თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, "ინტერმა" შესაძლოა იმაზე უფრო მეტად იაქტიუროს სატრანსფერო ბაზარზე, ვიდრე...

თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, "ინტერმა" შესაძლოა იმაზე უფრო მეტად იაქტიუროს სატრანსფერო ბაზარზე, ვიდრე ეს ექსპერტებს და გულშემატკივრებს წარმოუდგენიათ. საქმე იმაშია, რომ სულ მალე "ინტერის" სალარო გვარიანად გამდიდრდება და შესაბამისად, ტრანსფერებზე სახარჯო ფულიც გამოჩნდება.

პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომავალი სეზონიდან დუგლას მაიკონი და მარიო ბალოტელი "ნერაძურიში" აღარ იასპარეზებენ - ამ ორი ფეხბურთელის სანაცვლოდ კი "ინტერი" დაახლოებით 60 მილიონ ევროს მიიღებს. 72 მილიონ ევროს ელოდება მასიმო მორატი უეფასგან, რაც ჩემპიონთა ლიგის მოგებით გახლავთ განპირობებული. დიახ, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგება სწორედ ასეთ თანხებთან არის დაკავშირებული. კიდევ ათი მილიონი მილანურმა გრანდმა მადრიდის "რეალისგან" უნდა მიიღოს, რადგან ჟოზე მოურინიომ კლუბთან ნაადრევად გაწყვიტა ხელშეკრულება. ამ ყველაფერს კი იქითკენ მივყავართ, რომ არის შანსი, რაფაელ ბენიტესმა ტრანსფერებისთვის მინიმუმ 100 ათასი ევრო მიიღოს.

"კორიერეს" ცნობით, ბენიტესმა უკვე დასახა პრიორიტეტები და კლუბის მესვეურებს ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა მოსთხოვა - ერთი ხავიერ მასკერანო (რომელმაც ღიად დააფიქსირა "ინტერში" გადასვლის სურვილი) გახლავთ, ხოლო მეორე დირკ კუიტი. ორივე მათგანი რაფას შეგირდი იყო "ლივერპულში" და ესპანელს მათი შესაძლებლობები შესანიშნავად მოეხსენება. ვნახოთ, უახლოეს დღეებში შესაძლოა ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი.

აქვე გაცნობებთ, რომ "ინტერის" კაპიტანი ხავიერ ძანეტი ჟურნალისტებმა ფეხბურთელის იდეალურ სახედ დაასახელეს. ეს გამოკითხვა 1992 წლიდან ტარდება და გაეტანო შირეას სახელს ატარებს. აქამდე, გამოკითხვა მხოლოდ იტალიელ ფეხბურთელებს შორის ტარდებოდა, 2010 წლიდან კი მასში ლეგიონერებიც ჩართეს. არგენტინელმა 371 შესაძლო ხმიდან 231 აიღო და ისეთი ფეხბურთელების გვერდით დადგა, როგორებიც გახლდნენ: რობერტო ბაჯო, ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, ჯანფრანკო ძოლა, ალესანდრო დელ პიერო, ფრანჩესკო ტოლდო.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე