„ვესტ ჰემის“ ირლანდიელმა თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტის პირობა დაარღვია
„ვესტ ჰემის“ ირლანდიელმა თავდამსხმელმა, 30 წლის რობი კინმა, კლუბთან კონტრაქტის პირობა დაარღვია და ქალაქში მოტოციკლით დაიწყო სიარული.

„ტოტენჰემისგან“ ნაქირავებმა მოთამაშემ შაბათს, „ასტონ ვილასთან“ 2:1 წაგების შემდეგ „აპტონ პარკი“ სწორედ ამ ტრანსპორტით დასტოვა. შეგახსენებთ, რომ „ჩაქუჩების“ გოლი ამ შეხვედრაში სწორედ კინმა შეაგდო.

გაზეთები წერენ, რომ კინისგან მოტოციკლის მართვა გასაოცარია, რადგან 2009 წლის ნოემბერში, როდესაც იტალიელი მეკარე კარლო კუდიჩინი მოტოციკლით ავტომობილს შეეჯახა, ის სწორედ „ტოტენჰემში“ თამაშობდა. შაბათს კინს მოტოციკლი ზედ გასახდელის კართან ეყენა. მართალია, მან დამცავი ჟილეტიც ჩაიცვა და ჩაფხუტიც დაიხურა, მაგრამ ხელკშეკრულებაში უწერია, რომ „სახიფათო ტრანსპორტით“ არ უნდა გადაადგილდეს და ამისათვის შესაძლოა კვირაში 60 ათას ფუნტიანი ხელფასიდან დაუქვითონ კიდეც.

გებიდონიც იგინება

31 წლის უელსელმა დენი გებიდონმა „ტვიტერში“ იგინა და მერე გვერდი გააუქმა. ამბობენ, რომ ინტერნეტში ცუდი სიტყვის დაწერისთვის „ვესტ ჰემის“ მცველს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დასჯის, თუმცა საქმე ჯერ გამოსაკვლევია. კერძოდ, გებიდონმა „ასტონ ვილასთან“ წაგების შემდეგ დაწერა:

„თქვენ ძალიან ბევრნი ხართ და ჩემგან „ტვიტერში“ მეტ განცხადებას ვეღარ ნახავთ“.

ალბათ, მიხვდით, რომ ფეხბურთელს სწორედ ამ წინადადებაში ჰქონდა გარეული სალანძღავი სიტყვა. ვის და რატომ მიმართა უელსელმა ასე, დასადგენია, მაგრამ გაზეთები წერენ, რომ საჯაროდ გინებისთვის, ცოტა ხნის წინ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უეინ რუნი ორთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

სხვათა შორის, გებიდონს უფრო ახლო მაგალითიც ჰქონდა ცხვირწინ - ოთხი დღით ადრე, „ტვიტერში“ განის ნაკრების გულშემატკივრებზე დაწერილი „გადაბრუნებული სიტყვის“ გამო მისი თანაკლუბელი, კარლტონ კოული დასაჯეს.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის