საჩხერის "ჩიხურას" ევროპა ლიგაზე ისრაელის ჩემპიონატის ძირითადი რაუნდის მეორეადგილოსანი და ჩემპიონთა რაუნდის მესამეადგილოსანი კლუბი "ბეითარი" შეხვდა.

პირველ შეხვედრას "ჩიხურა" 12 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრას - 19 ივლისს, სტუმრად იერუსალიმში.

მეტოქის გასაცნობად უახლოეს წარსულში მომხდარ ამბავს მოვიყვან. როგორც იცით, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. მადლობის ნიშნად კი, კლუბმა სახელი შეიცვალა და დაირქვა: "ბეითარ ტრამპ იერუსალიმი".

ეს კლუბი 1936 წელს დაარსდა და 82-წლიანი ისტორია აქვს. კლუბს ექვსჯერ აქვს ისრაელის ჩემპიონატი მოგებული, ბოლოს 2009 წელს მოიპოვა თასი.

გუნდს ევროთასებზე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ის 1993 წლიდან მონაწილეობს საკვალიფიკაციო რაუნდებში. "ბეითარმა" საკუთარი მაქსიმუმი 2016/17 წლების სეზონში გამოავლინა, როცა პირველ ეტაპზე ბოსნიური "სლობოდა" გამოთიშა, მეორეზე - კვიპროსული "ომონია" და მესამე ეტაპზე - ლატვიური "იელგავა". პლეი-ოფში კი ფრანგულ "სენტ ეტიენს" დაუპირისპირდა, შინ 1:2 წააგო და სტუმრად ფრე 0:0 ითამაშა.

გასულ სეზონში პირველ ეტაპზე უნგრულ "ვაშაშს" სძლია და მეორე ეტაპზე ბულგარულ პლოვდივის "ბოტევთან" ორთაბრძოლაში გამოეთიშა ტურნირს.

სად თამაშობს "ბეითარი"?

იერუსალიმში 880 000 ადამიანი ცხოვრობს, კლუბი კი 31 000 ადამიანზე გათვლილ სტადიონზე თამაშობს. არენას "ტედი" ჰქვია, რომელიც ადგილობრივი მაიორის, ტედი კოლეკის სახელობისაა.

რას წარმოადგენს დღევანდელი "ბეითარი"?

კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერი ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 10.78 მილიონია, როცა "ჩიხურას" ფასი 2.95 მილიონი ევროა. გუნდში შვიდი ლეგიონერი თამაშობს. თითქმის ყველა საკმაოდ მაღალი დონისაა და ისინი ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობენ.

"ბეითარის" მთავარი მწვრთნელი ადგილობრივი სპეციალისტი გაი ლუზონია, რომელსაც სხვადასხვა დროს ადგილობრივი გუნდები, ბელგიური გუნდი და ინგლისის ქვედა ლიგის გუნდი "ჩარლტონი" გაუწვრთნია.

კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი, ფრანგი ანტუანე კონტე 2 მილიონი ევრო ღირს. კონტე ცენტრალური მცველია, რომელიც "ბეითარმა" "რეიმსისგან" შეიძინა. გამორჩეულია ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი კლოდემირია, რომელიც შეტევაშიც გამორჩეულია და გუნდის ბომბარდირობას ებრაელ შეჩთერთან ერთად 9 გოლით იყოფს.

გუნდის მეკარე ბორის კლაიმენია, რომელიც ამავდროულად, ისრაელის ნაკრების მეკარეა და არცთუ ისე საიმედოა, რადგან ადგილობრივ ჩემპიონატში 32 შეხვედრაში 36 გოლი გაუშვა.

"ბეითარს" გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რამდენიმე ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული და უფრო გუნდურ თამაშზეა ორიენტირებული.

UPROBLEMOD
ჩიხურას დონის გუნდია რაა სტადიონიც თითქმის ერთნაირი აქვთ.:დ:დ:დ:დ
ებრაელი
საჩხერლები და ებრაელები ძველი მეგობრები არიან ...აი ნახეთ თუ ჩიხურა არ გავიდეს
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]
ირაკლი ბუღრიძე: როცა გოლი გავუშვით, დასაკარგი არაფერი აღარ იყო
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
ნიკა ხორხელი კარიერას ისრაელის უმაღლესი ლიგის გუნდში გააგრძელებს
"ბეითარის" მწვრთნელი გაი ლუზონი: 62-ე წუთიდან "ჩიხურამ" თამაშიდან გამოგვთიშა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს