საქართველოს ნაკრები მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ ფიჯისთან დამარცხდა [VIDEO]
ბორჯღალოსნებმა ფიჯის სუვაში გამართული მატჩის პირველი ტაიმში ორი ლელო გაუტანეს და შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა ‘მსოფლიო რაგბის’ რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფმა მასპინძლებმა, მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხა შეიტანეს და 37:15 იმარჯვეს.

ეს იყო 2018 წლის ‘წყნარი ოკეანის თასის’ ფინალური შეხვედრა, რომლის გამარჯვებული თასს ეუფლებოდა და მასპინძლებმა ამ გამარჯვებით ტიტული ზედიზედ მეოთხედ დაისაკუთრეს.

უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე, ვარსკვლავებით დახუნძლულ მეტოქეს 2012 წლიდან მესამედ ვეთამაშეთ და პირველად გავუტანეთ ორი ლელო, თუმცა ურთიერთშეხვედრების ბალანსში 1-2 ჩამოვრჩით. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი ერთი წლის შემდეგ გვექნება, როდესაც ფიჯის 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიაში, ოსაკაში 3 ოქტომბერს შევხვდებით.

საქართველოს ნაკრებმა პირველი 40 წუთი კარგად ჩაატარა, მეტოქეს გასაქანი არ მისცა, მე-10 წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და სოსო მათიაშვილმა ანგარიში გახსნა. მომდევნო 5 წუთში ორი შეცდომა დავუშვით, რითაც კარგად ისარგებლა ჰენრი სენილოლიმ და ორი ლელო გაიტანა, თუმცა ბორჯღალოსნები არ გატყდნენ და მასპინძლებს სწრაფად უპასუხეს.

რადგან მათიაშვილს გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, 23-ე წუთზე ლაშა მალაღურაძემ ბურთი აუტში ძალიან კარგად გადაიტანა, 5-მეტრა დერეფნიდან კარგი მოლი ავაგორეთ და ვიტო კოლელიშვილის ლელო მათიაშვილმა გარდასახა. მალაღურაძემ აუტში კიდევ ორჯერ კარგად დაარტყა, თუმცა მოლის დაყენება ვეღარ მოხერხდა და ტაიმის ბოლოს საქართველომ სხვა ხერხს მიმართა. ბურთზე კონტროლის დამყარებისა და ტემპის მომატების შემდეგ, მეტოქის დაცვაში სივრცეები გაჩნდა, ლაშა ხმალაძემ კარის წინ 22-მეტრიანთან გაჭრა ხაზი, გრძელი პასით გარღვევაზე სანდრო თოდუა გაიყვანა და მან ფიჯის მეორე ლელო გაუტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 15:10 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ 48-ე წუთზე ამ მატჩში მეორედ დავთმეთ ჩვენი შერკინება, ფიჯიმ ჯარიმის ნაცვლად შერკინება აიღო და ცენტრმა ვატუმბუამ პირველი დარტყმით დაცვა გაარღვია. მასპინძლებმა გარდასახვით ლიდერობა დაიბრუნეს და მალე უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს.

ბორჯღალოსნებმა თამაშის აჩქარება სცადეს და ცოტა ხნით ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ დასკვნით 20 წუთში დაღლილობამ იჩინა თავი და კიდევ სამი ლელო გავუშვით. პირველ ჯერზე ნანდოლოს შეჩერებას სამი მცველი დაჭირდა და შეცვლაზე შესული ლომანი ვეღარავინ დაიჭირა. 78-ე წუთზე ლომანიმ სწრაფი კონტრშეტევისას ბურთი ნანგუსასთან გაითამაშა და დუბლი შასრულა, ხოლო გაწითლებულ დროზე სემი რანდრანდრამ სანაკრებო დებიუტი ლელოთი აღნიშნა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 37:15.

‘წყნარი ოკეანის თასის’ მეორე რაუნდის მეორე მატჩში, ერთი კვირის წინ საქართველოსგან ძლეულმა ტონგამ სამოას 28:18 აჯობა.

რაც შეეხება ბორჯღალოსნებს, ისინი ფიჯიდან იაპონიაში გადაინაცვლებენ და 23 ივნისს მასპინძელ იაპონიასთან ტესტ-მატჩს გამართავენ. შეხვედრა ტოიოტაში, ჩვენი დროით 9:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

REGULATION8
On 6 May 2016, Radradra made his debut for Australia against New Zealand in the Anzac Test. სემი რადრადა ავსტრალიელია თუ ფიჯელი? პისი: ბიჭებს მადლობა!
სანდრო
აბა რაგბი ჩვენი თამაშიაო?! )) ფიჯიმ რა თქვას ან საერთოდ ზელანდიამ )))
ozeki
-იაპონია გაასაზიზღრებს ესეთ ნაკრებს.
ss - ს
ბევრი არაფერი გაგეგება რაგბში... და ტვინს ნუ ურევ ხალხს ბრტყელ-ბრტყელი მსჯელობით. ჯერ ერთი, ჟვანია სწორედაც მიწოლაშია სუსტი და ღია თამაშშია გადასარევი, რადგან ხაზის მოთამაშის სისწრაფე აქვს. ეს რომ არ იცი მაგაზეც გეტყობა რა დონეზე იცნობ ქართულ რაგბს. ეხლა მეორე საკითხი - ოცწლამდელებს თუ უყურე ნახავდი რომ ირლანდიასთან მგონი საათის თავზე გაუვარდათ პირველად ბურთი და შერკინებაში როგორ ათრიეს კი ვნახეთ. იაპონიასთან ისეთი სწრაფი შეტევები გავაკეთეთ, ტოპ ნაკრებებს რომ შეშვენის და შვიდმა ქართველმა რვა იაპონელი ორჯერ თუ სამჯერ დააჯარიმა შერკინებაში. ამით იმისი თქმა მინდა, რომ მოსაზრება, რომ ხელით პასებით ოფლოუდებით სწრაფი თამაში შერკინების ძალას ასუსტებს, არის უბრალოდ გულუბრყვილო სხვა სიტყვა რომ არ დავარქვათ.
სოსო
გადავხედე გამოხმაურებებს და ჩასაფრება,აკოპები თითქმის ვერსად ვნახე კანიბალო.აბსოლიტური უმრავლესობა გულშემატკივრის პოზიციიადან ამბობს სათქმელს და კრიტიკას,კრიტიკა კი მოგებული შეხვედრების შემდეგაც სასურველია,ჯანსაღი კრიტიკა.ჩვენი რაგბი რომ სწრაფი ტემპით ვითარდება,ამას,აქაც ერთი ორის გარდა არავინ უარყოფს,მაგრამ ბოლო თამაშებში რომ მეორე ტაიმს ვაგებთ და გუნდიც რაღაც ისე ვეღარ არის,იგრძნობა და მიუხედავად იმისა,რომ ნაკრებში უამრავი ექსპერიმენტი ტარდება და მრავალი მორაგბე გამოიცადა,ეს მაინც გვაშფოთებს.ძალიან შემაშფოთებელია ისიც,რომ შერკინებაში დომინაციას ვკარგავთ.ეს თვალში საცემია ასაკობრივ ნაკრებებში და უკვე გადმოვიდა დიდ ნაკრებშიც.არ ვიცი,შეიძლება გაშიფრეს ჩვენი შერკინების სტილი,ჩვენ ხომ ამას სხვებსაც ვასწავლით,შეიძლება თვითონ ჩვენც აქცენტი დინამიურ შერკინების მოთამაშეებზე გადავიტანეთ,მაგრამ როცა ხედავ,რომ შენი საკეთესო იარაღი სხვის ხელში უფრო ბასრია,შეშფოთება ბუნებრივია.ეს შეეხება მოლსაც.არ ვიცი ყველა თავისი გადმოსახედიდან ფიქრობს,მაგრამ ჩემი აზრით,როცა რაღაცას ავითარებ,ის რაც შენ ადრე,საუკეთესო გქონდა,ის არ უნდა დაკარგო.ჩვენ კი შერკინებას და მოლს ვკარგავთ. ახლა რაც შეეხება კრიტიკას.ჩვენი მორაგბეები,ამ თამაშის მენტალიტეტიდან გამომდინარე,თუნდაც ასაკობრივ ნაკრებებში მოთამაშეები,უკვე კაცები არიან,კარგი გაგებით კაცები,ვაჟკაცები და სპორტის სხვა სათამაშო სახეობებში გამომსვლელებს არ ჰგვანან,ფარშევანგებივით რომ იფხორებიან და თვალი მოდელებისაკენ გაურბით.ასე რომ გულშემატკივარი ადამიანის მხრიდან პირში ნათქვამს ისე გაიგებენ,როგორც უნდა გაიგონ,მით უმეტეს,რომ თვითონაც ჩვენზე კარგად იციან ეს ყველაფერი.მოყვარეს პირში უძრახე,მტერს პირს უკანაო,ნათქვამია და როცა რაღაცას შეამჩნევ და დროზე ასტეხ განგაშს,ესეც ხშირად წამალზე უკეთესი პრევენციაა. მილტომ ჰეიგს ეს წელი ექსპერიმენტებისა და ღრმა რეზერვის გამოსაცდელად აქვს,მომავალ წელს კი უკვე უშუალო მზადება დაიწყება ჩემპიონატისათვის,ჩამოყალიბდება საჩემპიონატო ნაკრების ბირთვი და ბიჭები თავის რეალურ ძალას ჩემპიონატზე აჩვენებენ.რაც ჰეიგია ნაკრებში,ჩემპიონატის წინა წელს,ყოველთვის რეიტინგში უკან ვიხევდით ხოლმე და ის ამას არად დაგიდევდათ.ასეა ახლაც,მაგრამ მეორე მხრივ, შერკინებაში ფსიქოლოგიური უპირატესობის დაკარგვა,შეიძლება ცუდად შემოგვიბრუნდეს მომავალში.შერკინებიდან ასეთი ბავშვური ლელოების გაშვება კი არანაირ ექსპერიმენტულ შემადგენლობას არ ეპატიება და ამის თქმაც აუცილებელია. დღეს ჩვენს ოცწლამდელებს დიდი გამოცდა აქვთ სკოტებთან,რომლებმაც მაგრად მოუგეს ირლანდიას.არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს თამაში,მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენი ბიჭები თავს დადებენ ამ შეხვედრაში და რა დაგიმალოთ,ველოდები მათ გამარჯვებას.მათ უკვე დაამტკიცეს,რომ შეუძლიათ თითქმის შეუძლებლის შესაძლებლად გადაქცევა.თანაც უკვე ორი გამარჯვება გვაქვს ამ პირველობაზე,ღმერთი კი სამობით არის.წარმატება და კარგი თამაში ბიჭებო,გამარჯვებას გისურვებთ.ასევე გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს დიდ ნაკრებს იაპონიაში.დარწმუნებული ვარ, ბოლო თამაშს უდიდესი მობილიზებით ჩაატარებენ და გაიმარჯვებენ.
SS
ხალხო არ არის ფიჯისთან წაგება კატასტროფაა.. ეს მოსალოდნელიც იყო. მივიღეთ კარგი გაკვეთილი, მოკლედ არაფერია საგანგაშო იყო კარგი პირველი ტაიმი, ცუდი მეორე ტაიმი ნუ ეს ყველაფერი სამუშაო პროცესის ნაწილია ასევე გასაგებია რომ ფიჯისთან თამაშში ჩვენ არ გვყავდა ძირითადი შერკინება. მაგრამ ამის გამო ნაკრების კრიტიკა არ არის სწორი ნაკრებმა გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეეძლო ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და სულ ცოტა ეს მაინც უნდა დაფასოთ. აი შერკინებაში რომ გადაგვიარეს და გადაგვამტვრიეს ეს კი ნამდვილად კატასტროფააა, და თან ღადაობა ისაა რომ ეს ყველაფერი შერკინების მოთამაშეების ბრალი სულაც არ არის!!!!!! ეს ყველაფერი არის იმ სტრატეგიის ბრალი რომელისაც ჩვენი რაგბი აწვება.. ხელით თამაში დინამიური თამაში ხო და დაწიყეს ახალი თაობის ბურჯებმა ვარჯიში სისწაფეში პასში ხო და მოუკლეს ვარჯიშს მიწოლაში!!!!!!!!!! და აჰა აი შედეგიც!!!!!!!!!!!!! ესე თუ გაგრძელდა ნარიაშვილის და ზირაქიშვილის დონის ბურჯეზე მომავალში ვეღარც კი ვიოცნებებთ......... ზირაქიშვილი არ არის დინამიური არც პასი აქვს სასწაული და ოფლოუდი, მაგრამ მაინც საუკეთესი იყო მსოფლიოში და აბა თუ გამოიცნობთ რატომ? იმიტომ რომ ეგ რომ აწვებოდა მოწინააღმდეგის შერკინებაში ძველის მტვრების ხმა ისმოდა აი ეგეთი უნდა იყოს ნამდვილი ბურჯი. აქ დაწერეს რომ მსოლიოზე სხვა შერკინება გვეყოლებაო აბა ერთი წამოიდგინეთ ნარიაშვილმა და ჟვანიამ ღმერთმა არ ქნას და გამოტოვონ მსოფლიო მერე ვრჩებით ლოცვის იმედად ხო?! ჩვენი ხაზის მაქსიმუმი რა დონესაც კი შეიძლება მივაღწიოთ უახლოეს 5-10 წელში ანუ რისი პოტენციალიც გვაქვს რეალურად არის ნუ ვთქვათ იტალიის ნაკრების ზამენის ხაზის დონე. აი შერკინებაში კიდე ნაღდად გვაქვს იმის პოტენციალი რომ გვაყავდეს ისეთი შერკინება რომლის დანახვის დროსაც ნებისმიერი ნაკრების შერკინების ბურჯები გვემალებოდნენ როგორც უელსი დაგვემალა ასე რომ თუ ძალიან მალე მოვინდომეთ იმის მიღწევას რასაც დრო და თაობები სჭირდება.. თან ამ დროს დავივიწყეთ ის ძლიერი მხარეები რისი შესაძლებლობაც გვაქვს და ნიჭიც. მივიღებთ საშუალო სტატისტიკურ ნაკრებს არაფრით გამორჩეული შერკინებით და საშუალო დონის ხაზით. ამ დროში განვითარდბა რაგბი ხო რაის ფიჯი.... ესპანეთთან და ბელგიასთნ მოგება გვექნება სანატრელი..
SS
ხალხო არ არის ფიჯისთან წაგება კატასტროფაა.. ეს მოსალოდნელიც იყო. მივიღეთ კარგი გაკვეთილი, მოკლედ არაფერია საგანგაშო იყო კარგი პირველი ტაიმი, ცუდი მეორე ტაიმი ნუ ეს ყველაფერი სამუშაო პროცესის ნაწილია ასევე გასაგებია რომ ფიჯისთან თამაშში ჩვენ არ გვყავდა ძირითადი შერკინება. მაგრამ ამის გამო ნაკრების კრიტიკა არ არის სწორი ნაკრებმა გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეეძლო ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და სულ ცოტა ეს მაინც უნდა დაფასოთ. აი შერკინებაში რომ გადაგვიარეს და გადაგვამტვრიეს ეს კი ნამდვილად კატასტროფააა, და თან ღადაობა ისაა რომ ეს ყველაფერი შერკინების მოთამაშეების ბრალი სულაც არ არის!!!!!! ეს ყველაფერი არის იმ სტრატეგიის ბრალი რომელისაც ჩვენი რაგბი აწვება.. ხელით თამაში დინამიური თამაში ხო და დაწიყეს ახალი თაობის ბურჯებმა ვარჯიში სისწაფეში პასში ხო და მოუკლეს ვარჯიშს მიწოლაში!!!!!!!!!! და აჰა აი შედეგიც!!!!!!!!!!!!! ესე თუ გაგრძელდა ნარიაშვილის და ზირაქიშვილის დონის ბურჯეზე მომავალში ვეღარც კი ვიოცნებებთ......... ზირაქიშვილი არ არის დინამიური არც პასი აქვს სასწაული და ოფლოუდი, მაგრამ მაინც საუკეთესი იყო მსოფლიოში და აბა თუ გამოიცნობთ რატომ? იმიტომ რომ ეგ რომ აწვებოდა მოწინააღმდეგის შერკინებაში ძველის მტვრების ხმა ისმოდა აი ეგეთი უნდა იყოს ნამდვილი ბურჯი. აქ დაწერეს რომ მსოლიოზე სხვა შერკინება გვეყოლებაო აბა ერთი წამოიდგინეთ ნარიაშვილმა და ჟვანიამ ღმერთმა არ ქნას და გამოტოვონ მსოფლიო მერე ვრჩებით ლოცვის იმედად ხო?! ჩვენი ხაზის მაქსიმუმი რა დონესაც კი შეიძლება მივაღწიოთ უახლოეს 5-10 წელში ანუ რისი პოტენციალიც გვაქვს რეალურად არის ნუ ვთქვათ იტალიის ნაკრების ზამენის ხაზის დონე. აი შერკინებაში კიდე ნაღდად გვაქვს იმის პოტენციალი რომ გვაყავდეს ისეთი შერკინება რომლის დანახვის დროსაც ნებისმიერი ნაკრების შერკინების ბურჯები გვემალებოდნენ როგორც უელსი დაგვემალა ასე რომ თუ ძალიან მალე მოვინდომეთ იმის მიღწევას რასაც დრო და თაობები სჭირდება.. თან ამ დროს დავივიწყეთ ის ძლიერი მხარეები რისი შესაძლებლობაც გვაქვს და ნიჭიც. მივიღებთ საშუალო სტატისტიკურ ნაკრებს არაფრით გამორჩეული შერკინებით და საშუალო დონის ხაზით. ამ დროში განვითარდბა რაგბი ხო რაის ფიჯი.... ესპანეთთან და ბელგიასთნ მოგება გვექნება სანატრელი..
Givi
ესეიგი ვიღაცეებს ჩვენი გმირი ბიჭები მარტო რუსეთთან თამაშისთვის უნდათ???
NIGHT
მოკლედ ვიტყვი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ჩვენი თამაში საქმე სხვა რამეაშია არ უნდათ თამაში ეტყობათ. რაღაცაშია საქმე არა ვარსკვლავებს არასოდეს ვწყვიტავდით მარა ნუ ასე უსუსურად უბრძოლველად თამაში არავისთან წაგვიგია პრობლემა სიღრმეისეულია ფედერაციაში ხომ არაა პრობლემები არ გამიკვირდებაა
Gigi
მოგესალმებით ყველას. მიხარია რომ ქართულ რაგბს ასე ხმამაღლა და გემრიელი კამათით განვიხილავთ. ფეხბურთში და არა მარტო ფეხბურთში იძულებულები ვართ უცხოურ კლუბებსა და ნაკრებებს ვუგულშემატკივროთ და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ამ ეტაპზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია (თუმცა იმედს ვიტოვებ ფეხბურთშიც დახელოვნდებიან:). ჩვენი მორაგბეების და სხვადასხვა სამწვრთნელო გუნდის წყალობით საკუთარი ქვეყნის ნაკრებს ვგულშემატკივრობთ და ბუნებრივია ნებისმიერი მარცხი გულს დაგვწყვეტსს ნებისმიერ მეტოქესთან. ჩვენი ნაკრები იზრდება და სწორი მიმართულებით ვითარდება. საშუალო დონეს სტაბილურად ვუმკლავდებით და მაღალ დონეზე შესაბამის მეტოქეებთან ხშირი თამაშით მივაღწევთ საწადელს. წარმატებები ჩვენს მორაგბეებს და წარმატებები თქვენ. იმედია ბევრჯერ გაგვიხარდება და უფრო და უფრო მეტად ვიამაყებთ ჩვენი ნაკრებით.
კანიბალი
აბა ჩვენ ყველა, ერთაირად ჯანზე ვართდა ყველკაფერი ერთნაირად წარმატებულად გამოგვდის? არაფერი არ გვეშლება? შეცდომებს საერთოდ არ ვუშვებთ? ჩვენს საქმეში ყოველთვის გამარჯვებულები ვართ? რაღაც ძლიან მალე ხომ არ დავიჯერეთ, რომ 6 ერის გარდა სხვა ყველასთან და ყოველთვის უძლეველები ვართ? პირდაპირ ვთქვათ რა ბაზისი გვაქვს ქვეყანაში ასეთ უკომპრომისო მოთხოვნებს, რომ ვაყენებთ? ვისაც ახლა ვგმობთ მწვთნელიან-მოთამაშიანად, ხალხია, ჩვენსავაით მათაც აქვთ შეცდომები და წარუმატებლობა. აი თუ მიაღწევთ და გამოცვლით მწვრთნელს, მერე არ იყოს თითზე კბენანი, არა ძველი ჯობდაო. ბევრი მაგალითი გვაქვს ფეზბურთი თუ სხვა სახეობებში (განსაკუთრებით ქართველების შემთხვევაში). არადა ღირსები ვართ კიდევ ერთი ასეთი მწარე და სანანებელი გაკვეთილი მივიღოთ, ჩვენი უამადურობით
დათო
ყველაფერი მილტონის ბრალი ყოფილა, ეროვნული დონე რომ არ პასუხობს საერტაშორისო დონეს, და ჯერ რომ დრო უნდა ამის აწევას, მილტონის ბრალია? რეალური, სულ ორი ათეული არგბისტია, ჰა საფრანგეტში საშუალო დონესე, რომ თამაშობენ და მოგვინდა ოკეანეთის წალეკვა...გადავხედოთ ჩვენს და მათ რესურსებს და პრეტენსიები ისე ხომ არ წავუყენოთ ბიჭებს ან თუნდაც მილტონს?
Roma
Cagebac aris da cagebac tamashi ras gavda? Rogor tamashobdnen elementarul shecdomebis korianteli... aseti susti nakrebit shekrebaze casvla ar sheidzleba.... iaponiastan azric ar aqvs im gamosacdeli bichebit tamashs... gamoicadnen eg bichebi da vnaxet rac sheudzliat erti 4celi jer nakrebis doneze ar miishvebian.... droa axalgazrduli nakrebis ragbistebs gza gavuxsnat
Roma
Dziritadi sherkinebis bichebi ar gvyavda nakrebshi da amitomac dagvchagres. Paqtia meore shemadgenloba sherkinebis nolia... arsad ar aris gamosacheni jer jerobit.... kakovini sul davicyebulia agar idzaxeben da mshvenieri burjia ras erchian? Ziraqishvili msoplioshi ert erti sauketesoa msoplioshi da uechveli unda dabrundes
soso
მაისაშვილი არის დაცვის მწვრთნელი და ვერ აკეთებს საქმეს, ყველა მეორე ტაიმში ყველა გუნდმა გადაგვიარა. დაცვა ნოლი. მეორეც მაისაშვილს თავის გუნდი ვერ გაუყვანია საქართველოს ჩემპიონატის სამეულში ორი წელია უკვე და ეხლა ნაკრები უნდა გაიყვანოს მსოფლიოზე? თუ ა ნაკრები რო ებარა რომელი თამაში მოიგო? საფრანგეთის ლიგებში ბევრი კარგი მწვრთნელია, რომელიც არც ძალიან ბევრს მოითხოვს და ნაკრებსაც წინ წაწევს. ( თუ არადა კითხეთ ბიჭებს და გეტყვიან, რომ ბევრი გამოთქვამს სურვილს) მაისაშვილი, ჰეიგი და მთლიანად ეხლანდელი სამწვრთნელო შტაბი გაცილებით დაბალი დონის არიან, ვიდრე ჩვენი ნაკრების წამყვანი მოთამაშეები. ბიჭებს წესიერი , მცოდნე ტრენერი ჭირდებათ.
კანიბალი
ფიჯი საერთო დონით ჩვენზე მაღლაა.საერთაშორისო დონეზეც უკეთეს კლუბებში ყავს მოთამაშეები. მუდამ უკეთესი სპარინგი აქვს -საუკეთესო გუნდებთან. ჰო წავაგეთ, ამხანაგურის დონის ერთი თამაში - დასრულდა ყველაფერი? ეს რა ჩასაფრებული არმია ყოფილა "აკოპებში" თუ "კატაკომბებში" - რა ვაი-უშველებელი ატყდა. ამდენი საქმეა გაკეთებული (ბაზისის გარეშე) - უკლუბებოდ - და ერთ წაგებაზე არ გამოცხადდა გლოვა? იმის მაგივრად რომ მოვეფეროთ და გავამხნევოთ ჩვენები - აუუუჰ ხედავთ თურმე დიდგორის ბრძოლა წაუგიათ და ეგ არის....
irakliy
ფიჯისთან ითამაშა ჩვენმა მეორე შერკინებამ, ანუ რეზერვმა. პირველი ხაზი მაქვს მხედველობაში. ტონგასთან საერთოდ მესამემ. ასეთ გუნდებთან ესეთი დასუსტებული პირველი ხაზით ვერ ვიხსენებ რომ გვეთამაშოს/ კი ბატონო, რუსეთის და ბელგიის დასაჯაბნად შერკინებაში რეზერვის რეზერვიც კმარა. ამ დონეზე კი ნურას უკაცრავად. ყოფლიყვნენ აბა დღეს ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი და ნახავდით მაგათ საცოდაიბას. პლიუს ნომინალური 8 ნომრის საერთოდ არყოლაც ძალიან სერიოზული დანაკლისია. ნაღდად არ მიმაჩნია ტრაგედიად შერკინების ასეთი სუსტი თამაში. თუმცა ფსიქოლოგიურად მართლა ძნელი საყურებელია. მე უფრო სXვა რამემ შემაშფოთა. ვერ დავინახე ის თავდადება და თავგანწირვა, რისთვისაც შეგვაყვარეს თავი ბიჭებმა. რაღაც თითქოს უნიათოდ ირჯებოდნენ. მომეჩვენა ვითომ? და კიდევ ვასკა მწყვიტავს ძალიან გულს. უნიჭიერესი და ერთ დროს ყველაზე პერსპექტიული ქართველი მორაგბე სრულიად საშუალო დონის მოთამაშედ ყალიბდება.
გელა
უკაცრავად, მაგრამ წარმატებებთან და წინსვლასთან ერთად მოთხოვნებიც გაიზრდება. აბა, თუ ვიძახეთ - პორტუგალიას ხომ უნდა მოვუგოთ და ფიჯიმ ხომ უნდა მოგვიგოსო - რაღას ვუყუროთ? თან, დღევანდელ ფიჯის რომ ეფრინა, ალბათ, ხმასაც არ ამოვიღებდით. ცუდი ის იყო, რომ თავიდან ცოტა "უცნაური" ლელოები ვაჩუქეთ, ბოლოს კი საერთოდ დავუწექით. ყველაზე ძალიან იმ ჭირისა მეშინია, რასაც მოტივაციის დაკარგვა ჰქვია - როცა ის, ვისაც დასამტკიცებელი "აღარაფერი" აქვს, ვეღარ პოულობს თავში ძალას, ბოლომდე დაიხარჯოს (ვინ იყვნენ ამის სამწუხარო მაგალითები, არ დავასახელებ). თუმცა მაინც იმედი მაქვს, რომ რაგბიში (მაინც) ეს არ გვემუქრება და ბიჭები თუნდაც უკვე იაპონიასთან თამაშში დაამტკიცებენ, რომ "ჩვენს ლომებს" ტყუილად არ ვეძახით და რომ ისევ ის ჩვენი ლომები არიან! სწორედ ამ ბიჭებმა აიყვანეს ქართული რაგბი ამ სიმაღლეზე და იმედია, რომ ღირსეულადვე გადასცემენ ესტაფეტას მომავლებს, რომლებიც ხვალ - დარწმუნებული ვარ - სერიოზულ ჩახაჩუხს აუყენებენ შოტლანდიელებს! :) მოკლედ, ძმებო, დილის 7 საათი იქნება თუ 5, თქვენ ისევ მთელი საქართელო გიყურებთ და გარწმუნებთ, რომ სათანადოდ აფასებს იმ დიდ მისიას, რომელიც ამ მისიის განხორციელებისათვის საჭირო ფიზიკურ და სულიერ მონაცემებთან ერთად გადმოგეცათ! გაგიმარჯოთ! მოკლედ, მე გადღეგრძელეთ, სპეციალისტებმა თავიანთი თქვან :)
პაატა
ამ ეტაპზე ფიჯი ჩვენზე ძლიერია და ვაღიაროთ ეს..ჩვენ სწორი გზით მივდივართ და ეს 20 წლამდელ ბიჭების მაგალითზე ჩანს.როგორც ვიცი ფიჯი ოპტიმალური შემადგენლობით იყო მოედანზე.თან სტუმრად ვთამაშობდით სრულიუად განსხვავებულ გარემოში.ჩვენ კი არა ბობოლა გუნდებს აქვთ ჩავარდნა.

შემოვლიენ სიდოურ ენაზეა ? :))))))))
პაატა
ჩემი აზრით საკამათო არაფერი გვაქვს, ნაკრების ბოლო თამაშები უფრო მეტად სერიოზული განხილვის საგანია. ყველაზე მეტად რა კითხვაც მაწუხებს ეს არის ჩვენი შერკინების ამჟამინდელი მდგიმარეობა. მადლობელი დავრჩები თუ ჩვენს რაგბში კარგად ჩახედული გულშემატკივარი ახსნის რატომ ვეღარ ვართ ისე მყარად შერკინებაში. დავიჯერო ამ კომპონენტში ტონგამ და ფიჯიმ განიცადეს ამხელა პროგრესი??? ჩვენი თამაშის ფუნდამენტი შერკინება იყო, რაც სათამაშო უპირატესობაზე მეტად უდიდეს ფსიოლოგიურ უპირატრსობას გვანიჭებდა (უელსთქნ თამაში დასტურია).
Musenbezi
რატო კამათობთ ხალხი ფიჯის ნაკრები ჩვენზე ძლიერი გუნდია და დამსახურებულად მოიგო... გადახედეთ ფიჯის უკანახაზელებს და მერე ჩვენსას რუსეთის და ჭ კლასის დონის გუნდებში მოთამაშეებს...

და შენ რა გინდა რომ გვიხაროდეს წაგება და ასეთი ცუდი თამაში? და სად ნახე უმადურობა და ბიჭებზე ცუდის თქმა ამ კომენტარებში? გვეამაყება ჩვენი გუნდი და უფრო მეტსაც ვითხოვთ, გამარჯვებას მათთან ერთად ვიზეიმებთ და წაგებას და შეცდომებს მათთან ერთად განვიცდით. რა არის ამაში შენთვის მიუღებელი? მწვრთნელობაზე არ გვაქვს პრეტენზია - სამართლიან გულშემატკივრობაზე და თამაშის სწორ აღმაზე მხოლოდ და გვინდა რომ ამ ბიჭებმა მხოლოდ წინ იარონ-გაუგებარია რამე?
რაგბი ჩვენი თამაშია
არაუშავს ბიჭებო ნამდვილად არაუშავს როდესაც 8 მატჩიდან ერთს აგებ არ შეიძლება მარტო ცუდზე ვისაუბროთ რაგბი ჩვენი თამაშია მე თქვენი მჯერა და მჯერა ჩვენი რაგბის მომავალის ძალიან კარგი ბიჭები მოდიან და ნამდვილად არის პროგრესი ჩვენს ნაკრებში ჩვენ წინ მივიწევთ მჯერა რომ ამ დამარცხებით ჩვენ უკეთესს დასკვნებს გავაკეთებთ მთავარი გამარჯვებები წინ დარჩა რა უნდა ვთქვა უაქ უმეტესი წილი კომენტარების წაკითხვის დროს იმის მაგივრად რომ ბიჭები გავამხნევოთ აქ მარტო იმას წერთ რა შეცდომები იყო და დამიჯერეთ ეს ნაკრებზე უფრო ცუდად იმოქმედებს მე მჯერა ჰეიგის და მჯერა ბიჭების. რაგბი ჩვენი თამაშია
vendeta
რავა ყველა პროფესორები ხართ და დაუნდობლები. ხალხო რა გინდათ თქვენ? ნაკრებმა არც წააგოს, არც შეცდომა დაუშვას, არც თაობათა ცვლიდან გამოწვეული პრობლემები გამოჩნდეს თუ რა? რავა ყველა ჰეიგს და ბიწებს ასწავლით ჭკუას? მსოფლიო ცემპიონატამდეც წავაგეთ ტონგასთან ვიშვიში ატხეთ აუუუ დავიქცით დავიღუპეთ. ჰეიგზე მეტი ძლიერები და ჭკვიანები თუ ხართ გამოდით მაგ ნიკებიდან და დაიწყეთ რაგბის მწვრთნელებათ მუშაობა. . უმადურობა ქვია მაგას რასაც აქ ჯღაბნით ბევრი. შმოვლიან ბიჭები ნახავენ და გული გაუტყდებათ მათ შრომას და გარჯას ასე რომ ღებულობს ბევრი ბრძენი. ტონგა, ფიჯი, სამოა, ყოველწლიურად ბელგიაზე, ესპანეთზე, რუსეთზე და გერმანიაზე ბევრად ძლიერ გუნდებს ეთამაშება და ხვეწს კლასს. ახლა ისიც გინდათ ჩავიდეს ნაკრები და 100% ყველა თამაში მოიგოს შეცდომა არ დაუშვას და ა.შ დაფიქრდით რა ცოტა სანამ რამეს დაჯღაბნიდეთ. ნაკრები ცოცხალი ორგანიზმია წვრთნა და პროცესი მიმდინარეობს გამუდმებით. იზრდება მომავალი თაობა ღირსეული ცვალა და ნელ ნელა წინ წავალთ. თუ ასეთი უმადურები გულსა რ მოუკლავთ ბიჭებს
მერაბი
ნაკრები წინ არ მიდის, ბოლო შეხვედრებმა გვიჩვენა რომ კრიზისია. ტონგასთან და საფრანგეთის მეორე ნაკრებთან უბრალოდ გაგვიმართლა. ეხლა გამოჩნდა სუსტი მხარეები. კრიტიკას თამაშის ხარისხის გაუმჯობესება უნდა მოყვეს. აქვს თუ არა სათანადო რესურსი მწვრთნელთა შტაბს? ფედერაციამ უნდა სასწრაფოდ გაანალიზოს ბოლო დროის შედეგები.
ვვვ
ფიჯისთან თამასის წინ დაინიშნა? აქამდე რატომ გვყავდა კარგი შერკინება?
shako
გაგვაპეს უბრალოდ მეორე ტაიმში სხვა ვერაფერს ვუწოდებ იმას რასაც ვუყურე
zviads
მილტონმა 2 წელია უკვე ამოწურა შესაძლებლობები, ჩვენებს შეცვლაც უნდოდათ, მაგრამ ფული არ ქონდათ უფრო მაღალი კლასის მწვრთნელის მოსაყვანად. თუ იაპონიამაც გადაგვიარა მე ვფიქრობ მაისაშვილმა უნდა გაიყვანოს მსოფლიოზე ნაკრები. ისე კი ზოგადად რაგბისტებს მადლობის მეტი რა ეთქმით გულშემატკივრებისგან, თანაც უკეთესი თაობა გვერზრდება.. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის დარწმუნებული ვარ!!
zviads
შერკინების მწვრთნელი გვყავს ავსტრალიელი, რომლის შერკინებაც ერთ-ერთი სუსტია პირველ თორმეტეულში..
x
უღიმღამო, უხეირო თამაში იყო. ფაკტიურად ლელოები დავარიგეთ. ახლა იაპონიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ, უნდა გამოვცოცხლდეთ.
Roma
Eqsperimentebis dro agar aris... droa davicyot gundis shekvra... dziritadi sastavi unda shegvekra da ise chavsuliyavit kundzulze aba aset chasvlas ra azri aqvs tu ici rom waageb mag sherkinebit rusetsac ver movugebt.. ziraqishvili gorgodze sascrapod msopliostvis nakrebshi dabrundnen... da lobjanidzisgan tu rame gamova arvici upro gapiarebul moragbes gavs. Axalgazrdulshi mshvenieri bichebi arian dasamatebelia iqidan xalxi... tu gamosacdilebis misagebad migyavt xalxi cesieri mainc caiyvanet ras gavs es tamashebi bolo 3tamashi
რა გჭირთ ხალხნო!!!
გასაგებია რომ წავაგეთ და არავის არ გვიხარია მაგრამ რა ჩასაფრებულებივით ხართ ზოგზოგიერთები, თითქოს გსიამოვნებთ ცუდის დაწერა. ვისიამოვნოთ იმით რაც გვაქვს რაგბში, გაიხსენეთ რამდენი ბედნიერი წუთები უჩუქებიათ ჩვენთვის ჩვენს რაგბისტებს და წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები გველოდება დარწმუნებული ვარ. კრიტიკა კი ბატონო მისაღებია, მაგრამ აქ რასავ ვხედავ, კრიტიკაზე მეტია ეს. რა უბედურება და რა უმადურობა გჭირთ!
a
აქ უმადურობაზე არაა ლაპარაკი, უბრალოდ ყველა დიდი ხანია ვხედავტ რომ ნაკრები უკან მიდის ყველა ასპექტში.არცერთი სათამაშო რგოლი გაუმჯობესებული არაა წინა მსოფლიოს შემდეგ, პირიქით, ერთი შერკინება გვქონდა დარჩენილი და მაგასაც ნელნელა ვთმობთ, მთავარია გამოსწორდეს, ესაა კრიტიკის აზრი.
ავიცენა
გასაგებია ეგ, მაგრამ მე ზოგად ტენდენციაზე ვსაუბრობ, მაშინ უნდა ითქვას რომ ვერ ვპროგრესირებთ და პრეტენზიებიც არ უნდ აგვქონდეს რომ კუნძულელებზე, იტალიაზე, იაპონიაზე, აშშ-ზე მაღლა ვდგავართ, არც იმაზე რომ რუმინეთს ძაან აღვემატებით. მოვა ეგ თამაშებიც, იაპონიასთანაც, იტალიასთანაც და ეჭვი მაქვს რომ შედეგად რეიტინგში საგრძნობლად დავქვეითდებით, ნუ მე-15 პოზიციამდე, არ ვიცი სამოასთანაც თუ მოგვიწევს შემოდგომაზე თამაში, იმიტო რომ საერთო სტატისტიკაც ეგ თამაშიც დაადასტურებდა სავარაუდოდ. ისტერიკაში არავინ ვარდება, უბრალოდ ფხიზლად ყოფნაა საჭირო, რომ ეს წინსვლა არ გავანიავოთ და მალევე გამოვასწოროთ თუ რამ ხარვეზია, რათა 2019ის ჩემპიონატს თავაწეულები შევხვდეთ და 2020 წლიდან უკვე 6 ერის გაფართოება დღის წესრიგში დადგეს, ნუ თუ რამე ამბიციის მაგდაგვარი შეგვრჩა, თუ არადა ვიყოთ ასე, ვახაროთ გულები რუსებთან მოგებით და გადავაოლოთ ფსევდო პატრიოტულ გამოვლინებებს ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის სახეობის განვითარება, არ გამოვა ეგრე. პ.ს ახალი თაობის ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც 5 წლის მერე მყარად ვიდგებით მსოფლიო რაგბის ქვეყნების 10ეულში, იტალიის, არგენტინის, ირლანდიის, უელსის თუ შოტლანდიის გვერდით
zaza
მსოფლიოზე რო დადებენ ამათ ჩვენები მერე კრიტიკოსებიც დაიმალებიან ეგ არაფერი ხდება ფიჯი ისედაც არარის ხელწამოსაკრავი გუნდი და ექვსი ერის გუნდებიც ყავს დამარცხებული მთავარია მსოფლიოზე რას ვიზამთ ეგარი მთავარი.
ზაზა
და ზოგჯერ მისი უკან წაღებაც....
სოსო
ბევრჯერ წაგვიგია ლევან,ამაზე დიდი ანგარიშითაც,მაგრამ ბიჭებისათვის მადლობა გადაგვიხდია იმ ბრძოლისა და თავდადებისათვის,რასაც მაშინ ამჟღავნებდნენ.ახლა კი სულ სხვა სიტუაციაა,მე პირადად არ მახსოვს ჩვენი ნაკრები ასე ხელებ ჩამოშვებული,რაც მეორე ტაიმში ვნახეთ.გუნდური თამაშის კვალიც აღარ დარჩა,ლიდერობაც ვერავინ აიღო თავზე და გაჩერდა გუნდი.საერთოდ ვერაფერი შევქმენით მეორე ტაიმში,აღარ იცოდნენ როგორ ეთამაშათ.ეს მეორე ტაიმში,მაგრამ პირველ ტაიმშიც კი,რომელიც მოვიგეთ,უკვე აშკარად იგრძნობოდა მობილიზების დეფიციტი და ის ორი უმარტივესი ლელოც მაგის დასტურია,მეორე ტაიმში კი ხომ სულ...
antaress
არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა ჩემის აზრით გარდა შერკინებაში წაგებისა რაც უფრო მაღლა ავალთ და უფრო მეტ მაღალი დონის გუნდებს ვეთამაშებით რასაც ვითხოვთ წაგებებიც იქნება საფრანგეტიც განადგურდა ზელანდიასთან მაგრამ რა ამით არაფერი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ რაკარგია ყოველ წელს ჩახვიდე კუნძულებზე და სულ მოგებული მოდიოდე ეგრე არ არსებობს უბრალოდ ეს თამაში უნდა როგორც ცუდი კოშმარი დავივიწყოთ და მოვემზადოთ იაპონიისთვის და კიდე დიახ ბატონებო მზადვართ 6 ერისთვის ჩვენ რომ იქ ვთამაშობდეთ ბევრად დახვეწილი გუნდი გვეყოლებოდა
დათო
ყოჩაღ, კარგია, ოღონდ ცოტას დავამატებ: ასევე ჩევენი სპორტია უმადურობა, დაუფასებლობა, იმპულსურობა - და რაც ყველაზე მთავარი დაუნახაობა.
იბნ სინა
ირლანდიაც, აგებს ინგლისიც, შოტლანდიაც და ახალი ზელანდიაც. ყველა აგებს და აგებს მნიშვნელოვანი სხვაობით, ისტერიკაში არავინ ვარდება რა ვქნათ ამ ერთი წაგებისთვის - გადავთავალოთ ყოველი მეხუთე და დვხვრიტოთ?

შარშან ამერიკასთან თამაშის მერე ვთქვი რომ არ ვიტავით 6 ერისთვის მზად და გადამიარეს -მოიგეს და რა გინდაო არადა თამაშის ხარისხმა დამტოვა უკმაყოფილოდ. იმის მერე ვიგებდით თამაშებს, მაგრამ თამაშის ხარისხი ძალიან დაბალი იყო. ამ ტურნირზე ვფიქრობდი რომ დაგვანახებდნენ რეალობას მკაფიოდ, მაგრამ იაპონიასთან ვფიქრობდი ამას და არანაირად ფიჯისთან. რას გავდა ეს თამაში გაუგებარია - საკუთარი შერკინებების წაგება 5 მეტრში ჩათვლის ხაზთან ??? ასეთი რამ ვისაც არ უნდა ეთამაშო წარმოუდგენელია. 2 წელია შერჩევა მიდის ხალხისო, 2017-დან უკვე საფუძვლიან მომზადებას ვიწყებთო, მაგრამ . . . არ ვიცი 1 წელში როგორ უნდა დალაგდეს გუნდის ბირთვი. წააგეს და რა ამბავი ატეხეთო ნუ დაიწყებთ ზოგ-ზოგიერთები, თამაშის ხარისხზე ვართ გულდაწყვეტილები და იმაზე რომ ეს ყველაფერი ლოგიკური იყო ბოლო წლების დაღმასვლის შესაბამისად. პ.ს. ლობჟანიძემ იკუსვლა გააკეთა სამწუხაროდ 2015-ის მერე და 9 ნომრის ასეთი თამაშის დონით საერთოდ როგორ ვაპირებთ რამე შედეგის მიღწევას.
შორს გადაფურთხება ჩვენი თამაშია
ხოლო რაგბი ფიჯის თამაშია
imereli
ეს ყველაფერი ძვირფასო მეგობრებო იწყება ნოემბერში ამერიკასთან შემთხვევითი მოგებით. აშკარად ჯობდა მაშინ მიგვეღო მწარე ალიყური სახეში და გონს თავის დროზე მოვსულიყავით. ახლა კი რა გვაქვს? ანალოგიურად ბარბაროსებთან და ტონგასთან შემთხვევითი გამარჯვება და დღეს ძლიერ გუნდთან სამარცხვინო წაგება. შეიხლებოდა ეს თამაში დაგვეთმო მაგრამ თუ წავაგებდით ვაჟკაცურად წავაგებდით. დღევანდელი კატასტროფა შედეგითაც და მატჩის მიმდინარეობითაც სწორედ რომ შემთხვევითი ერთქულიანი გამარჯვებების ბრალია ნოემბერში ამერიკით რომ დაიწყო.
მწვრთნელიიი...
თავისთავად წაგება არ არის დიდი ტრაგედია, მით უმეტეს სატესტო თამაშში! აქ სხვაგვარ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვაგებთ მეორე ტაიმს. ეს ფიზმომზადების ბრალია თუ ტაქტიკური პრობლემები გვაქვს ფაქტი სახეზეა. დღეს მეორე ტაიმში ვიხილეთ სრულიად დაუძლურებული და თითქოსდა უმოტივაციო გუნდი. შეხედეთ ტონგამ და ფიჯიმ შერკინებაში რამხელა პროგრესი განიცადეს! ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ფორმაციის ნაკრებს პროგრესირების რესურსი გააჩნია!!!
ლევანი
რა იყო, ვის არ წაუგია? უარესი ანგარიშიტაც წაგიათ ჩვენზ ეუფრო სახელოვან ქვეყნებსაც. დიახ, ეს სატესტო ტამაშებია და უნდა წააგო ზოგჯერ, და სწორად შეაფასო. ყველას დახვრეტა, ყველას ჩამოხრჩობა!
ავიცენა
არ დაგვავიწყდეს, რომ შარშან მოგებული მატჩი აშშ-სთანაც იღბლის წყალობით შეგვრჩა, მათ ბოლო წუთზე გარდასახვა ვერ შეასრულეს და 21-20 მორჩა თამაში,ჩვენი დონის გუნდებად რომ ითვლებიან, მათთან აქამდე უფრო იღბლის წყალობით ვახერხებდით გამარჯვებულად გამოსვლას,მაგრამ ფიჯისთან მატჩმა ყველაფერს სახელი დაარქვა,უკვე ესპანეთთან, რუმინეთთან და რუსეთთანაც გვიჭირს დამაჯერებელი გამარჯვების მიღწევა, თითო ოროლა ლელოს ისინიც გვიდებენ
ირაკლი
ელექტრო სკამი ჯობს! გილიოტინა დაძველდა...ბომბი თერმობირთვული, ერთი ფესის დაცდენა და ეგრევე
beeq.777
თუ წავაგებდით მეგონა ხაზში დავიჩაგრებოდით და წავაგებდით და აგერ შერკინების გამო არდავთმეეთ ჩემდაგასაკვირად. მიზეზები: პირველ ხაზში შეცვლებმა ვერგაამართლა, ნომინალური რვანომრის არყოლამ დიდი უარყოფითი როლი შეასრულა, ასევე მესამე ხაზში როცა ამდენი ბოჭვაა გასაკეთებელი და ესეთი მასიური მორაგბეების წინააღმდეგ აუცილებელიიყო 2 მესამეხაზელის დაყენება შეცვლაზე, გავწყვიტეთ ვიტო და ცუცქირიზე შეცვლის გარეშე რისი შედეგიც ბოლო ლელო იყო. დავიწყეთთუარა შერკინების და მოლების დათმობა შედეგმაც არდააყოვნა და მოიშალა მწყობრი შეტევა და ყველანაერი სქემა აირია და უპირადეტობაც დაიკარგა განსაკუთრებით მეორე ტაიმში . სწორი ტაქტიკით გვეთამაშა ფიჯი და დამსახურებულად მოიგო. ამ თამაშშის 60 წუთი ვისწავლეთ ის როგორ არ უნდა ეთამაშო ფიჯის და 20 წუთი ვისწავლეთ ის როგორ უნდა ეთამაშო ფიჯის თუ გინდა მოუგო. ძალიან არმომწონს მეორე თაიმის დათმობის ტენდენცია ასევე. ფიჯისთან უქულო მეორე თაიმი, ტონგასთან მხოლოს 3 ქულა და ბარბაროსებთანაც ჩაგდებული მეორე ტაიმი თუ თამაში არა. მადლობა და წარმატებები ბიჭებს იაპონიასთან და ხვალ U-20 შოტლანდიასთან.
111
ძლივს წააგო საქართველომ და ეხლა დაიწყეს კრიტიკა. რა შუაშია 6 ერი? საქართველოზე ძლიერები იქ არ თამაშობენ. სხვათაშორის ფიჯიმ დაარბია იტალიაც და შოტლანდიაც. ახალი ზელანდიაც აგებს და არავინ აკრიტიკებს ამის გამო. ირლანდიასთან წააგეს. ეგ არ არის ფანობა. ისე როგორ ასახავს პოლიტიკასაც ქართული მენტალიტეტი პირდაპირ.
mamulo
27-0 მოგვიგეს მეორე ტაიმი!!!! თან შერკინება გაგვიფარჩაკეს ხალხნი!!! ნუ კომენტარი ზედმეტია.დააბრუნეთ ზირაქაშვილი და გორგოძე მსოფლიოსთვის მაინც,თორემ მივიღებთ დიდ შემოლაწუნებას. სამწუხაროა მაგრამ იაპონიაც მოგვიგებს ასეთი თამაშით. ამ ჩვენს შერკინებას რა დაემართა ვერ გავიგე.
პპპ
ვითომ რატომ უნდა მოგვეგო ფიჯისთვის?! განვლილი წაუგებელი 7 თამაშიდან ვისთან შევძელით დამაჯერებლად გამარჯვება და რა თამაში ვაჩვენეთ?! საკმაოდ მცირე სიახლეები იყო ჩვენს თამაშში და შედეგიც სახეზეა. როგორც კი შერკინებაში გაგვიჭირდება ევრევე გვენგრევა თამაშის მონახაზი. არ მინდა შევეხო ჩვენს სამწვრთნელო შტაბს, იმედი მაქვს გაცილებით მცოდნე რაგბის გულშემატკივარი დადებს სიღრმისეულ შეფასებას
სოსო
ფიჯის ნაკრებთან წაგება სამარცხვინო არაა.სამარცხვინოა ასე წაგება.მოდით ვაღიაროთ,რომ ეს ბოლო სამი თამაში ჩვენი ნაკრები თავის თავს არ ჰგავს და გუნდი სულ უფრო დაბლა ეშვებოდა.ბარბაროსებთან შემთხვევით გამარჯვება,ტონგასთან ძლივს გამარჯვება და ფიჯისთან მეორე ტაიმში მთლად გაჩერებული გუნდი,რომელსაც ხელში არავითარი კოზირი აღარ ჰქონდა.ეს არ იყო გამარჯვებისათვის დამუხტული ნაკრები,რომლის ნახვასაც მივეჩვიეთ და რომლის გამოც ასე შეგვაყვარეს თავი,ეს იყო მოდუნებული ნაკრები,რომელსაც იმ წუთში ბრძოლას,ფიჯის პლაჟებზე დასვენება ერჩია.არ ვიცი,შთაბეჭდილება მრჩება რომ გუნდში რაღაც გაიბზარა,თითქოს მიზანი დაჰკარგესო.მეშინია გუნდში, შიგნით არ აირიოს სიტუაცია.იაპონიასთან თამაში ბევრ კითხვას გასცემს პასუხს,მაგრამ თუ ასეთი სათამაშო დისციპლინით და განწყობით ვითამაშებთ,ისინი კიდევ უფრო მაგარ ალიყურს შეგვაჭევენ და ღირსებიც ვიქნებით
პაატა
ფიჯელებსშლ ტექნიკაში უდიდესი იპირატესობა რომ ექნებოდათ ამას ველოდი, მაგრამ ფიზიკურად ასე თუ დაგვჩაგრავდნენ ნამდვილად არ მეგონა. უკვე მეორე თამაშია როდესაც მეორე ტაიმში პირწმინდად ვაგებთ შერკინებას, რაც გუნდის თამაშის პარალიზებას იწვევს და ტაქტიკური ალტერნატივაც არ გაგვაჩნია. შეიძლება ვცდები, გუნდის თამაშში აშკარა რეგრესია. დიდი იმედი მაქვს სამწვრთნელო შტაბი შეძლებს სწორი დასკვნების გამოტანას და დასახავს გნაკრების განვითარების ეფექტურ გეგმას.
რაგბი ჩვენი თამაშია
გილოოტინა არ დაგავიწყდეთ ვითომ გულშემატკივრებო
irakli81
მდააა... რა ვთქვა არ ვიცი, კი ველოდი რი ფიჯი მოგვიგებდა, მაგრამ ასე? შერკინებაში მაინც რა დაგვემართა? თავს იმით ვიმშვიდებ. რომ წინა მსოფლიოს წინ ტონგასთანაც წავაგეთ უშანსოდ და შემდეგ მსოფლიოზე ვძლიოთ. ზოგი იმასაც ამბობდა მაშინ თამაში დავუმალეთ ტონგასო. ვითომ იგივე გამეორდება? არ ვიცი, არ ვიცი ყოველ შემთხვევისთვის პირველ ტაიმში საკმაოდ ნორმალურად თამაშობდა გუნდი. მეორე ტაიმი კი უკვე მერამდენედ ჩავაგდეთ. მინდა მჯეროდეს, რომ ამ თამაშში ფიჯის ჩვენი ძლიერ მხარეები დავუმალეთ და მსოფლიოზე მოვუგებთ.
გიგილო
ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი შერკინების ასეთ დაჩაგვრას... ესე კატასტროფულად წაგებაც ამის ბრალია, ფსიქოლოგიაზე იმოქმედა მთლიანი გუნდის
ქართველი სპორტსმენების გულშემატკივარი
მწვრთნელი უნდა შეიცვალოს

მეორე ტაიმში ქულა არ აგვიღია. ფიჯიმ სარაგბო გაკვეთილი ჩაგვიტარა -შერკინებაში, მოლში და საერთოდ ყველაფერში დაგვჩაგრა. მორჩა ლოზუნგების დრო- ყოჩაღ ბიჭებო და მადლობა ბრძოლისათვის ! ჩვენი შერკინებიდან გვართმევდნენ ბურთებს ხუთმეტრიან ზონაში!!!! ასე რომ დროა მიწაზე დავეშვათ და 6 ერზე ფიქრის მაგივრად მსოფლიოსთვის მოვემზადოთ სათანადოდ
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ბორჯღალოსნები" | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან
"ბორჯღალოსნები" | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს