20 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ "ნასიონალში" გააგრძელებს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს ექსკლუზიურად თავად არაბიძემ განუცხადა.

"ნასიონალი" ახლა გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში. 7 ფეხბურთელს იმატებენ და გუნდს აძლიერებენ. კლუბი სულ უმაღლესში იყო და ცხრილის შუაში ტრიალებდა, მაგრამ შარშანწინ გავარდნენ, რადგან 6 ფეხბურთელი გაყიდეს.

3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ვნახოთ მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, ერთ წელში ან წელიწადნახევარში სხვა გუნდში გადავიდე.

მქონდა კიდევ სხვა ვარიანტები. მაგალითად გერმანიის ბრემენის "ვერდერი", დანიიდან "მიდტიულანდი"... და კიდევ 2-3 სხვა გუნდი.

ბოლოს მაინც "ნასიონალი" ავარჩიე, რადგან ახალგაზრდებს ათამაშებენ. აქ კარგი მწვრთნელი, პრეზიდენტი და გარემოა.

ჩემთვის ახლა მთავარია სისტემატიურად ვითამაშო უმაღლეს ლიგაში. "ნასიონალი" კარგი გუნდია და რაც მთავარია, ფეხბურთელებისთვის აქ კარგი გარემოა.

მთავარია, რომ უმაღლეს ლიგას ვითამაშებ. როგორც მინდოდა, ისეთ გარემოში მოვხვდი და კმაყოფილი ვარ. ვნახოთ, მომავალში რა იქნება", - გვითხრა არაბიძემ.

"ნასიონალმა" გასულ სეზონში პორტუგალიის მეორე ლიგაში 71 ქულა დააგროვა და პირველი ადგილით უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

გუნდი ქალაქ მადეირაში, სადაც კრიშტიანო რონალდო დაიბადა და მისი საფეხბურთო საწყისები უკავშირდება, Estádio da Madeira-ზე თამაშობს, სადაც 5132 ადამიანი ეტევა.

night
ვერ გავიგე ვინ გადავიდა ნაციონალში ის დიდი გიპიანი კაცი თუ გიორგი :დდ არაბიძე დამალეს და თვითონ წინა პლანზე წამოიჭრნენ
ilia
წარმატებები გიოს 1 წელიწადში პორტუში გადასულიყოს, მერე კიდე ერთ წელიწადში ასე უქნია პირდაპირ ბარსელონაში ამოუყვია თავი.
ალეკო
ბევრი შრომა და მეტი თავმდაბლობა და აუცილებლად ბევრს მიახწევ
zaza
ღმერთმა ხელი მოუმართოს გიორგის და წარმატებები კრიტიკოსები გაეჩუმებიოს ისე ეთამაშოს და უფრო ძლიერ გუნდში მენახოს.
bbb
ცდება არაბიძე, როცა იძახის, რომ მალე სხვა გუნდში გადავალო, არჩევანი სწორედაც კარგია, თავს თუ გამოიჩენს კაცი, ეს შეუმჩნეველი დამერწმუნეთ, რომ არავის დარჩება, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებია და მალე სხვა გუნდში გადავალო რომ ამბობს, არაა ღირსი სკამი ახეხინონ? რა არაპროფესიონალური განცხადებაა!
მერაბი
რა ემართება ნიჭიერ თაობას? იმედი გვქონდა იტალიაში ან ესპანეთში ითამაშებდა. პორტუგალიის უმაღლესი ლიგა და თანაც პატარა პროვინციული ქალაქის გუნდი ბევრი არაფერია. ნეტავ ვცდებოდე.
solo
ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა... ღმერთმა ქნას ვცდებოდე
Givi
მადეირა კუნძულია, ქალაქს კი ფუნჩალი ქვია, სადაც ნაციონალი თამაშობს
რიგითი გულშემატკივარი
შვილი ჯერ სადაც გათამაშებენ სადაც დაგასაქმეს სადაც ნდობა გამოგიცხადეს იქ ითამაშე დაამტკიცე შენი უპირატესობა და მერე ილაპარაკე სხვა გუნდში გადასვლაზე.. ისე კი მოგიწევს როგორც ფეხბურთი ითამაშო უკეათესად ისევე საუბარის სწავლა.. წარმატებები
მამუკა
რამდენი რაღაც ახატია ეს ფეხბურთელია თუ კულტურის სახლი???
status quo
ჩამოვა მესამე ლიგამდე.
Gio
წარმატებები, ოღონდ ერთი რამ უნდა აღვნიშნო, ისე ამბობს შეიძლება ერთ ორ წელში სხვაგან გადავიდეო, თითქოს სადაც მოხვდა იმ დონეს ბევრად აღემატებოდეს, შეიძლება აღემატება კიდეც, მაგრამ ჯერ ეს არ უჩვენებია და სანამ არ აჩვენებს, ცოტა მეტი თავმდაბლობა და პატივისცემა მართებს იმ გუნდის სადაც გადავიდა.
Rostevan
"3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ვნახოთ მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, ერთ წელში ან წელიწადნახევარში სხვა გუნდში გადავიდე." ესეთი მენტალიტეტით შორს ვერავინ წავა. ჯერ სადაც მიდიხარ იმაზე უნდა იფიქრო და იქ დადო 100%, მერე თუ დაიმსახურებ შეიძლება უკეთეს ადგილას წასვლა. ესე გავლით თუ იქნა არცერთი ნორმალური გუნდი სერიოზულად არ შეხედავს.
lasha
მთავარია ტატუები გაკეთებული აქვს ფეხბურთი მოიცდის ერთი 10 წელი
ზაზა
ვფიქრობ კარგი არჩევანია, სერიოზული ჩემპიონატია,მთავარია ბევრი სათამაშო დრო, ჩვენ გვჯერა შენი გიო და გვეიმედები. წარმატებები
giga
წარმატებები გიო, დიდი მოლოდინი მაქვს შენზე და იმედი მაქვს გაამართლებ.
ss
წარმატებები და წარმატებები, სულ ისე გეთამაშოს როგორც რეალის ახალგაზრდულ გუნდთან ითამაშე, წარმატებები
soxumeli veterani
წარმატებები გიორგი!
ფერნანდო
წარმატებები!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" რთული გამარჯვება მოიპოვა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა და "სპორტინგმა" თამაში შემოატრიალა
ოფიციალურად: სუარესის ახალი გუნდი ცნობილია
არაბიძე ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა - ქართულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 200 000 ევრო გადაიხადა და "ნასიონალიდან" გამოისყიდა
დიდი ტრაგედია კოპა ლიბერტადორესის მატჩის შემდეგ - "ნასიონალის" ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაყვანიდან ოთხი დღის მერე გარდაიცვალა [VIDEO]
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ჩემპიონი გახდა, მუნდიალზე წავა, შემდეგ კი... - სუარესის ტიტულების კოლექციაში მატებაა
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!