„მანჩესტერ იუნაიტედი“ შეიძლება დააჯარიმონ - ფერგიუსონის გუნდმა, შაბათს, თასის ნახევარფინალში, „უემბლიზე“ გასახდელის კედელი დააზიანა
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისთვის შეიძლება ჯარიმა ჰქონდეს გადასახდელი - სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა, შაბათს, თასის ნახევარფინალში, „უემბლიზე“ გასახდელის კედელი დააზიანა.

საინტერესოა, რომ „იუნაიტედი“ და „სიტი“ მარიო ბალოტელის ქცევისა და ამით გამოწვეული გაწევ-გამოწევის გამო დასჯას, ალბათ, დაუძვრებიან, მაგრამ კედლის დაზიანებისთვის „იუნაიტედს“ ასოციაციისგან ქვითარი მიუვა.

შეგახსენებთ: თამაში „სიტის“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. საფინალო სასტვენის შემდეგ, ისტლენდელთა 20 წლის თავქარიანმა იტალიელმა ფორვარდმა განზრახ მიირბინა „იუნაიტედის“ გულშემატკივართა ტრიბუნასთან და მათ გასაღიზიანებლად ზეიმი დაიწყო, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

დავუბრუნდეთ „უემბლის“ გასახდელს და დავაზუსტოთ, რომ კედელი იმ ადგილას არის დაზიანებული სადაც, ჩვეულებრივ, მწვრთნელები იმყოფებიან ხოლმე - ეგრეთ წოდებულ მწვრთნელთა ზონაში. რასაკვირველია, თავიდან ყველას ალექს ფერგიუსონზე გაუჩნდა ეჭვი. ცნობილია, რომ სერ ალექსს გაფიცხება და კედლებზე ბუცების თუ სხვა საგნების მინარცხება სჩვევია, მაგრამ ამჯერად ითქვა, გასახდელი ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა ტონი სტრადვიკმა დააზოიანაო. მიზეზი აქაც სიფიცხეა.

მართალია, დაზიანებული ადგილი იმავე საღამოს შეარემონტეს, მაგრამ მისი კვალი კედელს მეორე დღესაც ეტყობოდა, როდესაც იგივე გასახდელი „სტოკ სიტიმ“ დაიკავა.

სტრადვიკი გახლავთ ადამიანი, რომელიც 2008 წელს „სტემფორდ ბრიჯზე“, „იუნაიტედის ფეხბურთელებსა და „ჩელსის“ თანამშრომლების ჩხუბში ჩაერია. შაბათს, „უემბლიზე“, მას ყურთსასმენი ეკეთა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ტრიბუნაზე მჯდომი, დისკვალიფიცირებული ფერგიუსონი გუნდს მითითებებს მისი დახმარებით გადასცემდა. ამბობენ, ფერგის განკარგულებებს ასისტენტ მაიკ ფილანს სწორედ ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ეუბნებოდაო.

მოგეხსენებათ, ფერგიუსონი ფეხბურთის ასოციაციამ მსაჯ მარტინ ატკინსონის ტელეეკრანიდან გაკრიტიკების გამო დასაჯა. უფრო სწორად, ფერგიუსონმა ატკინსონს ჩვეულებრივი კრიტიკა არ აკმარა და მისი სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენა, რაც არ აპატიეს. „სიტისთან“ შეხვედრაში „იუნაიტედს“ არ ჰყავდა უეინ რუნიც, რომელიც ტელეკამერასთან მირბენისა და გინების გამო ორთამაშიან დისკვალიფიკაციას იხდიდა. ყოველივე ამის შემდეგ, „უემბლიზე“ კედლის დაზიანება ფეხბურთის ასოციაციასა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ურთიერთობის გამოსწორებას არ წაადგებოდა.

დეტალურად, კედლის დაზიანების შესახებ, ფეხბურთის ასოციაციას არაფერი უთქვამს, მანჩესტერული კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი ტაბლოიდებს უამბო, რომ პრემიერლიგის ლიდერმა ასეთი კვალი მართლაც დატოვა, მაგრამ ის ზედაპირული და იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მისი რემონტი 50 ფუნტზე ძვირი არც დაჯდებოდაო.

დამაინც, ვინ მიანარცხა „უემბლის“ გასახდელში კედელს რაღაც საგანი? ვითომ, იქ, სადაც ფერგიუსონია, ვინმე სტრადვიკს თავის ასე მოგიჟიანების უფლება აქვს? იქნებ, „იუნაიტედის“ ხალხი ისედაც დისკვალიფიცირებულ სერ ალექსს აფარებს ხელს? ბოლოს და ბოლოს ის ტრიბუნაზე მხოლოდ თამაშის მსვლელობის დროს იჯდა, თორემ ვინ თქვა თამაშის მერე გასახდელში არ ჩასულაო?

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა