МЫ – НЕ ГОВНО! (ჩვენ განავალი არა ვართ!) - რუსები მუნდიალზე მეორე გამარჯვებით აღფრთოვანებულნი არიან
ზედიზედ 6 მოუგებელი მატჩის შემდეგ, რუსები არ ელოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ორი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას და რა თქმა უნდა, გახარებულები არიან.

მართალია, მათი გუნდი შედარებით სუსტ ჯგუფში მოხვდა (თუ მოახვედრეს, რაც საეჭვოდ სისტემატურად ხდება), მაგრამ დამსახურებულად რომ მოიგეს ორივე შეხვედრა, ამის უარყოფა არ შეიძლება.

რუსულ მედიასაშუალებებში უამრავი საქებარი და ცოტა ოდიოზური წერილებიც კი გამოქვეყნდა, რაც მოსალოდნელი გახლდათ. აი, ზოგიერთის სათაური და ამონარიდი:

championat.com. "ჩვენ განავალი არა ვართ. დიდება შენ, სტას ჩერჩესოვო, მადლობა ღვთაებრივ გუნდს. ჩერჩესოვი თითქმის გენიოსია. მუტკო მართალი იყო, რუსეთი ყველას დაგლიჯავს", - წერს ჟურნალისტი დმიტრი ეგოროვი.

"არ გვეშინია პორტუგალიის და ესპანეთის? ჩვენ უკვე თამაშის იშტაზე მოვედით და სულ ერთია ვის დავამარცხებთ", - ამბობს ტურნირის ორგკომიტეტის გენერალური დირექტორი ალეკსეი სოროკინი.

რამზან კადიროვი (ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი):"მინდა გამარჯვება ჩვენს მთავარ გულშემატკივარს, პრეზიდენტ პუტინს მივულოცო, რომელმაც ქვეყანა ფეხზე დააყენა, ახალ სიმაღლეზე გაიყვანა".

ტელეარხ Россия 1-ის კომენტატორმა ვლადიმირ სტოგნიენკომ თამაშის ბოლოს ანსამბლ "ლენინგრადის" სიმღერა "შენ უბრალოდ კოსმოსი ხარ, სტას" ჩართო, რომელიც ჩერჩესოვს მიუძღვნა.

sports.ru-მ ჩერჩესოვს მეფე უწოდა და საიტზე დაიწერა, რომ რუსეთი ყველას და ყველაფერს ბრდღვნის.

ერთადერთი, ვინც ობიექტურად შეაფასა სიტუაცია, "მანჩესტერისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეი კანჩელსკისია:"ჩვენ მხოლოდ ეგვიპტე დავამარცხეთ, რომელიც არასოდეს არ ბრწყინავდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა მუდამ უჭირდა. ის, რომ საბავშვო ბაღს მოვუგეთ და ურას გავყვირით, არასწორია. წინ ურუგვაია და გუნდები, რომლებსაც პლეი-ოფში შევხვდებით. მაშინ ვნახავთ ჩვენს ნაკლოვანებებს".

ცნობილმა საფეხბურთო მიმომხილველმა ვასილი უტკინმა კი ჯერ კიდევ მატჩამდე იუწყა, რომ პირველ არხზე კომენტატორად აღარ იმუშავებს, მიზეზი არ ახსნა და თქვა, რომ რასაც საჭიროდ ჩათვლის, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნებს.

სოსო
კი, რაგბიში.
სოსო
ჰო,მაგრამ,АНИ ВСЁ РОВНО ГОВНО.ნაკრებს ვგულისხმობ,რა თქმა უნდა
სოსო
კარგია კორბენ დალას,მომეწონა.მხოლოდ გერმანელებში შეგეშალა.ეგენი კულტურული,შეგნებული ხალხია,თვითონვე მიხვდნენ სიტუაციას და სანამ არტაშა დაურეკავდა,მანამდე გააკეთეს "ატაშიოლი".
korben dallas
ეხლა თქვენ რა გგონიათ, მართლა ჩერიშევი და არწიომა მიუძღვიან რუსეთს დიადი მიზნისაკენ ? არამც და არამც ბატონებო, კრემლში წყდება ყველაფერი ამ შემთხვევაშიც. არაბებთან მატჩამდე პუტინმა საუდელ შეიხს უთხრა, თუ არ მოგვაგებინებ ნავთობის ფასს დავაგდებ და მიყარეთ მერე კაკალიო. თქვენ მარტო ეგა გაქვთ და დაგერხევათ, ჩვენ კი "მატრიოშკებს" გავყიდით და მშივრები არ დავრჩებითო. დაუჯერა შეიხმა და აგე - 5:0 !!! მერე ეგვიპტის მთავრობას მიუმესიჯა, თქვენმა "ფარაონებმა" არაფერი მიჰქარონ თორე ჩვენი ტურისტებით რო გიდგათ სული ხურგადებში და შარმ-ელ-შეიხებში, თვალითაც ვეღარ ნახამთოო... ეგეც 3:1 და მერვედფინალი იქ ესპანეთი დაეჯახებათ. ხოდა მოსკოვიდან მადრიდში საქართველოს რუქას გააგზავნიან ჩამოჭრილი სამაჩაბლო-აფხაზეთით და თან ეტყვიან - აგე, რეები შეგვიძლია. თუ არ გინდათ ბასკ და კატალონიელ სეპარატისტებს დავეხმაროთ, "ფურია როხა" დაგვიწვეს თორე სულ ცალ ფეხზე გვკიდია, თქვენმა ახალმა პრემიერმა რო "პუჩდემონი ფანდარასტის" აქცია წამოიწყოო. მერე იქნება გერმანია. აქ კი ვოვა თვითონ არც კი დაელაპარაკება მერკელს, თავის მძღოლს არტაშას დააზვანოკებინებს ბერლინში. ის ეტყვის - ანჟელა ჯან ცავატანემ, აბა კუხნაში გადი და გაზის წნევა ნახეო. აი მაგ წნევას კაკ მინიმუმ ტრიჟდი შევამცირებთ, თუ შენი "ბუნდესბიჭები" რამეს იკისრებენო. მერკელიც ფრიადოსანი გოგოსავით შეასრულებს დავალებას (როდის არ შეუსრულებია რო ? ) აჰა ჯიგრებო, ეგეც ნახევარფინალიი !!! რუსებს სწორედ ეგ უნდათ, ოთხეულში მოხვედრა. თორე ჩემპიონობაზე კი არ იქაჩებიან ფინთი გოიმებივით. ადეკვატური ნაროდია და თავიანთი შესაძლებლობების ზღვარი იციან
Musenbezi
რატო იბოღმებით ხალხო, თავში ქვაც უხლიათ, უყურეთ ფეხბურთს და ისიამოვნეთ... ჩვენ რო ვართ განავალში იმაზე დიდზე ვინ უნდა იყოს?

რა ჯგუფშიც არის და როგორი კალენდარიც დაუგეგმეს რუსებს აუცილებლად უნდა მოეგო ორივე თამაში. საუდის არაბეთი გუნდი არ არის და ეგვიპტეც რაღაც გუნდის იმიტაცის ქმნის (ისევე როგორც სალაჰი სუპერვარსკვლავის იმიტაციას). ეგვიპტეს შესატევი რომ ქონდა მათ სქემას ვაკვირდებოდი და წინ კი არ იხსნებოდნენ, უკან ან უკეთეს შემთხვევაში ერთ ხაზზე იდგნენ. გაიხარონ რუსებმა რას ვერჩით - განავალი არ ვართო ეს უხარიათ :))) და კიდევ ის რომ პუტინისგან თავების წაცლას გადარჩნენ :))) თორემ თვითონაც კარგად იციან რა ბედოვლათი გუნდიც ყავთ.
irakli81
ჯერ ურუგვაისთან წაიტეხს კისერს და მერე ესპანეთთან გაფარჩაკდება. გავნო როგორც არ უნდა შეფუთო მაინც ამყრალდება.
saakadze
ცოტაც მოითმინონ და გაუყრიან ბოლომდე იბერიელები/ პორტუგალია ან ესპანეთი
status quo
როსია ყოველთვის გავნო იყო და გავნოდ დარჩება არა მარტო ფეხბურთში,არამედ ყველაფერში და არაბების დამარცხებით ტყუილი ილუზია შეგექმნათ...
admin nu blokav chems komentarebs
რომელიმე კარგმა გუნა ორნიშნა ანგარიშით რომ მოუგოს, სამართალი აღდგება.
Nikos
Можбит сходиш?
WTF
"გავნო" არა ხართ, "გავნიშჩე" ხართ თქვენი ფეხბურთით და ამას მალე ნახავთ როგორც კი შემდეგ თამაშს ჩაატარებთ. საუდის არაებთთან და ეგვიპტესთან გამარჯვება ეს იქნება თქვენი ყველაზე დიდი "მიღწევა" ამ ჩემპიონატზე.
batu
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უფროსმა გმერთს ჰკითხა როდის გავა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეო? გმერთმა უპასუხა მაგას მეც ვერ მევესწრებიო?!!!
niko
სუსტი გუნდებია იტალია, ჰოლანდია და საქართველო,ძლიერი გუნდებია მაროკო,ირანი საუდის არაბეთი,ეგვიპტე და გერმანია ..ამ დმ რუსებმა უკვე 2 თამაში მოიგეს და საშუალო ასაკი კინაღამ 35 წელია,მათ უკვე გაინაღდეს შემდეგ ეტაპზე გასვლა და ამა 30 წელია ელოდნენ,ჩვენ თუ მევესწრებით საქარტველოს 2 მოგებას და გასვლას ?????
Kakraz gavno
Dzaanac nu daecmundebian iamshi ro gavno ar arian
Jorg
Ki egrea
Baggio
Morigi svla, rata sheqmnan udzlevelobis iluzia. Ki moiges damsaxurebulad, es unda aginishnos, magram mouges vis? gamochndeba dzlier gundebtan arian tu ara ganavlebi:-)
მერაბი
რომ ჩავარდებიან მერვედფინალში მერე ვნახოთ! განდიდების ზოოლოგიური ინსტინქტი მალე ფიასკოდ გადაიქცევა!
მერაბი გ.
იყო სალახი, გახდა ფელახი რუსებს პლეიოფის პირველსავე თამაშში გაგლიჯავენ; ს/არაბეთი და ეგვიპტე ჩემპიონატის უსუსტესი გუნდებია, მათ პანამაც ჯობდა
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან