ვნახავ მას საქართველოს ნაკრების ფორმაში.ასეთი გულიანი ლეგიონერი ჩვენ არ გვყოლია,კლასზე ხომ სალაპარაკოც არაფერია.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს