ილიას ზუროსმა ჩეხეთში ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად 14 კალათბურთელი წაიყვანა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები რამდენიმე საათში ჩეხეთში გაემგზავრება. ილიას ზუროსის გუნდი თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის გავლით პრაღაში 20 ივნისს, გამთენიისას ჩაფრინდება, სადაც 22 და 23 ივნისს 2 საკონტროლო მატჩს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დარჩენილი 2 მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდს ჯგუფში 2 საშინაო მატჩი აქვს ელის – 29 ივნისს სერბეთთან, ხოლო 2 ივლისს – ავსტრიასთან.

ამ ნაკრებებთან ერთად ჩვენს ჯგუფში გერმანიაც არის, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და ლიდერია. შემდეგ მოდიან სერბეთი, საქართველო და ავსტრია. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მომდევნო – მეორე ეტაპზე 3 საუკეთესო გადის, რომლებსაც ამ ჯგუფში მოგროვილი ქულები მიჰყვებათ. საქართველოს მიზანია, ჯერ ჯგუფის სამეულში მოხვდრა გაინაღდოს, შემდეგ კი, რაც შეიძლება, მეტი ქულა დააგროვოს.

ილიას ზუროსმა ჩეხეთში 14 კალათბურთელი იხმო. ნაკრებს პრაღაში არ ეყოლება თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი, რომლებიც ჩეხეთიდან დაბრუნებულ ეროვნულ გუნდს თბილისში დახვდებიან. 14-კაციანი შემადგენლობა ბერძენმა სპეციალისტმა დღეს, “დინამოს” ბაზაზე დაასახელა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

გიო
აქ ბოისა იქ დვალიშვილი :))
ირაკლი
ბოისამ ნაკრებისათვის ბევრი (რაც შეეძლო) გააკეთა და მისი მადლობლები ვართ, მაგრამ . . . . . , კარგით რაა! :)))))
ქომაგი
აქ უკვე ჩანს ფედერაციის უყაირათობა. რატომ უნდა იფრინო სტამბოლის გავლით ძვირიანი ბილეთებით, როცა ქუთაისიდან პრაღაში პირდაპირი რეისი აქვს ვიზეარს უფრო იაფად. ბოისას საკითხი უკვე სამარცხვინო ხდება რა. უკვე ვოვა ბოისაა გასაშვები ფედერაციიდან თუ მაგის გამო უძახებენ ტოლიკას ნაკრებში. ისე ნუ იზამთ რომ ქომაგი თითზე ჩამოსათვლელი გახდეს სპორტის სასახლეში და ცარიელ ტრიბუნებზე მოუწიოს ნაკრებს თამაში.
შოთა გუგეშაშვილი
ყველა პრობლემა მოხსნილია ზუროსო ბოისა რაკი გყავს
emigranti
მგონი ბოისამ დვალიშვილს გადაუჯოკრა:)))
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89