საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ავსტრიის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ავსტრიის ნაკრები დაამარცხა (98:73). დღევანდელ გამარჯვებაზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ავსტრიასთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს. სერბეთთან ძალიან ცუდი საღამოს შემდეგ, ჩვენ დღეს ვითამაშეთ აგრესიულად, კონცენტრირებულები ვიყავით გუნდურად და რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რთულ მომენტებში ერთად ვიყოთ. გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს გუნდს და გულშემატკივრებს.

ახლა უნდა მოვემზადოთ მომდევნო ფანჯრისთვის. ბედნიერი ვიქნები თუ უძლიერესი შემადგენლობით შეკრებას მოვახერხებთ. ისევ ვიმეორებ, შენგელიას, შერმადინს ძალიან დატვირთული სეზონი ჰქონდათ, მარკოიშვილი ტრავმირებულია. ჩვენ გვყავს პერსპექტიული მოთამაშეები, მაგალითად სანდრო მამუკელაშვილი. ტედ მაკფადენი საერთოდ პირველად იყო ჩვენთან ერთად, ხოლო ცინცაძე და სანაძე საუკეთესო ფორმაში არ არიან, რადგან ტრავმები ახლახან მოიშუშეს.

გოგა ბითაძე ძალიან პერსპექტიულია. მას აქვს ტალანტი და შეუძლია, რომ მომავალში NBA-ში ითამაშოს. ის ყოველ თამაშში უმატებს, ძალიან სწრაფი და შედეგიანია. ასევე მამუკელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი. ეს ქართული კალათბურთის მომავალია და აუცილებელია, რომ ისინი იყვნენ ნაკრებში, რადგან მიიღებენ გამოცდილებას.

იმედია, მომდევნო ფანჯრის დროს სრული შემადგენლობით ვიქნებით. კალათბურთი არაა კარგი, თუ უძლიერესი კალათბურთელები არ იქნებიან მოედანზე.

კალათბურთში ადვილი თამაში და მეტოქე არ არსებობს. საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც 6 მოგებით გადმოვიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე. ევროლიგიდან ბევრი მოთამაშე ჰყავს და ძლიერი მოწინააღმდეგეა. სერბეთისა და გერმანიის ძალა უკვე ვიცით. ყველა რთული მეტოქე იქნება. ვიმედოვნებ, ყველა თამაშში ბოლომდე დავიხარჯებით. დიდი მადლობა და ყველას ბედნიერ დასვენებას გისურვებთ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი შესარჩევი ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა (2 მოგება, 4 წაგება) და მეორე ეტაპზე გადაინაცვლა, რომელიც მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყება და 2019 წლის 24 თებერვალს დასრულდება.

fghfg
გერმანიას თუ არ მოუგეს ორივე თამაში უნდა დასტოვოს პოსტი.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას