შაბათს მელბურნში, ახალი ზელანდიის ნაკრები სამი ერის გათამაშების მორიგ შეხვედრაში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს სტუმრობს...

შაბათს მელბურნში, ახალი ზელანდიის ნაკრები სამი ერის გათამაშების მორიგ შეხვედრაში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს სტუმრობს. "ოლ ბლექსმა " სტარტზე ორიდან ორივე შეხვედრაში დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონი, სამი ერის შარშანდელი გათამაშების გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის ნაკრები და ახლა ავსტრალიასთან გამარჯვებით სერიოზულ განაცხადს გააკეთებს საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად.

ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. გუნდს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული გარემარბი ჯო როკოთოკო. ის რენე რეინჯერს შეცვლის, რომელსაც ველინგტონში ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა. რეინჯერმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში ლელო გაიტანა, მაგრამ დაშავდა და თამაში არ შეუძლია.

ველინგტონში "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში საუკეთესო იყო ცხრა ნომერი პირი ვიპუ, რომელიც კვირას მამა გახდა. პირის ვარჯიშები გაუცდა და ამიტომ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, მის ადგილს კი გამოჯანმრთელებული ჯიმი ქოუანი დაიკავებს.

"ავსტრალიელებმა წლეულს შესანიშნავი გუნდის შექმნა შეძლეს და მათ დასამარცხებლად ჩვენი პოტენციალის მთლიანად გამოყენება დაგვჭირდება. სამ ერის გათამაშებაში ბრწყინვალე სტარტი გვქონდა, მაგრამ ამის გამო თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ" - თქვა "ოლ ბლექსის" მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯო როკოთოკო, 10. დენ კარტერი, 9. ჯიმი ქოუანი; 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრანქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი; 16. კორი ფლინი, 17. ბენ ფრანქსი, 18. სემ ვაითლოქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. იზრაელ დაგი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა