არგენტინის ნაკრებში ქაოსია: გუნდს სამპაოლი ავარჯიშებს. შემადგენლობას ფეხბურთელები შეარჩევენ?
ნიგერიის ნაკრების მიერ ისლანდიის დამარცხებამ არგენტინის ეროვნულ გუნდს პლეი-ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნა. გადამწყვეტი შეხვედრა ნიგერიასთან 26 ივნისს გაიმართება. მწვრთნელი ხორხე სამპაოლი მოთამაშეებს ავარჯიშებს, მოედანზე ბლოკნოტით დადის და რაღაც ტაქტიკურ გეგმებს ადგენს, რომელთა გამოცნობას აბეზარი ჟურნალისტები ცდილობენ.

ზოგი ამტკიცებს, რომ შემადგენლობას ფეხბურთელები შეარჩევენ. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონმა რიკარდო ჯუსტიმ არ დამალა, რომ ყოფილ თანანაკრებელს, ხორხე ბურუჩაგას (ასევე მსოფლიოს ჩემპიონია) ესაუბრა, რომელიც ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორია. ჯუსტის თქმით, ბურუჩაგამ უთხრა, რომ მოთამაშეებთან კონსულტაციები ექნებათ, რამეთუ სამპაოლიმ გუნდზე კონტროლი დაკარგა, მას შეუძლია იმყოფებოდეს სათადარიგოთა სკამზე, თუ არადა არც ეგაა პრობლემა, სამპაოლი შაბათ საღამოს ფედერაციის პრეზიდენტს კლაუდიო ტაპიას ესაუბრა და ჯერჯერობით სამუშაოზე დატოვეს.

მთავარი "კონსულტანტები" ლეო მესი, ხავიერ მასკერანო და სერხიო აგუერო იქნებიან. აგუეროს კონფლიქტი აქვს მწვრთნელთან და ამას არც მალავს. მოკლედ, ისეთი ამბავია, ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობს.

ამ დროს საწვრთნელ ბაზაზე შეშვებას და ფეხბურთელებთან გასაუბრებას მოსკოვში მყოფი დიეგო მარადონა ითხოვს. ის ამტკიცებს, რომ მესი მისგან განსხვავებით პიროვნულად ლიდერი არაა და თუ ბაზაზე შეუშვებენ, გუნდის სულიერ განწყობას აამაღლებს.

თუმცა, ტრიუმვირატს (მესი, მასკერანო, აგუერო) მარადონას სტუმრობის იდეა დიდად არ ხიბლავს და საერთოდ, გაურკვეველია, სად მიექანება ალბისელესტე.

სამპაოლი კი სავარჯიშო მოედანზე ბლოკნოტით დადის და რაღაც ტაქტიკურ გეგმებს ადგენს...

MARI XUANA
ეს არის გასტრანომის დირექტორის მოადგილე.
კახა ქირია
ნაკრებს რომ ვერ მოერგო ეს კაცი ხო ფაქტია.გაიხსენეთ როგორ გავიდა არგენტინა მსოფლიოზე, რომ არა მესი....ძაან ძველმოდურ ფეხბურთს ათამაშებს
korben dallas
და სამპაოლის ჩილეზე რაღას იტყოდით პატივცემულო კახაბერ ? გეხსომებათ, წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ რა რთული ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში თვით მასპინძელ ბრაზილიასაც ტოლ-სწორად ეომა. მერე კი მისმა შეკრულ-შედუღაბებულმა ნაკრებმა ზედიზედ ორი "კოპა ამერიკა" მოიგო. თუ ვინ დაამარცხეს ფინალში ორივეჯერ, მაგას აღარ ვიტყვი DDDD
კახაბერი
შენი აზრით რა აინტერესებს - მაგდენ ფულს რასაც მაგას ბარსელა უხდის , დედამიწაზე არავინ იღებს - ზუსტად ფული არის მაგისთვის მეორეხარისხოვანი და არა ფეხბურთი? კრეტინი მწვრთნელი რომ იძახის , ჩემს ტაქტიკას ვერ მოერგო გუნდიო , სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს , ვისზე იძახის ამას -გუნდს რომელსაც 7 სუპერვარსკვლავი და + ლეო მესი ყავს ?! წინა ჩემპიონატიშიც არ იყო სანახაობითი არგენტინის ნაკრები , მაგრამ გუნდი იყო , გული ჰქონდა და საქმეს აკეთებდნენ ! სამპაოლი რომ არარაობაა - სევილიიდან გამოჩნდა , ან კი რას ჰგავს მისი *ტაქტიკა* და ქმედება ? გუნდს არ ჰყავს კლასიკური საყრდენი ნახევარმცველი - ისეთი როგორიც ბუსკეტია , ის ვისაც ბურთის ამოტანა ევალება საჯარიმოდან ცენტრის ხაზამდე ! გაიხსენენ , როგორი ქაოსი იყო ბარსელონაში , როცა ტიტო ვილანოვა ავად გახდა - სუპერგუნდი დაიშალა და დაიქცა , სანამ ენრიკე არ მოვიდა , მასაც ჰქონდა ჩავარდნა - მაგრამ როცა მწვრთნელი ჭკვიანი , ყველაფერი ლაგდება - სამპაოლი კი აბსოლიტური დეგენერატია ! არ დაბლოკოთ კომენტარი !
korben dallas
ფოტოს დააკვირდით. აი ბავშვობიდან ასეთია ლეო - "მარშრუტკაშიც" სულ შოფრის გვერდით უნდოდა ჯდომა DDDD ჰოდა, დაუდექი შოფერ სამპაოლის გვერდით, რას ინტრიგანობ ამ გაგანია მუნდიალის დროს ?!
buje
აი ესაა სრული კატასტროფა.შევიდეს მარადონა იქნებ ცოტა აზრზე მოიყვანოს მესი.ფეხბურთი არ აინტერესებს უკვე მაგას,ძალიან ცუდად ამთავრებს კარიერას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ხორხე სამპაოლი: "ოქროს ბურთი" ყოველ წელს მესის უნდა მისცენ
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
"სევილიამ" მწვრთნელი ლოპეტეგი გადააყენა
სამწვრთნელო ცვლილებები ევროპის ტოპ-ლიგებში - ორი გაუშვეს, ლოპეტეგიც ზღვარზეა
"სევილიამ" მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში მეორედ გადააყენა
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
"სევილიას" მწვრთნელად სამპაოლი დანიშნეს
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]