საფრანგეთი მერვედფინალშია, დანიას იქამდე ცოტა უკლია, თუმცა ამ ორი გუნდის თამაში "ლუჟნიკიზე" მაინც ძალიან დამაინტრიგებელია.

"ლურჯებმა" წინა ტურში ფავორიტის შესაფერისი ფეხბურთი ითამაშეს. სოჭში კი ავსტრალიის ნაკრებს ბოლო შანსი ეძლევა, მაგრამ ყველაფერი მასზე აღარ არის დამოკიდებული.

დანიის ნაკრებს მერვედფინალში გასასვლელად მოსკოვში ფრეც ჰყოფნის, მოგება კი გუნდს პირველ ადგილზე გაიყვანს ჯგუფში. აი, წაგების შემთხვევაში კრისტიან ერიქსენი და კომპანია ავსტრალიელთა თამაშზე იქნება დამოკიდებული.

წინა ტურში დანიის ნაკრები ამარცხებდა ავსტრალიას, როცა ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით, მათ კარში პენალტი დაინიშნა. სხვათა შორის, ეს იყო VAR-ის მიერ ამ მუნდიალზე მიღებული ყველაზე საჭოჭმანო გადაწყვეტილება. კაპიტანმა ერიქსენმა მას "ძალიან ნერვების მომშლელი" უწოდა.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან ორ ფაქტს გავიხსენებთ - 1998 წელს საფრანგეთმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგო, მათ შორის, 2:1 დანიასთან. სამაგიეროდ, 2002 წელს სწორედ დანიელთა "წყალობით" ფრანგებმა მუნდიალი ნაადრევად დატოვეს.

დანიელთა მთავარი საშიშროება ფრანგებისთვის, ბუნებრივია, ერიქსენს უკავშირდება, "ტოტენჰემის" ვარსკვლავმა დანიის ნაკრების ბოლო 15 თამაშში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

საფრანგეთის ნაკრებში კი კილიან მბაპეს ვარსკვლავი ამობრწყინდა. მას მერე, რაც მან პერუს გაუტანა, მბაპე გახდა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე დიდ ტურნირებზე (აჯობა ტრეზეგეს).

დანიის ნაკრებს არ ეყოლება ტრავმირებული ვილიამ კვისტი. ფრანგებს ყველა მწყობრში ჰყავთ, მაგრამ დიდიე დეშამს სატურნირო უპირატესობა ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს. მით უფრო, დეშამი გაუფრთხილდება სიდიბეს, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს. იგივე შეიძლება ითქვას უმტიტიზეც.

ცოტა უცნაური განცხადება გააკეთა პოლ პოგბამ. მან თქვა, რომ ეს მუნდიალი შეიძლება მისთვის ბოლო გამოდგეს. შეგახსენებთ, რომ ის ჯერ მხოლოდ 25 წლისაა.

სხვათა შორის, საფრანგეთის ნაკრებმა ამხანაგური მატჩის გამართვა მოასწრო და "სპარტაკის" 19-წლამდელთა გუნდი 11:0 გაანადგურა.

C ჯგუფი. სამშაბათი. 26 ივნისი. მოსკოვი. ლუჟნიკი არენა

დანია-საფრანგეთი 18:00

სავარაუდო შემადგენლობები

დანია (4-2-3-1): შმეიხელი - დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი - დელეინი, შიონე - ი. პოულსენი, ერიქსენი, სისტო - იორგენსენი

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, ლ. ერნანდესი - კანტე, პოგბა - მბაპე, გრიზმანი, მატუიდი - ჟირუ

არბიტრი: ს. რიკი (ბრაზილია)

ავსტრალიის ნაკრებმა აუცილებლად უნდა მოუგოს უკვე გავარდნილ პერუს, რომ მეორე თამაშს ამ ნაკრებისთვის აზრი მიეცეს. ბერტ ვან მარვეიკს ფრანგების იმედი უნდა ჰქონდეს - თუ დანია თუნდაც 1:0-ს მოიგებს, ფრანგების ნულზე გამარჯვების შემთხვევაში, ბრძოლას ავსტრალია გააგრძელებს.

შესაძლოა, გაფრთხილებებსაც აზრი მიეცეს - თუ საფრანგეთი 2:1-ს მოიგებს, ხოლო ავსტრალიელები - 1:0-ს, მეორე ადგილის ბედი დანიასა და ავსტრალიას შორის ყვითელი ბარათების რაოდენობის მიხედვით გადაწყდება. ამ წუთისთვის დანიას 1 ყვითელი ბარათით მეტი აქვს.

პერუს ნაკრებს არ ეყოლება ჯეფერსონ ფარფანი, რომელიც წინა მატჩის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა და მუნდიალი დაასრულა.

C ჯგუფი. სამშაბათი. 26 ივნისი. სოჭი. ფიშტი ოლიმპიკი

ავსტრალია-პერუ 18:00

სავარაუდო შემადგენლობები

ავსტრალია (4-4-1-1): რაიანი - რისდონი, სენსბერი, მილიგენი, ბეჰიჩი - ლეკი, მუი, იედინაკი, კრუსი - როგიჩი - იურიჩი

პერუ (4-2-3-1): გალიესე - ადვინკულა, რამოსი, როდრიგესი, ტრაუკო - აკინო, იოტუნი - კარილიო, კუევა, ფლორესი - გერერო

არბიტრი: ს. კარასიოვი (რუსეთი)

ფაქტები

საფრანგეთი და დანია 2000 წლის მერე ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ. "ლურჯებმა" 6 დაპირისპირება მოიგეს, 1 კი წააგეს.

საფრანგეთსა და დანიას უკვე 11 თამაშია, რაც ფრე არ უთამაშიათ.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) ბოლო 4 თამაში მოიგო. ოთხივე ეს თამაში გუნდმა 1-გოლიანი უპირატესობით მოიგო.

დანიის ნაკრები მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) 11 თამაშია დაუმარცხებელია.

პერუს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბოლოს 1978 წელს მოიგო არგენტინაში.

ავსტრალია და პერუ მუნდიალებზე პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

ამ მუნდიალზე პერუმ 27-ჯერ დაარტყა, მაგრამ ჯერ გოლი არ გაუტანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
[VIDEO] აშშ-მ ავსტრალიასაც მოუგო და 1/16-ფინალში გავიდა
[VIDEO] რეკორდების წვიმა - ბრინჯაოსთვის სახალისო მატჩში ინგლისმა საფრანგეთს სძლია
[VIDEO] სენსაცია და ლამაზი გოლები - ავსტრალიამ თურქეთი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
დანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
გაიმარჯვა იმან, ვისაც უნდა გაემარჯვა - ბრაზილიამ დამსახურებულად მოიგო კოპა ამერიკა [VIDEO]
[VIDEO] სანახაობრივი მატჩი - ეგვიპტემ ახალ ზელანდიას დაუქამბექა
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
რიკარდო გარეკა: პერუს ნაკრები პროგრესირებს და ლიდერებში უნდა დამკვიდრდეს
ურუგვაის 3 გოლი გაუუქმეს და 1/2 ფინალში პერუ გავიდა - ლუის სუარესი აგონიაშია [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა
სენსაცია - პერუს ნაკრებმა ურუგვაის ჩილეც ზედ მიაყოლა და ბრაზილიასთან რევანში სწყურია! [VIDEO]
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
ნუთუ, ბრუნდება დიადი ბრაზილიის ნაკრები? - ტიტეს გუნდმა პერუ გაანადგურა [VIDEO]
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში