<p>საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ დაფიქსირებული შედეგის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. <br> საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ სერბეთთან მარცხის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.</p><p>- დღევანდელ შედეგზე შემიძლია ბევრი ფაქტორი დავასახელო, მაგრამ თავის გამართლება გამომივა. სერბეთი ევროპაში პირველი თუ არა მეორე ნაკრებია, მაგრამ ეს არ ამართლებს 40 ქულით წაგებას. ბევრი შეცდომა გვქონდა, მათ შორის მეც და პასუხისმგელობას ჩემს თავზე ვიღებ.</p><p>მთავარი პრობლემები დაცვაში გვქონდა, ვუყურებთ გამეორებას და შეცდომებს გამოვასწორებთ შემდეგი შეხვედრისთვის. ახალწვეულები თავაწეულნი უნდა იდგნენ, ისინი კარგი ბიჭები არიან და შევთამაშდებით.</p><p> </p>
Joseph
საკვირვრლია, რომ გულშემატკივარი ხვდება, რომ მოთამაშეებს ვერ ვზრდით და ფედერაცია ვერა. შიდა ჩემპიონატი ისეთი დონის გვაქვს , რომ რა გაზრდაზეა საუბარი. ზუროსი ცოდოა.
status quo
გამომიჩნდა ესეც შევარდნაძე,ვის რად უნდა შენი პასუხიმგებლობა,ბიჭო,შენ თავი დააკალი მოედანზე და მოსაგებად გამოდი...
aburjga
ყველაფერში მართალი ხარ!
zaza
არადა ყველაფერი უფრო მარტივად არის გყავს ორი სამი მაქსიმუმ ნაკრების დონის კალათბურთელი დანარჩენი უკლასო და არაფლის მკეთებელი და ზუროსიო.დდ ზუროსი კიარა ჯორდანი რო მოუყვანო დანარჩენებს რა უკეთ გაირჯებიან.არიციან მეტი ეგარი პრობლემა და ვიღაცას გონია რო არ ითამაშენ რაც იციან იმას აკეთებენ მოედანზე ყარაულის თოფის პონტშია დღევანდელი ნაკრები.ათი წელი კაცი არ გაგიზრდია ნაკრებისთვის და გინდა სერბებს მოუგო რომლებიც კონვეიერის წესით ყრიან კალათბურთელებს მთელ ევროპაში. ფედერაციას ათი წელია რო ძინავს და ყურებს არ იბერტყავდა რადგან აქაოდა შედეგი მაქ და რა გინდათო.შენგელიამ კიდე თავის წილი პასუხისმგებლობა აიღო ჩემი აზრით ამ ინტერვიუთი ალბათ და არა მთელი გუნდის რადგან წაგება ყველასია როგორც მოგება.
გიორგი
თქვენ იყავით კარგად და მე ვიღებ პასუხისმგებლობას ბრატცი :))
რეზო
საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლის საკმაოდ რთული პროცესი დგას ,სერბეთი ყოველთვის ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდი იყო ,თუმცა საკუთარ კედლებში ამხელა სხვაობით წაგებას გამართლება არ აქვს.ამ ნაკრების რეალური ძალა და პერსპექტივა ავსტრიასთან თამაშისას გამოჩნდება.....
გუსანი
სრული კატასტროფა უკლებლივ ყველა კომპონენტში....ასე ქუჩაში ნავარჯიშები ბიჭებიც კი არ წააგებდნენ, რეალობის გათვალისწინებით მოგებას არ ველოდებოდი,,, მაგრამ ასე...საბოდიშო ნამდვილად აქვთ, ავსტრიასთან ??? მხოლოდ სტუმრები თუ ,,მოინდომებენ" წაგებას .....იღბალს ვინატრებდი...
roma
შენ თავზე იღებ პასუხისმგებლობას,ამით ქართულ კალათბურთს და ქართველ ხალხს რა?ამით რაიმე შეღავათი გვაქვს ჩვენ,უკეთესი იყო ფაჩულიასავით უარი გეთქვათ ნაკრებში თამაშზე,დარწმუნებული ვარ ასე სამარცხვინოდ არ წავაგებდით,თქვენ ფაჩულიადან დაწყებული და გორგოძით დამთავრებული პატრიოტები არა ხართ,თქვენ მხოლოდ საკუთარი თავები გაღელვებთ,ქვეყანა და ხალხი თქვენთვის მეორეხარიხოვანია,სირცხვილი თქვენ,თქვე ფულის მონებო.დიდი ალბათობით ავსტრიაც მოგვიგებს,ასეთი თამაშით ეს გარანტირებულია,ეს ზუროსი კიდევ ვინ არის,კომენტატორები,როგორ აქებდნენ ზუროს,საერთოდ ეტყობოდა გუნდს მწვრთნელის ხელი,ან თუ ვინმე იფიქრებდა,რომ საერთოდ მწვრთნელი ყავს ნაკრებს?.
bs
რა დაცვა? რის დაცვა!!! კომბინაცია ვერ გაატამაშეთ, რამდენჯერ ბოლო წამზე გადააგდეთ ბურთი, რამდენჯერ დაკარგეთ იმის გამო რომ არ იცოდით რა გექნათ, მერე დავუმატოთ ის რომ რამდენი იყო სამქულიანების სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელი იცით? 50 ქულას ძლივს მოვუყარეთ თავი და ესეც დაცვის ბრალი იყო? ბურთს ვერ აგდებთ კალათში, კომბინაციის გათამაშება თქვენ არ იცით, რაც ჩააგდეთ სულ ინდივიდუალურად და ფაფხურით, სისწრაფე ქონდა ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს ყოველთვის და ისიც დაკარგეთ. თოკო მაგრად მიყვარხარ ძმაო და მაგარ პატივს გცემ, მარა ,,პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება" ის არ არი რაც შევარდნაძემ თქვა სოხუმიდან ჯარების გამოყვანის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას, რომლიც გამოც დედა გვეტირა და ამის მერე ედიკამ პასუხი კი აგო, ქვეყანას ხმარობდა კიდევ და პასუხს აქეთ გვაგებინებდა წლების განმავლობაში. ნუ გაიმეორებ იმ არაკაცის უსაფუძვლო სიტყვებს, შენ ჩვენ მართლა პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად მიგვაჩნიხარ და იმიტომ.
სოსო
ასეთი სროლით,სუპერ შეთამაშებული ნაკრებიც ვერ მოიგებს თამაშს,მით უმეტეს ევროპის მეორე გუნდთან.ასე ავსტრიაც დაგვამარცხებს და გამოგვთიშავს.წინა თამაშებიც წავაგეთ და იქაც უზარმაზარი ლაფსუსები გვქონდა,მაგრამ ბიჭები თავს დებდნენ მოედანზე,წუხანდელისაგან განსხვავებით.წუხელ ნაპერწკალი აღარ იყო თამაშში და ესაა ყველაზე ძნელი საყურებელი.იმედია ავსტრიასთან სულ სხვა,მებრძოლ გუნდს ვიხილავთ მოედანზე.შემდეგ კი ალბათ ნაკრები შეკრებაზე უნდა დარჩეს და გააგრძელოს ამ ახალი გუნდის შეკვრა,ურთიერთ გაცნობა,შეთამაშება,კომბინაციების დახვეწა,რომ შემოდგომისათვის თუ ნაკრები შემორჩა საგზურებისათვის ბრძოლას,ნაკრები ნაკრებს დაემსგავსოს.ციდან ვარსკვლავებს რომ ვერ მოვწყვეტთ ჯერჯერობით,ცხადია,მაგრამ ამ ბიჭებს გაცილებით მეტი რომ შეუძლიათ,ესეც ვიცით და ვნახეთ.მთავარია მებრძოლი სული და გუნდური ერთიანობა შევინარჩუნოთ და იქნებ დიქსონიც დავიყოლიოთ შემოდგომიდან ნაკრებში დაბრუნებაზე.ნაკრებში ორი კაცის ტყუილად ყოფნას,ერთი დიქსონის მობრუნება სჯობია და ეს ორი ამერიკელი ერთმანეთს ხელს ნამდვილად არ შეუშლიან,პირიქით.
გიორგი
ეს ფრაზა "ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას" მაგრად მაღიზიანებს, იმიტომ რომ როგორც წესი არც არაფერს ნიშნავს და ყალბი თავმდაბლობაა. მაგას რომ ამბობენ, ეგრევე მგონია რომ მაბოლებენ, ისე გამოდის, "ხომ კარგი, ეგრე იყოს ჩემი ბრალია და მერე, ვის რა ფეხებს მოსჭამთ?!"
გიორგი
ძმურად, ეს არგუმენტი რომ 3.5 მლნ.-იანი ერი ვართ თავიდან ამოიგდეთ რა, არანაირი გამართლება ეგ არ არის. ჩამოგითვალო ევროპის გრანდი ქვეყნების მოსახლეობა? ლიტვა 2.8 მლნ., სლოვენია (ევროპის ჩემპიონი) - 2 მლნ., ხორვატია - 4 მლნ. ხორვატია ფეხბურთშიც რასაც წარმოადგენს კი იცი. აჭარისხელა მოსახლეობით ისლანდია მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა თავისი შესარჩევიდან პირველი ადგილით. ამ დროს არის მილიარდიანი ინდოეთი და ჩინეთი, არც ერთი უქნია ღმერთს ფეხბურთში და არც მეორე, ინდოეთი საერთოდ მკვდარია ყველა სპორტში კრიკეტის გარდა, ისიც მარტო ეგ და პაკისტანი თამაშობს, ან შეიძლება სპილობურთში არიან ჩემპიონები. ამიტომ მოსახლეობა არ არის მთავარი
xxx
3,5 კი არა 3,14 გენიოსო!
თ
არ ვიცი რა ვთქვა. თავის გუნდში ყველა მაგარია. აგერ თოკო ევროლიგის ტოპ 5შია და ძაან მაგრად ასრულებს იქ. ამ ნაკრებში რატო კვდება ყველა ვერ ვხვდები. ნებისმიერი სპორტსმენისთვის ასმაგი მოტივაციაა თავის ეროვნულ ნაკრებში თამაში და ბოლომდე იხარჯებიან და ჩვენთან პირიქით რატოა? რამდენი ბურთი ვერ ჩააგდო და რამდენი შეტევა გააფუჭა პირადად თოკომ. ამ ყველაფრის მერე ხდება ასეთი კომენტარების გაკეთება რომ ვითომ მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს თამაშზე და სხვა არავინ. შენ ხარ ძმაო პასუხისმგებელი ამდენ ჩაუგდებელ ქულაზე და უმოტივაციო თამაშზე აბა ჩვენ ხო არ ვართ? ნაკრებში ვალია მიზნის მოზდით ნუ თამაშობთ ძალიან გთხოვთ. რა ვიცი მე ასე ვხედავ ყველაფერს ძმებო
cheroeli
ზაზას თაობა წავიდა და კარგა დიდი დრო გაივლის სანამ მაგ დონის კალათბურთელები გვეყოლება გული ნუ დაგწყდებათ ჩვენ მხოლოდ 3,5 იანი ერივართ.
გიორგი
ზუსტად იდენტური კითხვა გამიჩნდა. რას ნიშნავს ფრაზა პასუხისმგებლობის თავზე აღება? ყველა რო ასე მარტივად იღებს ხოლმე. პასუხისმგებლობის თავზე აღება ნაკრევიდან წასვლასთან თუ ასოცირდება, ან კიდევ იმაზე რო მომავალში ერთი ცუდი თამაში და პრაშაი. არ ვგულისხმობ რო თორნიკე ნაკრების უღირსი წევრია, პირიქით ამ ნაკრებში საუკეთესო მგონია. თუმცა სიტყვები სწორად უნდა გამოიყენოს
N
ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს ეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება? რა, ნაკრებიდან წასვლას ხომ არ აპირებს ჩვენი თოკო?! აბა რა ფორმით უნდა გამოიხატოს ეს გადაწყვეტილება?
ნოდო
აუ მასე თუ იზამ სერბებს წაგება ჩაეთვლებათ რატო ვიცით ეს მაგარი ტიპობა შეხედე თავის თავზე აიღო რა მაგარი ტიპია :D ეგ წაგება მთელი გუნდის მწვრთნელებიანად ბრალია და არა მარტო ერთი მოთამაშის მე არ ვიცი თამაში ამხელა სხვაობა ერთი მოთამაშის ჩავარდნილი თამაშის ბრალი იყოს
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
თორნიკე შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 10 ქულა ჩაუგდო - "ბარსელონამ" გაიმარჯვა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
[VIDEO] შენგელია ნაკრებში გამარჯვებით მოდის - კაპიტანმა "ლიონს" 15 ქულა ჩაუგდო და მალე საქართველოში გამოფრინდება
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია მატჩის დღეს ბარსელონიდან გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89