NBA. პლეი ოფი. 1/8 ფინალი: ამჯერად "მაიამის" აღარ გასჭირვებია მოგება, "ჩიკაგომ" კი მეორე რთული ბრძოლა გადაიტანა
აღმოსავლეთის ფავორიტებმა მეორე მატჩებში ისევ გაიმარჯვეს, ოღონდ ამჯერად "მაიამის" აღარ გასჭირვებია მოგება, "ჩიკაგომ" კი მეორე რთული ბრძოლა გადაიტანა.

აღმოსავლეთი

ჩიკაგო-ინდიანა 96:90

17:18, 27:29, 23:20, 29:23

ჩ: როუზი (36+8 მოხსნა+6 პასი), ბუზერი (17+16 მოხსნა), დენგი (14+6 მოხსნა), უოტსონი (7), კორვერი (5), ნოა (4+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), კ. ტომასი (4), რ. ბრიუერი (4), ბოგანსი (3), ტ. გიბსონი (2), აშიქი.

ი: გრეინჯერი (19+3 ჩაჭრა), პრაისი (13), ფოსტერი (9), დ. კოლისონი (8), ჰიბერტი (8), დანლივი (8), ჯორჯი (6+4 დაფარება), მაკრობერტსი (6+6 მოხსნა), ჰენსბრო (6+6 მოხსნა), ფორდი (5), რაში (2).

სერია: 2-0

"ინდიანა პეისერსის" დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული დამაჯერებლად მიიწევს პლეი ოფის მეორე რაუნდისკენ. არ გამართლდა ზოგიერთი სკეპტიკოსის აზრი იმის შესახებ, რომ პლეი ოფში "გადაიწვებოდა" რეგულარულის საუკეთესო კალათბურთელი დერიკ როუზი. პირიქით, ეს ახალგაზრდა ვარსკვლავი სეზონის მეორე ნაწილში კიდევ უფრო ძლიერად ათამაშდა.

ქების ღირსია "ინდიანაც". ის აშკარად ჩამოუვარდება კლასში "ჩიკაგოს", მაგრამ ღირსეულად იბრძვის, ხასიათს ამჟღავნებს და რაც მთავარია, სამომავალო პოტენციალს აჩვენებს. ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

სერიის მეორე მატჩი მასპინძლებისთვის კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. "ინდიანა" არათუ თანაბარ თამაშს აჩვენებდა, მატჩის დიდი ნაწილი ლიდერის როლშიც კი მოგვევლინა. წინ იყვნენ სტუმრები მეოთხე მეოთხედშიც, როცა ტი ჯეი ფორდმა გახსნა ანგარიში მეოთხე 12-წუთეულში. ქულა ქულაში თამაში თითქმის მთელი მეოთხედის განმავლობაში გრძელდებოდა. "პეისერსის" მხრიდან აგდებდნენ ფორდი, ფოსტერი, დანლივი და რაში, "ბულზის" მხრიდან პასუხობდნენ - ბრიუერი, როუზი, უოტსონი და დენგი. თამაშის ასეთი მსვლელობა საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 16 წამით ადრე იმავე როუზმა შეცვალა. თავიდან მან ერთ შეტევაში ორქულიანი ჩააგდო და მეტოქეს წესი დაარღვევინა, შემდეგ ბუზერმა გამოიჩინა თავი, რასაც ისევ როუზის ზუსტი ორქულიანი მოყვა - 7:0 გაქცევა ასეთ თანაბარ თამაშში "ინდიანასთვის" დაღუპვის ტოლფასი იყო.

მიუხედავად ამისა, სტუმრები არ დანებდნენ და ბოლო წუთნახევარში ოთხჯერ შეამცირეს სხვაობა ორ ქულამდე. მაგრამ ტრადიციას არ უღალატა და საჭირო მომენტში სამქულიანი ჩააგდო კორვერმა, მანვე აუღელვებლად შეასრულა საჯარიმოები და "ჩიკაგომ" ექვსი ქულით გაიმარჯვა.

მაიამი-ფილადელფია 94:73

19:13, 30:18, 26:21, 19:21

მ: ჯეიმსი (29+7 მოხსნა+6 პასი), ბოში (21+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), უეიდი (14+6 მოხსნა), ილგაუსკასი (7+6 მოხსნა), ჯონსი (7), ბიბი (5), ჯ. ენტონი (4+6 მოხსნა+3 დაარება), ჯ. ჰოვარდი (3), ჩელმერსი (2), ჰაუსი (2), მ. მილერი, მაგლოირი.

ფ: ტ. იანგი (18+6 მოხსნა), ტერნერი (15+6 მოხსნა), ჰოლიდეი (12), ლ. უილიამსი (8+6 პასი), მიქსი (7), იგუოდალა (5+7 მოხსნა+7 პასი), ბრენდი (3+7 მოხსნა), ბეტი (3), ჰოსი (2), სპეიტსი.

სერია: 2-0

პირველ მატჩში ორქულიანი სხვაობის დაფიქსირების შემდეგ ბევრმა იფიქრა, რომ ამ სერიაში იმაზე მეტი ბრძოლა იქნებოდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. თუმცა მეორე შეხვედრამ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა: "მაიამი" ამ წყვილში აშკარა ფავორიტია და ხელს ვერაფერი შეუშლის მეორე ეტაპზე გასვლაში.

ამჯერად ფლორიდელები სულ სხვა განწყობით გავიდნენ სათამაშოდ. თამაშის სცენარი ისეთი იყო, რომ მასზე დაწვრილებით შეჩერება არ ღირს - მასპინძლები პირველი წუთიდან ბოლომდე დომინირებდნენ მოედანზე.

თუმცა რამდენიმე საინტერესო მომენტი მაინც უნდა გამოვყოთ. მაგალითად, ლებრონ ჯეიმსმა პირველ ტაიმში უფრო მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე "სიქსერზის" სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა ერთად. თუმცა იგივე კრის ბოშმაც და დუეინ უეიდმაც გააკეთეს. შეიძლება ამან საყოველთაო განცვიფრება გამოიწვიოს, მაგრამ აი ერთი სტატისტიკური მონაცემი: "ფილადელფიას" ძირითადმა შემადგენლობამ "მაიამის" სასტარტო ხუთეულზე 47 ქულით ნაკლები დააგროვა. ასეთ პირობებში ზედმეტი იყო სტუმრების გამარჯვებაზე ლაპარაკი.

ბოლო 56 წლის განმავლობაში "ფილადელფიამ" პლეი ოფის მატჩში უფრო ნაკლები ქულა მხოლოდ ერთხელ დააგროვა. 1999 წელს "ორლანდოსთან" წაგებულ შეხვედრაში მისი მონაგარი 68 ქულას უდრიდა. თუმცა ის სერია "სიქსერზმა" მოიგო, მაგრამ წელს იგივეს გაკეთება ძალიან გაუჭირდება.

შაკი ვერ დარბის

შეიძლება ისე მოხდეს, რომ წლევანდელმა პლეი ოფმა შაკილ ო'ნილის გარეშე ჩაიაროს. გუშინ ცუდი ამბავი შეიტყვეს "სელტიქსის" გულშემატკივრებმა - ვეტერანი ცენტრის გამოჯანმრთელების პროცესი დროში გაიწელა.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გუნდის გენერალური მენეჯერი დენი ეინჯი ამბობდა, რომ შაკი მოასწრებდა პლეი ოფის სტარტისთვის გამოჯანმრთელებას, მიუხედავად ამისა, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ "დიზელი" "ნიუ იორკთან" სერიის მეორე მატჩშიც არ ითამაშებს.

თუმცა, როგორც CSN იტყობინება, ყველაფერი გაცილებით უარესადაა. საქმე ისაა, რომ შაკი არ მონაწილეობს სრულფასოვან ვარჯიშებში და ჯერ სირბილიც არ შეუძლია.

როგორც ჩანს, ლეგენდარული ცენტრის კარიერა დასასრულს უახლოვდება.

სერიოზული აღმოჩნდა პლეი ოფის პირველ მატჩში მიღებული ტრავმა "ნიუ იორკის" გამთამაშებელ ჩონსი ბილაპსისთვის. გამოცდილმა მცველმა "ბოსტონთან" მატჩის ბოლოს ფეხი დაიზიანა და სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს მეორე შეხვედრაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნიქსის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ'ანტონიმ აცნობა.

ნიუიორკელთა დამრიგებლის თქმით, სასტარტოში ბილაპსის ადგილს ტონი დუგლასი დაიკავებს.

პლეი ოფის პირველ შეხვედრაში "ნიუ ორლეანთან" საშინაო მარცხზე კომენტარი გააკეთა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა.

"ამ წაგების გამო განადგურებულები არ ვართ. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა. როცა გუნდი აგებს სერიის პირველ მატჩს, ნებისმიერ ფასად საჭიროა ანგარიშის

გათანაბრება, რათა ზედმეტი ნერვიულობის გარეშე იფიქრო საბოლოო წარმატებაზე", - განაცხადა ბრაიანტმა.

შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსმა" პირველი მატჩი შინ 100:109 წააგო.

სხვათა შორის, კობიმ უყურადღებოდ არ დატოვა ესპანელი თანაგუნდელის, პაუ გასოლის სუსტი თამაში: "გასოლი აგრესიულად არ თამაშობს. ბოლოსკენ ძალიან დავიღალე, მაგრამ ბოლომდე აგრესიული დავრჩი. მას გამოფხიზლება სჭირდება."

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] "ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს" - რა მოხდა "კაირატთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე
"გარიცხეთ რუსეთის ფედერაცია UEFA-დან" - ესტონელებმა მოთხოვნა წამოაყენეს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად "ოქროს ბურთის" მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ