სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - გარეთ ბეილი

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერლიგისა და ქვედა დივიზიონების წლის სიმბოლური ნაკრებები დაასახელა. რა ხდება დაბალ ეშელონებში ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, პრემიერლიგის თერთმეტეულში კი, მეტწილად, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი — შვიდი კაცი ამ ორი გუნდიდანაა. გარდა ამისა დარიგდა ინდივიდუალური პრიზებიც. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 21 წლის უელსელი გარემარბი გარეთ ბეილი დაასახელეს, საუკეთესო ახალგაზრდის ჯილდო კი „მეთოფე“ 19 წლის ჯეკ უილშირს ხვდა. შეგახსენებთ, რომ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის გამარჯვებულებს თავად ფეხბურთელები ასახელებენ.

სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე პრემიერლიგის ლიდერმა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაიყვანა. ამ ოთხეულში არიან ვეტერანი მეკარე ედვინ ვან დერ სარი, ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი, გარემარბი ნანი და ლიგის ბობმბარდირთა ლიდერი დიმიტარ ბერბატოვი. „მეთოფეებს“ სამი წარმომადგენელი ჰყავთ: მცველი ბაქარი სანია, შემტევი ნახევარმცველი სამირ ნასრი, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელის წოდების კანდიდატი გახლდათ, და ზემოთ ნახსენები ნახევარმცველი, უილშირი.

თერთმეტ საუკეთესოს შორის სულ ხუთი კლუბის ფეხბურთელები მოხვდნენ. „მანჩესტერ სიტიდან“ ორია: ფორვარდი კარლოს ტევესი და ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი. „ტოტენჰემის“ ამბავი უკვე მოგახსენეთ, „ჩელსიდან“ კი პატივი ეშლი კოულს ერგო.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა