მუნდიალი 2018: B ჯგუფის საოცარი ფინიში -ესპანეთი პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო პორტუგალია - მეორეზე [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ტურში B ჯგუფში ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნებული იყო და ორივე მატჩი მეტად და მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა და ესპანეთმა პირველი ადგილი დაიკავა, პორტუგალიამ კი - მეორე.

ასე და ამრიგად, მერვედფინალში ესპანეთი რუსეთს შეხვდება, ხოლო პორტუგალია ურუგვაის.

ესპანეთმა ძლივს მიაღწია ფრეს უმოტივაციო მაროკოსთან: მე-14 წუთზე სერხიო რამოსის შეცდომით ბუტაიბმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა, თუმცა მაროკოელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა - ინიესტას პასით თანაფარდობა ისკომ აღადგინა. მერე ისევ ბუტაიბს ჰქონდა მომენტი და ფურია როხა დე ხეამ გადაარჩინა. ცნობისათვის, დე ხეამ ტურნირზე პირველად მოიგერია დარტყმული ბურთი. ამის შემდეგ ესპანელებმა ჩვეულად დაიწყეს ბურთის კონტროლი და შესვენების წინ დიეგო კოშტამ ინიესტას კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა.

55-ე წუთზე ამრაბატის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ესპანეთმა სახიფათო შეტევით უპასუხა და ისკოს თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან საისმა გამოიტანა. 81-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ელ ნასირმა თავურით მაროკო დააწინაურა, ხოლო კომპენსირებულ დროში ასპასმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

B ჯგუფი. ორშაბათი. 25 ივნისი. კალინინგრადი. 32 000 მაყურებელი

ესპანეთი - მაროკო 2:2

გოლები: 0:1 ბუტაიბი (14), 1:1 ისკო (19), 1:2 ელ ნასირი (81), 2:2 ასპასი (90+1)

ესპანეთი: დე ხეა, კარვახალი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, ტიაგო ალკანტარა (ასენსიო 74), ისკო, დავიდ სილვა (როდრიგო 84), დიეგო კოშტა (ასპასი 74)

მაროკო : მუნირი, ჰაკიმი, და კოსტა, საისი, დირარი, ზიეში (ბუჰადუზი 85), ელ აჰმადი, ბელანდა (ფაჰრი 63), ბოუსუფა, ამრაბატი, ბუტაიბი (ელ ნასირი 72)

Video

25.06.18 ესპანეთი - მაროკო 2:2

ირანის ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და ცოტა დააკლდა პლეი-ოფში გასვლას: პირველი მომენტი ჟოაო მარიუს ჰქონდა, რომელმაც ბურთი კარს გადააცილა, მეტოქემ კი პრესინგს მიმართა და პორტუგალიელებმა თითქოს არ იცოდნენ, შეტევა როგორ წარემართათ, ბურთის ცენტრში გორება დაიწყეს და პირველი ტაიმის დასასრულს კუარეჟმას ლამაზი გოლით მაინც დააწინაურა თავისი გუნდი.

შესვენების შემდეგ ეზათოლაჰიმ საჯარიმოს ხაზთან რონალდო შეაჩერა და მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ 90+3-ე წუთზე გამოიყენა თერთმეტმეტრიანი ეზათოლაჰიმ - 2:2 და ირანი მაინც ჩარჩა ჯგუფში.

B ჯგუფი. ორშაბათი. 25 ივნისი. სარანსკი. 41 685 მაყურებელი

ირანი - პორტუგალია 1:1

გოლები: 0:1 კუარეჟმა (45), 1:1 ანსარიფარდი (90+3)

გამოუყენებელი პენალტი: 0:1 რონალდო (53)

ირანი: ბეირანვანდი, ჰაჯსაფი (მოჰამადი 56), პორალიგანჯი, ჰოსეინი, რეზაიანი, ეზათოლაჰი (ანსარიფარდი 77), ომიდი, ამირი, ტარემი, სარდარი, ჯაჰანბახში (გოდოსი 70)

პორტუგალია: პატრისიუ, პეპე, გერეირო, ფონტე, სედრიკი, ადრიენ სილვა, ვილიამი, ჟოაო მარიუ (მოუტინიო 84), კუარეჟმა (ბერნანდო სილვა 70), რონალდუ, ანდრე სილვა

Video

25.06.18 ირანი - პორტუგალია 1:1

დიეგო
ორი გენიოსი კი არა მესის გვერდზე იმას საერთოდ ნუ ახსენებ და მესის მერე მე-2ე ვინ არის კი არა მეოთხედან უნდა დაიწყო.
niko
გადავიკითხე კომენტარები და მაგრა მაინტერესებს ირანი და ს.არაბეთი,პანამა და ტუნისი, კოსტარიკა და ეგვიპტე,მაროკო და კორეა რომ გასულიყვნენ ჯგუფიდან და გერმანია ,ხორვატია ,საფრანგეთი ,ბელგია, ბრაზილია , ესპანეთი და პორტუგალია ,არგენტინა, ურუგვაი ჯგუფში ჩარჩენილიყვნენ რამდენი გულშემატკივარი გააგრძელებდა მუნდიალის ყურებას და რა საყურებელი იქნებოდა თამაშები..და უყურებდით კი საერთოდ??????
nik
მესი და რონალდო რომ უდიდესი საფეხბურთო ინტელექტუალები არიან ამას მათი ტიტულებიც ადასტურებს,ისკო,კროოსი,ინიესტა,რამოსი,ბეილი, ბენზემა და ა.შ საუკეთესო ფეხბურთელები არიან... მაგრამ ამ ეპოქას ამ ორი დიდი ფეხბურთელის კონკურენცია ქმნის და აქ დასახელებული თუ არდასახელებული ფეხბურთელები ამ დუელში ვერ შედიან..ერთი კი თვალშისაცემია ცოტაც და ამათი ეპოქა დამთავრდება...ვნახავტ მომავალში ამათ ვინ შეცვლის..და პენალტის გატანა არგატანა ამათ ვერაფერს შუცვლის ,არგატანილი პენალტიც ემახსოვრებათ და ეს ორი გენიოსიც!!!
gio
სხვებისგან განსხვავებით მე B და F ჯგუფებს ვუწოდე სიკვდილის ჯგუფი. B-ში ცოტათი ავცდით დიდ სიურპრიზს; ვნახოთ რა იქნება F ჯგუფში.
irakli81
რა საინტერესო იქნებოდა პორტუგალია-არგენტინის თამაში, მაგრამ ცოტაა ამის შანსი. ჯერ არგენტინამ უნდა მოახერხოს მეორე ადგილის დაკავება მერე პორტუგალიამ ურუგვაის მოუგოს, არგენტინამ საფრანგეთს და მეოთხედფინალში მესი რონალდოს დაპირისპირებას ვიხილავთ.გამოვა ვითომ? :)
მწარეა სიმართლე
თქვე საცოდავებო რონალდო სამი წელია ოქროს ბურთს იღებს,ჩემპიონთა ლიგას იგებს,ევროპა მოიგო,ყველაზე მეტი ბურთი აქვს გატანილი ყველა ტურნირებში და მოულოდნელად აღზევებულია? მესის სიმაღლეზე ადგილიდან ხტება და თან ბურთები გააქვს.მეშინია ბოღმისგასნ არ დაიხრჩოთ.
დიეგო
აბა ეხლა, მოულოდნელად აღზევებული და ცხოვრებაში ჩავარდნილი პენალდოს ფანები, გუშინდელი ეგზალტირებული მასები ... ყურადღება, ყურადღება! - გამოჩნდა კუნძული, გადაიჭირეთ ქამრები. ვიწყებთ ტურბულენტურ დაშვებას ექსტრემალურ პირობებში. ცოტა დაბალზე რომ გვეფრინა ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ რა ვქნათ.
zaza
წინა თამაშების შემდეგ დღეს რონალდომ აშკარად ჩააგდო თამაში და გამოჩნდა რომ პორტუგალიას ჰყავს მოთამაშეები რომლებიც ითამაშებდნენ და ერთი კაცის ნაკრები არაა.. ყველაფერი ეხლა თავიდან იწყება, ვნახოთ რა მოხდება ურუგვაისთან, იქ გამოჩნდება პორტუგალიის რეალური ძალა!! რონალდო ჯერ არაა ჩამოსაწერი. ურუგვარი პორტგულია შანსები 50/50 ზეა.
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ქვები და გინება სპალეტის - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" სძლია
გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
ხორვატიამ მაროკოს მოუგო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
ირანის ნაკრების მცველი მორტეზ პურალიგანჯი: დიეგო კოშტა სულ დედას მაგინებდა
"ნაპოლი" მაროკოს ნაკრების ნახევარმცველის შეძენას გეგმავს
მოზეიმე მაროკოელები მაიმუნებს შეადარა - დანიური ტელეარხის ჟურნალისტის უღირსი საქციელი
რონალდომ ირანელ ფანებს სთხოვა, დაძინების საშუალება მიეცათ [VIDEO]
ინგლისი მაგრად იწყებს - საუთგეიტის გუნდმა ირანი გაანადგურა [VIDEO]
კარლოს კეირუში: რონალდო იმიტომ არ გააძევეს, რომ ვარსკვლავია?
პეტერ შმეიხელი: რონალდომ ცუდად ითამაშა, თან გასაძევებელიც იყო
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
ზიეჩის მორიგი ღირსეული საქციელი - მიღებული პრემიალური 262 000 ფუნტი სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს გადასცა
მაროკოსთან ხორვატიას ორი წამყვანი ნახევარმცველი ვერ დაეხმარება
პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა