ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მუსულმანური სპორტის სირცხვილი

მუსულმანური სპორტის სირცხვილი

აზიის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქალი სპრინტერი რაკია ალ-გასრა ორი წლით არის დისკვალიფიცირებული.

აზიის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქალი სპრინტერი რაკია ალ-გასრა ორი წლით არის დისკვალიფიცირებული. 28 წლის ბაჰრეინელი სპორტსმენი 2011 წლის 16 სექტემბრამდე ვერ შეძლებს ტურნირებზე გამოსვლას. მძლეოსნობის საერთაშორისო ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბაჰრეინელმა დადებითი დოპინგტესტი გასულ წელს ჩააბარა.

ანალიზმა ორგანიმზში აკრძალული პრეპარატის კვალი დაადასტურა, რის შემდეგაც მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტსმენს ორწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა. მოქმედი წესების თანახმად, ალ გასრა 2012 წლის ოლიმპიადაზე ვერ შეძლებს გამოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიკაციას 2011 წლის შემოდგომაზე გასდის ვადა.

ალ გასრას დოპინგში გამოჭერა - მეტად ხმაურიანი სკანდალია. მასშტაბებით ის არ ჩამოუვარდება ბაჰრეინის მეორე ცნობილი წარმომადგენლის, რაშიდ რამზის სკანდალურ დისკვალიფიკაციას.

ამ წლის დასაწყისში საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორეს ქვეყნის ყველაზე ცნობილი სპორტსმენი რაშიდ რამზი. მან პეკინის ოლიმპიადაზე ბაჰრეინს ისტორიაში ოქროს პირველი მედალი მოუტანა - 1500 მეტრზე სირბილში. წარმოშობით მაროკოელმა რამზიმ 2002 წელს სპეციალურად შეიცვალა მოქალაქეობა საკუთარი სპორტული ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ახლა იძულებულია დააბრუნოს მედალი, თუმცა კვლავინდებურად უარყოფს დოპინგის მიღებას.

IAAF-მა რამზის დაუტოვა მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონატზე 800 და 1500 მეტრზე მოპოვებული ოქროს მედლები, მაგრამ მისი სპორტული ღირსება საბოლოოდ დაზარალდა.

ალ გასრამ მუსულმანურ სპორტში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. სპორტული კარიერის დასაწყისში კალათბურთელი იყო, მაგრამ 19 წლის ასაკში მიმართულება შეიცვალა - სწრაფი გოგონა მძლეოსნობაში გადავიდა. რამდენიმე ახალგაზრდული ტურნირის მოგების შემდეგ, მისმა მწვრთნელმა ქალთა მძლეოსნობის მხარდაჭერის სპეციალური პროგრამის პროპაგანდა დაიწყო. საქმე ისაა, რომ ბაჰრეინში გოგონებს მხოლოდ სპორტის გუნდურ სახეობებში გამოსვლის უფლება ჰქონდათ.

მძლეოსნის კარიერის გასაგრძელებლად რაკიას საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა მოუწია. ისლამის ფუნდამენტალისტური მიმართულების წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ქალების მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მით უმეტეს, თუ ეს მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე ხდება. მათი რეაქციის შესარბილებლად სპორტმენი სარბენ ბილიკზე "ჰიჯაბით" გადიოდა - სპეციალური კაპიუშონიანი კომბინეზონით, რომელიც თავად შექმნა.

მუსულმანურმა პორტალმა Al Jazeera-მ რაშიდ რამზის დისკვალიფიკაციის კომენტარისას რაკია ალ გასრას მაგალითი მოიყვანა. კორესპონდენტმა მას "დიადი მისაბაძი მაგალითი" უწოდა. "პატიოსანი, სტუმართმოყვარე და მოკრძალებული", - ეპითეტებს არ იშურებდა ჟურნალისტი. ამიტომაც გასაკვირი არ არის, მუსულმანურ სამყაროში ამდენი მიმდევარი რომ ჰყავს. თუმცა თავად მორბენალმა ბედის ირონიით, მისაბაძ მაგალითად ამერიკელი მერიონ ჯონსი აირჩია, რომელიც ასევე დოპინგის მიღებაში იყო დადანაშაულებული.

2004 წელს ალ გასრამ გამოწვევა ესროლა ფუნდამენტალისტებს, როცა ათენის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე შორს წასვლა ვერ შეძლო, მაგრამ ამან კიდევ უფრო წააქეზა ათლეტი.

თავის მეორე ოლიმპიადაზე რაკიამ 100 და 200 მეტრ დისტანციებზე მიიღო მონაწილეობა და "გრძელ სპრინტში" ნახევარფინალს მიაღწია. ის აგრეთვე თავისი ქვეყნის ნაკრების მედროშე იყო გახსნის ცერემონიაზე.

"მას შეეძლო უფრო ჩქარა ერბინა, - ამბობს მისი მწვრთნელი. - მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მძლეოსნობაში გვიან მოვიდა და ჩვენ სხვებზე ორჯერ მეტი მუშაობა გვიწევს".

მაგრამ ახლა მუსულმანურ სამყაროში ქალთა სპორტის მომავალი საფრთხის წინაშე დადგა. საერთო სურათს ამძიმებს მსოფლიო სპრინტის ცხოვრების სხვა სკანდალური ფაქტები: ივლისში ტურნირებიდან მოკვეთეს ქალთა სპრინტის ვარსკვლავი, იამაიკელი შელი-ენ ფრეზერი. 100 მეტრზე 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი და მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული აკრძალული პრეპარატის მიღებაში გამოიჭირეს, თუმცა სპრინტერი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ცეცხლზე ნავთი დაასხა სკანდალურმა კანადელმა სპრინტერმა ბენ ჯონსონმა, რომელსაც ყველანაირი ტიტული ჩამოართვეს დოპინგის გამოყენების გამო. ის სპრინტში თანამედროვე მიღწევების კომენტარით გამოვიდა.

1988 წელს მიღებული დისკვალიფიკაციის შემდეგ მან დოპინგის მიღება აღიარა და განაცხადა, რომ "ჩემს დროში დოპინგის გარეშე მაღალ დონეზე გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო".

კანადელმა ამჯერადაც დაადასტურა თავისი სიტყვები და ახსნა, რომ მაღალ შედეგებს მძიმე შრომით მიაღწია, სტეროიდები კი ენერგიის სწრაფად აღდგენაში ეხმარება. რაც შეეხება დღევანდელი ლიდერების მიღწევებს, ჯონსონი კმაყოფილია თანამედროვე სპრინტით, თუმცა წარმოდგენა არ აქვს, როგორ ვარჯიშობს უსაინ ბოლტი და როგორ აჩვენებს ფანტასტიკურ წამებს.

ამასთან, სკანდალური სპორტსმენი აღნიშნავს, რომ "ადამიანს შეუძლია ასი მეტრი 10 წამზე ნაკლებ დროში გაირბინოს, ოღონდ რეგულარულად ეს შეუძლებელია - მხოლოდ ერთხელ სეზონში, ფორმის პიკზე".

ლელო

ცნობა მიეცით, რომ ავადაა, თორემ მეზობლები იმნაირს ეძახიან :)))))))

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]

ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა

"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!