სულ რაღაც ერთი წლის წინ ქვეყანაზე არ არსებობდა ვესლი სნეიდერზე უბედური ადამიანი...

სულ რაღაც ერთი წლის წინ ქვეყანაზე არ არსებობდა ვესლი სნეიდერზე უბედური ადამიანი. მობეზრებული ცოლი კატეგორიულად არ თანხმდებოდა გაყრას, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა თავს იტეხდა, სად გაეშვა ტანმორჩილი ჰოლანდიელი და თან რამდენიმე მილიონი ეშოვნა. მშობლიურ ჰოლანდიაში მუდმივად წარუმატებელი თინეიჯერის სახელი ჰქონდა. დღისით სკოლაში მისი ნორჩი თანამემამულეები წერდნენ თემას სახელწოდებით - "რატომ არ მინდა ვიყო სნეიდერი!", საღამოობით კი მათი მამები და დედები სიცილით იხოცებოდნენ პატარა სნეიდერის შესახებ სამწუთიანი ვიდეორგოლის ყურებით - როგორ არ გამოსდის ფეხბურთელს ამსტერდამში პირდაპირ ბანკომატის წინ სექსი თავის გულისწორთან. ეს კადრები ფარული ვიდეოკამერით იყო გადაღებული. მაგრამ გავიდა სულ რაღაც 12 თვე - წარუმატებელი ვესლი პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. "ინტერმა", რომელშიც სნეიდერი გადავიდა, სეზონის ყველა პრიზი მოიგო, ჰოლანდიამ კი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, თანაც ვესლი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჩემპიონატის დასრულებისთანავე ვესლიმ ოფიციალურად იქრწინა სწორედ ბანკომატების იმ მოყვარულთან, ჰოლანდიის ნომერ პირველ სექსიმბოლსთან - იოლანტა კაბაუ ვან კასბერგენთან...

ვესლი სნეიდერი 26 წლის წინ უტრეხტში დაიბადა - ჰოლანდიური საზომითაც კი უცნაურ ქალაქში. შუა საუკუნეებში უტრეხტი ჰოლანდიაში კათოლიციზმის მთავარი ფორპოსტი იყო, თუმცა რეფორმაციის პერიოდში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქალაქის კრებაზე ერთხმად გადაწყვიტეს პროტესტანტიზმზე გადასვლა. რომის პაპისთვის გაგზავნილ წერილში მათ ასე ახნეს ეს საქციელი: "ბოდიში, ეს მხოლოდ ბიზნესია!" დროთა განმავლობაში, ეს ფრაზა უტრეხტის მცხოვრებთა ერთგვარ ლოზუნგად იქცა. ამ ფრაზით ამართლებდნენ ნაპოლეონის დროს კონტინენტალური ბლოკადის მუდმივ დარღვევას, კოლაბორაციონიზმს გერმანული ოკუპაციის დროს და მერიის გადაწყვეტილებას, რომლითაც უტრეხტი გახდა პირველი ქალაქი, სადაც ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინება დააკანონეს. ამ ყველაფრის გამო თანამედროვე ჰოლანდიაში სიტყვა - "უტრეხტელი" სალაძღავი გახდა - ასე უწოდებდნენ მხდალ ადამიანს ან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს. ამიტომაც, ვესლის არ უყვარს, როცა უტრეხტში გატარებული ბავშვობის წლების შესახებ ეკითხებიან. საინტერესოა, რომ თავის დროზე, ზუსტად ასეთივე პრობლემები ჰქონდა ვესლის ორ სახელგანთქმულ თანაქალაქელს - მარკო ვან ბასტენს (ყოფილი სუპერფორვარდისა და ვესლის სახლები ერთ კვარტალში მდებარეობს) და სილვია კრისტელს - 70-იანი წლების ევროპის მთავარ სექს-სიმბოლოს. ემანუელას როლის შემსრულებელი ვესლის სახლის მოპირდაპირე ქუჩაზე დაიბადა და ჩვენი გმირის ოთახში მისი პოსტერების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, შესანიშნავი მეზობელი ბავშვობაში ვესლისთვის ქალის იდეალი იყო.

მეგობარ გოგონებსაც სილვიას თარგზე არჩევდა - გრძელი ფეხები, მწვანე თვალები და აუცილებლად მასზე მაღალი, თუმცა ჰოლანდიელის სიმაღლის გათვალისწინებით, ეს პრობლემა არ იყო.

თავისი მაღალი მამისა და ძმების ფონზე სნეიდერი დღემდე "ლილიპუტად" მოსჩანს. აიაქსის" აკადემიაში სწავლისას მას სიმაღლის მოსამატებელი სპეციალური კურსების გავლა მოუწია, მაგრამ 170 სანტიმეტრს ვერ გადააჭარდა. სწორედ დაბალი სიმაღლის გამო ვესლის ბავშვობაში ბევრი რთული მომენტის გადატანა მოუწია, რადგან თანატოლები "ცეროდენას" ეძახდნენ. იმ პერიოდში ბიჭს ისტორიისადმი ინტერესი გაუჩნდა, ოღონდ ერთი კონკრეტული მიმართულებით - ვესლი იმ პიროვნებებზე კითხულობდა წიგნებს, რომლებიც მასსავით დაბლები იყვნენ. მაშინ გაუჩნდა პირველი კერპი - იმპერატორი ნაპოლეონი. და როცა მორიგმა სიმპატიურმა გოგონამ (ულამაზოებს ყურადღებას არ აქცევდა) უარი უთხრა პაემანზე სიტყვებით: "ჯერ გაიზარდე!" - განაწენებულმა სნეიდერმა წამოიძახა: "რატომ უნდა გავიზარდო, თუ ნაპოლეონზე ცხრა სანტიმეტრით მაღალი ვარ!" დამწყებ პლეიბოიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნაპოლეონისა და ჟოზეფინას სასიყვარულო მიმოწერამ. იმპერატორის ზოგიერთი ფრაზა ისე ჩაებეჭდა გონებაში, რომ მიზანში ამოღებულ გოგონებს ნაპოლეონის წერილებიდან ნაწყვეტებს უგზავნიდა. პირველმა რვა ადრესატმა არ დააფასა 15 წლის ვინეიჯერის მონდომება...

მაგრამ რიგი მეცხრე ნომერი დიდი რომანტიკოსი აღმოჩნდა და მოულოდნელად დათანხმდა ვესლითან შეხვერას. ასე შემოვიდა მის ცხოვრებაში რამონა სტრიქსტრა, რომელიც გახდა ფეხბურთელის პირველი ცოლი და ვაჟის დედა. რამონა საერთოდ არ შეესაბამებოდა სნეიდერის სილამაზის ეტალონს - ოდნავ მსუქანი ქერათმიანი ქალი, თანაც მთელი ორი სანტიმეტრით დაბალი. მაგრამ ვესლიმ მაინც დაიწყო მასთან შეხვედრა და მოგვიანებით იქორწინა კიდეც.

თუმცა ვესლიმ ცოლის ღალატი ჯერ კიდევ თაფლობის თვეში დაიწყო. მით უმეტეს, რომ შესაფერისი ვარიანტი გაჩნდა: ფეხურთელი მოხიბლა სპორტულ სამყაროში ყველაზე გრძელი ფეხების მფლობელმა - სლოვაკმა დანიელმა ჰანტუხოვამ, რომელიც ერთი წლით დიდი და 15 სანტიმეტრით მაღალია ფეხბურთელზე.

იმ დროს, კერძოდ კი 2003 წელს, სნეიდერი მხოლო და მხოლოდ "აიაქსის" იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო, მისი მეგობარი კი მსოფლიოს ჩოგბურთის მეორე სექს-სიმბოლო გახლდათ. თავისი ფანტასტიკური და გრძელი ფეხების (122 სმ) წყალობით, ის ათჯერ მეტ ფულს შოულობდა, ვიდრე "ლილიპუტი" ჰოლანდიელი, ამიტომაც მდიდარი მთხოვნელებიც მრავლად ჰყავდა. მაგრამ დანიელამ ყველას ამსტერდამელი ბიჭუნა ამჯობინა. ეს იყო სიყვარული ლონდონსა (სადაც მუდმივად ვარჯიშობდა ჰანტუხოვა) და ამსტერდამს (სადაც ფეხბურთელი თამაშობდა) შორის. ამ რომანის გამო, რომელიც ორი წელი გაგრძელდა, ჩოგბურთელმა ხუთი კილოგრამი დაკარგა და ცარიელი ძვალი და ტყავი დარჩა. ჟურნალისტები ვერ მიხვდნენ, რატომ დასუსტდა ქალთა პროფესიული ტურის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ჩოგბურთელი და რატომ აგებდა ზედიზედ მატჩებს. ამასობაში, სნეიდერი ნამდვილი ენერგოვამპირივით მოქმედებდა. რაც უფრო ცუდად მიდიოდა დანიელას საქმეები, მით უფრო წინ მიდიოდა სნეიდერის კარიერა. საინტერესოა, რომ ამ ყველაფრთან ერთად, ვესლის არ ავიწყდებოდა ქმრის მოვალეობების შესრულება, რომლის გვირგვინი გახდა 2005 წელს ვაჟის - ჯესის დაბადება. ბოლოს და ბოლოს, ჩოგბურთელის მენეჯერებს მობეზრდათ ეს მაზოხისტური შოუ და აიძულეს ჰანტუხოვა ოკეანის მეორე მხარეს - მაიამიში გადასულიყო.

სნეიდერს დიდხანს არ უნაღვლია და უკვე სამი კვირის შემდეგ ახალი რომანი გააჩაღა კიდევ ერთ ჩოგბურთელ მიხაელა კრაიჩეკთან. შემდეგ კი მადრიდში "რეალთან" კონტრაქტის გასაფორმებლად მიმავალმა, ულამაზესი გოგონა გაიცნო, სახელად იოლანტა და უკვე ხუთი წუთის შემდეგ მასზე დაქორწინება გადაწყვიტა.

წარმოშობით არისტოკრატი იოლანტა კაბაუ ვან კასბერგენი მალიორკაში, ერთ-ერთ ცნობილ ესპანურ ოჯახში დაიბადა. ჯერჯერობით გაუგებარია, ასეთმა ლამაზმა და თითქმის იდეალური პროპორციების (91-62-92) გოგონამ რატომ ვერ მოიკიდა ფეხი ესპანურ შოუბიზნესში. სამაგიეროდ, თავისი დედის სამშობლოში - ჰოლანდიაში პირველივე დღეებიდან მოახდინა ფურორი. ხოლო მას შემდეგ, რაც ადგილობრივ მომღერალ იან სმიტთან დაიწყო შეხვედრა, იოლანტა საერთოდ საკულტო ფიგურად იქცა, რომელმაც თავიდანვე უარყო ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ყურადღება. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იმ დროს სნეიდერი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა არც თავის ქვეყანაში და არც კლუბში.

ვესოლის უკან დახევა არც უფიქრია და მეთოდურად დაიწყო ციგე-სიმაგრის აღება. რთული სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მისთვის "დახმარება" თავად სმიტს რომ არ გაეწია, რომელიც ნარკოტიკების მიმდევარი იყო, ხოლო ფხიზელ მგომარეობაში ეჭვიანობის სცენებს უმართავდა მეგობარს და პროფილაქტიკისთვის სცემდა კიდეც მას. მაგრამ ერთხელ ძალები ვერ გათვალა და იოლანტას სახე დაუზიანა - ის ადგილი, რომლითაც გოგონა ფულს შოულობდა. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა და კაბაუ შეყვარებულს გაექცა. იმ მომენტში, როცა სმიტის ამსტერდამულ ვილას ტოვებდა, მას სნეიდერმა დაურეკა და კომპლიმენტების მორიგი პორციით აავსო. გოგონას იმ მომენტში არჩევანის საშუალება არ ჰქონდა, ვესლის ლაპარაკი შეაწყვეტინა და ყურმილში ჩასძახა: "იანს უნდა დავემალო! მიშველე!" და სნეიდერი პირველივე რეისით ჩავიდა ამსტერდამში და იოლანტა საკუთარ ბინაში დამალა, შემდეგ კი მადრიდში ისე დაბრუნდა, რომ ამ სამსახურის სანაცვლოდ გოგონასთვის არაფერი უთხოვია.

ასე დაიწყო მათი რომანი, რომელმაც ბევრ პრობლემას გაუძლო - სმიტის ეჭვიანობას, ბანკომატის ისტორიასა თუ მისის სნეიდერთან სკანდალურ სასამართლო გარჩევებს. საიდუმლო არ არის, რომ ვესლი არ აპირებდა მადრიდის დატოვებას და მზად იყო მთელი წელი "რეალის" სათადარიგოთა სკამზე გაეტარებინა. და მხოლოდ იოლანტამ დაარწმუნა ფეხბურთელი იტალიაში გამგზავრებაზე. მოკლედ, ამ ტრანსფერით ყველა მოგებული დარჩა: სნეიდერმა, როგორც იქნა იპოვნა კლუბი, სადაც მისი ნიჭი საბოლოოდ გაიხსნა, იოლანტა კი ტოპ-მოდელი და სახელგანთქმული ველორბოლის - "ჯირო დ'იტალიას" სახე გახდა, თუმცა ცხოვრებაში არ მჯდარა ველოსიპედზე.

ამა წლის გაზაფხულზე მათ ნიშნობა ჰქონდათ - ვესლიმ გოგონას ხელი პირდაპირ თვითმფრინავში სთხოვა, როცა ბარსელონადან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისტორიული გამარჯვების შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ. იქვე გადაწყვიტეს ქორწილის ივლისში გადახდა.

საზეიმო ცერემონია იტალიის ერთ-ერთ რომანტიკულ ადგილას - შუა საუკუნეების სიენაში გაიმართა. პატარძალს ვერა ვონგის კაბა და უქუსლო ფეხსაცმელები ეცვა, რათა ნაკლებად გამოჩენილიყო ქმართან ათსანტიმეტრიანი განსხვავება. როცა ცნობილმა ფეხბურთელმა პატრიკ კლუივერტმა შოუს დროს სასიძოს უთხრა: "ვესლი, იმედია ამის შემდეგ დამშვიდდები, რადგან მთელი სამყარო შენს ხელშია!", ამაზე ბედნიერმა სნეიდერმა ნაპოლეონის სტილში უპასუხა: "ჩემთვის მთელი სამყაროც ცოტაა!"

სპორტული გაზეთი ლელო

Dato
ვინც დაწერა ეს სტატია შეცდომაა! წერია რომ ამ ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო! ესპანეთმა მოიგო რა ჰოლანდიამ! გადაასწორეთ ტეხავს.
საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია