ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქალთა მორიგი ტიტული

ქალთა მორიგი ტიტული

პრაღაში გამართულ ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე შორენა შარაძე (64 კგ) ჩემპიონი გახდა
პრაღაში დასრულებულ ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს 7 ქართველი ჭიდაობდა. აქედან 6 ბიჭი იყო და 1 გოგო. საბედნიეროდ, 7-ვე მათგანმა მედალი მოიპოვა, თუმცა ამათგან სწორედ იმ ერთადერთი გოგოს მიღწევას გამოვარჩევთ - შორენა შარაძე 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ეს წარმატება იმიტომ გამოვარჩიეთ, რომ ბიჭებისგან ეს არ გვიკვირს, ქალთა ჭიდაობა კი საქართველოში ახლა იდგამს ფეხს. შეგახსენებთ, რომ შარშან ახალგაზრდა სამბისტთა შორის ნინო ოძელაშვილმა (70) მსოფლიოს პირველობა მოიგო, ახლა კი ევროპის ჩემპიონიც გვყავს. ამდენად, ოძელაშვილის შემდეგ ქართულ საჭიდაო სახეობებში ახალი ფურცელი შარაძემაც ჩაწერა. იმედია, ეს გოგოები მედლებს ძიუდოშიც მოიპოვებენ, სადაც ეროვნულ ნაკრებში ირიცხებიან.

კვირას ჩვენი გუნდის საერთო მონაგარი 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო გახდა. იმ 2 ოქროდან 1 შარაძის ანგარიშზეა, მეორე კი ახალგაზრდა ბიჭების ტურნირში მოასპარეზე მიხეილ ნარიმანიძემ (100) მოიპოვა. ამავე ასაკში ბადრი ჯანიაშვილის შეგირდებს კიდევ ორი ოქროს მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ ვახტანგ ჩიდრაშვილიც (57) და გიორგი პაპუნაშვილიც (74) ფინალებში დამარცხდნენ. ბრინჯაოები მთლიანად ჭაბუკთა ნაკრების მონაგარია - პრიზიორები თორნიკე მუზაშვილი (56), მიხეილ მეზურნიშვილი (70) და ალექსანდრე მილდიანი (87) გახდნენ.

ამდენად, ჩემპიონატზე ჩვენი გუნდების საერთო გამოსვლა ასეთია: ახალგაზრდების ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა, რაც ხარისხების მიხედვით თანაბრად გაანაწილა - სამივე სინჯის 3-3 ჯილდო ირგუნა. ნარიმანიძის გარდა, ჩემპიონები ლევან ბერბერაშვილი (48) და ზვიად კაპანაძე (68) გახდნენ. ჩიდრაშვილისა და პაპუნაშვილის მსგავსად ვიცე-ჩემპიონობა გივი ნადარეიშვილმაც (52) მოიპოვა, ბრინჯაოები კი ლაშა ზურაბიანს (82), გიორგი ნოზაძეს (90) და სლავა რეზესიძეს (+100) ერგოთ. ამ ნაკრებიდან უმედლოდ მხოლოდ ერთი კაცი დარჩა - ივანე გოგიაშვილი (62), რომელიც მეშვიდეზე გავიდა.

ჭაბუკთა მონაგარი უფრო მწირია - 1 ოქრო და 4 ბრინჯაო. ამ ასაკში ევროპის ჩემპიონი ბექა ტუღუში (65) გახდა, მესამე ადგილებზე კი ვარლამ შალიკაშვილი (52) და ის სამეული გავიდა, ზევით რომ მოგახსენეთ.

შარაძის წონაში მხოლოდ ხუთი მონაწილე ჭიდაობდა, ჩვენებურმა კი ქვეჯგუფში სლოვენიელ პოლინა ლამპეს და ლიტველ ინესა ვალინჩუტეს მოუგო, ხოლო ფინალში რუსი ვიქტორია ბარულინა დაამარცხა. ექვსი მონაწილე იყო ნარიმანიძესთანაც, ჩვენებურმა კი ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე მოლდოველ დენის ტაკის, ბულგარელ მიროსლავ დებრელიევს და რუს ილია ლუკაშუკს აჯობა. პაპუნაშვილმა სლოვენიელ ნერმან დედიჩს, ლიტველ ანტონ ბარლიტს და ბელარუს ტსიმაფეი ემელიანაუს მოუგო, ფინალში კი რუს გეორგი ლებედევთან დამარცხდა. 57-შიც ექვსი მონაწილე გამოდიოდა, ჩიდრაშვილმა კი რუს დანიელ პონომარენკოსა და ბულგარელ ცვეტან ლაზაროვთან გამარჯვებების შემდეგ ფინალი ბელარუს ალექსანდრ ლიასოსთან დათმო.

ჭაბუკებიდან მილდიანი მომავალ ჩემპიონთან, რუს რუსტამ შალახოვთან დამარცხდა, მუზაშვილმა და მეზურნიშვილმა კი მომავალ ვიცე-ჩემპიონებთან წააგეს, შესაბამისად, სომეხ ჰოვანეს ალექსანიანთან და რუს სულთან ალხაზუროვთან.

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა