ფედერაციის თასის ფინალში რუსეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
მონაკოს მასტერსის გარდა, გასულ კვირას ჩოგბურთის მოყვარულთა ყურადღება ფედერაციის თასის ნახევარფინალური მატჩებისკენ იყო მიპყრობილი.

ამ ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა - აპენინელები მოსკოვში თავიანთი ორი ლიდერის - ფრანჩესკა სკიავონესა და ფლავია პენეტას გარეშე ჩავიდნენ. შესაბამისად, იტალიის მეორე შემადგენლობამ ვერაფერი დაუპირისპირა ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე რუსეთს. მასპინძლებს ორი ქულა ვერა ზვონარევამ მოუტანა, კიდევ ერთი - სვეტლანა კუზნეცოვამ, რის შემდეგაც დარჩენილ ორ შეხვედრას აზრი დაეკარგა. საბოლოოდ, მასპინძლებმა 5:0 მოიგეს.

რუსეთი ნოემბერში ფინალს ასევე საკუთარ მოედანზე ითამაშებს და მისი მეტოქე ჩეხეთის ნაკრები იქნება. ამ უკანასკნელმა სტუმრად ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა ბელგიის ნაკრები, რომელიც კიმ კლაისტერსის გარეშე შესუსტებული შემადგენლობით შეხვდა ნახევარფინალს. მიუხედავად ამისა, ბელგიელებმა ბოლომდე იბრძოლეს.

პეტრა კვიტოვამ ორივე ერთეულთა მატჩი მოიგო, სამაგიეროდ, ბარბორა ზახვალოვამ წააგო იანინა ვიკმაიერთან და კირსტენ ფლიპკენსთან. შესაბამისად, ყველაფერი წყვილთა მატჩს უნდა გადაეწყვიტა. ზახვალოვამ სწორედ აქ გამოასწორა წინა მატჩებში დაშვებული შეცდომები და ბენეშოვასთან ერთად მესამე ქულა მოუტანა თავის გუნდს.

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა