ქართველმა გოგონებმა მოლდოვა 51:50 დაამარცხეს და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოს მედლების მფლობელია. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მე-3 ადგილისთვის მატჩში ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით დაამარცხა მასპინძლები და საპრიზო ადგილი დაიკავა.

ქართველებმა მოლდოველები ბოლო წამებზე, ნინო გადელიას ზუსტი ტყორცნის შედეგად 51:50 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები პირველი ნახევრის შემდეგ 3 ქულით – 27:30 ჩამორჩებოდა, თუმცა შესვენებაზე შეძლო მობილიზება და მძლავრად ჩატარებული მე-3 პერიოდის შემდეგ 8 ქულით გალიდერდა.

მასპინძლებმა ბოლო მეოთხედში მოახერხეს ჩამორჩენის აღმოფხვრა და დაწინაურდნენ კიდეც. ბოლო წუთზე მოლდოველები 50:48 იგებდნენ და ბურთსაც ფლობდნენ, თუმცა კარგი დაცვით მოპოვებული შეტევა ქეთი დანელაშვილმა დააგვირგვინა ზუსტი საჯარიმოთი. მოლდოველებმა წუთშესვენება აიღეს, თუმცა გვერდიდან შემოტანილი ბურთი მათ თამარ პაპუაშვილმა ჩაუჭრა. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე, ნინო გადელიამ მარიამ დიდბარიძის ზუსტი პასით გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.

მე-3 ადგილისთვის მატჩი გამორჩეული შედეგიანობით ჩაატარა ქეთი დანელაშვილმა, რომელმაც 18 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქეთი ნომინალური ცენტრია და ძირითადად ფარქვეშ უწევს თამაში, თუმცა მოლდოველებთან მატჩში სამქულიანიც შეასრულა და რაც მთავარია – ზუსტად. დანელაშვილის მსგავსად ორმაგი დუბლი შეასრულა ნინო გადელიამ, რომელმაც 18 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 10 ქულა და 8 მოხსნა თამარ პაპუაშვილის ანგარიშზეა, ხოლო ხატია ქებურიამ შეხვედრა 5 ქულით, 11 მოხსნით და 3 პასით დაასრულა.

ნინო გადელია, რომელიც ტურნირზე ჩატარებული 5 მატჩიდან თითოში საშუალოდ 17 ქულას ითვლიდა, ორგანიზატორებმა სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.

ჩემპიონი გახდა ავსტრია, რომელმაც C დივიზიონში წელს პირველად იასპარეზა. ავსტრიელებმა ფინალური მატჩი შოტლანდიას 69:48 მოუგეს. პეტარ ობრადოვიჩთან და მარტინ ვულიჩთან ერთად ფინალურ შეხვედრას ქართველი არბიტრი, მაკა კუპატაძე მოემსახურა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხდვით

xxx
თურმე გალიდერებულან
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა