მუნდიალი 2018: ბელგიამ იაპონიას საოცარი მატჩი შემოუტრიალა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის ნაკრებმა იაპონიას 0:2-დან შემოუტრიალა თამაში და 3:2 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი ბელგიელების უპირატესობით კი მიმდინარეობდა, მაგრამ იაპონელები ორგანიზებულად იცავდნენ თავს და სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ.

შესვენების შემდეგ ჰარაგუჩიმ ვერტონგენის შეცდომით ისარგებლა, კურტუასთან მახვილი კუთხიდან პირისპირ გავიდა და ამ უკანასკნელმა თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა. მერე ედენ აზარმა ბურთი ხარიხას გაარტყა, კონტრშეტევაზე კი ინუიმ ანგარიში 0:2 გახადა და რობერტო მარტინესის გუნდი თითქოს კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. უკანასკნელად ამ ტურნირის პლეი-ოფში 2-ბურთიანი ფორის ამოქაჩვა 48 წლის წინ გერმანიამ ინგლისთან მოახერხა.

მარტინესმა უმალ ცვლილებები განახორციელა, კარასკოს და მერტენსის ნაცვლად შეცვლაზე შადლი და ფელაინი შეუშვა და თამაშის სურათიც შეიცვალა.

69-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ვერტონგენმა თავით დაარტყა თუ კარისკენ ჩააწოდა ბურთი, მეკარე კავაშიმამ შეცდომა დაუშვა და 1:2, ხოლო 74-ე წუთზე ედენ აზარის გადაცემით, თავურით ფელაინიმ ანგარიში გაათანაბრა.

86-ე წუთზე კავაშიმამ ახლო მანძილიდან შადლისა და ლუკაკუს თავით დარტყმული ბურთები მოიგერია და როდესაც ყველას ეგონა დამატებითი დრო დაინიშნებოდა, შადლიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

Video

02.07.18 ბელგია - იაპონია 3:2

ორშაბათი. 2 ივლისი. როსტოვი. 41 466 მაყურებელი

ბელგია - იაპონია 3:2

გოლები: 0:1 ჰარაგუჩი (47), 0:2 ინუი (52), 69 ვერტონგენი (69), 2:2 ფელაინი (74), 3:2 შადლი (90+4)

ბელგია: კურტუა, მენიე, ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, კარასკო (შადლი 66), ვიტსელი, დე ბრუინე, მერტენსი (ფელაინი 66), ლუკაკუ, აზარი

იაპონია: კავაშიმა, საკაი, იოშიდა, შოჯი, ნაგატომო, შიბასაკი (იამაგუჩი 81), ჰასებე, ჰარაგუჩი (ჰონდა 81), კაგავა, ინუი, ოსაკო

საღოლ მწვრთნელს
ბელგიელების ბოლო ბურთი იყო შედევრი.
ზ.კალორია
იაპონურ ფეხბურთზე რაც კომენტატორებმა იცოდნენ ეს იყო მხოლოდ სუში და ტოიოტა პრადო. ინუი თავიდან იყო "ჭიჭვეიშვილი", მეორე ტაიმში უკვე მოდრიჩიაო ამბობდნენ (იმიტომ რომ გვარებს ვერ ამბობდნენ, მერე ერთმანეთს ეკითხებოდნენ ხომ სწორად ვთქვიო). კომენტირებულ პროგნოზებზე ზედმეტია საუბარი. ბელგიელთაგან აღტყინებულთ რაღაც საბრალო-დამცინავი კომენტარები ჰქონდათ დასაწყისში, თუმცა 2-0ზე უკვე ფერი და ზნე ეცვალათ და იაპონელთა სწორ და უშეცდომო ტაქტიკაზე ამეტყველდნენ. მოკლედ ვერ დაასკვნეს რა გუნდი თამაშობდა სუსტი თუ ძლიერი. (ვერც ბელგიამ გაიგო პრინციპში, ლუკაკოც გამოშტერებული იყურებოდა ხალხი არ ჩანს ირგვლივ და ამ ბურთს ვინ მართმვევს ან ძირს ან მაღლაო). ფეხბურთი ცალკე თემაა იქით იყოს და იაპონია რო თავმდაბალი და ვაჟკაცი ერია და ეს 2 მცნება რომ ერთად არსებობს რომელიც ჩვენთვის (და ბევრისთვის)გაუგებარია კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. იმაში რომ, 2-0 ის შემდეგ არ იხოცებოდნენ და იკლაკნებოდნენ კოღოს ნაკბენზე ირანელებივოთ და კოსტარიკელებივით (ჩვენი საგორაო სადაა ჯერ თორემ იცოცხლე ჩვენ იქ ვიგორავებდით...). ქომაგებს ძველბიჭობა არ დაუწყიათ სტადიონზე, პირიქით წყნარად აალაგეს, დაასუფთავეს თავიანთი ადგილი და დააფიქსირეს რომ იქ იაპონიის გულშემატკივრები ისხდნენ და არა ღორები.

ყველაფერი ოკ, მაგრამ "თუ ტაქტიკას სწორად აარჩევ შეგიძლია მოუგო კლასით უფრო მაღლა მდგომ გუნდსაც(ამის ნათელი მაგალითია ესპანეთის მარცხი)..." იმედია არ ფიქრობ რომ ჩერჩესოვის ტაქტიკური არსენალის დამსახურება იყო ეს :)))
batu
ყოჩაღ მარტინეს!!! მოკლედ მწვრთნელმა მოიგო თამაში,თუ ტაქტიკას სწორად აარჩევ შეგიძლია მოუგო კლასით უფრო მაღლა მდგომ გუნდსაც(ამის ნათელი მაგალითია ესპანეთის მარცხი)..ცოდვაა ყველა გუნდი რომელიც გამოვარდა მუნდიალიდან ,მაგრამ ეს გამოვარდნა მათი და განსაკუთრებით მწვრთნელების არასწორი ტაქტიკის ბრალია..ვიდეორეფერის შემდეგ ის გასასამართლებელი ნათქვამი რომ მსაჯმა წააგებინაო ფაქტიურად მინიმუმამდეა დაყვანილი..დღეს ფეხბურტს ყველა თამაშობს მაგრამ იგებს მხოლოდ მწვრთნელის შორი ტაქტიკა!!! აბა ვნახო ბელგია ბრაზილია რომელი მწვრთნელი აღმოჩნდება უფრო ძლიერი?
გოჩა
1982 გერმანიამ 3-3ზე დაამთავრა ძირითადი დრო,ამას გულისხმობდა კომენტატორი,ძირითად დროზეა ლაპარაკი.
კახა
შენ რა მაგარი ჩახედული ხარ ყველაფერში , განსაკუთრებით ტიტეს ინტიმურ საკითხებში !)))))) თან გეტყობა კრისტინას და რეალის ფანი ხარ ! ერთი ფეხბურთელის კანტორამ , იმ ერთი ფეხბურთელის გარეშე , 3 ჯერ გააფარჩაკა მადრიდის რეალი ! ამაზე არ გიფიქრია ? არც იმაზე რომ მესის გარეშე 3 თვე გუნდი თამაშობდა და *დიდიმა რეალმა * ვერაფერი მოუხერხა !! რეალს მიათრევს ყველა - მსაჯი , ფედერაცია , უეფა და ასე შემდეგ , ვერ ხედავ თუ არ გინდა რომ დაინახო ?!
ბარსელონა ერთი ფეხბურთელის კანტორა
იაპონიამ პოლონეთთან რაც ითამაშა,მაგის მერე მარტინესი კი არა თვითონ იაპონელებიც არ ელოდნენ,რომ ასე ითამაშებდნენ. ბელგია ისევ ძლიერი გუნდია,როგორც აქამდე იყო. იმედი მაქვს ფინალში ვიხილავ ამ გუნდს და თუ მოიგებენ ხომ კარგი. ბრაზილიასაც აქვს ხარვეზები და მექსიკამ ვერ დასაჯა უბრალოდ. ბელგიას ისეთ შემადგენლობა ყავს,რომ შემადგენლობის ლავირების დიდი არჩევანი აქვს. მარტინესი სჯობია ტიტეს,რადგან შეცდომების აღიარება უყვარს. არც კი დაპანიკებულა და ისეთი ცვლილებები გააკეთა,რომ არც უფიქრია,რო მერტენსი იყო ან კარასკო ისე შეცვალა. ტიტე იგივე სიტუაციაში არ შეცვლიდა არც ჟეზუზს და არც ვილიანს,რადგან მათ დედებთან გულაობს,უფრო ჟეზუზის დედასთან.4 თამაში ითამაშა ჟეზუზმა და ჯამში 330 წუთი,არაფერი გაუკეთებია ღირებული,მაშინ როცა ფირმინომ 3 თამაშში 35 წუთი მიიღო.გუშინ ზუსტად 3 წუთი დასჭირდა გოლის შესაგდებად. ვერავინ მეტყვის,რო ჟეზუზი ფირმინოს სჯობია,მაგრამ არ აფასებენ ამ კაცს. ყველა სალაჰს გაჰყვირის,მაგრამ ფირმინო უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ლივერპულისთვის. მარტინესი კი სჯობია ტიტეს,ამათ ნეიმარი ჰყავთ,ხოლო იმათ აზარი,ამათ კოუტინიო ყავთ,ამათ პრემიერლიგის საუკეთესო მეპასე დებრუინი. ჟეზუზს და ლუკაკუს არც შევადარებ.გაგახსენებთ,რომ ეს ის მარტინესია,რომელმაც მიყოლებით ლივერპული,არსენალი და მანჩესტერი დაამარცხა და უიგანი ლიგაში დატოვა.ნახევარფინალურ წყვილებსაც გეტყვით: ბელგია-საფრანგეთი და ხორვატია-ინგლისი,ხოლო ფინალი ხორვატია-ბელგია. სულ გერმანია,სულ ბრაზილია,არგენტინა,იტალია და დავიღალე. მინდა სხვა ქვეყანამაც მოიგოს მსოფლიო და ამ ჩემპიონატზე ბელგიას ყველაზე კარგი შანსი აქვს
ზაზა
1982 წელს ნახევარფინალში გერმანიამ შემოუტრიალა 1:3 ზე საფრანგეთს. 1970 წელს რო წერთ. გუშინ თამაშის მსვლელობისასაც 1970 წელი ახსენა მარტო კომენტატორმა.
გგგ
ასე მგონია, ბელგიელთა მწვრთნელი არ ელოდა იაპონელების მედგარ წინააღმდეგობას. შემადგენლობა შემტევი დააყენა, მაგრამ ამან არ უშველა. კურტუას შეცდომებზეც შეიძლება ლაპარაკი - რამდენჯერმე არადამაჯერებელი იყო.კლასმა თავისი გაიტანა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ძნელი იქნება თამაშის შემოტრიალება
არჩილ
შემეცოდა იაპონია, მაგრად ითამაშა, თუმცა ბელგიამ მაგრად შემოატრიალა თამაში, რაც მწვრთნელის სწორმა ტაქტიკამ და შეცვლაზე შემოყვანილმა ფეხბურთელებმა განაპირობა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]
გერმანიის ნაკრები იაპონიასთან 1:4 დამარცხდა [VIDEO]
ასე დახვდნენ იაპონიის ნაკრებს გულშემატკივრები აეროპორტში [VIDEO]
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
საფრანგეთმა ბელგიას კოლო მუანის რიკოშეტით გატანილი გოლით მოუგო [VIDEO]
ლივაკოვიჩმა სამი პენალტი მოიგერია და ხორვატია მეოთხედფინალში გაიყვანა [VIDEO]
ფიფას დასკვნა: იაპონელთა გოლი იყო ნაღდი და უტყუარი
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
კატარი 2022. ყველა მერვედფინალური წყვილი და მატჩების განრიგი
მუნდიალის მეორე მხარე - იაპონელებმა მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავეს
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]