ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საქართველო VS სერბეთი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ჯოჯოხეთში", ანუ ჩვენს გუნდს გამარჯვების შანსი აქვს

საქართველო VS სერბეთი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ჯოჯოხეთში", ანუ ჩვენს გუნდს გამარჯვების შანსი აქვს

დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგ ტურში სერბეთის მართლაც ძლიერ გუნდს მასპინძლობს და გამარჯვება სჭირდება.

შეხვედრა სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

ჩვენმა გუნდმა შესარჩევ ჯგუფში 4-დან 3 მატჩი წააგო, თუმც ჯგუფურ ეტპაზე მოპოვებული ქულები ნაკრებებს მომდევნო მაინც გადაჰყვებათ. დიდად უკმაყოფილება თითქოს არც არავის ეტყობა. პატარა ბავშვებივით იმითა ვართ ბედნიერები, რომ ამხელა სპორტის სასახლე მუდამ ივსება და ეს ფიბამაც აღნიშნა - დიდი შეღავათია...

არადა, კალათბურთელების და მწვრთნელის, ილიას ზუროსის მიმართ სასაყვედუროც არაფერია, რადგან ძირითადი შემადგენლობის უმეტესმა მოთამაშეებმა დატოვეს ნაკრები და უკვე სულ სხვა ფორმაციის გუნდი გვყავს და ვინაიდან ისედაც მოკლე სკამის პრობლემა არსებობდა, ამჟამად მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ რთულია.

მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის ნაკრებს არაერთი წამყვანი მოთამაშე ვერ დაეხმარება, მათი შემადგენლობა მაინც შთამბეჭდავია.

თუმცა, მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯორჯივეჩმა აღნიშნა, რომ მძიმე სეზონის შემდეგ კალათბურთელები ძალიან გადაღლილები არიან, ძლიერ არ დატვირთა და ზოგიერთი ტრავმირებულია (სტევან იელოვაცი, ჯორჯე გაგიჩი და ნიკოლა მილუტინოვი).

კიდევ ერთი მომენტი მათი არასრული კონცენტრაციაა, ეროვნულ გუნდში დიდი ხალისით არ თამაშობენ, ხშირად სხვადასხვა მიზეზით არ ცხადდებიან და ამან გამოიწვია ის, რომ ავსტრიასთან გასვლაზე კინაღამ წააგეს. ბოლო წამებზე მასპინძელთა კალათბურთელის ნასროლი ბურთი რომ ჩავარდნილიყო კალათში, სენსაცია მოხდებოდა.

მოკლედ, მეტოქე ობიექტურად ძლიერია, მაგრამ ერთ მატჩში მაქსიმალური ძალისხმევით ყველაფერია შესაძლებელი. გადამწყვეტი მნიშვნელობა თორნიკე შენგელიას თამაშს ექნება, რომელმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, თუმცა ბოლოს გათანგული ჩანდა, რაც სავსებით ბუნებრივია. ჯორჯევიჩმა აღნიშნა კიდეც, რომ მათი მთავარი პრობლემა შენგელია იქნება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება "ლოს ანჟელეს კლიპერსის" 222-სანტიმეტრიანი ცენტრის, ბობან მარიანოვიჩის განეიტრალება. ამ ამოცანას თავი გიორგი შერმადინმა უნდა გაართვას. კიდევ პერიმეტრია გადასაკეტი, რათა ნემანია ნედოვიჩს, მარკო სიმონოვიჩს და სხვებს თავისუფლად სროლის საშუალება არ მიეცეთ.

ადრე სპორტის სასახლეში ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდები დაგვიმარცხებია და ეს გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერით მოხერხებულა. ამჟამად საქართველოში დიდი საკალათბურთო შეხვედრები იშვიათად იმართება და ქომაგებს საკმაო გამოცდილება არა აქვთ.

დიახ, დიახ, სწორედაც რომ გამოცდილება, რამეთუ გულშემატკივარი გუნდის მეექვსე მოთამაშეა, ის ყოველ წამს თამაშის რიტმში უნდა იყოს, არ უნდა ამოვარდეს ამ რიტმიდან და მეტოქესა და მსაჯებზე ზეწოლა განახორციელოს. ზეწოლა განახორციელოს, რა თქმა უნდა, ქომაგობით!

გერმანიასთან წაგებულ მატჩს გავიხსენებ. მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდზე უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ბიჭებმა თავი დადეს, მეორე ტაიმში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს და ამ დროს უკრაინელმა არბიტრმა სერგეი ზაჰჩუკმა 5-6 საკამათო სიტუაციაში გადაწყვეტილება გერმანელების სასარგებლოდ მიიღო.

ეს გასაკვირი არცაა, სპორტის ყველა სახეობაში დიდი ქვეყნის ნაკრებს უფრო სწყალობენ და მაშინაც ასე მოხდა, მაგრამ ეს რომ ასე არ მოხდეს, რეფერი მუდმივი ზეწოლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ის მოწინააღმდეგის კი არა, არამედ შენი გუნდის სასარგებლოდ უნდა ცდებოდეს, ვინაიდან ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და წნეხს ვერ უძლებს.

მოკლედ, თუ ჩვენს კალათბურთელებს თამაში წაუვათ (მათ თავდადებაში ეჭვი არავის გვეპარება) და გულშემატკივრობაც სათანადო იქნება, გამარჯვების შანსი არსებობს, თანაც, არა ილუზიური, ოღონდ ამისათვის სპორტის სასახლეში მეტოქემ თავი ისე უნდა იგრძნოს, როგორც "ჯოჯოხეთში".

ბოლომდე დავიხარჯოთ ჩვენი გუნდისათვის.

• giorgi

ისე, კი იყო ჯოჯოხეთი, მაგრამ ვისთვის?

• სკკ

ბოისას იქ ჯდომას, ჯობდა ცქიტიშვილი მჯდარიყო - გულს გაუხარდებოდა.

• რუსთველი

გულშემატკივრებო, მოდით სკორტის სასახლეში! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში! შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა.

• ნიკოლოზი

გამარჯვების შანსი ნამდვილად აქვს, ამას არ ვგულისხმობდი

• kroosi

ლებრონი დაგავიწყდა

• dato30

სტატიის ავტორს. ახალი წესებით შემდგებ ეტაპზე ავსტრიასთან მოგება გადაგვყვება და ეს ახალი წესები რამდენიმე თვეა არსებობს

• mmm

მანუ და დიქსონი, რომ გვყოლოდა გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა.

• zviadi

რას გულისხმობ ნიკოლოზ?

• ნიკოლოზი

სათაური შეუცვალეთ --- სანამ დაწერთ რამეს დაფიქრდით რას წერთ...

• Chaachi

იმედია არ ვცდები, მაგრამ დღეს სკამი უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება ახალგაზრდების ფონზე.. ანდრონიკაშვილი, მამუკაშვილი,ბითაძე.. წარმატებები ბიჭებს!!

• ჰაჰა

ჩეჩნებს დაესესხეთ სათაურში???? გარდა ამისა ორივე თამაში თუ წააგე, გახვალ?

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა

მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია