ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

5 ცვლილება - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან მატჩისთვის ცნობილია

5 ცვლილება - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ფიჯისთან მატჩისთვის ცნობილია

© Oceania Rugby

16 ივნისს, დილით, ჩვენი დროით 07:30 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2018 წლის "წყნარი ოკეანის თასის" მეორე შეხვედრას გამართავს და არაოფიციალურ ფინალში მასპინძელ ფიჯის შეხვდება.

სუვაში მიმდინარე ორრაუნდიანი ტურნირის პირველ სათამაშო დღეს საქართველომ ტონგა 16:15 დაამარცხა, ხოლო ფიჯიმ სამოას 50 წუთში 4 ლელო გაუტანა და 24:3 დაწინაურდა, თუმცა დასკვნით 20 წუთში სამი ლელო გაუშვა. მიუხედავად ამისა, ფიჯელებმა 24:22 მოიგეს, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღეს და ტურნირს 5 ქულით ლიდერობენ. "ბორჯღალოსნები" 4 ქულით მეორეზე არიან, ხოლო ტონგას და სამოას თითო-თითო ქულა აქვთ.

შეგახსენებთ, წელს "წყნარი ოკეანის თასის" გამარჯვებული ორი ტურის შედეგად ირკვევა და საქართველო-ფიჯის შეხვედრამდე, დილის 05:00 საათზე ტონგა სამოას ეთამაშება.

მესამედ ფიჯისთან

"ბორჯღალოსნები" ფიჯის მესამედ ეთამაშებიან და ამ მომენტისთვის გუნდებს თითო-თითო მოგება აქვთ. პირველი შეხვედრა 2012 წლის ნოემბერში "მიხეილ მესხზე" გაიმართა და გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 24:19. 2016 წელს, წყნარი ოკეანის პირველი ტურნეს დროს, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქესთან სრულფასოვანი რევანში აიღეს და ფიჯის სუვაში 14:3 სძლიეს.

წლევანდელი ივნისის ტესტებისთვის ფიჯელებმა ყველა უძლიერესს უხმეს. ეს იქნება ერთგვარი რეპეტიცია 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, სადაც ფიჯის 3 ოქტომბერს, ოსაკაში უნდა შევხვდეთ.

ხუთი ცვლილება

ტონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგმა 23-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილება განახორციელა და მომავალი მატჩისთვის მაქსიმალურად უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია.

უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი და თამაშს კახა ასეიშვილი, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა იწყებენ. სრულადაა შეცვლილი პირველი ხაზის მარქაფა და თამაშში გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე ჩაერთვებიან.

მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდება, ხოლო ნოდარ ჭეიშვილმა თადარიგში გადაინაცვლა.

ორი ცვლილებაა მესამე ხაზში. სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ფლანკერი ვიტო კოლელიშვილი, რომელსაც ტრავმის გამო "ფრანგი ბარბაროსებისა" და ტონგას წინააღმდეგ არ უთამაშია. მეორე ფლანკერად თამაშს გიორგი ცუცქირიძე იწყებს, ხოლო ოთარ გიორგაძემ შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა. მესამე ხაზში შეცვლაზე შალვა სუთიაშვილი შევა.

უცვლელი დარჩა ღერძი, თამაშს ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იწყებენ, ხოლო ცენტრში დავით კაჭარავას ლაშა მალაღურაძე შეუწყვილდება. მალაღურაძემ სასტარტოში ბოლოს 2016 წლის ნოემბერში, შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

"ფრანგ ბარბაროსებთან" მატჩის შემდეგ ძირითადში ბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ფრთაზე დადგება, ხოლო მეორე ფრთა ანზორ სიჭინავა ან ალექსანდრე თოდუა იქნება.

ფულბეკის პოზიციაზე სოსო მათიაშვილს ვიხილავთ, რომელმაც ტონგასთან ყველა, 16-ივე ქულა პირად ანგარიშზე ჩაიწერა.

ხაზის მარქაფაში არიან გამოცდილი გიორგი ბეგაძე და მერაბ კვირიკაშვილი, ასევე, ახალგაზრდა გიორგი კვესელაძე, რომელიც ტონგასთან მატჩის დებიუტში დაშავდა და მე-4 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

23-კაციან განაცხადში 11 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც შარშანწინ სუვაში, ფიჯისთან მოგებულ მატჩში არ უთამაშიათ. ესენი არიან: ლობჟანიძე, სიჭინავა, თოდუა, მათიაშვილი, კვესელაძე, ჩილაჩავა, ჭყოიძე, მელიქიძე, მიქაუტაძე, ცუცქირიძე, კოლელიშვილი და გიორგაძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• goga

ფიჯიმ ყველა ვარსკვლავი გამოიძახაო? გენაცვალეთ ბიჭებო, თქვენი დიდი დამსახურებაა, ამხელა ანგარიშგასაწევი ძალა რომ გავხდით, სიამოვნებას მგვრის ეს ყველაფერი,ესეთ გუნდებთან ორმაგად ვგულშევმატკივრობ საქართველოს, ერთა თასი ამოვიდა ყელში, ინტერესი კაი ხანია დაიკარგა, ერთი რუმინეთი გვიგებდა და ეგეც ვეღარ გვიგებს. წარმატებები ბიჭებო, აბა თქვენ იცით!!!!!!

• GIO

საფრანგეთის ჩემპიონატი ერთი თვის მორჩა!!!

• დავითი

თუ სწორად გავიგე აქცენტი კიდევ უფრო ძალისმიერ თამაშზე გაკეთდა. "ჯახი" ძალიან მძიმე და ულმობელი უნდა გამოვიდეს.

• რამაზ

ურთულესი თამაში იქნება. თუნდაც ერთი ქულით მოგების შემთხვევაში 1.618 მოგვემატება და რეიტინგში მეთორმეტედან ჩვენთვის სარეკორდო მეათე ადგილზე გადავინაცვლებთ!

• გიორგი

კარგი შემადგენლობაა და მოვიგებთ ამ თამაშს!

• 111

სად არის თეთრაშვილი?

• გულშემატკივარი

მჭედლიძის დაბრუნება ძალიან კარგი ამბავია, ტონგასთან თამაშის მერე სათადარიგო მორკინალებიც ნამდვილად გამოსაცვლელები იყვნენ

• WTF

ურთულესი ბრძოლა გველის, მნიშვნელოვანი მოთამაშეები გვაკლია და იმედია როგორც ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ნადოლუმ იქნებ გადაიფიქროს თამაში :)

• gela gloveli

ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის თამაშებს თამაშობს, ფინალს

• Irakliy

ნარიაშვილი რატომ არ არის?

• გიო-გოლი

კარგი შემადგენლობაა, მაგრამ თაზოს თამაში ცენტრში უფრო ეფექტური მგონია შარიქაძის არყოფნაში. წარმატებები ლომებს!!!

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

მერაბ შარიქაძე: ახალი ციკლის დაწყება და პირველი შეხვედრის ჩატარება ყოველთვის გვიჭირს

"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ

"ბორჯღალოსნები" | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება

"ბორჯღალოსნები" | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან

ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია

"ბორჯღალოსნებს" პორტუგალიასთან მოგება რეიტინგში დაეტყოთ

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს