ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

იაპონია - საქართველო 28:0

23 ივნისს, ტოიოტაში "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა. მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და

პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ, 2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.

• სოსო

1999 წელს ირლანდიასთან წავაგეთ 0-70.მსოფლიოს შესარჩევზე.

• lukako

მე არ მაახსენდება ჩვენს ბიჭებს ნულზე წაეგოთ თამაში. როდისმე ყოფილა ასეთი შემთხვევა? იქნებ ვინმემ გვამცნოს? მადლობა..

• giga

ადრეც არაერთხელ დამიწერია და ახლაც ვიმეორებ. საქართველოს ნაკრებმა თავისი თავი დიდი ხანია ამოწურა იმ დონეზე, რა დონეზეც ის თამაშობს. მხედველობაში მაქს,ევროპა რაგბი. მეორე ეშელონში ჩვენი დონის მეტოქე ფაქტიურად აღარ გვყავს. შესაბამისად მოტივაცია და ინტერესი ფერმკლთალდება. თუ იცი რომ საბოლოო მიზანი არ გაქვს, ყველაფერი აზრს კარგავს. მოხდება სსწაული და გაფარდოვდება ექვსი ერი, კი ბატონო, გვეშველება, არ გაფართოვდება და კიდევ უფრო უკან წავალთ და სხვა,ჩვენზე დაბალი დონის გუნდებიც გადაგვასწრებენ.თუმცა პესიმისტი ვარ!!!!

• dato

ნეტავ ზირაქას დაბრუნებას ვინც ითხოვს, არ ფიქრობს რომ ხავსს ებღაუჭება?)))

• მერაბი

არ გვინდა დავინახოთ, რომ გუნდი კრიზისშია? ვაგებთ ისე რომ ქულასაც ვერ ვიღებთ. მსჯელობის საგანია ფედერაციაში. ზელანდიას დავუდეთ ლელო, იაპონია რაღა გახდა? ვუკლებთ ყველა კომპონენტში, რაც მთავარია ბრძოლისუნარიანობას ვკარგავთ. ფეხბურთის სინდრომი თუ რაგბისაც გადაედო, მაშინ ძნელი საშველი იქნება.

• სოსო

რა რეგრესზე ლაპარაკობ?ჩვენი მომავალი 20 წლამდელთა ნაკრებია და მათი თამაშია რეგრესი?ერთი ჩავარდნილი ტურნეს გამო ნურც ამ ბიჭებს ჩამოვწერთ და ნურც მწვრთნელს,მით უმეტეს, რომ უკვე შემოდგომიდან ახალგაზრდულის ბიჭებიც დაეხმარებიან და გააძლიერებენ დიდ ბორჯღალს.კიდევ ერთ რამეს გავუწიოთ ანგარიში,შარშან ნაკრებს ჰეიგი ერთ ტაიმს ხელით თამაშზე აქცენტით თამაშს აიძულებდა და თუ ძალიან გაგვიჭირდებოდა,მაშინღა იწყებდნენ ტრადიციულად,მიწოლით შედეგის დადებას,ამ ტურნეზე კი სულაც მთელი თამაში ხელით თამაშს ვცდილობდით,პლიუს ფეხით უკან გადაკიდებას ამუშავებდნენ ბიჭები.ახალგაზრდებისათვის ეს უკვე აღარაა პრობლემა, ძველ გვარდიას ეს უფრო უჭირს,თუმცა მსოფლიომდე ალბათ საკმაოდ დიდი დოზით მიეჩვევიან ასე თამაშს.მე თვითონაც ვწერდი,რომ გუნდში არ ჩანდა ძველებური ჟინი,მაგრამ როცა რაღაც ისეთს გაკეთებინებენ,რაც კარგად არ იცი,თანაც ექსტრემალურ პირობებში,დამერწმუნებით,რომ ძნელია ამის ენთუზიაზმით კეთება.მილტონ ჰეიგი იმისათვის ჩამოიყვანეს საქართველოში,რომ ნაკრების სათამაშო სტილი თანამედროვე რაგბიმდე მიეყვანა და ის ამას ნაბიჯ ნაბიჯ აკეთებს,ყოველი მომდევნო ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრები წინას სჯობია,იქიდან გადმოსული ბიჭები კი უკვე დიდ ნაკრებშიც წამყვან პოზიციებზე გადადიან.მთავარია ზრდასრულ ასაკშიც ზრდა არ შეწყვიტონ,ამის საგანგაშო ნიშნებიც უკვე ჩანს ვასკას შემთხვევაში და თითქოს სოსო მათიაშვილიც ვეღარ თამაშობს ისე,რაც რუსეთში გადავიდა.ამ ბიჭებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს შესაფერის კლუბში მოხვედრას და ამის ცხადი მაგალითია ისევ და ისევ ვასკას შემთხვევა,რომელიც კლუბმა ჭაობში ჩაითრია და ახლა უარესია,ვიდრე 20 წლისა იყო.სოსოსაც ალბათ ერჩივნა საქრთველოში დარჩენილიყო და გუნდის ლიდერი ყოფილიყო,მაგრამ ისინი უკვე ზრდასრული ადამიანები არიან და ოჯახის წინაშეც აქვთ პასუხისმგებლობა.ასეა თუ ისე,ხმები ქართული რაგბის რეგრესის შესახებ გადაჭარბებული მგონია,ხოლო ექსპერიმენტში უარყოფითი შედეგიც, შედეგია და ეს კატასტროფა არ არის,მით უმეტეს,რომ ფიჯისთან პირველი ტაიმის მოგების შემდეგ,გამწარებულმა ფიჯელებმა რაც შეეძლოთ,მეორე ტაიმში ყველაფერი აჩვენეს და და გადმოალაგეს.ახლა ჩვენ მათი თამაში უკვე ვიცით,მათ კი ჩვენი თამაში ფაქტობრივად ვერ ნახეს,რამეთუ მსოფლიოზე ჩვენი შერკინება მათზე ძლიერი იქნება და საერთოდაც იქ სულ სხვანაირ რაგბს ვითამაშებთ.თუმცა კრიტიკაც საჭირო და აუცილებელია,რომ არ მოვდუნდეთ და სიფხიზლე არ მოვადუნოთ.

• zaza

დიახ, ბატონო, დიახ, ამ რეალობას უნდა შევხედოთ, მაგრამ სწორება 2019-ზეც შეგვიძლია და მერე უკვე 2023-ზე.ჩემი ნება, რომ იყოს მაგ "პატარა გმირებს" უკვე 2019-შიც ჩავრთავდი ძირითადში. სულ სხვა "გაგების" რაგბს თამაშობენ, ხოლო არსებული ძირითადის შემადგენლობა სამწუხაროდ ვეღარ განვითარდება და იმიტომ. ამ და წინა თაობებმა უდიდესი საქმმე გააკეთეს, "დიდი გმირები" არიან მაგრამ ახლა უკვე სხვა მოთხოვნები მოდის და რას იზამ.

• გიორგი

კი, მომეწონა თამაშის ხარისხი იაპონელებისგან. ჩვენ რეგრესი კი არ გვაქვს - ეს სხვემა მოუმატეს. ჩვენ რასაც ვთამაშობდით - ისევ ისე ვთამაშობთ, იმიტომ რომ სხვა თამაში ამ მოტამაშეებმა არ იციან. ბურთიდ დაჭერა 9არ დაგდება) და პასი - არ ისწვლება ვეტერენებში. ეს გამჯდარი უნდა იყოს. ამიტომ ეს არის ამ თაობის შეზღუდულობა. მთავარი მწვრთნელი მათ ვერ უშველის - ცვალეთ რამდნიც გინდათ. უნდა დაველოდოთ ახალგაზრდებს, რომლებისც რაგბის პრინციპებზე გაიზარდნენს.

• გიორგი

ვინც აქ დისლაიქი მონიშნეთ სიმართლეს არ გინდათ თვალი გაუსწოროთ. ამ კაცმა პირდაპირ გითხრათ რეალობა, და თქვენი არგუმენტი არის დისლაიქი. ილუზიაში არის ყველა ვინც ფიქრობს, რომ დღევანდელი ქართული რაგბი უფრო განვითარებულია ვიდრე იაპონიის, ფიჯის ან იტალიის. კი, შეიცვლება, მაგრამ დღეს ასეა

• მთ

შეიძლება უფრო სუსტთანაც წააგო,ეგ არაფერი,მაგრამ თამაშის ხარისხზე რას იტყვი,ალბათ გადაირიე ისე მოგეწონა

• გიორგი

და ვინც იძახის, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ იაპონიაზე, ფიჯიზე და იტალიაზე, და რომ უნდა მოგვეგო აუცილებლად - ის თავს იტყუებს და სხვასაც ტყუილს უმტკიცებს.

• mamuka

სამწუხარო ის არის რომ წინსვლა არ ჩანს, სამ პასზე მეტს ვერ აკეთებდნენ, ბურთი უვარდებოდათ და რა შეტევა უნდა განევითარებინათ, არც ენთუზიაზმი ჩანდა, თამაშის დაწყებისთანავე თითქოს იმაზე ფიქრობდნენ როდის დამთავრდებოდა მატჩი, ცუდი ის არის რომ ეს უნიათობა გადამდებია და ახაწვეულებზეც არ გადავიდეს, ეს მათიაშვილზე ნამდვილად აისახა ყოველშემთხვევაში ამ თამაშში, ახლა გიორგაძე და სხვა ახლები არ უნდა აყვნენ, თუ რეალობას შევხედავთ სწორება მაინც 2023 წლის ჩემპიონატზე უნდა გვქონდეს,სადაც ჩვენი პატარა გმირები გამოჩდებიან (აი მაგათში კი ჩანს ცეცხლი). მომავლის იმედით

• მთ

ვინც იძახის, რომ თურმე არაფერი არ ხდება და მოგება და წაგება ძმები ყოფილან, ეგეთი ხალხის გამო მივექანებით რეგრესისკენ

• გიორგი

საიდან ასეთუი უაპელაციო დასკვნა? ორ უძლიერეს გუნდთან წაგების გამო? არ ვიცით, რომ ორივე ჩვენზე ძლიერია და ტან გასვლაზე? მხოლოდ ორი წაგების საფუძველზე? ეს ჩვენი უსაფუძვლო ამბიციაა, რომ მათ უნდა ვამარცხებდეთ აუცილებლად!

• zaza

აგერ, ქვემოთ წერენ, რაგბის კავშირისგან ითხოვენ, იტალიას თუ არ მოუგო იქ იტალიაშიო - მაშინ გავაგდოთო!

• გელა

სამწუხაროდ, ქართული რაგბი სრული სვლით დაიძრა ქართული ფეხბურთის მდგომარეობისკენ...

• Musenbezi

რაგბი ევროპა ჩვენ პროგრესს გეომეტრიული პროგრესიით ამცირებს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდები არ თაკილობენ უკანა ხაზის მოთამაშეებს და ჩვენ რა გვჭირს?

• დათო

ე.ი თქვენ თვლით, რომ ჩვენ იტალიაზე მეტი საფუძველი გვაქვს და გასვლაზე თუ არ მოვუგეთ მწვრთნელის ბრალი იქნება? გაფხიზლდით ხალხო, რეალობას შეხედეთ სად იტალიის ეროვნული საკლუბო დონე და სად ჩვენი. თუ მოვიგეთ მაგარი იქნება, მაგრამ ილუზიებს ნუ ვქმნით

• გუსანი

თქვენ გჯერათ, რომ ამ მოცემულობით რამე შანსი გვექნება იტალიასთან?.....

• ზასტაველი

ასეა,როცა კაცი სიკეთეს აკეთებს,სიკეთითვე არ უხდიან,პირიქით,შეუძლიათ ჩაქოლონ კიდეც თუ ამის საშუალება ექნებათ,ჰეიგმა ამ კარგმა ადამიანმა რაგბი საქართველოში მაღალ საფეხურზე აიყვანა და დიდი და ბევრი სიხარული მოგვანიჭა,გასაგებია ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა,მაგრამ მადლობის სათქმელ კაცს საყვედურს ნუ ვეტყვით და ვიღაცად ნუ მოვიხსენიებთ,სიკეთის დანახვა ვისწავლოთ ქართველებო!

• rigiti gulshematkivari

mergobrebo yvelam ertsulovnad movitxovot gorgodzis da ziraqas dabruneba.eris survili unda gaitvaliscinon. tan tamashi rom ar sheedzlot kidev gasagebi iqneboda. gasagebia axalgazrdebs unda miecet tavis gamochenis sashualeba, magram jer-jerobit mati shemcvleli ar chans da yvela dametanxmebit gorgodze shecvalo ese advili saqme araa tan am gadamcyvet momentshi ese naucbatevad. aqamde dzalismier tamashs vtamashobdit da chveni satqmeli gvqonda, cagebis miuxedavad uamravjer gviamayia fizikuri dzalis demonstrirebit tundac iaponiastan, argentinastan, zelandiastanac ki. gorgodze da ziraqa aucileblad gvchirdeba es ramdenime gadamcyveti tamashi. tundac ver gaamrtlon chveni molodini amis ar unda sheeshindet. mainc gmirebad darchebian ogond uari ar gvitxran da ar dagvitovon azri-ai rom yofiliyvnen aucileblad movigebdit. me magalitat uelstan monda aseti gancda. chveni tamashi gvetamashes da es ori adamiani gqdadgavda uelss

• ილია

ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ნიჟარაძემ გაგვარკვიოს გულშემატკივარი შექმნილ სიტუაციაში! გოჩა სვანიძეს და ფედერაციის სხვა წევრებს ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას, მაგრამ მათ მოსმენას მირჩევნია ნიჟარაძის აზრის გაგება. ნიჟარაძის წასვლის შემდეგ უკან წავიდა საქმე. რედაქცია იქნებ მოახერხოთ ამ ინტერვიუს ჩაწერა. მადლობა

• ვანო

ნემსაძის ტრამვაზე იცით რამე? (საიტს) პრესკომფერენცია საინტერესო იქნებოდა. გუნდს მგონი ლიდერი სჭირდება.

• Buxrika

ღადაობთ ხო.იაპონელები რო მოგიგებდნე და ჩვენზე ბევრად ძლიერი ნაკრები რო ყვათ არ იცოდიით.ჩვენითამაში არის შერკინება.სისწრაფეში და ტეხნიკაში 0 ვართ.იაპონიამბოლო 10 წელში დიდი პროგრესი განიცადა ჩვენ ერთ წერტილს ვტკეპნით.ვუგებთ რუმინეთს რუსეთს პორტუგალიას და ამ ხარახურას და გავიძახით რაგბი ჩვენი თამაში არსო ასეო ისეო და რავი ათას სისულელეს.დღევანდელითამაში იყო სარკე და ჩაგვახედეს და დაგვანახეს რა დონის გუნდი ვართ.

• სოსო

ამ ტესტებზე ნკრებმა 4 თამაში ჩაატარა და ყოველი მომდევნო წინაზე უარწსი იყო,ეს ბომო კი,სულაც კატასტროფა.მე ამას ვერც მწვრთნელის დაბალ კვალიფიკაციას დავაბრალებ,ვერც მორაგბეთა კლასს,იმიტომ რომ მახსოვს მათი თამაში თუნდაც შარშან შემოდგომით.ამ ტურნეზე ნაკრები თავს არ ჰგავდა არც თამაშით,არც განწყობით.ჰიმნის დროსაც ეტყობოდათ რომ არ იყო ძველებური ცეცხლი და თამაშმა ხომ აშკარად გამოჩნდა.ვფიქრობ შიგნით, გუნდში ხდება რაღაცა და ეს ყველაზე საშიშია.ბოლო სამი ტაიმი, ქულაც კი ვერ ავიღეთ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.0-ზე კი მგონი საერთოდაც არ წაგვიგია.როცა ზოგიერთი საქართველოს ჩემპიონატის დაბალ დონეზე საუბრობს,შევახსენებ,რომ ლაშა ხმალაძე სწორედ საქართველოში თამაშობს და ბოლო ორ თამაშში ის იყო ერთად ერთი,რომელმაც სასურველ დონეზე ითამაშა.დაბრუნდება ნაკრები სამშობლოში და ფედერაციამ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს გუნდში შიდა სიტუაციის დასალაგებლად,ვიმეორებ,არ ვიცი რა ხდება,მაგრამ ლოგიკით ასეთ თამაშს,და გუნდის ასე დაშლას,სხვა ახსნა აარა აქვს.

• zaza

ტრიბუნალზე არ დავიბაროთ ჰეიგი? კაცს აქვს სიკეთე გაკეთებული ქარული რაგბის წარმატებისთვის და ულტიმატუმის წაყენებას ითხოვთ?

• პაატა

გუნდი არის უკიდურესად არეული და ვეთანხმები გულშემატკივრის აზრს შარშან რუმინეთში მომხდარი ინცდენტის თაობაზე. მანამდეც არ იყო მთლად დალაგებული სიტუაცია გუნდში და იმის შემდგომ კიდევ უფრო აირია. ვინც ჰეიგის ექსპერენტებზე წერთ ძალიან გთხოვთ დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ, ალბათ ჰეიგის ჩანაფიქრის მიუხვდით. მეკოს დაყენება რაში ჯდება საერთოდ???

• ლევანი

ჩემი აზრით, ჰეიგი უნდა დარჩეს მსოფლიო ჩემპიონატამდე. ცოტა ვიფიქროთ, ჰეიგის ახლა გაშვება ძალიან ცუდია. რამდენი ხანია მუშაობს და ამზადებს ნაკრებს, მისი გაშვება ახლა სისულელეა. წაგების ნუ გეშინიათ ხალხო! მესმის, ფეხბურთის ნაკრების შემდეგ ჭირივით გვძულს წაგება, მაგრამ რაგბში ჩვენ ბევრი გამარჯვებები გვქონდა და კიდევ გვექნება ბევრჯერ!

• patrioti

მივმართავ რაგბის კავშირს: სასწრაფოდ დაიბარეთ ჰეიგი და უთხარით, რომ მისი ბოლო შანსი ნოემბერში იტალიასთან მატჩი იქნება. თუ იქაც წავაგეთ, მაშინ უპირობოდ უნდა გავუშვათ (მადლობის მოხდით)

• სოსო

ნეტავ მხოლოდ ეგ იყოს მიზეზი.პასების სიბრტყეზე გაშვებას კი,მარაოს გაშლა ეწოდება.მშვენიერი ტერმინია და სამწუხაროა რომ დაივიწყეს.

• status quo

ჩავისვარეთ...

• ონისე

Mitro მართალი ხარ. გეთანხმები 100% ერთა თასზე არანაირ ექსპერიმენტს აზრი არ აქვს.ნებისმიერი შემადგენლობით დავამარცხებთ ჩვენზე სუსტ გუნდს. ზაფხულის ტესტები ამისათვის ზედგამოჭრილი იყო. რათქმაუნდა უქულო მარცხი მტკივნეულია,თუმცა ბიჭებზე და მწვრთნელზე ცუდის თქმა არ არის სწორი. რომც იყოს მელიტონა გასაშვები მაგისი დრო ეხლა უკვე აღარ არის. ვენდოთ ამ კაცს და ვენდოთ ჩვენ ლომებს,დარწმუნებული ვარ ეს თაობა თავის სათქმნელს იტყვის მსოფლიოზე.

• ზაზა

შერჩეულიც გეყოლებათ ახალი მწვრთნელი და თუ საიდუმლო არ არის დაგვისახელეთ?

• Biannconeri

უკვე კაი ხანია ჩანს რომ რაღაც შესაცვლელია, და ეს რაღაც იმდენად აშკარაა რომ, ვეღარ დაიმალება! დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო პატივისცემა ჩვენი ბიჭების და მწვრთნელის მიმართ, თუმცა(!) ეს რასაც ჩვენ ვთამაშობთ ნამდვილად არ არის თანამედროვე რაგბი. მორჩა, დასრულდა, წარსულს ჩაბარდა ის დრო რომ მარტო ჯეჯგვი უნდა ყოფილიყავი რომ რაგბი გეთამაშა. აააღარარის ეგ საერთოდ საჭირო! საჭიროა მეტი ფანტაზია, მეტი ფინტი, მეტი გათამაშება, მეტი კრეატივი და სისწრაფე! და ამ ყველა ზემოთ თქმულის საშემსრულებლო ოსტატობა. და ეს ყველაფერი იმისთვის რომ წინ წავიწიოთ, ეს ყველაფერი იმისთვის რომ რეალური შედეგი დავდოთ. გავიგეთ რომ რუსებს ვუგებთ, ნულზე ვსვამთ და ეს ასეც იქნება კაი ხანი, ისიც გასაგებია რომ ევროპაზე რუმინელებსაც ვჯობივართ. მგრამ ამაზე გაჩერება გვინდა?! ესარის ჩვენი მიზანი?! ორ-სამ გათამაშებაზე მეტს ვერ ვაკეტებთ, ბურთს მივიღებთ თუ არა ეგრევე ვწვებით და მივხოხავთ(ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) იქნებ ორიოდე სანტიმეტრი მოვიგოთ, იქნებ მეტოქეს შეეშალოს.. ეს ყოველთვის არ იმუშავებს და არც მუშაობს. მოიყვანეთ ახალგაზრდები, მათ საბედნიეროდ ყველაფერი აქვთ საამისოდ რომ დიდი, ნამდვილი რაგბი ითამაშონ! ძალიან მეამაყებიან ჩვენი ახალგაზრდები რომლებმაც შესანიშნავად ჩაატარეს ტურნე და უკეთესი შედეგის დადებაც შეიძლებდა. თუმცა კი უბრძოლველად გოჯი არავისთვის დაუთმიათ! და სწორედ ამიტომ, ვთხოთ საქართველოს რაგბის კავშირს, იმათ ვისაც ხელეწიფება ცვლილებების განხორციელება ნუ დააგვიანებთ! ყველა პირობა გვაქ რომ უკეთესები ვიყოთ და ნუ დააგვიანებთ რეაგირებას! p.s ვფიქრობ სწორად გაგვიგებენ გულშემატკივრებს და გაკიცხვაში არ ჩამოგვართმევენ აზრის საჯაროდ გამოხატვას. რადგან სწორედ ჯანსაღი კრიტიკაა გამოსავალი..

• მთ

კარგია თუ გჯერა

• Doni Brasco

რა იყო, პახმელიაზე იყვნენ ჩვენები?!

• niko

ძალიან ცუდად ითამაშეს, თითქოს პირველად ითამაშეს ერთად როგორც გუნდმა. ფეხბურთის თამაში თუ უნდა ვასკას გადავიდეს ფეხპურთზე. ყველა ხარვეზი გამოჩნდა დღეს. ვერც შერკინება დგება კარგად და ხაზი ხომ სულ არასწორად დგას. Eს პოტინობა როდის დაიწყეს 'ზახვატის" გაკეთების დროს ეგ მაინცე ეხერხებოდათ. გორგოძე დაბრუნდი!!!

• status quo

მილტონას უნდა დავემშვიდობოთ და მოვნახოთ უფრო მაღალკვალიფიციური მწვრთნელი.

• დაიწყეთ

მე მეუბნება ვინმე მთ რომ რაგბს გიყურებიაო.მე Vუყურებ რაგბს ბიძია რაგბს აბა ....ვინ ? რახან წააგეს და თქვენსავით არ დავიწყე ლანძღვა გინება ესეიიგი უცოდინარი ვარ ჰაჰაჰაჰ..რა არ მოგეწონათ წაგება ცუდიაა? იმიტომ რომ ესერთი სპორტია რომელიც წინაააა მსოფლიო დონეზე მაგრამ ? მაგრამ ის რო დროა რაგბს მიხედოს სახელმწიფომ,ჩადოს ფული და გაუმჯობესოს პირობები ბიჭებს იმის ნახევარი დაახარჯონ რასაც უსაურ ფეხბურთელებს ახარჯებენ .. და აი მერე მოითხოვეთ.. ან კიდე ვინ რას იტხოვთ ვერ ვხდები კიდე რა რაგბისთვის ვის რა გაგიკეთებიათ ?

• ზურა

ჩემი აზრით უკვე დროა უფრო კვალიფიციური მწვრთნელი ვეძებოთ ის პლუსები რაც გვქონდა დაიკარგა და ახალიც ბევრი ვერაფერი ისწავლეს მე მგონი დროა რაგბიში ახალი მწვრთნელი და ახალი თაობა მოვიდეს

• mitro

ხალხნო რა გემართებათ დავიჯერო ვერ ხვდებით რა ხდება? წინა მსოლიოზე გახსოვთ ალბათ იაპონიასთან მარცხი და შემდეგ 2 თამაშის მოგება მსოფლიოზე... მსოფლიოზე ჩვენ ჯგუფს თუ შეხედეთ და მერე კალენდარს. რა ხდება თუ ხვდებით.. რა სტილის თამაშზეა აქცენტი გასაკეთებელი... მე ნამდვილად ვფიქრობ რომ ჩვენი ნაკრები უელსთან პირველივე თამაშზე გამარჯვებას გეგმავს და ზუსტად იმ ტაქტიკას ეძებენ რითაც შეიძლება მათი დამარცხება. ასევე ეძებენ იმ მოთამაშეებს ვინც მზად იქნება ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანოს. 15 ნომრად გამოიცადა მათიაშვილი და ვფიქრობ ნორმალურად გამოიყურება მაგ პოზიციაზე. ასევე ფლანგები ხშირად იცვლებიან და ასევე ცენტრში 12-13 ნომრებს ეძებენ ვინ შეძლებს უკეთესად თამაშს შარიქაძისა და კაჭარავას დუეტის გარდა. ვიტოს ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად სასურველ ფორმაში არაა რაც სამწუხაროა. სავარაუდოთ გორგოძის სადარ მოთამაშეთ გიორგაძე მეჩვენება და ალბათ 8 ნომრათ შეუცვლელი გახდება, პრობლემები პირველ ხაზში რაც ხდება გასაგებია, როცა ჩვენს ნაკრებს მოესურვებათ დამიჯერეთ ისეთ გუნდებს გადაუვლის შერკინებაში როგორც ზელანდიაა, როგორც ჩანს აქცენტს შერკინებაზე არ არკეთებენ და მაგიტომ მგონია ამდენი პრობლემა შერკინებაში, გარდა ნემსაძისა პრობლემურია 4 ნომრის პოზიცია ვნახოთ სავარაუდოთ მონახავენ მის შემცვლელსა. ამიტომ ხდება ამდენი პრობლემა და უსახური თამაში ნაკრებში მიდის საკმაოდ დიდი მოცულობის ექსპერიმენტები და მიუხედავად ამ უსახური და ბევრი წუნის მქონე თამაშებისა მაინც მოახერხეს ბიჭებმა გამარჯვებების მიღწევა. მთავარი რატომაც ხდება ამდენი შეცდომა სისრაფეში სიბრტყეზე გაშვებული პასებია რის დახვეწასაც ცდილობს ნაკრები მელიტონას დახმარებით რისი პრობლემა საკმაოდ მტკივნეულად იდგა ნაკრებში. ხელით თამაში ჩვენი მინუსი იყო ყოველთვის და იმედია მომავალში ჩვენი პატარა ლომების მეშვეობით ეს პრობლემა მოგვეხსნება. ასე რომ ამ წაგებებისგან ამ უსახური თამაშებისგან ნუ შევქმნით ტრაგედიას დარწმუნებული ვარ სულ სხვა თამაშს ვნახავთ იტალიასთან და ორმაგად მჯერა რომ უელსთან გამარჯვებაზე მომართულიები გავლენ ბიჭები. წარმატებები ბიჭებო მე თქვენი მჯერა !!!

• lo

დროა გადადგნენ

• გიორგი

მწვრთნელის ხარვეზი (თუკი იყო) ამ შემთხვევაში არ არის მტავარი პრობლემა. ნუ მოვიტყუებთ თავს. რაგბის თამაშის კულტურა ჩვენში პირველად ჩნდება ახალგაზრდულ ნაკრებში, ხოლო ეს თაობა მხოლოდ მებრძოლია და უკვე ძნელია მათი გარდაქმნა. იცოცხლე, კარგია უკეთესი მწვრთნელი მაგრამ ამ შემადგენლობით პრობლემები ვერ გამოსწორდება (ვეტერანებიი ვეღარ გარდაიქმნებიან - რაც იციან იგივეს ითამაშებენ). თუ არა და აგერ ვნახავთმ მოვიწვევთ ახალ მწვრთნელს და იგივე პრეტენზიები გვექნება.

• პაატა

საინტერესოა რას გვეტყვის ფედერაციის ხელმძღვანელი! როგორ შეაფასებს დღევანდელობას. პირდაპირ ვიტყვი მელიტონას ბოლო კომენტარები ცოტა არაადექვატური მომეჩვენა. თუ ექსპერიმენტებს აწვება, აშკარაა რომ ძალიან უსარგებლო და წარუმატებელი ექსპერიმენტები გამოვოგვივიდა.

• imereli

ჩვენზე ერთი პოზიციით წინ მდგომთან რომ ნულზე წავაგებთ უშანსოდ გუნდრუკი ვაკმიოთ ამ სირცხვილზე? რა შუაშია აქ ჩასაფრება და ისტერიკა საერთოდ? იარლიყები რომ არ მივაწებოთ ერთმანეთს და აზრი ისე გამოხატოთ ზოგიერთებმა არ შეიძლება? ასე გაგრძელებით გერმანიასთანაც რომ შევრცხვებით მერე სად ჩავსაფრდეთ? P.S. მე ისეთი ჩასაფრებული ვარ სტადიონთან საათნახევრით ადრე ვარ დარჭობილი ჰიმნს რომ მიუსწრო, სამწუხაროდ იმის საშუალება არ მაქვს საზღვარგარეთ რომ ჩაუსაფრდე ხოლმე ნაკრებს.

• soxumeli veterani

მიტოს უდიდესი მადლობა იმ ღვაწლისთვის რაც მან ქართული რაგბის განვითარებაში შეიტანა. მის ხელში ჩვენი ნაკრები სულ სხვა დონის გუნდი გახდა და ბევრ წარმატებასაც მიაღწია. დიდი მადლობა მიტოს ამ ყველაფრისთვის. ეხლა კი ალბათ დადგა ის რდო, როდესაცსხვა მწვერვალების დაპყრობა გველის წინ და ალბათ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა უფრო მაღალი დონის მწვრთნელზე ფიქრი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ნაკრებშიც უკვე საკმაოდ გვყავს ვეტერანი დიჭები, რომლებმაც თავისი მაქსიმუმი შეასრულეს, ნაკრებში თაობათა ცვლაც მიმდინარეობს და სწორედ ესაა ჩემი აზრით მიზეზი ყველაფერ იმისა რაც ხდება.არაფერი კატასტროფული არ ხდება, ასეთი რამ ექვსი ერის ნაკრებებშიც ხდება პერიოდულად. რაც ყველაზე მეტი დამაიმედებელია ისაა, რომ ბრწყინვალე ახალგაზრდა თაობა მოდის რომელიც ძირითადი ნაკრების ბიჭებს დროთა განმავლობაში ჩაანაცვლებს და ექვსი ერის ბიოროკრატიულ მანქანასაც დაანგრევს. ამის თქმის უფლებას ჩვენი 20 წლიანთა ნაკრების ის შეასანიშნავი, თანამედროვე რაგბის თამაში მაძლევს, რომელიც ბიჭებმა სულ ახლახან გვაჩვენეს და ექვსი ერის მომავალი თაობა დაამარცხეს. ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ და უმადურებიც ნუ ვიქნებით. ჩვენს რაგბს ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინა აქვს და ჩვენი ბიჭების ამ გამარჯვებებსაც ჩვენ ყველანი აუცილებლად მოვესწრებით!!!

შარშან გორგოძე რომ წავიდა ნაკრებიდან მოულოდნელად, ეჭვი გამოვთქვი რომ დაღლილობა არ იყო რეალური მიზეზი და რომ რაგბისტებს გასახდელში მომხდარი არ გამოაქვთ სააშკარაოზე თორემ რაღაც მთლად ჯანსაღად არ უნდა ყოფილიყო. 1 წელი გავიდა იმის შემდეგ და სახეზეა რა მდგომარეობაშიც არის ნაკრები მინიმუმ 15 წელზე მეტია არ ყოფილა. წაგებაზე არ ვსაუბრობ, თამაშია და ან წააგებ ან მოიგებ, მაგრამ თამაში გაქრა, ჟინი გაქრა, გუნდის ერთსულოვნება არ ჩანს და მოედანზე ბიჭები დაქსაქსულები არიან :((( ასეთი უკუსვლა თავისით ვერ მოხდებოდა, მიზეზი აქვს აუცილებლად და ეს მიზეზია დროზე დასადგენი რომ დროულად ეშველოს.

• გიორგი

ტაქტიკამდე უნდა მიხვიდე, ვეტერან მოთამაშეს ბურთის დაჭერა უნდა შეეძლოს, ყოველ წუთში არ უნდა უვარდებოდეს ნახეთ ცანაწერი ტავიდან და ნახავთ რამდენჯჯერ დააგდეს ბურთი - სირცხვილია

• მთ

რა შუაშია ბურთის ხელიდან გავარდნა და რაგაცეები,ნაკრების სათამაშო ტაქტიკა მოგწონთ? მწვრთნელი რომ გილაგებს თამაშს სწორად,მაშინ მოთამაშეებმაც იციან რა გააკეთონ და ნაკლებ შეცდომებს უშვებენ

ხო მართალი ხარ - "ძალიან მეწყინა 28:0 წაგება, მაგრამ არაუშავს უკანა ხაზი ვარჯიშობდა". ადექვატურია ახლა ეს რეაქცია?

• მთ

რაღაც ისეთი იცი, რაც ჩვენ არ ვიცით ალბათ.სიტყვა ისტერიკას მნიშვნელობა გაიგე ჯერ

• Android

კრიტიკა გასაგებია, მაგრამ არა ბრტყელი ფრაზები, მგონი უკანა ხაზის გამოწრთობას ეთმობა უკვე დიდი დრო (ბევრი თამაში) და გასაგებია ჩავარდნები და უხერხულობა თამაშში. წაგება საწყენია, მაგრამ ისტერიკა უსაფუძვლოა.

• nik

ჩემი აზრით რაგბიში მაინც გადამწყვეტი ფიზიკური ძალა და გამძლეობაა რაშიც ყოველთვის ვჯაბნიდით მოწინააღმდეგეებს, თუმცა ამ ბოლო თამაშებში ყველამ დაგვჯაბნა, აშკარად უკან მიდის ნაკრები და თუ სასწრაფოდ არ შეიცვალა რამე უფრო სუსტებიც კი დაგვამარცხებენ, აღარაფერს ვამბობ იტალიაზე რომელსაც თუ ამ შემადგენლობით ვეთამაშეთ უბრალოდ გაგვანადგურებს

• zura

ხო მაგრამ უკეთესად ხო თამაშობდნენ? ბევრად დამაჯარებლები, აგრესიულები და ჯიგრიანები ხო იყვნენ? ბევრად ნაკლები შეცდომები ხო მოსდიოდათ? ეხლა ხომ გვაქვს რეგრესი? ე.ი რაღაცა ხდება ცუდი ხო, 1 წელიწადში ხო არ დაავიწყდათ თამაში. რაღაც სხვაშია საქმე.

არაუშავს 21 წლამდელების იმედიმაქ მე

არაუშავს 21 წლამდელების იმედიმაქ მე

• zorbegi

პასებს ვერ აკეთებდნედ, ლელოს თეორიული შანსიც კი არ ქონიათ, დერეფნებს აგებდნენ, გადააგდე გადმოაგდე იყო და შერკინებაც კი ძალიან ცუდი, მაგრამ ზუსტაე ეს ბიჭები გავიდნენ უელსთან მოსაგებად და კინაღამ მოიგეს და კიდე ბევრი თამაში ღირსეულად ითამაშეს, საქმე გვაქვს ან უვარჯიშებლობასთან (კლუბებში უთამაშებლობაც ), ან შიდა სამზარეულოშია არეულობა, იმას ვერც გავიფიქრებ რომ დაიკიდეს როგორც ფეხბურთელებს ჩვევიათ ხოლმე, ფაქტია იგივე გუნდია და შედეგი კატასტროფა

• a

სამწუხაროდ ძალიან უკან დავიხიეთ მსოფლიოს მერე, და ეს ყველა მატჩში ჩანდა, უბრალოდ ხან გვიმართლებდა, ხან თავს არ ვუტყდებოდით

• გიორგი

და მასტან ერთად გუნდის გარეშეც :)))) მოვიწვიოთ სხვა ქვეყნიდან მოთამაშეები

• გიორგი

იმიტომ რომ ჰეიგის საქმე არ არის რაგბის ელემენტების სწავლება ვეტერანი მორაგბისთვის - მაგალითად პასი ან ბურთის დაჭერა. ის ახალი მწვრთნელი ამით უნდა დაკავდეს?

• zaza

ჩვენი ნაკრების წამყვანი მოთამაშეები: 1. ბურთს ვერ იჭერენ ხელში 2. პასს ვერ აკეთებენ 3. ვერ დარბიან 4. ბურთზე ორიენტაციია არ უვარგათ 5. ყოველ თამაშზე 1-3 მოთამაშე სინბინდება - გავაგრძელოთ? და ეს ელემეტების წამყვან მოთამაშეს ნაკრებში უნდა ასწავლოს მწვრთელმა? ეს ბავშვობაში უნდა უნდა ესწავლათ ახლა უკვე გვინაა,,, თავის მოტყუებაა ამ პრობლემის ნაკრების მწვრთნელზე გადაკისრება და იგივე შედეგს მივიღებთ ვინც არ უნდა მოვიწვიოთ.

• irakli81

სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიარო საქართველო მართლაც ნოლი იყო ამ თამაშში და შედეგიც ადეკვატური იყო. ექსპერიმენტებით ამის გამართლება არ შეიძლება, სამსოფლიოჩემპიანოტოდ გუნდი უკვე დაყენებული უნდა იყოს და იხვეწებოდეს ეს კი სრული აბდაუბდა იყო რაც მოედანზე ხდებოდა. ახალი მწვრთნელია მოსაძებნი სანამ კიდე დროა. ჰეიგს კი მადლობა შესრულებული სამუშაოსთვის და უნდა დავემშვიდობოთ.

• გიორგი

რა მწვრთნელმა გინდათ ნაკრების წამყვან მოთამაშეს ასწავლოს ბურთის ხელში დაჭერა? ეს არის მისი დანიშნულება? დღევანდელი მოთამაშეები არ არიან საერთაშორისო დონის , -ბურთი მაინც ხომ უნდა შინარჩუნონ, ეს ელემენტარული უნდა ასწავლოს ჰეიგმა 25-30 წლის მოთამაშეს? სხვა რომ მოიწვევთ ის იმან ასწავლოს? ნაკრებია შესაცვლელი და არა მწვრთნელი

• irakliy

ყველა, ვინცადრის ერთმანეთს ქართულ რაგბის და ფეხბურთს, არის გონებრივი იმპოტენტი. განა შეიძლება დედას ერთი შვილი უYვარდეს და მეორე სძულდეს? ამოვიდა უკვე ყელში ამ უაზრო ბჟუტურის მოსმენა. რაც შეეხება დანომვრას, პირველი რომელია? მეორე და ოცდამეთვრამეტე, ეგ Yველას პირადი საქმეა. თუ ფეხბურთი მიგაჩნია უალტერნატივოდ, წადი და წერე ფეხბურთზე. აქ შემოსვლას გაზალებს ვინმე?

• svan

რატომღაც ერთი ამბავი ატეხეთ ჩემ კრიტიკულ მაგრამ სწორ კომენტარზე როცა ვთქვი რომ რაღაც დონემდე მივედით და ეხლა უკვე სხვა დონის მწვრთნელი გვჭირდება რათქმაუნდა არ ვუკარგავ ჰეიგს გაწეულ სამუშაოს მაგრამ რამდენი ხანი უნდა ვტკეპნოთ ერთი ადგილი?!

• zura

შენ დალაგებული ხარ? ფეხბურთი თუ არის შენთვის N 1 სპორტი იყოს, ვინმე გაძალებს რამეს? აქ ვინც ვართ ჩვენთვის რაგბია N 1 სპორტი, თუ არ ეთანხმები ამას, წადი გაიარე და უგულშემატკივრე საქართველოს ჩემპიონატს და ფეხბურთის "ეროვნულ" ნაკრებს, საერთოდ რო სხვაგან მოხვდი ვერ ხვდები ხო ?

• მთ

სრულად გეთანხმები,დიზლაიქებს ალბათ ფედერაციის ხალხი წერს

• zura

ბიჭოო, ერთი ეს რაგბის ნაკრებია რომლითაც ვამაყობთ, ბოლო პერიოდია საშინელება ხდება რაღაც, აქ იმაზე არ ვსაუბრობ როგორ გაბედეს წაგებათქო, თამაშის ხარისხი არის კატასტროფაა, შერკინება გვყავდა ისეთი ნებისმიერს აფორთხიალებდა, ეხლა ესეც აღარაა ყველამ გვაჯობა ამ შერკინებაშიც, ხელით თამაშზე ხო ლაპარაკიც არაა, ამ წინ გავარდნებმა და ბურთის ვერ დაჭერამ შეგვჭამა გულშემატკივარი, რა ხდება ნაკრებში რატომაა ესეთი უბედური რეგრესი, ძიუდოში რა ბარდაკიც არის მეშინია აქაც ესეთი რაღაცეები არ ხდებოდეს და გვიან არ გავიგოთ ჩვენ, მართლა გეყოფათ ზოგიერთებს ყოჩაღ ლომებოს ძახილი და კარგად შეაფასეთ რეალობა, ვინმე თუ ხართ გარკვეული იქნებ დაწეროთ რა ჭირთ ჩვენს რაგბისტებს და ნაკრებს საერთოდ, ვერაფრით ვერ ვხსნი მე პირადად, ვხედავ თამაშის ხარისხის გაუარესებას, ამ შერკინებას მაინც რა მოუვიდა, კაროჩე რაააა....

• Lasha

აბა სად ხართ, ჟურნალისტებო, 3-ქულიანი სხვაობით მოგებულ თამაშზე რომ აიქაფეთ პირი, აქაოდა მზე დავუბნელეთ იაპონელებსო… მშრალი ანგარიშით მარცხი იაპონიასთან კი არა, ზელანდიასთანაც კი მიუღებელია. კოლელიშვილს საერთოდ რა უნდა ნაკრებში, არ მესმის. მუშტების ქნევის მეტი ვერაფრით გვამახსოვრებს ხოლმე თავს…. მწვრთნელზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ სანახაობრივად ჩვენი ნაკრების თამაში არ ვარგა. თუკი რამე პრეტენზია გვაქვს 6 ერზე, მხოლოდ მომდევნო თაობებისთვის. ცალსახაა, რომ ეს ნაკრები ვერ ქაჩავს 6 ერის დონეზე და იაპონიაზეც ერთი თავით დაბლაა. გორგოძის არ იყოს, სანამ ოკეანეთის გუნდებს და იაპონიას პირწმინდად, რუმინეთივით არ დავჯაბნით ხოლმე, მანამდე უაზრობაა 6 ერზე ლაპარაკი.

• ქართველი

ეეეჰ ფიჯის კუნძულებზე(სურათები მაინც ნახეთ რა ადგილებია)რომ მოხვდება კაცი თანაც ქართველი ის ვარჯიშზე და დისციპლინაზე იფიქრებს და იზრუნებს? გაილაღეს ალბათ ბიჭებმა... ჰოდა იაპონიამ გაილაღააააა...

• ქართველი

ეეეჰ ფიჯის კუნძულებზე(სურათები მაინც ნახეთ რა ადგილებია)რომ მოხვდება კაცი თანაც ქართველი ის ვარჯიშზე და დისციპლინაზე იფიქრებს და იზრუნებს? გაილაღეს ალბათ ბიჭებმა... ჰოდა იაპონიამ გაილაღააააა...

• პაატა

ნაკრებს რომ სერიოზული ჩავარდნა აქვს ფაქტია! ნაკრების პროგრესირება კარგა ხანია შეწყდა... ნეტა უკან სვლა არ დაწყებულიყო. მშრალი ანგარიშით წაგება ძალზედ უსიამოვნოა, მაგრამ ამაზე დიდი პრობლემა ის არის რომ ვერც დღეს ვნახეთ რაიმე ისეთი "წარუმატებელი ექსპერიმენტი", რომელიც ამ მძიმე შედეგს გამოიწვევდა. ჩემთვის ყველაზე გამაოგნებელი ის უფერული და სრულიად არაეფექტური ტაქტიკური მონახაზია, რომლითაც გუნდმა ბოლო 4 შეხვედრა წარმართა (იმის წინა თამაშებს აღარ გადავწვდები). მხოლოდ ზურგს უკან ბურთის გადაკიდებით რომელ გუნდს მიუღწრვია წარმატრბისთვის??? ჩვენს სათამაშო მონახაზს საერთოდ აკლდა მოულოდნელობის ეფექტი, ყველფერი მარტივად წაკითხვადი იყო. ძალიან დაფიქრება მართებს ჩვენი რაგბის ნესვეურებს!!!იმედია ჩვენს გუნდში თამაშის გაუმჯობესების რესურსი კიდევ დარჩა!

• ზაზა

რა მწვრთნელი ხალხო ზრდასრული მოთამშეები, ნაკრების წევრსბი ბურთს ძირს აგდებენ ყოველ მომენტში! ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უნდა ასწავლოს ბურთის ხელში დაჭერა (პასზე არარაფერს ვამბობ). სირცხვილია და პრობლემას ნაკრების მწვრთნელში ვეძებთ? სხვა რომ მოვა ბურთის ხელში დაჭერა უნდა ასწავლოს?

• გორსკი

ჩემი აზრით საქართველოს ეროვნულ სიამაყეს რაგბის ნაკრებს თამაშის დათმობის შემთხვევაში ჭირდება გონივრილი ანალიზი და უფრო მეტი მხარდაჭერა და არა ცხრააბზაციანი წყევლა კრულვები. რაც შეეხება მილტონ ჰეიგს ის ნამდვილად არის მადლობის ღირსი, ისტორია მან საქართველოს ნაკრებში შექმნა! დარწმუნებული ვარ წასვლის შემდგომ ძალიან კარგ წინადადებებსაც შესთავაზევენ.

• gio58

უყურე მერე რასაც გინდა, ვინ გიშლის? რას შეუძლია ჩემთვის სიამოვნების მონიჭება, შენ როგორ უნდა მასწავლო. რაგბზე შენ საერთოდ რას უნდა წერდე? ტონგა და ტოგო ვერ გაგირჩევია. ამიტომ, წერე რა შენს ფეხბურთზე. შემოგივარდა ვინმე? თუ შემოგივარდება - გაუშვი შორს და შენც მაგას გირჩევ. და კიდევ, რომელი ძლიერი ქვეყნის ჩემპიონატს უნდა შევუერთდეთ? ხომ ვერ დააკონკრეტებ? ესპანეთს თუ იტალიას?

ამ სპორტს რაგბი ჰქვია. რეგბს რუსები ეძახიან მარტო . თქვენ კიდევ თუ სიამოვნებას ფეხბურთი განიჭებთ ეგ თქვენი საქმეა და ვისაც რაგბი გვირჩევნია, იმათ ნუ გვიხსნით, ემოციას რომელი უფრო გვანიჭებს. ასე რომ ტონგასთან ( და არა ტოგოსთან) აშშსთან თუ ვინც არ უნდა იყოს წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სანამ სიბნელეში მყოფი ფეხბურთი წუმპედან ამოძვრება, იქამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ამაზე ბევრად მაღალ დონეზე იბურთავებს.

• დათო

ყველაფერს რომ სახელი თავისი სახელი დავარქვათ, დღეს ჩვენი გუნდის გამოსვლა სამარცხვინო იყო. არანაირი მომენტი ქულის აღების არ გვქონია და მორაგბეები ბურთს ხელში ვერ იჭერდნენ. მეტის თქმა ზედმეტია.

• ვაკო

კოლელიშვილს რა სჭირდა?კონტაქტშიც და ბურთაობაშიც ბურთი უვარდებოდა ასევე ხაზგასასმელია ჩვენი სამწვრთნელო შტაბის შეცდომები ექსპერიმენტი ამოვიდა ყელში თუ მაინც ეგ უნდოდათ 20 წლანდელებიდან წამოეყვანათ ვინც კარგი შთაბეჭდილება დაგვიტოვა იტალიასთან თამაშამდე 5 თვეა თუ არ გამოსწორდა შეცდომები დაგვამხობს თავზე ბურთს ეს თამაში დიდი ალბათობით მილტონისთვის გადამწყვეტია თუ მოვიგებთ დატოვებენ თუ არადა უდიდესი ალბათობით უნდა წავიდეს დიდად მადლიერია ქართველი ერი მისით მაგრამ....ასევე ჩვენი ნაკრების მწვრთნელად უმჯობესია მაისურაძე დავნიშნოთ რომელმაც პატარა ბორჯღალოსნებს სკოტებთან ირლანდიელებთან და იაპონელებთან მოაგებინა.

• კახა

სად იყავით მე რომ აქ კლავიატურის მუტრუკებისგან შეურაწყოფებს ვიღებდი ჰეიგზე ცუდს როგორ ამბობო წინა მსოფლიოს მერე ვიძახი ამოწურა ამ კაცმა შესაძლებლობები და მხოლოდ ჩვენი ბიჭების კლასის ხარჯზე გავდიოდით ფონს კიდე ვიმეორებ მემილიონედ გვჭირდება მწვრთნელი და ეხლა უკვე ფორსმაჟორში გორგოძის და ზირაქიშვილის დაბრუნებაც მთელმა რაგბის გულშემატკივრებმა უნდა ვთხოვოთ ორივეს მომავალი თაობებისთვის უნდა დაბრუნდნენ ვინაიდან იტალიასთან მარცხი და ამ ფედერაციის უნიათობამ შესაძლოა დიდი რეგრესი გამოიწვიოს რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა. დროა განგაში ავტეხოთ ქომაგებმა სპორტის გულშემატკივრებმა გამოდით მოითხოვეთ დააყენეთ მწვავედ არსებული პრობლემები ფედერაციის შეცვლისცშემთხვევაში თუ შეიცვლება და მოვა რეალური ხედვების მწონე ხალხი რო არ იფიქროთ რომ ფედერაციაში მინდა შეძრომა გეტყვით 4 წელია საქართველოში არ ვარ და სამწუხაროდ ვერც უახლეს პერიოდში ჩამოვალ რომ მანდ დავდგე რიგით ჯარისკაცად რაგბის გადასარჩენ ბრძოლაში.

• ანზორი

რა გინდა თქვა, ვერ გავიგე, ძმაო. აგერ ინდოეთში პირველი სპორტი კრიკეტია, აშშ -ში ამერიკული ფეხბურთი, ჩინეთში - მაგიდის ჩოგბურთი, ავსტრალიაში - რაგბი და ა.შ. ევროპაში თუ ყველაზე მეტად ფეხბურთი მოსწონთ, ამათ თავიანთ საყვარელ სპორტს თავი უნდა დაანებონ? თუ არ მოგწონს, ნუ უყურებ, გაძალებს ვინმე? ეგ ერთი და - თუ გგონია, რომ პირველ ეშელონს ვერ ვუგებთ, ჯერ 20 წლამდელების თამაში ნახე და მერე გაისად - ეროვნულის, მსოფლიო თასზე.

• gusani

ვინმე, ,,ურა პატრიოტების" გარდა სხვა შედეგს ელოდით? მთლად 0 -ზე არა, მაგრამ მაინც. უმეტესობა ჩვენი ბიჭებისა მაგრად სცოდავდნენ ტექნიკურად და ტაქტიკაშიც, გვარების დასახელებას მოვერიდები...ადრეც ვწერდი, თითქმის 2 წელია ნაკრებს, ვითომ ძიების ფონზე, პროგრესი არ აქვს. გასაგებია, მარტო შერკინებით ელიტას ვერ მიუახლოვდები, მაგრამ სხვა კომპონენტებში ოდნავადაც ვერ წავიწიეთ.... ალბათ ვერც წავიწევთ უკვე... აი ახალაგაზრდების იმედი კი მაქვს.... რაგბის მესვეურებო დროზე იმოქმედეთ.. ერთი ეს სახეობაა ეპიზოდურად რაღაც სიამაყის ეუფორიას რომ გვიქმნის და ნუ დაგვიკარგავთ...იტალიასთან ამ მოცემულობთ თამაში არ უნდა გვაწყობდეს, სხვებთან კი ბატონო

• დათი

მე არ ვარ რაგბის სპეციალისტი, მაგრამ ბოლო 2 წელია ნაკრები, რომ უკან მიდის - აშკარაა. ჰეიგის ხელში იგი წლებია ერთ ადგილს ტკეპნიდა, ეხლა კი აშკარად რეგრესირებს. წლებია იძახიან, ხელით თამაშში ვუმატებთო, მაგრამ მე მათი ხელით გადაბმული მრავალფაზიანი ხეირიანი კომბინაცია არ მინახია. ბოლო მოგებული თამაშებიც გამართლების ხარჯზე მოვიგეთ თითო ქულით. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ წლების წინ ირლანდია, ზელანდია, შოტლანდიაც კი ვერ გვიდებდა ასე იოლად ლელოებს. ნულზე ბოლოს როდის დავმარცხდით, ვინმეს გახსოვთ? ჰეიგი არის სუსტი მწვრთნელი! მითხარით, სად ქონდა კარიერა და რა შედეგები ქონდა ჩვენთან მოსვლამდე? პირიქით, კარიერა აქ გაიკეთა და გახდა ცნობადი, ვინაიდან საქართველოს დარ ძლიერ გუნდს ხელმძღვანელობს წლებია! გასაშვებია! შესაცვლელია ის მორაგბეებიც, რომლებბსაც თავი ლომუ გონიათ და დადიან თვითკმაყოფილი სახეებით! ფედერაციავ, დროზე ვუშველოთ ჩვენს ერთადერთ და ნამდვილ გუნდს! გუნდს, რომელიც ერთადერთი ნათელი და პოზიტიური წერტილი იყო ჩვენი ქვეყნის დაქცეულ ყოფიერებაში!

• გუსანი

ვინმე, ,,ურა პატრიოტების" გარდა სხვა შედეგს ელოდით? მთლად 0 -ზე არა, მაგრამ მაინც. უმეტესობა ჩვენი ბიჭებისა მაგრად სცოდავდნენ ტექნიკურად და ტაქტიკაშიც, გვარების დასახელებას მოვერიდები...ადრეც ვწერდი, თითქმის 2 წელია ნაკრებს, ვითომ ძიების ფონზე, პროგრესი არ აქვს. გასაგებია, მარტო შერკინებით ელიტას ვერ მიუახლოვდები, მაგრამ სხვა კომპონენტებში ოდნავადაც ვერ წავიწიეთ.... ალბათ ვერც წავიწევთ უკვე... აი ახალაგაზრდების იმედი კი მაქვს.... რაგბის მესვეურებო დროზე იმოქმედეთ.. ერთი ეს სახეობაა ეპიზოდურად რაღაც სიამაყის ეუფორიას რომ გვიქმნის და ნუ დაგვიკარგავთ...სამწვრთნელო შტაბი გადასახედია, შემადგენლობაც,, დააწინაურეთ 20 ებიდან, მსოფლიო თასისთვის რომ მოქსწრონ!! ამ მოცემულობით იტალიასთან შეხვედრა არ უნდა გვაწყობდეს....

• roma

მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და ყველა სპორტის სახეობაში ჩემი ქვეყნის გუნდებსა და ნაკრებებს ვგულშემატკივრობ,ახლა რაც შეეხება ქართულ რეგბს და საერთოდ მსოფლიო რეგბსაც,პირველი ჩვენი ვაი და უი არის ის,რომ ზოგიერთები რეგბს საქართველოში N1-ელ სპორტის სახეობად მიიჩნევენ,რაც არის დიდი შეცდომა და უმეცრება,მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტის N1-ლი სახეობა არის ფეხბურთი და ეს აქსიომაა,მათ შორის საქართველოშიც,გასაგებია,რომ აგერ უკვე 40-ი წელია ქართული ფეხბურთი კრიზისშია,მაგრამ ყველაფერი დროებითია,ეს ყველაფერი გამოსწორდება მაშინ,როცა საქართველო შეუერთდება სხვა ქვეყნის ძლიერ ჩემპიონატს და ქვეყანაში იქნება ეკონომიური წინსვლა,როცა ეს დრო დადგება ქართული ფეხბურთიც დაიწყებს აყვავებას.რაც შეეხება რაგბს,ამ სპორტით,სერიოზულ დონეზე დაკავებულია მხოლოდ 9 ქვეყანა,მხოლოდ და მხოლოდ,შემდეგ მოდიან მეორე ეშელონის გუნდები:იაპონია,ფიჯი,სამოა,ტოგო,საქართველო,რუმინეთი,რუსეთი,კანადა და აშშ.მორჩა,სხვა ქვეყნები უკვე რეგბს აღარ,თუ ვეღარ თამაშობენ.აგერ უკვე 25-თი წელია ჩვენ მივაღწიეთ იმ დონეს,რაშიდაც დღეს ვართ,ე.ი უშანსოდ ვაგებთ ბობოლებთან,ხოლო რუმინეთს,ტოგოს,რუსეთს,თითქმის ყოველთვის ვუგებთ,ხოლო აშშ,კანადას,სამოას,ფიჯის ხან ვუგებთ,ხან ვაგებთ,ხოლო იაპონიასთან თითქმის ყოველთვის ვაგებთ.ეს არის ჩვენი ნადვილი სახე დღესდღეობით.სხვა მსჯელობა,არის მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუება და მეტი არაფერი.ასევე მინდა სკეპტიკოსებს უთხრა ფეხბურთის შესახებ:თქმით ყველაფრის თქმა შეიძლება,ენას ძვალი არ აქვს,მითუმეტეს დემოკრატიის პირობებში,მაგრამ რეალობა აქაც სხვაა,ფეხბურთი საქართველოშიც და მთელ მსოლიოშიც არის N1-ლი სპორტის სახეობა და აქვე მინდა დავამატო,ის რომ:არცერთ სხვა სპორტის სახეობას არ შეუძლია ისეთი სიხარულის და ემოციის მოცემა,რაც შეუძლია ფეხბურთს.გაუმარჯოს ფეხბურთს და უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს,ეს შეჯიბრი ყველაფერზე გაგცემთ პასუხს.

• japan

საშინლად ითამაშეს, ჰეიგი დაუყოვნებლივ უნდა გავუშვათ,ასეთ თამაშს ჯობია საერთოდ უმწვრთნელოდ დარჩე.

• samtredski

მადლობა ჰეიგს ყველაფრისთვის ხო არ დადგა დრო სიახლეების და რაც მთავარია ჰეიგზე უფრო ძლიერი მწვრტნელის მოყვანის და არა პირიქით მაშინ დარჩეს ჯობია.

• soso

ზომები რომ მისაღებია ეს აშკარაა ზიდანმა სამჯერ ლიგა მოიგო და წავიდა ჰეიგის ღვაწლი შეუფასებელია საქართველოსთვის მარა ისევ მას უნდა ვაცადოთ რას გადაწყვეტს არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან წადის ძახილი. ანდაც იტალიასთან გულშემატკივრებს რაღაც გეგმა უნდა უთხრას ეე თამაში ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება.

ზედმეტი გაუმარჯოს და ყოჩაღ ლომებოს დრო რომ აშკარად აღარ არის ?

• ალეკო

გუნდი რომ ვერ იყო ფორმაში უკვე ფრანგებთან გამოჩნდა, მერე კი ერთმანეთზე უფრო სუსტი თამაში, ზოგი წერს რომ მწვრთნელია შესაცვლელი მეც ვიზიარებ და ეს წინა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მაშინვე უნდა გაეკეთებინად, დიდ პატივს ვცემ მილტონს და მადლობა რომ გარკვეულ ეტაპზე ძალიან დაეხმარა გუნდს, მაგრამ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები

• ზაზა

მოთამაშეს ბურთი ხელიდან ყოველთვის უვარდება (არათუ პასი) და რა მწვრთნელი რა მასაჟისტი? მწვთნელს ცხადია აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ მოთამაშე თუ ანა-ბანას ვერ ასრულებს და რაზეა საერთოდ ლაპარაკი? სხვა მწვრთნელი რომ მოვა უკეთ დაიჭერენ ბურთს ხელში? და აღარ დააგდებენ თამაშში ყოველ წუთში?

იმედი მქონდა, რომ შეცდომებს გამოასწორებდნენ, მაგრამ შედეგი სახეზეა. ბლოომად საფიქრალი აქვთ ჩვენს მწვრთნელებს. მოგების იმედი არ მქონდა, მაგრამ ასე მშრალად წაგებასაც არ ველოდი. იქით ჩვენგან დამარცხებულმა ტონგამ ფიჯის მოუგო. ასე, რომ დროზე უნდა მოვეგოთ გონს და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. მსოფლიომდე დიდი დრო აღარ რჩება

• tttt

ბოლო ორი თამაში მართლაც კატასტროფაა. ჩემი აზრით 20 წლამდელების 5-6-მა ბიჭმა მაინც (აფრასიძე, აბჟანდაძე, ძაგნიძე, ჯალაღონია, თაფლაძე, ჯაფარიძე და ა.შ) მთლიანად უნდა ჩაანაცვლოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა უკვე წელსვე (შემოდგომის ტესტებზე). ეს თაობა სხვა რაგბს თამაშობს.

• მთ

სადღეგრძელოს რომ ამბობ რაგბისტვის გიყურებია როდისმე?

• george

ნამდვილად ცუდად ითამაშეს, მაგრამ ისტერიკა საჭირო არ არის. წყნარად უნდა გაკეთდეს ბოლო თამაშების ანალიზი. იტალიასთან თამაშამდე 5 თვეა და კარგად მომზადება მოესწრება. ჰეიგს რაც შეეხება, ზუსტად მის ხელში დაიწყო ნაკრებმა თანამედროვე რაგბის თამაში. კივილი, რომ წავიდესო, არ არის საჭირო. აქაც დასხდნენ და თუ ჰეიგმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები, მადლობა გადავუხადოთ და დავემშვიდობოთ. ისე საიდან ამდენი ღვარძლი და გახარებული კიჟინი გუნდის წარუმატებლობაზე?! სირცხვილია

• zaza

მარტო მწვრთნელში ვინც ეძებს პრობლემას ის დაუნიშნოთ ამათღ მწვრთნელად და მერე ვნახოთ რა შედეგსაც დადებს.დიდი ალბათობით ვერაფერსაც ვერ მიაღწევს და ხელს სხვისკენ გაიშვერს როგორც ჩვენშია მიღებული.მარტო მწვრთნელი კიარა კომპლექსური მიდგომა უნდა ამ საქმეს ამ ნაკრების ნახევარი შესაცვლელია.და თაობათა ცვლის პროცესია დასაწყები მეთოდურათ.

• მთ

სუფრას თამადობ?

• T.Q

ეს ალბათ შოკი უფროა ვიდრე გაკვირვება გულშემატკივრისთვის პირადად მე ეს წაგება და მითუმეტეს ეს ანგარიში ვერ წარმომედგინა მსოფლიოზე ცოტა შიში გაჩნდება ხალხში არცერთი თამაში არ იყო წასაგები ჩვენ ეხლა მსოფლიო გვიყურებს და ყოველი ნაბიჯი უნდა დავამტკიცოთ რომ უძლიერესები ვართ. ჩვენ ბიჭების გვერდით ვართ და მხარს ვუჭერთ გული არ გაიტეხოთ მაგრამ ასეთი სირცხვილი აღარ უნდა დაგვემართოს.

• მთ

კატასტროფული რეგრესია, დროზეა ზომები მისაღები, ექსპერიმენტების და რაგაც ეგეთი სისულელეების აგარავის სჯერა!!!!

• მთ

რაგბი არ გესმი ალბათ და რატომ იწვალებ თავს?

• dato

არის მოსვლის დრო და არის წასვლის, ჰეიგს მადლობა გადავუხადოთ და დავემშვიდობოთ დროულად, სანამ საბოლოოდ არ გაანადგურა თავისივე აშენებული გუნდი, ეს რაგბი აღარაა რასაც ჩვენ ვთამაშობთ!

• 1

2018 წელს ჩვენს გუნდს რაგბი ფაქტობრივად არ უთამაშია. ბოლო პერიოდში კი კრიზისი აშკარაა. თუ ჰეიგი ახლა არ გადადგება, იტალიასთანც შევრცხვებით და მსოფლიოზეც.

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

რო წერთ მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები ყველა კომპონენტში დაჯაბნაო იქნებოდა რაღაც რასაც ჩვენები კარგად გააკეთებდნენ და იქნებ ისიც აგეღნიშნათ

მოკლედ: ბოლო პერიოდის არასწორი მუშაობის აკორდი :(((

• gagi

logikuri dasasruli heigis " eqsperimtuli svlis diadi miznebisken" . amis mere kidev vinmes ena moubrundeba tqvas, rom es kaci unda darches?

• დაიწყეთ

დაიწყეთ ლანძღვა გინება .....მოგება წაგება ძმები არიანო ხოდა ამ ძმობას გაუმარჯოს ..ყველა იმ კაცს გაუმარჯოს ვინც წაგებისას ჩვენ ბიჭებთან ერთად გვერდში უდგანან და ამაგრებენ და მოგებისას ერთად ზეიმობენ..ჩვენ გაგვიმარჯოს ლომებო

• ozeki

-სამწუხაროდ გამართლდა ნამდვილი გულშემატკივრების პროგნოზი:" იაპონიამ გაასაზიზღრა ესეთი ნაკრები".

• ვარსქენი

განმარტებები უნდა გააკეთოს ფედერაციამ და მცვრთნელებმა. ეს არის რეგრესი და არ აღარ შეიძლება თვალის დახუჭვა...

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"ბორჯღალოსნები" | იაპონია თბილისში მოდის

"ბორჯღალოსნები" | როტაციით და ორი დებიუტანტით იაპონიასთან

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა

10 წლის შემდეგ პირველად - "ბორჯღალოსნებმა" იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | 34 მოთამაშით იაპონიასა და ავსტრალიაში

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

"ბორჯღალოსნები" | მეშვიდედ იაპონიასთან

"ბორჯღალოსნები" | ჩვენ და იაპონია

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება